ოთარ რურუა - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 13
  • 14
  • »
ოთარ რურუა
nukriaДата: ორ, 14.11.2016, 01:29 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქართველებო! ღვთის წყალობა მოდის ციდან,
შესაწამლი ვენახებიც შეწამლეთ,
მოწამენი შევიქენით ჩვენ იმ დღიდან -
რა დღიდანაც ქრისტესათვის ვეწამეთ. მორწმუნენი ქრისტეს გავხდით ზვარაკები,
მტარვალს ყველა დავუმსხვრიეთ ოცნება,
ლექსის ენით უფალს ველაპარაკებით,
ერი კიდევ ბევრჯერ დაილოცება. მტკვარში ძველი გადავყარე მონეტები,
ყვავილებიც გავატანე მდინარეს,
მსურს მოგიძღვნათ სიყვარულის სონეტები,
საქართველოს ვხედავ ცრემლდამდინარეს. ქართველობავ! ღვთის წყალობა მოდის ციდან,
უფლის მადლით ვუმკლავდებით ქარ-წვიმებს,
მოწამენი შევიქენით ჩვენ იმ დღიდან -
რა დღიდანაც ცისთვის თავი გავწირეთ.
 
nukriaДата: ორ, 14.11.2016, 01:30 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა ვქნა მტერის შესაშური,
ვერ დავწერო ლექსი, მაშინ?!..
ღმერთო! მომეც შენი პური...
ვაჭამო და გაძღეს ბავშვი!! პური ჩვენი არსობისა...
არსობისთვის დაგვათოვე!..
ხოლო პური გასკდომისა...
მტერს სადილად დაუტოვე!! მოგვარიდე გასაჭირი...
დიდებულო, დიდო ღმერთო!
ლექსის წერის გარდა ჭირი...
ჩემს ერს აღარ მიაერთო!! გლეხს მოჰმადლე პური უხვად!
მის ეზოში მოიყვანოს!..
და მას გასცეს მან მეფურად...
ვინაც გული მოუფხანოს!! თხოვნა დაგვრჩა ერთად-ერთი...
შენთან რიდით მიგვაცილე!..
მუდამ იყავ ჩვენი ღმერთი...
განსაცდელი მოგვაცილე!!!
/ ამირან თოდუა /
 
nukriaДата: ორ, 14.11.2016, 01:33 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ მიუყვები გზას ჭუბერისკენ,
არავინ იცის რა გელოდება,
ვდგავარ გმირების დიდ ობელისკთან,
გული იქამდე დაგელოდება, ვიდრე არ მოვა აღსასრულის დღე,
ვიდრე სურნელიც მათრობს იების,
მაგრამ რომ წავალ დასასრულისკენ,
ატირდებიან მაგნოლიებიც. შენ აფხაზეთში ისე მიდიხარ,
უკანასკნელად გხედავდე თითქოს,
რომც არ დაბრუნდე, გნახავ სიზმარში,
კვლავ გიწილადებ ჩემს კუთვნილ სითბოს.
 
nukriaДата: ორ, 14.11.2016, 01:34 | Сообщение # 14
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არ დაგნამვიათ ღაწვები
მოყვასის მონატრებითა.
- “ღამით მაძღრები დაწვებით,
დილით მშივრები დგებითა!” ცრემლებში ამონაწები
ცოდვა გდევთ დაბადებიდან…
- “ღამით მაძღრები დაწვებით,
დილით მშივრები დგებითა!” არც შუბლზე ზეთის წაცხებით
არ იხარჯებით ბეჯითად,
- “ღამით მაძღრები დაწვებით,
დილით მშივრები დგებითა!” მხოლოდ მაშინ ხართ მაგრები,
თუ იმყოფებით კრებითად…
- “ღამით მაძღრები დაწვებით,
დილით მშივრები დგებითა!” მუნ სხვისი სევდით დათვრებით
და არა გახარებითა.
- “ღამით მაძღრები დაწვებით,
დილით მშივრები დგებითა!” მეც ღვთის გლახა და საწყალი,
ავაზაკებში ნაგდები,
ღამით დავწვები მაძღარი,
დილით მშიერი ავდგები! …ვაი, რომ მწიფდა ნიადაგ
ცოდვით დამტკბარი მტევანი
- ვაი, რომ დამაგვიანდა
გულმკერდზე მჯიღის რტყმევანი… რეზო ამაშუკელი
 
nukriaДата: ორ, 05.12.2016, 15:55 | Сообщение # 15
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დაჭრილი არის შიგ გულში,
არ დააყაროთ მარილი!
ზოგისთვის სიტყვა ’’სამშობლო“
გაუფასურდა ლარივით!

