პოეტი პოეტიშვილი
|
|
nukria | Дата: ოთხ, 06.09.2017, 04:32 | Сообщение # 31 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| რა?სად?როდის? ლექსი!
შენ გვარსახელის წინა მარცვლების - ჯამით, მიიღებს სინონიმს თასი? არც რეცხვის დროა -სწორი -არც ვლების- გულში-ფეთქავდეს გრძნობათა დასი. შენ გვარსახელის შემდეგ მარცვლებით, ღმერთმა ადამად მაქცია თიხა. და შენი გვარის წყვილი მარცვლებით, მოგეფერები გიყვარებ სიხა. და შენი გვარის შუა მარცვლიდან, ყოფილა თურმე ღაწვებზე რაც რუ. სიმართლე ფეთქავს ლექსის მარცხნიდან და არ მიწოდოთ ორგული და ცრუ. რომ მივამატე ახლა ამ რუს ლი, არ მეძინება მაკლდება რული. თუ აქილევსის მიპოვე ქუსლი, გთხოვთ არ მომიკლა ნატანჯი გული. ბოლო მარცვლები ნაკლული რძეა, ამის დამწერიც ადამის ძეა?!
/პაატა სურმანიძე/
პ.ს.ვინც მიხვდება იმ ადამიანის სახელს და გვარს, რაც ამ ლექსში არის ჩაქარაგმებულ-ჩამალული ძალიან გამახარებს
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 06.09.2017, 04:33 | Сообщение # 32 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სპეკალი. გცვივა ზურმუხტები თვალებიდან, შენში ხელუხლები ფირუზია. კოცნა გაიმეტე ლალებიდან, გიშერს ჩამოგვარცხნე ილუზია. გულზე გიკიდია საფირონი, მათრობს წყალი- პეშვში ამეთვისტოს. ცაში ვერ ისვენებს ბაირონი, უნდა სიყვარულით ამეთვისოს. ღიმილს ასხივოსნებ ბროლებიდან, ყელზე ისპეტაკებ მარგალიტებს. მსგავსიც ,რომ არა გყავს ტოლებიდან, წრიდან არ გავცდები ფარგალიტებს. ადრე იძინებდა - გული ნანით, დღეს კი მთვარე მჩხვლეტავს ეკალითა . თვალს არ მახუჭვინებ კულინანით და სხვა უთვალავი სპეკალითა. კოცნას გავიყოლებ ლალებიდან, გიშერს მოგაშორე ილუზია. გცვივა ზურმუხტები თვალებიდან, წამო ღმერთთან ახლოს ფირუზია. /პაატა სურმანიძე/
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 06.09.2017, 04:34 | Сообщение # 33 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მესმის რადიოდან მეტალიკა, მე , კი მირჩევნია ნაზარეთი. რომ გულს ტყვიისფერი მეტალი კლავს, ვიცი ვერ მიშველის ლაზარეთი. რადგან გემოვნებას არ დაობენ, ხშირად ჩართული მაქვს მორიკონე. ახლა სიყვარულზე ღადაობენ, ერთხელ ლექსებში რომ მოვიგონე. ლექსით სინატრასფრად გავაჯაზე... ღამე არ მაძინებს ელვის პრესლი. ქუხს და ამინდიც ვერ გავანაზე, მომხდა საგულეზე ელვის გესლი. მესმის ,მე მოცარტის - რექვიემი! ქალავ დამიტირე მერქვი ჩემი. ჩემს ფირს საუნდრეკი მორიკონეს, ვიცი ბევრი ასე მომიგონებს.
/პაატა სურმანიძე/
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 06.09.2017, 04:34 | Сообщение # 34 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თავით გადმოვხტე მსურს ისკალიდან, ვერ გაგასხვისე ჩემო ტანტალი, როცა გამაგდე გუშინ კარიდან, ღია ფანჯრიდან შემოვტანტალდი.
ციდან გადმოღვრის გრდემლს გრიგალი და დაფრთხდენ, დაიწვან მეხზე მხეცებმა. ეს გულისფორმის ცრემლი თვალიდან, მზეს ცისარტყელის ფეხზე გეცემა.
ოთხივე მხრიდან მარსი, ვენერას გამოუცხადებს დიდ ომს მესამეს. გამხვევ საერთო შარში გენერალს, ცას შევუკვეთავ იმ დროს მესას მე.
თავით გადმოვხტე მსურს ისკალიდან, ლექსს გიშენებდი ჩემო ტანტალი, როცა გამაგდე გულის კარიდან, ღია თვალიდან შემოვტანტალდი.
/პოეტ პოეტიშვილი/
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 06.09.2017, 04:34 | Сообщение # 35 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დივერსია
ადლს, რომ არჩიეთ ის "ვერსია" ძმას ცეცხლს უკიდებდა დის ვერსია. ცოცხლად დაგვიწვავს ივერიას, დრაკონის დროდადრო დივერსია.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 06.09.2017, 04:35 | Сообщение # 36 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მუზის გულისთვის თეთრი კალამით, შავი ხვრელი და განვლე ოზონი. ბადიან ფურცლით ერთი კალმახი, ხელში ვფართხალებ ანგელოზონის.
უმოქმედობის აქტი ორია... ძველ სიყვარულზე, მაქ ისტორია. აქტიური და აქტიორია და სეკრეტული, აქ ვიქტორია.
უნდა გაბედო თეთრხელთათმანით, პოეტს მთვარეზე გუნდა ესროლო. ბარში შევხდებით ერთხელ მთა-მთა-ნი და აღარ ვივლით უანგელოსოდ.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 06.09.2017, 04:36 | Сообщение # 37 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შავი ვოლგით დის პუტინი, მისანობდა რასპუტინი. დუმაშია დისპუტინი, ააფეთქებს რას პუტინი.
პოლიტიკის პუტუნია... ჩემთან ერთმა ჩაი სვა რა.!!! თქვა,რომ "ბაბა" პუტინია, ჩაიფსა და ჩაისვარა.
შადრევანი ბრიუსელის შარდოვანი "ლილი" პუტი. ძველი ამბის ნიუსელი, ოკუპანტი ლილიპუტი.
ხმას მიბრუნებს უპუ ტინის, დროა ხლართი "გაის"უსოთ. გაიხსენეთ "სუ" პუტინის და არასდროს გაისუსოთ.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 06.09.2017, 04:45 | Сообщение # 38 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მიალაჯებდა ჯოჯო ხე თელის, მეხი დაეცა სამ-ოთხ-ელვისო. ჯორჯის იმიჯო ჯოჯოხეთელის, წმინდა გიორგის სამოთხელისო.
შავი ღამისთვის ადამიანი, თეთრიც და შავიც ზანგელოსია. ა, დედამიწა ა, მაიდანი, მზე ჯოჯოხეთის ანგელოზია.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 06.09.2017, 04:45 | Сообщение # 39 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დღეს მსოფლიო დონის პოეტის ვაჟა ფშაველას დაბადების დღეა.გილოცავთ ვაჟაობას.ჩემი ლაჟვარდფშაველა .
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 06.09.2017, 04:45 | Сообщение # 40 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სიბერე
"მე მიღალატეს ძველმა რითმებმა (ძველ მეგობრებსაც ვამჩნევ მე ღალატს),"
გალაკტიონი
ახალგაზრდობა
არ მიღალატეს ახალ რითმებმა, ფეისმეგობრებს ვამჩნევ მე ღალატს.
გალაკტიონიშვილი
|
|
|
|