ოთარ რურუა
|
|
nukria | Дата: ორ, 05.12.2016, 17:20 | Сообщение # 21 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მთელი დედამიწა - შენი სამოსელი, მიკვირს გეფიცები როგორ ჩაგეტია, მხრიდან ორი ცალი გრძედი ჩამოგხსენი და ჩემს ჰორიზონტზე ორი განედია.
ახლა როგორც წესი დავდარდიანდები, რახან ვიბნევი და რახან გვიანია, ვიცი არსებობენ ადამ-იანები, მაგრამ შენი სფერო ევა-იანია.
არის შენდობაც და არის მინდობანიც, ზოგი არ ინდობა, ზოგი ინდობა და ყველას შეგვიძლია შევქმნათ კიდობანი, მაგრამ ვიკრიბებით ნოეს კიდობანთან.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 05.12.2016, 20:59 | Сообщение # 22 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გეტყვი ყველაფერს - რაც სათქმელია, იღვიძებს შენში ვნება ქალური, თუმც გზა ჯერ კიდევ გასავლელია, ხარ დაცემამდე სექსუალური.
არ ამოუხვალ არასდროს ყელში - ქალის სურნელით ვინც არის მთვრალი, როცა დეკოლტე გაცვია ჩვენში, შენი მკერდისკენ გამირბის თვალი.
ოთარ რურუა
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 05.12.2016, 22:16 | Сообщение # 23 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ქალავ – შველივით ლამაზო მინდა გეცეკვო ოსური, შენი მოყმე ვარ... ამქვეყნად სიყვარულისთვის მოსული.
კეთილი შურით მშურს იმის – ვინც ემაგ ბაგეს გიკოცნის, ამ ტიალ წუთისოფელში ვისი აზრიც ხარ სიცოცხლის.
მე შენთვის მაინც ვიცეკვებ, თუნდ დამიწესონ ბეგარა, მოვალ და ერთხელ გაკოცებ, ამით არ დაშავდება რა.
ოთარ რურუა
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 05.12.2016, 22:21 | Сообщение # 24 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| წელი არის უმამო და ცივი. იანვარი ბალდახინებს ყინავს, გარეთ ქარი ტურასავით კივის და ქარივით დაწრიალებს ტურა, დედამიწა ორიათასცხრას და შენ გადაღლილ ოცდაათ წელს ხურავ.
ფიქრი არის მრავალი და უჭირთ, დღეებს უჭირთ იმედებთან წოლა, უკვე თოვს და თოვაც არის ფუჭი, წინ ხიდია და გადაღმა ხიდის, არის გზები თან ისეთი გზები, რომ არცერთი ტაძართან არ მიდის.
ხალხსაც ხედავ ნაირ-ნაირ-ნაირს, ბრბოს უყურებ ერთფეროვნად ფერადს, ზოგი გყიდის ვერცხლად ოცდაათი, ზოგიც უკან მოგიბრუნებს ხურდას, გადარჩენას თუ ისურვებ აწი, ქრისტეს ასაკს გადასცილდე უნდა...
და ცხოვრება მოიტოვო უკან, ჯერ კი ქარი ბალდახინებს ყინავს, გარეთ ქარი ტურასავით კივის და ქარივით დაწრიალებს ტურა, დედამიწა ორიათასცხრას და შენ გადაღლილ ოცდაათ წელს ხურავ.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 05.12.2016, 22:28 | Сообщение # 25 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თქვენ ალბათ გძინავთ, ღამეა და ღამეა ძილიც, ჩვენ ვერ შევხვდებით, რადგან დილით - უკვე მე მძინავს... რაც უფრო ახლოს მიველ, უფრო მოვშორდი თბილისს, ვხვდები ბათუმი არის ჩემი წერა და ბინა.
ჩემი ჯვარცმა და პატიებაც ბათუმი არის, აქედან მიყვარს, აქედან მძულს, აქედან დამაქვს ის ყოველივე რაც კი ძალუძს მონატანს ქარის - მიამბოს ხოლმე, ხოლო ჩემიც მოხუცი მამა,
რომელიც არ მყავს, აქ დადის და დადის და დადის, ქუჩებში ღამის, ვინაიდან აქ ყივის სისხლი, აქ არის ჩემი სალოცავი, ღმერთი და ხატი, პოეტის ნერვი, სტრიქონები, მისხალ და მისხალ.
