ლექსები
|
|
nukria | Дата: ორ, 25.09.2017, 17:14 | Сообщение # 171 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შენი ნეკნი ვარ,ვალად შენი ცოდვებიც მადევს, სულთამხუთავი ეს ბორკილი იქნებ ამყარო, პირველყოფილი ხილის გემო მუდმივად თან მდევს, მაგრამ რა ვუყო ჩემში შენით შეშლილ სამყაროს. ღამენათევმა სიმარტოვემ ფიქრში იბორგა, სხივებჩამქრალი დაეკიდა მთვარე წამწამებს, ყელში ბურთივით გაჩხერილი სული მიშფოთავს, რადგან უფალიც ჩემში უკვე დავასამარე. სახეს ღიმილის ნარჩენისგან უხმოდ გავწმინდავ, ნაწვიმარ თვალებს იმედებმაც ვერ გაუდარა, რა ვუყო დღეს თუ სევდა ჟონავს ჩემი ლექსიდან, ზოგჯერ მთვარესაც ეფარება ღრუბლის სუდარა. და მე სამყაროს გასაყართან მდგარმაც არვიცი, ვგავარ ზეციდან ჩამოგდებულს თუ ცამდე ასულს, შენი ნეკნი ვარ,სულზე ნაკაწრ ცოდვებს დავითვლი, და გეფიცები სათითაოდ მე ვაგებ პასუხს..."
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 25.09.2017, 17:20 | Сообщение # 172 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მინდვრებში ფხიზლობს დეკემბრის ქარი, სახლებში სძინავთ ჩამქრალ ნათურებს, დაძრწის ხსოვნა და როგორც აფთარი, სულში ბასრ ბრჭყალებს დააფათურებს;
თოვს.სახურავზე თითქოს გოდებით იმსხვრევა ზეცა_ მჭვირვალი სარკე, რამდენი ვინმე მომაგონდებით, ვინც კი შორეულ გზებზე დავკარგე...
ხსოვნა გულანზე ავასხი მძივად_ ნელ-ნელა ვიძრობ სულიდან ხიჭვებს, ფიფქი ცვივა თუ ფოთოლი ცვივა, მაინც ხომ უფლის მარჯვენა იჭერს!
როგორღა შეძლებ არ მოიქუფრო, როცა სამყაროს ბინდი მოიცავს, როცა ცხოვრება მძიმეა უფრო, ვიდრე მთლიანად ეს დედამიწა.
როცა სათქმელი სულ გულზე გადგას, არავინაა რადგან გამგონე,_ არა ყოფილხარ ფუფალა რადგან, ვეღარც შიოლა გამოიგონე!
მასას კვლავ ხიბლავს მსუბუქი ქარგა, თავდავიწყებას ეძებს ამავ დროს..._ სიყვარულში ხომ ყველა თავს კარგავს, თვით სიყვარული რომ არ დაკარგოს.
მე არ მიზიდავს ნიღაბი,გრიმი, არც ფარშევანგის ფრთებით ვირთვები, სულ სხვაა ჩემი ჰანგი თუ გვრიმი, სხვას მკარნახობენ ჩემი ჩიტები.
თუკი სინათლე იელვებს ნისლში დრო და დრო , ბოლო იმედის მსგავსად, ესეც ბევრია ერთი მგზავრისთვის, რომელიც უკვე არ მიდის არსად.
გულიდან სიტყვებს,როგორც იარებს, ლექსად კენკავენ ჩიტთა გუნდები... აქ სხვათა შორის გამოვიარე და ახლა,უკან,სახლში ვბრუნდები.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 25.09.2017, 17:26 | Сообщение # 173 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ეს ის ქოხია,უღრან ტყეში მარტომ რომ აგე და მერე თოვლმა მისასვლელი გზები დანამქრა, მე დაგეძებდი,გაყინული მითრთოდა ბაგე, მე შენ გიხმობდი: პერ,ძვირფასო,გეძებ,სადა ხარ?! მაგრამ ჩვენ შორის ლანდი ჩადგა ავი და მკრთალი;
ცალფეხაკეცილ ყანჩას ჰგავდნენ ფიჭვის ხეები და მთვარის შუქი მათ ტოტებზე ჩრდილებს ლამბავდა, რადგან მიყვარდი,არ მაფრთხობდა თოვლი ვეება და არც ქარბუქში მოფრიალე მწვანე ლაბადა ჩემი მეტოქის_იმ ავსულის, მახინჯი ქალის;
მაინც წახვედი...წვერწამახულ ფიორდებს შორის შენი ხომალდის თეთრი აფრა გაუჩინარდა, მე მომდიოდა კაიროდან ყოველდღე ჭორი, რომ გატყვევებდა ოაზისი,სიო ჩინართა, დიდება,განძი...მიწიერი და წარმავალი;
მაინც გელოდი და ჩემს სულში კვლავ ციმციმებდა შუქი იმედის, ერთგულების და სიყვარულის, რადგან ზღაპარში არის თრთოლვა და ნაზი სევდა, რადგან გრძნობაში მუდამ არის რწმენა ფარული_ მწამდა,ჩემს გზავნილს მოგიტანდა ოდესმე ქარი.
