ოთარ რურუა
|
|
nukria | Дата: კვ, 13.11.2016, 20:59 | Сообщение # 1 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| როს ვიდექი შენს საფლავთან ლევან, მიმშვენებდა გვერდს პატარა ქალი. ახლა ვწურავ ფეხით ყურძნის მტევანს, მკერდში ცეცხლის მიგიზგიზებს ალი. გულზე ქრისტეს რომ გესვენა ხატი - თავგანწირვას ნატრობდაო მითხრეს, იქნებ ერთ დღეს განგვიქარდეს დარდი, ღმერთმა ქნას რომ მეც მოვესწრო იმ დღეს, როცა ერი მის სოხუმში შევა და იმღერებს ’’ვარადას“ ან ’’ლილეს“... გამარჯვებას იზეიმებს ლევან, დააფასებს მისთვის გარდაცვლილებს!!!
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 13.11.2016, 21:33 | Сообщение # 2 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დგას სვეტიცხოვლის ტაძართან ახლოს უმანკო, როგორც შველი ან კრავი... და რადგან უტა მის გულში სახლობს, ხელთ არსაკიძის უპყრია მკლავი. დგას სვეტიცხოვლის ტაძართან ახლოს, არ ანაცვალა თუმც ლაზმა თავი, - ო, არ იქნება შორენა მარტო, ვიდრე უპყრია ხელთ უტას მკლავი.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 13.11.2016, 23:10 | Сообщение # 3 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| იმ ღამეს თოვდა, თოვდა და თოვდა... და შენ გეძინა სიცივით დაღლილს, გარშემო ცივი სინათლე კრთოდა და ივსებოდა სიჩუმით სახლი. ვხედავდი ჩემს ლანდს საწოლთან დახრილს და ჩრდილი დახრილ კედელზე თრთოდა, შენ კი გეძინა ყველაფრით დაღლილს, გარეთ კი თოვდა, თოვდა და თოვდა. და შენი ტანი გრძელი და თხელი მკვეთრი ხაზებით მოჩანდა ბნელში, და შენი ხელი, გამხდარი ხელი, მკვდარი ჩიტივით მეჭირა ხელში. გარეთ კი თოვდა, თოვდა და თოვდა...
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 13.11.2016, 23:11 | Сообщение # 4 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მგოსნებად არა ჩნდებიან, მგოსნები შემდეგ ხდებიან! პოეტებს ფული არა აქვთ, ლექსებით იკვებებიან! ოთარ რურუა პოეტი - დიაგნოზია და თანაც გადამდებია, მაყუთის ნაცვლად გიტოვებს პაპის პაპა ან ბებია. ნინო ქოქოსაძე
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 14.11.2016, 00:20 | Сообщение # 5 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გინდა, გოგონია, ქმარი გინდა, მივხვდი, მაგ ცრემლებით რას კვალავდი, მთვარემ მოიცილა პარიკი და მე ვის გავუმართო მასკარადი. ო, გინდა, გოგონია, ქმარი გინდა, გულს კი სულ სხვა შხამი მოლესვია, შენთვის გართობაა პარიკი და ტაკიმასხრობაა პოეზია. მართლაც ეს ცხოვრება როგორია, ვინ იცის, ვინ რომლის დონეზეა, კარგად დამაკვირდი, გოგონია, სად შენ და სად ჩემი პოეზია. ზეცა ჩემს ოცნებას ესადარა, მიწამ თავიდანვე დამიწუნა, გინდა მამაკაცი? - მე მზადა ვარ, ძუძუს მტევანივით დაგიწურავ, ქმრადაც გაგიხდები, შეგიცოდებ, დასტებად დაგიწყობ მზის ხალათებს, მაგრამ, გოგონია, ეგ იცოდე, პოეტი უთუოდ გიღალატებს. რადგან ცაც პოეტის დონეზეა, ჩვენ მხოლოდ ვეშვებით მასხარამდი, რადგან არ არსებობს პოეზია, როგორც გარეგნული მასკარადი.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 14.11.2016, 00:24 | Сообщение # 6 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ლამაზი ქალი სხვისია, ლამაზი ქალი მტრისას, თავს მოგჭრის, ძმაო, ნისიად, ისეთ რამეებს იზამს. ჭკვიანი ქალი რად გინდა, ჭკვიანი ქალი მტრისას, თავს დაგაჯდება, გაგქირდავს და ამოგიხმობს ტვინსა. მდიდარი - ჭირვეულია, მდიდარი ქალი მტრისას, ღარიბი - სულწასულია, სხვისი შეაცდენს ქისა... - თქვენ, ვაჟბატონო, რამდენი ცოდვა გდებიათ კისრად, ჰაუ, რამდენი ოჯახი აშენებულა მტრისა...