რეკენ განგაშის ზარები,
ჯერ კიდევ არ სჩანს გზა ხსნისა!
იმას დაუდგეს თვალები,
მიწები ვინც გაასხვისა!

ოთარ რურუა
 
nukriaДата: ორ, 05.12.2016, 15:57 | Сообщение # 16
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ თქვი, რომ ქალს მკერდს საადი
უკოცნიდა ჟინითა;
მეც ვისწავლი, დამაცადე,
კოცნას საადივითა.

თქვი, ყურანი (არ მსურს დავა) -
სულ სხვა სიბრძნეს გვპირდება.
მე ხომ რიაზანიდან ვარ,
სხვა ლოცვა არ მჭირდება.

შენ მღეროდი: - ’’ევფრატს გაღმა,
ქალზე ძვირი ვარდი ღირს“.
ქალის ფასი ვიცი, მაგრამ
ღარიბ ჯიბეს თაგვი ღრღნის.

ბაღში შევალ, ვარდებს ავჩეხ, -
ახლა ვცოცხლობ ამ აზრით.
ქვეყანაზე რომ არ დარჩეს
შაგანეზე ლამაზი.

ამ ჩემს აღთქმას სურვილს ვატან
და ნურც მკითხავ თუ რადა,
ქვეყნად გავჩნდი პოეტად და
გკოცნი პოეტურადა.

სერგეი ესენინი
 
nukriaДата: ორ, 05.12.2016, 16:06 | Сообщение # 17
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ის მეუბნება,რომ მე ვერა ვარ,
მე ვეუბნები,ვიცი!
ის მეუბნება,რომ ეშინია,
მე ვეკითხები,რისი?!
ის მეუბნება,უაზრობაა,
დასახვა,რაღაც მიზნის...
მე ვეუბნები,მიზანი სხვაა,
სხვაა გზაზე რა გიცდის...
ის მეუბნება...ის მეუბნება...
ვდუმვარ...მე ჩემი მიჭირს...
ის მეუბნება,რომ მე ვერა ვარ...
მე ვეუბნები,ვიცი!
არავინ იცის,ღირდა თუ არა,
რატომ,ან თუნდაც,რისთვის?!-ლიკა
 
nukriaДата: ორ, 05.12.2016, 16:20 | Сообщение # 18
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მთვარე დაიმტვრა შორის ქალაქებს,
ქუჩაში ფეხით დადის სოფელი,
მე კიდევ ლექსებს სკივრში ვალაგებ
და ყველაფრისთვის ვარ
მადლობელი.

მივდივარ სადაც თეთრი მოლია,
მივდივარ მაგრამ თუ რა მომელის
არ ვიცი, ფიქრმაც სევდა მოლია
და მე ამ ფიქრის ვარ
მადლობელი.

დროგამოშვებით ვყლაპავ ნაფაზებს,
აზრი არა აქვს თვეა რომელი,
დრო იმ ღამესაც გადააფასებს,
თუმც მე იმ ღამის ვარ
მადლობელი -
როცა გიყვარდი დაუსრულებლად
და გვეცვა ერთი წუთისოფელი,
ახლა კი მხოლოდ წერის უფლება
მრჩება შენზე და ვარ
მადლობელი.

ქარი კი ადგას როგორც ჯალათი
სეზონს იმედის ფოთლით მოფენილს,
ჩემს დღეებს სუნი შერჩათ ღალატის,
ღალატისთვისაც ვარ
მადლობელი.

მადლობელი
ვარ ყველა ვნებათა,
ყველა სურვილის და იმედების,
ვიცი რომ შენი ბევრი მემართა
და ამ ლექსით არ
გაიმეტები,
მაგრამ თვალებშიც დაღლა შემოდის
და სურს ცრემლები ქარით მოიშროს,
შენც მადლობებით დაიღლებოდი
და მინდა გულით
მოგიბოდიშო
 
nukriaДата: ორ, 05.12.2016, 16:22 | Сообщение # 19
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სახურავებზე ელვა აზის ბებერ ანტენებს,
დახეთქილ მინებს გაუჩრიათ პირში ფარდები,
ქართულად წვიმს და შენ სიკვდილთან ღამეს ათენებ,
მერე კი, როგორც ცუდი ფილმი, ისე მთავრდები.

