ლექსები
|
|
nukria | Дата: შაბ, 16.09.2017, 14:50 | Сообщение # 101 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| არდის ფოთლებს დასტყობიათ უწყლოობა, ლურჯ იებსაც აღარააქვთ ის სინაზე, ღრუბლებიც კი საუცხოოთ მოღუშულან და ბუნებას ეღვიძება წვიმის ხმაზე. შემოდგომას დასტყობია მარტოობა, ცაზე ბურუსს დაუფარავს დიდი მთები, მერცხლებიც კი თბილ ქვეყნებში გაფრენილან აღარ ისმის საუცხოოდ მათი ხმები. ამ ბურუსში გახვეულა სიმარტოვე და ხეებსაც გაუხდიათ თეთრი კაბა, დარჩენილან ცივ ზამთარში მარტოდ მარტო გაყინულან, ხის ტოტები აწ და მარად. აღარ ისმის გართობა და ჟრიამული აღარც ჩიტი ჭიკჭიკებს და შაშვი გალობს, მზის სხივებიც ვეღარ ათბობს დედამიწას ზამთარია, ყველა თავის თავზე დარდობს. გაყინულ ხეს გადაარჩენს სიყვარული, სიმარტოვეს გადაარჩენს მეგობრობა, მოდით ყველამ დავიბრუნოთ ერთმანეთი ვინც ოდესმე ერთმანეთთან მეგობრობდა. სიყვარული უკვდავია როგორც ღმერთი, სიყვარული მარადისობს ყველგან ხარობს, ვინც ამ გრძნობას მთელი გულით დაატარებს ქვეყანაზე მინდა ყველამ გაიხაროს. ,,ნოდარ დემეტრაშვილი“
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 16.09.2017, 14:55 | Сообщение # 102 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ზღვასავით მიყვარს , მე შენი თვალი, შენც ეტრფი ჩემს თმას, წელამდე ნაწნავს.... ასე მგონია ასეთი ქმარი, არვის, არავის, არავის არ ჰყავს. მზესავით ჩანხარ მთვარიან ღამეს, სუფთაა შენი გზები განვლილი... მითხარი , მითხარი, მითხარი რამე, მე შენ გიცქერი, ხელებგაწვდილი. ზღვასავით ხარ და მე, ტბა ვარ შენში, შენა ხარ ჩემში, ფიქრი წარსულის... მგონია, მთა ხარ გაუვალ ტყეში და მე მოვდივარ ამ გაზაფხულით. ზღვასავით მიყვარს, მე შენი თვალი..
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 16.09.2017, 15:00 | Сообщение # 103 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გავიხდი კაბას, ჩამოვჯდები სადღაც დივანზე, დამხატო იქნებ, ნატურიდან,ენდე პალიტრას, თუ გიცახცახებს ხელები და გაბნევს სინაზე, მაშინ ნახატი არ გამოვა, ფერს ვერ აიტანს... დამხატე ისე,როგორიც ვარ, შეშლილი ქალი, ან მათხოვარი, ან პრინცესა,შენ როგორც მხედავ, მე ჩემს სხეულში ვერ წავშალე წარსულის კვალი, ახლა კი შენი ხელით მინდა შედევრის შექმნა... და თუ ვერ შესძლებ, მე დავხატავ შენს სხეულს ისე, ყველა შტრიხი და ყველა ხაზი მახსოვს ზეპირად, რა დამავიწყებს, იმ შეხვედრებს, ღამეებს მზისფერს, როცა ვნებებით გათანგულებს თოვლში გვეძინა... სამოთხის ბაღში შევიპარეთ, ცდუნებამ გვძლია, აკრძალულ ნაყოფს განშორება სასჯელად მოჰყვა, ბედნიერი ვარ, რადგან შენი ნაწილი მქვია და ეს ნახატი ახლა შენთან საჩუქრად მომაქვს...