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 14.11.2016, 00:25 | Сообщение # 7 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მეც მიყვარს ქალი ლამაზი, გინდ ნინო ერქვას, გინდ ანა, ოღონდ მოყვასად მივაჩნდე, სხვა არაფერი მინდა რა. მეც მიყვარს ქალი ლამაზი, გინდ ლელა, გინდაც თამარი, მოყვასად მთვლიდეს ოღონდაც, ჩემთვის ეს არის მთავარი.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 14.11.2016, 00:27 | Сообщение # 8 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სევდისფერია თვალები შენი, ჩემი თვალებიც სევდისფერია, ისე უხდები ერს, ვით მთას შველი, ან როგორც ზღაპარს ნაზი ფერია. მიდიხარ, მიგაქვს ქუჩა... სხეული ჩამოქნილი გაქვს ვენერასავით, ამ სილამაზით გამორჩეული სიყვარულისთვის ღელავ ზღვასავით. და ვიდრე ვცხოვრობ გულის კარნახით - მუდამ გეტყვიან სათქმელს ტუჩები, ’’გარჩენილი ვარ ქვებზე კალმახი და ახეული მაქვს ლაყუჩები“. სევდისფერია შენი თვალები, ჩემი თვალებიც სევდისფერია, მაოცებ, როგორც ამორძალები, ანდა ვით ზღაპრის ნაზი ფერია.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 14.11.2016, 00:28 | Сообщение # 9 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სიცოცხლის ხე ისევ ისხვლება, ბედს უნდა, ერთმანეთს გაგვყაროს, - მე ვხმები, შენ ხმები, ის ხმება და მაინც ყვავილობს სამყარო. ხმელი ტოტებივით ვიმსხვრევით, ვიწვით და ღუღუნებს კერია, - მე ვმღერი, შენ მღერი, ის მღერის... თურმე ნაკვერჩხლები მღერიან. მღერიან... სიმღერით მკვიდრდება სული და ვიშუშებთ იარებს, - მქუხარე მსოფლიო მშვიდდება. და მაინც მსოფლიო ღრიალებს და მყარი ოცნების ქვიტკირი ირღვევა... დუღაბი მწირია... მე ვტირი, შენ ტირი, ის ტირის... თურმე ტრომბონები ტირიან. ცივდება ვულკანურ ნოტების ლავა და... მაესტრო ისჯება... ფესვებით, ტოტებით, ყლორტებით მე ვრჩები, შენ რჩები, ის რჩება... და როგორც მშიერი ობობა, ცა იცდის... დიდია ცის ძალა, - ვიღაცა იცდიდეს ოღონდაც, მე წავალ, შენ წახვალ, ის წავა! ჩვენ წავალთ... ვარსკვლავებს გავცდებით, თუმც წასვლა ძალიან ძნელია, - მე მელის, შენ გელის, მას ელის დიდი გზა... ღმერთები გველიან!
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 14.11.2016, 01:19 | Сообщение # 10 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ღმერთმა ჭირი გვაშოროს და შოთას ფრესკა არვინ შალოს... ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს! სხვამ არ თოხნოს ჩემი ყანა, არც ჩონგური ჩემი თალოს... მე ისეთი მგლები მყვანან, ალგეთს მტერმა ვერ დათვალოს! ალავერდში ვანთებ სანთელს, იმ გმირების წასვლას ვნანობ, არტანუჯთან ვხვდები ხანძთელს, რომ ფეხები ცრემლით ვბანო! ბევრი - თათრის ანაკუწი, გვარიდებდა სისხლის კალოს... ყველა დუშმანს, როგორც უწინ, გზა თევდორემ გაუკვალოს! ვინ აგაკრავს აწი ზეცას, გორგასლანის დიდო ფარო? აქ აბჯარი მთასაც ეცვა, აქ თამარი დედოფალობს! ღმერთმა ჭირი გვაშოროს და შოთას ფრესკა არვინ შალოს... ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს! ლაშა ნადარეიშვილი
|
|
|
|