ღვინოს კი ვისხამთ ვენახიდან ძარღვებში ღვარად, არ შეწყვეტილი მაინც ჩვენი წარსულის ჩქეფით, აქ არაერთი პოეტი და ბოგანო მდგარა, აქ არაორი ბარეორი და ვაი მეფე -
გაწირა ბედმა, ასეთია ქალაქის ბედი და სიტყვა იგი ღმერთი იყო და ჩვენდა სიტყვად. თქვენ სად იყავით როცა ქართულს ჩუმ-ჩუმად ვწერდით? ახლა კი მინდა, შუაღამით პასუხი გითხრათ,
არ მეკარება ვინაიდან ძალა და ძილი და გალას სტროფის რა ვუყოთ რომ მაწვება სიცხე, და გორგილაძის რა ვუყოთ რომ დამიდის სუნთქვა და რა ვუყოთ რომ კიდევ ბევრი პოეტი ვიცრე.
ეს ლექსიც ვიცი მომცემია არაფერ ახლის თქვენთვის და გესმით ისე როგორც გესმოდათ წინათ, აქ არის ჩემი სასაფლაო, ბედი და სახლი, ვწერ ამ ლექსს ღამით, როგორც წესი თქვენ ღამით გძინავთ.......
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 05.12.2016, 22:35 | Сообщение # 26 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ბათუმში რომ ზღვა შავია აფხაზეთის გამოა! ზღვატკივილთან ნაზავია უდილუსაღამოა ეგ სიტყვები, მოდასტურე რა ჯავრიც გაქვთ შიგნიდან: მხართან ბანას გადაჰყურებთ, ტუჩთან სოხუმს იკვნიტავთ! გული გიცემთ არტისტული ზოგჯერ წყენას გაურევთ... ბათუმისკენ წაზიდული თბილისური აურით დადიხართ და აჭარელობთ დიდგულობთ და ქართველობთ! მინდა რომ ზღვა ავაჭრელოთ სხვა ფერებად დავწეროთ - ვინ დამიშლის? და თუ მინდა ზღვას ვარდისფრად დავხატავ... თქვენმა სუნთქვამ ბათუმიდან თბილისს ზეცა ახადა! საქართველო დაბზარული ახლა თქვენით ხმიანობს! თქვენი კილო აჭარული ქართულს აერთიანებს. ეგ ხმა ცამდე გრძნობით ატანს თან თავს გვიხრით მიწამდი, თქვენი ყარდაშ-ძმობითა და მემედ ბიძას ციცათი... ვერნახვისთვის თუ მემდურით მალე გნახავთ ძალიან - მომაგებეთ თქვენებური ლექსით სავსე ნალია, ის სიტყვებიც – მოდასტურე რა ჯავრიც გაქვთ შიგნიდან: მხართან ბანას გადაჰყურებთ ტუჩთან სოხუმს იკვნიტავთ... რომ აურით, თბილისურით ზღვაც შევფეროთ სხვა ფერით... მერე დიდახნს ვიდიდგულებ აჭარლებით ამფერით!
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 05.12.2016, 22:37 | Сообщение # 27 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სისხლისგან ვიცლები, ვიცლები სისხლისგან, ყველაფერს ავიტან, ამიტანს ყოველი რაც ცრემლში დასველდა მე ახლა ის მინდა, რაც ცრემლის მიღმაა მე იმის მთხოვნელი -
ვიქნები ყოველთვის და შენ არ გექნები, ხვალინდელს ვუწოდებ იმედს და ქარაშოტს, და ჩემივ პრინციპებს შევდგები ფეხებით, და ხვალის მაგივრად, ამ წუთას გღალატობ.
მე მქონდა ხელები, მე მქონდა კისერი შენი და ერთ წუთში დავკარგე, დამკარგა, და შენი თვალების შავ-თეთრი გიშერი, სხვაგვარად მოჩანდა ჩემში და არ ვარგა -
რომ შენში ვიძინო, რომ ჩემში გეძინოს...
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 05.12.2016, 22:44 | Сообщение # 28 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| საკუთარი თავის ამარა, ღამეებს მოყვები მოწყვეტილს ძილისგან, შენც ასე ოდესღაც, მოწყვიტე სხეული სულისგან, გაფრთხილებს სულ ცოტა ჭაღარაც: "სიბერის ნაპირთან მოხვედი, სიბნელის პირისპირ ნუ დგეხარ, თვალების დახუჭვას ნუ რისკავ!"
უბრალოდ... ან იქნებ თამაშობ? კითხვები სიღრმეში მიდიან: ვინ ვარ და რა მინდა? როდემდე? სიკვდილი? სიცოცხლე? ან იქნებ შუაში, მიღმა თუ სადღაც შორს, იქ სადაც ნერვების ხიდია, ან აქვე, მოცემულ მომენტზე გზა გადის რომელსაც გაიგნებ
შინისკენ, თავისკენ, უფლისკენ... ამბობენ ტკბილდება კენწერო, სულ ყოფნა, სულ ფრენა, სულ ასვლა, იქ სადაც სიღრმეა სიმაღლე, და სისხლის გამოსვლა გულისგან, გინდა რომ გულზევე გეწეროს ლექსებად, რომ მერე სულს ასვა და სურვილს წყურვილი გიახლებს.