რადგან იცხოვრე შენი გზით და სხვისი წესებით,
წუთი-სოფელშიც ოცი წელი ისე გივლია,
თითქოს მსოფლიო შეისრუტე, ხოლო ლექსების
მცირე რვეულში გადაწერე მთელი ბიბლია...

წვიმს უნიათოდ, ოთახში კი წვეთავს ნიათი,
წერ და თევზაობ ყოფნასა და შორის არყოფნის,
ხოლო სურვილებს იმოდენა სივრცე მიართვი,
გრჩება შეგრძნება, რომ სიკვდილი გაქვს და არ გყოფნის.

მაგრამ, სანამდის საფეთქლები სტრიქონს გაცრიან,
ალბათ აჯობებს, ტრომბონებში რომ გადმოერთო
და თუ მუსიკას ირჩევ ლექსში თექვსმეტმარცვლიანს,
ასე გამოდის, სხვის დაკრულზე ცეკვავ პოეტო,

ან მეორდები, ანდა ელვა ბებერ ანტენებს
ისევ აწვალებს. შენ მაჯებზე გაზის მიზნები,
ზიხარ ზოგადად და ღამესთან ღამეს ათენებ,
ყოველ დილით კი ერთი დღით და ლექსით იზრდები.
 
nukriaДата: ორ, 05.12.2016, 17:18 | Сообщение # 20
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
BOX და სამი, შვიდი, ცხრა, უმჯობესი MUZ-ასი,
ფურცლებს ლექსებიანებს ქარი დასტაცებია,
გვიან ღამით ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე,
ბიჭები რომ მღერიან ჩემი ძმაკაცებია.

ყველა პოეტია და საქართველო ქართულად
აჩიკოსი არ იყოს ბათუმიდან თენდება
და ამ ღამით სხვისი მზე ჩვენთვის არის ნათურა,
ყოველ გამთენიისას ბოძზე რომ ითენთება.

პოეტები აფრენენ, გიჟდებიან, წვებიან
ასფალტზე და გენრისაც მონატრება სწყურია
აფხაზების, ბათუმშიც რაც თუ აფხაზებია,
უმეტესი მათ შორის ახლა მებადურია -
რადგან ის ტკივილები ზღვაში მოითევზაონ,
ბოთლშიც მცირე წერილად აცურებენ იმედებს,
ვგონებ არ გეკადრება ეს სურათი შენც ზღვაო,
ჰოდა ერთი ნაპირი კიდევ გამოიმეტე,

თორემ ვთვრებით რარიგად ამ პოეტურ ღამეში,
ბოლო-ბოლო სიფხიზლის აღარ შეგვრჩეს იოტი?
მზეს თუ ვერ შეაჩერებს ახლა ისუ-ნავესი,
როი საიქიოშიც იტრაბახებს გიოთი.

ასე იყო იმ ღამით ცას ლექსები სწყუროდა,
წვიმამ იაცაბაცა და პალმებზე ილაშქრა,
მერე ჩვენმა ძმაკაცმა დაგვირეკა ხულოდან,
"გენაცვალე" გავცვალეთ ჩვენ და გიორგი-ლაშამ.

წინ კი ეუჰ, რამდენი პოეტური წლებია,
მაგჰრად დათვრა მინდიაც, არ დაუთვრა სტრიქონი,
ხოლო ღამის ბათუმში ზეცას ვარსკვლავებიანს,
ჩვენი სიმღერებისგან ასძვრა იერიქონი.
ღრუბლის თეთრი ჩოხებიც ვარსკვლავებმა შელამბა,
მთვარე შვიდი პოეტის მეტაფორით გაერთო,
როცა ჭიქის მაგიერ გული დადო მერაბმა,
ხოლო მთელი საღამო გახდა საალავერდო.

გორგილაძის ქუჩაზე იმედები ეყარა,
ხოლო დილას წინა დღის განცდა მომეტებია,
წუხელ ვინც გიმღეროდა ჩემო კარგო ქვეყანავ,
ჩემი ძმაკაცები და შენი პოეტებია!
 
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 13
  • 14
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость