ოთარ რურუა - Page 5 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ოთარ რურუა
nukriaДата: ხუთ, 15.12.2016, 06:40 | Сообщение # 41
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წმინდა ნინოს სეხნია ხარ,
თავმომწონე ასული,
მჯერა, მუდამ იამაყებ
შენი ქვეყნის წარსულით.

არ შეგრცხვება არასოდეს,
დაგელოცოს გვარ - ტომი,
ისტორიას შემორჩები,
როგორც ირმის ნახტომი.

ოთარ რურუა
 
nukriaДата: ხუთ, 15.12.2016, 06:44 | Сообщение # 42
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყველა იღიმის ქართველის გარდა

მთაზე თავთავი აღარ მიღვივის
წამართვეს მიწაც და გარჯის მადაც,
საქართველოში ყველა იღიმის
ყველა იღიმის, ქართველის გარდა.

სიონთან ვხედავ ზანგებს და თურქებს
ათასი ჯურის აფროს და მავანს,
აქეთ ინდუსებს, იქეთ ჩინელებს
თითქოს ბოტკინი დამართეს ქალაქს.

დავმწყდარიყავით უწინ მართვენი,
გადაგვარება თუკი გველოდა,
ყველა ჩამოდის, ხოლო ქართველი?! -
ქართველი გარბის საქართველოდან!

ჯარჯი შუქიაური

ჯარჯი შუქიაურს

მთაზე თავთავი თუმც არ გიღვივის,
გულს ნუ გაიტეხ... როგორც ბაჩუკი,
დღეს თუ ქართველი აღარ იღიმის,
ხვალ გაიღიმებს... მოვა სხვა შუქი.

მთაზე თავთავი თუმც არ გვიღვივის,
ტანთ ცოტნესავით გვისვია თაფლი,
დღეს თუ სამშობლო აღარ იღიმის,
ხვალ გაიღიმებს განგების მადლით.

ოთარ რურუა
 
nukriaДата: ხუთ, 15.12.2016, 06:47 | Сообщение # 43
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლელა

მოგნატრებია ვაჟას ჩარგალი
თვით ვაჟას ლელას კარგო სეხნიავ,
მერე რაა, რომ არა ვარ ქალი,
მეც არაერთხელ დამიკვეხნია

შენი სახელით... ჩარგლის ბუნებით,
უფლის წყალობით ფშავიც ჩვენია,
გვაქვს თვით მთასავით სუფთა გულები
და საამაყოდ ვაჟას გენია.

ოთარ რურუა

2016 წელი.
 
nukriaДата: ხუთ, 15.12.2016, 06:48 | Сообщение # 44
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შემომახიეს ტანზე პერანგი
და დამიშანთეს ორივე ძუძუ!
მაშინ ხარობდა მტერი ვერაგი,
როცა მხედავდა დედოფალს უძლურს!

თუმც ერთხელაც არ დამიკვნესია,
შირაზს რომ მგლეჯდნენ გულს ჯალათები!
ალბათ ეგონათ, მე ჩემს მესიას -
იესო ქრისტეს ვუღალატებდი!

ოთარ რურუა

2016 წელი.
 
nukriaДата: ხუთ, 15.12.2016, 06:56 | Сообщение # 45
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ღმერთმა ჭირი გვაშოროს და
შოთას ფრესკა არვინ შალოს...
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან
არაფერი შეგეშალოს!

სხვამ არ თოხნოს ჩემი ყანა,
არც ჩონგური ჩემი თალოს...
მე ისეთი მგლები მყვანან,
ალგეთს მტერმა ვერ დათვალოს!

ალავერდში ვანთებ სანთელს,
იმ გმირების წასვლას ვნანობ,
არტანუჯთან ვხვდები ხანძთელს,
რომ ფეხები ცრემლით ვბანო!

ბევრი - თათრის ანაკუწი,
გვარიდებდა სისხლის კალოს...
ყველა დუშმანს, როგორც უწინ,
გზა თევდორემ გაუკვალოს!