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 16.09.2017, 15:07 | Сообщение # 104 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| განუგეშებენ...მაშინ,როცა არაფერს ამბობ, როცა მარტო ხარ და ჩასუნთქვაც სულამდე გფატრავს, და მერე რჩები ისე,თითქოს არც'ერთში სახლობ, თითქოს გაშორდი სამყაროს და სიცოცხლეც გჩაგრავს. დახუჭავ თვალებს,რომ სიმწრისგან ცრემლები ყლაპო, რომ დაიმსხვრიო გაყინული,წაშლილი სახე, და დაიჯერო,რომ შვება'ა,იქ სულიც ღაფო - სადაც გაშეშდი და პირჯვარი გამოისახე... და ანგრევ ფიქრებს...არავისგან არაფერს ელი, შეწუხდები და რადგან გინდა გაექცე კითხვებს - ამოიჩემებ უაზრობას და ხდები მსმელი, ნელ-ნელა ლოთიც...რომ არ გინდა ეწამო მიზნებს. ანებებ თავს და წვრილმანებში დაეძებ იმედს, რომ გაუთოვდე ალბათ მერე კეთროვან სულებს, განცვიფრდები და გადახედავ მოწყენით,იმ ხედს - სადაც ათევ და სანაპირო ზღვას გიორსულებს... და რეკავ ზარებს,რომ პირისპირ დაურჩე ტაძრებს, რომ ეს ფიქრებიც,ახლა ისე სულამდე დაგდი(თ), რომ შეიძლება,შენც შეცდე და თითებში ვაზნებს - ათამაშებდე ნერვიულად სიკვდილის მადით..
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 16.09.2017, 15:38 | Сообщение # 105 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ,,აღარ ვარსებობ,გრძნობა არ შემრჩა უკანასკნელი და არც პირველი... დღეს გულის ნაღმზე ფიქრი აფეთქდა, ნამსხვრევად იქცა დღე გუშინდელი.
უბრალოდ ლექსად ჩამოჩხრიალდა მზის ნაკადული დაუშრეტელი, ვდგავარ სარკის წინ,ვჩანვარ აღარსად, ვით შემინული ფიქრის კედელი.
შორს გადამფრენი ფრინველებივით, უკვე განქარდნენ ვნების წუთები და პატიებას ვეღარ გთხოვ,როცა არარაობით გესაუბრები."
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 16.09.2017, 15:42 | Сообщение # 106 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| "დავდივარ, ისევ.. ამხელა სევდით... და დაჯერება თავისთვის მიწევს... რომ თითქოს ფურცლებს, გულის ხმა ესმით რომ თითქოს სახლიც, ჩემ ტკივილს ისმენს...
რომ ეს კედლებიც, ხანდახან მე ვარ.. და მელნისფერი კალმებით ვღებავ, იმ გზას, რომელზეც ამაყად ვდგევარ... შენ მამჩნევ , თუმცა, გარედან "მხედავ"...
ვერ ხედავ გულს, რომ დაცლილი ცაა... და ღრუბლებიც კი, ჩნდებიან აღარ. ლექსებიც ზოგჯერ, იმ ბავშვის ხმაა, დედას რომ უცბად გაუხდა ავად..
ყველაფერს მაინც, ხმამაღლა ვამბობ,... და იცი ხშირად მსმენელიც მე ვარ, ცარიელ ოთახს, იმ ლექსით ვათბობ, რომელშიც ჩემი ტკივილის ტყვე ვარ...
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 16.09.2017, 15:47 | Сообщение # 107 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ლექსო, მტანჯველო მარად გულისავ! გადმოგიტანე ფურცელზე ხარბად. უმაღლეს ვნებას სასწაულისა ახლავს ცოდვათა სიმძაფრე ჭარბად!
ოჰ, რატომ მალე არ მოისვენებს ეს ჩემი გული - ცეცხლით გზნებული, შენ შთაგონებავ, აწ გზა მიჩვენე საბედისწეროდ მომადლებული...