მიაღწევ? მიდიხარ, დგახარ თუ სიცოცხლე წვიმებად გეღვრება, შენია, შენთვის და შენშია? თუ სადღაც? თუ იქით? თუ მიღმა? წააგავს უფლისგან დახატულს? თუ არის რაღაცა შემთხვევა? კითხვებით ტვინი რომ შეშლილა, რატომ არ გაისმის სულის ხმა?
საკუთარი თავის ამარა, გჯერა ამ ფერადი სამარის, არ გჯერა არაფრის არაფრით, თითქმის და სულ ცოტა გაჩერებს, არ შეკრა ფანჯრიდან კამარა... და მერე ფრენაა მთავარი, სული ხარ და სხეულს გააფრენ... თუმც ესეც ძალიან არ გჯერა.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 05.12.2016, 22:48 | Сообщение # 29 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ქარი მომაკვდავ ზამთარს აცილებს, დღეა, ღრუბლებში ჩადგა სიფითრე, დღეს შენთან სულის დამრჩა ნაწილი და თავის მოკვლა გადავიფიქრე.
დღეა, ამინდით ახლა მარტია, ქარი გაზაფხულს დააწყვეტს ხუნდებს, გულმა დუმილი არ მაპატია, გულს გაჩუმება ვერც მე შევუნდე.
და ახლა დერდებს ლექსით გიყვები, "ჰოიდანანამ" რომ დამაწერინა, ვეღარ ჩევბექსნე ყელში სიტყვები, დაგუბებული სამას წელიწადს.
სამას წელიწადს, ღრუბლებს - სიფითრე, ჩადრი და ჩალმა ახრჩობდა ქართულს, დღეს თვითმკვლელობა გადავიფიქრე, დღეს შენთან ვარ და სიკვდილი არ მსურს.
გხედავ და ნერვებს ისე ვალაგებ, როგორც სარკეში თმას შევისწორებ, წვიმს და იცინის წვიმის ქალაქიც შენ რომ იცინი და შენი ცოლი.
როი, ღრუბლები ელვამ დახია, წვიმის წვეთები ცეკვავენ ხორუმს, მოვდივარ შენთან და ამაყი ვარ, რომ ჩემს ქუჩაზე პოეტი ცხოვრობს.
ლექსის თარიღი - 1 მარტი, შუადღე, ქუჩა - მ. ლერმონტოვის, ბათუმი, ორი ათას და ათი, გზა ჩემს სახლამდე, სახლიდან
რ_____ო_____ი ს
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 05.12.2016, 22:59 | Сообщение # 30 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ეს ჩემი სისხლი ჩრდილოეთის ოკეანეა, ეს გულის ფორმის აისბერგიც ვერ მოვიცილე, გეწყინათ, ვნანობ, მაგრამ ვაი, რომ გვიანია, ო, ფროილაინ, ნაცნობია თქვენი სიცივე.
მე ის გადმოგდეთ დინებებით ცივი, წყალქვეშა, სუსხი ალპების ჩემსკენ მოაქვს მშფოთვარე რაინს, ო, ყინულების დედოფალო, ტკივილს აკვნესებთ თუ ეს ზვირთების ხმაურია, ო, ფროილაინ?!
მე გადავლახე... პარიზია, ბობოქრობს სენა, ბორგავს ტაძარში კვაზიმოდო - ესეც მე ვარ და უმანკო სისხლში ჩამეწვეთეთ უაზრო სენად მე ვარ ის მღვდელიც, რომ გაგწირათ, ო, ესმერალდა!
მიხმობს ბასკეთი, იბერია და პირენეი, და მეოცნებე სახით ვგავარ მწუხარე რაინდს, ანდალუზია - ილუზია დაპირებების რომლებიც ვეღარ აგისრულეთ, ო, ფროილაინ.
მაგრამ მე უფრო მაჯადოებს თქვენში სამხრეთი - თქვენ ელვარებდით, მე ვდნებოდი, მოვგავდით გიჟებს, მაგ თვალებიდან მოგზავნილი დამესხა რეტი, ო, ფროილაინ, თქვენ შეშალეთ მბორგავი ნიცშე!
მე ახალგაზრდა ვერტერი ვარ, უფრო - ველური, მე დაგირბიეთ მყუდროება ძვირფასო ლოტე, ჩემი ფხიზელი სული გიჟურ ვნებებს ვერ უვლის, ო, ფროილაინ, მგონი დროა, მივბაძო ლოთებს.
თუმცა გრძნობები ეხეთქება წყეულ სამკუთხედს, სინდისი ჩემი ქართულია უფრორე მაინც, გაჰყევით საქმროს, მე უბრალოდ ლექსით გაკურთხებთ, და ყივჩაღს ჩემში თავს გავუპობ, ო, ფროილაინ!
|
|
|
|