ვინ აგაკრავს აწი ზეცას,
გორგასლანის დიდო ფარო?
აქ აბჯარი მთასაც ეცვა,
აქ თამარი დედოფალობს!

ღმერთმა ჭირი გვაშოროს და
შოთას ფრესკა არვინ შალოს...
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან
არაფერი შეგეშალოს!

ლაშა ნადარეიშვილი
 
nukriaДата: ხუთ, 15.12.2016, 06:57 | Сообщение # 46
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩვენო პაოლო, ჩვენო ტიციან

მე იქ ვარ - სადაც სიყვარულია,
სად მეგობრობის ფასი იციან,
გულს თქვენი ძმობა ბევრჯერ უქია
ჩვენო პაოლო, ჩვენო ტიციან.

სამარადისოდ მეც იქ ვარ - სადაც
სიკეთის ფასი დღემდე იციან,
თქვენი ცხოვრება ლეგენდას ჰგავდა
ჩვენო პაოლო, ჩვენო ტიციან.

ოთარ რურუა
 
nukriaДата: ხუთ, 15.12.2016, 07:59 | Сообщение # 47
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბოშა ქალმა შემომხედა,
დამატყვევა თვალებით,
იმ დღის მერე სიზმრად ვხედავ,
ალბათ არ ვებრალები.

სიყვარულის ცეცხლს მიკიდებს,
თუმც მშურს მისი თეთრ შურით,
მსურს ვიცეკვო ერთხელ კიდევ
ცეცხლოვანი ბოშური.

ოთარ რურუა
 
nukriaДата: ხუთ, 15.12.2016, 07:59 | Сообщение # 48
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოსაგები მაქვს...

მე სამშობლოდან არსად წავალ და
აქ ვარსკვლავებიც მთვლიან მასპინძლად,
მოსაგები მაქვს ჩემი მარაბდა,
მოსაგები მაქვს ჩემი ასპინძა.

გარს მახვევია მოძმე ურიცხვი –
სავსეს ქართული პატიოსნებით,
თუ დავეცემი სიყვარულისთვის,
დამიტირებენ ძმები მგოსნები.

ბარში ვიყავ თუ ვაჟას ჩარგალში
მუდამ სიცოცხლის ეშხით ვთვრებოდი,
ხან ვიჭრებოდი ცეკვის დარბაზში,
ხან ლამაზმანებს ვეფერებოდი.

არ ვემეტები მოყვრებს მარცხისთვის,
აქ ვარსკვლავებიც მთვლიან მასპინძლად,
მოსაგები მაქვს ჩემი ფარცხისი,
მოსაგები მაქვს ჩემი ასპინძა.

ოთარ რურუა
 
nukriaДата: ხუთ, 15.12.2016, 08:02 | Сообщение # 49
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვერ მოგეწია კოცნები -
შუა გზიდან რომ გიგზავნე,
დღემდე ლამაზი ოცნებით
შენთან მოვყავარ ზიგზაგებს.

ქარი ხარ ამოვარდნილი,
ცეკვისთვის დაბადებული,
შენი ქართული მანდილით
თავი გაქვს გადადებული.

სიყვარულის გზას დავლოცავ
აქედან ზედაზენამდე,
სიტყვის უთქმელად დაგკოცნი,
თუ მოვაღწიე შენამდე.

ოთარ რურუა
 
nukriaДата: ხუთ, 15.12.2016, 08:15 | Сообщение # 50
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როცა გავდივარ დედის საფლავზე
აღელვებული მშვიდდება გული,
ენით ვერ აღვწერ... ამ ქვეყანაზე
ეს სხვა გრძნობაა, სხვა სიყვარული.

როცა გავდივარ დედის საფლავზე
სულს ეუფლება სიმშვიდე სრული,
ცრემლშეუშრობელს ამ ქვეყანაზე
მაცოცხლებს მხოლოდ ეს სიყვარული.

ოთარ რურუა
 
ძებნა:

მოგესალმები Гость