ღმერთო, ამ ბრუნვას, მთელი ქვეყნისას, როდის დაჰღალავ და შეაჩერებ?! იელვე ზეცავ, იქნებ მეღირსოს წვიმისგან ნაზი სიმშვენიერე...
ვამბობ: ვერ ვიტევ ამ მწირე სხეულს (ადამიანი უფრო დიდია) და მე ეს გრძნობა კვლავ მიშფოთებს სულს, ეს გრძნობა ჩემი ცისკენ ხიდია...
ბოლომდე უნდა დავშვრე, დავიწვე, რომ დაბადება მოხდეს ნამდვილი, კვლავ ტანჯვა, შრომა ისევ და ისევ და სიყვარული ცაში აჭრილი...
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 16.09.2017, 15:48 | Сообщение # 108 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ყოველთვის ნამდვილი იქნება შეგრძნება, როგორც წყალქვეშა დეფორმაცია; მაშინ თუ ნებას გაითავხედებ გარემოების შესაბამისად. დროა ხმაურის, დროა ხმაურის... რადგან ოცნება მარადიული გადაეშვება, შეუერთდება მოგზაურობას აორთქლებამდე. აღარ გექნება სხვა გასაქანი, ხელი ჩაქნევას გადაიფიქრებს, თან გაიფიქრებ კლდეებს ჩანჩქერი თითქოს ჭაღარა ნაწნავის მსგავსად უკვე წელამდე ჩამოუგდიათ. დადგები ქართან პირის შექცევით, ან რჩები ხალხთან წყალს რომ იგუბებს იმ გზაზე,მთას რომ ვიწროდ ევლება, როგორც მსუქანის ღიპზე ქამარი. დროა ხმაურის...
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 16.09.2017, 15:52 | Сообщение # 109 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მოგონებებში დამთენებია, რომელიც უკვე წარსულს ვერ იტევს, განზე გავდექი მსურდა მენახა, მე სხვისი თვალით გამოვერიდე..... რამდენიც გინდა თესე სიკეთე, რამდენიც გინდა გუთანი ზიდე, წარსულს ვერავინ ვერ დაგიბრუნებს, ზურგზე გკიდია ცხოვრების კიბე..... მოგონებებში დამთენებია, კაცის ცხოვრება განა წლებია?..... დათესილს შენსას შვილი ხლებია, გაანაწილებს ეხლა ბებია.....
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 16.09.2017, 15:57 | Сообщение # 110 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| როგორც ჭირისუფალს ჩამორთმეულ ხელის მამრისებრი სევდის სიმძიმილე არის აუღწერი მამაკაცის დარდი გაუნდობი ის რაც შენს თვალებში შენს თითებზე გლოვად დავატიე ის რაც შენ ვერასდროს მოგიტანე მხოლოდ ვსაუბრობდი
მხოლოდ სურვილებად დაგაფინე მე ვარ მარტოობა სავსე სიყვარული ჩათიხული მიწის ქვედაპირზე მე ვერ დავიბადე იმისთვის რომ შენს გულს უერთგულო მე ვერ დავიბადე იმისთვის რომ შემსვა ქვევრად პირზე
მე ვერ დავიბადე იმისთვის რომ შენში შევიყვარო კაცში ადამი და აღმართული ბედის პირამიდა მე ვერ დავიბადე იმისთვის რომ ნეკნში გაგეწილო მე ვერ დავიბადე იმისათვის რაც შენ ასე გინდა
მხოლოდ სიმძიმილე ჭირისუფალ მამრის ხელებიდან დარდი დაგატიე თითებზე და უნდა მაპატიო ის რაც ვერასოდეს შეგისრულე მხოლოდ ვსაუბრობდი ყველა დაპირების ყარაული ვდუმვარ საპატიო
მე ვერ შეგაცდინე ვერასდროს და უნდა მაპატიო
Сообщение отредактировал nukria - შაბ, 16.09.2017, 15:59 |
|
|
|