ოთარ რურუა
|
|
nukria | Дата: ორ, 05.12.2016, 23:03 | Сообщение # 31 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შენ ზღვა და წვიმა ერთად გამშვენებს, სილამაზით და ეშხით განთქმულო, ერთხელ მნახველი ტყვე ხდება უცებ, ამ საოცრების ჩემო ბათუმო.
აქ სიყვარულსაც სხვა ფერი დაჰკრავს, ლურჯთვალებიან ტურფა ასულსაც, ლექსის თქმა მინდა,სიმღერად მოდის ვუძღვნი დღევანდელს უკვე წასულსაც.
ხან ზეცას წვდება ჩემი სიმღერა, ხან ნიავივით წყნარი და ჩუმი, ჩემი გედიც ხომ აქ ამღერდება, გულში ჩამიკრავს ჩემი ბათუმი.
შენი მშვენებით ყველას აოცებ. მეც ვეცილები დიდებულ მგოსნებს. შენ ახლა გული გეკუთვნის ჩემი. დრო მოვა სულიც შენზე ილოცებს.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 05.12.2016, 23:09 | Сообщение # 32 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| აჭარა არის ჩემი გამზრდელი, გურია კიდევ ჩემი სისხლია, მე აჭარლობას როცა ვიჩემებ. განა გურია მაშინ სხვისია?
მე აჭარაში მზეს ვუცქერ ზღვაში და გურიაში ვხვდები ალიონს, ჩემი შვილებიც ვიცი შეძლებენ ორივე კუთხის წყალი დალიონ.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 05.12.2016, 23:26 | Сообщение # 33 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შემოიღამა,ისევ ჩამოწვა ავი სიჩუმე და ირგვლივ ყველაფერი მალე იყუჩებს, დავრჩები მარტო,ჩემს ფიქრებში დარდი იუხვებს, შენთან სიშორის ავი სევდა,ისევ იქუხებს.
მონატრებულს,მეოცნებეს,შენზე დარდიანს, გული მომივა,რომ ვერ გხედავ ბაგეთაფლიანს, მაგრამ მე მაინც დაველოდები იმ დღეს მადლიანს, როცა შევხვდები შენთან ერთად თოვლზე განთიადს.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 05.12.2016, 23:42 | Сообщение # 34 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჩემი ღუნღულმკერდა ხარ
ჩემი ერთადერთი ხარ, ერთადერთად გიტოვებ, როგორც დათვის ნაკვალევს, გულზე ვიმჩნევ შენს ტორებს... ჩემი ღუნღულმკერდა ხარ, გეხუტები,გეკვრები, ჩემი ერთადერთი ხარ, არასდროს გაგეყრები... შენს სითბოში გატრუნულს, რას დამაკლებს ზამთარი, სიმღერად მეჩვენება, ქარი ნამუსგამწყდარი... მთვარეს საკერებელი ძაფი თითქოს მოშლია, არსად წავალ,იყეფოს ორღობეში გოშიამ... ჩემი ერთადერთი ხარ, ერთადერთად გიტოვებ, ჩემი ღუნღულმკერდა ხარ, უშენოდ ვერ ვიცხოვრებ...-ლიკა
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 05.12.2016, 23:44 | Сообщение # 35 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მიკვირს ფანტელების მოცულობა, მათი მოძრაობის ალბათობა, თითქოს ყველა ბავშვი ლოცულობდა- ირგვლივ ისე თეთრად ჩამოთოვა ჭრელი მინდვრებიდან აფრენილი სული პეპლებისა დეკემბერმა, თოვლივით დაფერილი ქვაფენილი პეპლებს შუქნიშნებით ეგებება. და მე გელოდები გამუდმებით, და შენც მეორდები,მესამდები, როცა პირველსახით დაბრუნდები, ისევ შეგიცნობ და გესალმები.
რატი ამაღლობელი
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 05.12.2016, 23:45 | Сообщение # 36 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| რა ღირს საქართველო, ბატონებო რა ღირს გელათი და ნიკორწმინდა, რა ღირს სვანეთი და აფხაზეთი, რა ღირს სიონი და საბაწმინდა?!. რა ღირს მესხეთი და ჯავახეთი, რა ღირს რაჭის მთები საოცნებო... რა ღირს გურია და ხევსურეთი, რა ღირს საქართველო, ბატონებო?!. რა ღირს აჭარა ან იმერეთი, ანდა საოცარი სამაჩაბლო?.. ან ცად აზიდული კაცხის სვეტი, ზვრები - საღვინე და სამაჭარო?.. ფასი მოგვახსენეთ, გევედრებით, რა ღირს კახეთი და სამეგრელო, რა ღირს ვარძია და უფლისციხე, რა ღირს, ბატონებო, საქართველო?!. იქნებ შევისყიდოთ გათელილი, იქნებ პატივაყრილს მოვეფეროთ, იქნებ დავულეწოთ ბორკილები, მერე მზის ამოსვლას შევეგებოთ. იქნებ აღვადგინოთ მონასტრები, იქნებ დანგრეული ავაშენოთ... მტრისგან აჩეხილი რქაწითელი, ისევ ვახაროთ და გავაშენოთ?!. ღმერთო! აზეიმე სამართალი, ზეცავ, დაგვიფარე შინდისფერო... რა ღირს სამართალი, ბატონებო, რა ღირს , ბატონებო, საქართველო?!.
თინათინ მღვდლიაშვილი
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 06.12.2016, 00:45 | Сообщение # 37 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შანდორ პეტეფი * მე ერთი ფიქრი მაწუხებს მარად ვაითუ მოვკვდე ლოგინში წყნარად! ვაითუ მოვკვდე ნელ-ნელა, ნაზად, მჭკნარი, უსულო ყვავილის მსგავსად. და როგორც ქრება სანთელი მკრთალი, მეც ისე გავქრე, დავხუჭო თვალი, არა, ასეთი არ მსურს სიკვდილი, მე მინდა მოვკვდე ბრძოლით, ჭიდილით. მსურს მუხა ვიყო, შეურიგალი, მაპობდეს მეხი, მგლეჯდეს გრიგალი. მთიდან კლდეთ მოვწყდე უზარმაზარი, რომ ცა და მიწა შევძრა ზანზარით. როცა დაღლილი მძიმე უღელით ხალხი აღსდგება მკლავმოუღლელი დროშებს დააწერს ,,თავისუფლებას” და ცა დროშებით დაიღრუბლება. როცა მტრის რისხვად, ხალხთ გასახარდ, ყოველი მხრიდან დაჰკრავს ნაღარა, იქ ჩემი სისხლიც დაიქცეს წმინდა, მე იმ ბრძოლაში სიკვდილი მინდა. და რომ მომხვდება ბასრი მახვილი, უკანასკნელი ჩემი ძახილი, დე, დაიკარგოს ქვემეხთა ხმაში, დე, გაქაფული ცხენებით მაშინ, ჩემს მკვდარ სკეულზე გადითქარუნონ, ოღონდ ჩამძახონ სასიხარულო, მტრის დამარცხების ხმა დარხეული. დე, გადიქელოს ჩემი სხეული, შემდეგ იქნება დაღუპულთ გლოვაც, მაშინ შეკრებენ ჩემს ძვალთა გროვას, ზარის გუგუნში დროშებს გაშლიან, დროშებს ევლება შავი არშია. და დაგვმარხავენ საფლავში ერთად, მათ, ვინ გასტეხეს სიმაგრე მტერთა, ვინც საოცნებო დროშა გაშალა, თავისუფლებას ვინც ენაცვალა.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 15.12.2016, 06:25 | Сообщение # 38 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შენ...
’’შენ გაირყვნები... აშკარა არი... ვგრძნობ შენს დაცემას წინასწარულად. შენი სხეული ნაქანდაკარი, ხელიდან ხელში წავა ფარულად“.
იოსებ გრიშაშვილი
’’შენ გაირყვნები“... სოსოს სიტყვებით... ხასა გახდები დამპალ კაცების, მაგრამ სიწმინდის გზას თუ მიჰყვები, რა ბედენაა შიში დაცემის.
შენ გეყოლება კეთილი ქმარი, გულის მოხდება გულთან მიტანა, თუ ორფეოსმა დაუკრა ქნარი, ის ააჟღერებს შენთვის გიტარას.
და როცა წასვლის დადგება ჟამი, მზე დიდებული ჩაესვენება, გაგიხსენებენ სუფრაზე ჯამით, ნაღდი იქნება ეს გახსენება.
ოთარ რურუა
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 15.12.2016, 06:29 | Сообщение # 39 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ძმებო...
როცა ვკითხულობ ლექსებს გრანელის ვგრძნობ გულისცემა უფრო მატულობს, ჩემს სასთუმალთან იწვის კანდელი, ნიჭიერების სასიქადულოდ.
თუმც ჩვენც დაგვიდგა მძიმე დროება, მეც კანდელივით მინდა ვიწვოდე, არაფრად მიღირს ძმებო ცხოვრება, თქვენთვის ჯვარცმული თუ არ მიწოდეს.
ამ ქვეყანაზე ერთხელ მოვედი, ჩემი მფარველი არის უფალი, მე საქართველო როგორც ყოველთვის მინდა მარადის თავისუფალი.
ისევ ვკითხულობ ლექსებს გრანელის, ვფიქრობ ამისთვის ღირდა გაჩენა, ჩემს სასთუმალთან იწვის სანთელი, ჩვენი მერმისის გადასარჩენად.
ოთარ რურუა
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 15.12.2016, 06:38 | Сообщение # 40 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ზოგი პატრიარქს აგინებს, ზოგმაც ზვიადი გასწირა! ზოგი შინ სტუმარს არ იღებს, ზოგს თავი მოაქვს არწივად!
ზოგი ერს ჭკუას არიგებს, ზოგს ენატრება ტანია! მათ ხელში ქრისტეს ტარიგებს ლელოც ვერ გაუტანიათ!
სხვა რა ვთქვა... ერთად შეყრილან, ცდილობენ მაგრად გაერთონ! ასეთი ხალხი ქვეყნიდან მოსაკვეთია საერთოდ!
ოთარ რურუა
|
|
|
|