შენ უფსკრულებში ჩამახედე, მაგრამ , ო,არა, სულს არ აქვს ფსკერი...ვერ ჩააღწევს მასში მაცილი! გადავარჩინე სიყვარული და ისიც კმარა, რომ ყველა ქალში სოლვეიგის რაღაც ნაწილი ბოლომდე ცოცხლობს...სულ სიყვარულს მოელის ქალი.
ზაფხულის სიცხით ავადაა ქვეყანა ახლა, რომელიც უკვე,რა ხანია,ჩემი არ არის , მოხვალ და ვიცი,შენს ამ მოსვლას სიკვდილი ახლავს და ჩვენ წარვსდგებით მის წინაშე, არა ჭაღარით_ რადგანაც სული არ ბერდება ,განგების ძალით.
რაც შენ დამტოვე,ჩაიფერფლა დღეების რიგი, ბევრჯერ აყვავდნენ ჩვენს ქოხთანაც ლურჯი იები... პერ გიუნტ,ძვირფასო,გელოდები მე_სოლვეიგი და მჯერა მოხვალ განწმენდილი მონანიებით... შეგეგებები ქოხის ზღურბლთან ერთგული ქალი.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 25.09.2017, 17:39 | Сообщение # 174 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| [color=blue]უძღები შვილი დაუბრუნდი ნაცნობ სამოთხეს, სად არ იარე,მაგრამ თავი ვერ დაიმკვიდრე, გახუნებული ოცნებები ცას შეატოვე, დაკარგე, მერე დააფასე შენი სიმდიდრე. სახეალეწილ შემოდგომას მზე ჩაენაცრა, სულ ამოცლილი სხეულივით ყრია ფოთლები, ვერ გეშენება, ფესვგაუმდგარს,ეს მიწა,ეს ცა, მოუახლოვდი, მაგრამ უფრო მეტად შორდები. კედლის ნანგრევთან ატუზულა შენი ბავშვობა, ფართო თვალებში,ვერდატეულ სევდად დაღვრილი, მის სულის ტილოს,ახალ ნახატს,მზე ვერ აშრობდა, მის გულში ახლა იშლებოდა ვარდად აპრილი. ხო,ამ ნანგრევთან ვერგაზრდილი ბავშვი დატოვე, და ხის სიმაღლე იზომება რადგან ფესვიდან, შენ კი გრძნობების ნაფლეთები სხვაგან აგროვე, ვერ გადაამყნე უცხო წალკოტს შენი ნერგი და, დაკარგე კერაც, უმზერ უკვე უცხო ქარაფებს, დაღლილი სული გეხლართება სევდის ღარტაფში, იმედის სხივი,მიმქრალ ციალს ვერ აკამკამებს, ვერ ჰგუობ თითქოს უცხო სივრცეს თვალწინ გადაშლილს. მაგრამ მე მჯერა,მოგიტევებს მთები ბორიალს, გულში ჩაგიკრავს უძღებ შვილს და ცრემლებს შეგაშრობს, ახლა კი ხვდები ყველა სხვა გზა,უფრო შორია, შენი კუთხისკენ მიმავალი გზა გულზე ახლოს...[/color]
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 25.09.2017, 17:56 | Сообщение # 175 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| უძღები შვილი დაუბრუნდი ნაცნობ სამოთხეს, სად არ იარე,მაგრამ თავი ვერ დაიმკვიდრე, გახუნებული ოცნებები ცას შეატოვე, დაკარგე, მერე დააფასე შენი სიმდიდრე. სახეალეწილ შემოდგომას მზე ჩაენაცრა, სულ ამოცლილი სხეულივით ყრია ფოთლები, ვერ გეშენება, ფესვგაუმდგარს,ეს მიწა,ეს ცა, მოუახლოვდი, მაგრამ უფრო მეტად შორდები. კედლის ნანგრევთან ატუზულა შენი ბავშვობა, ფართო თვალებში,ვერდატეულ სევდად დაღვრილი, მის სულის ტილოს,ახალ ნახატს,მზე ვერ აშრობდა, მის გულში ახლა იშლებოდა ვარდად აპრილი. ხო,ამ ნანგრევთან ვერგაზრდილი ბავშვი დატოვე, და ხის სიმაღლე იზომება რადგან ფესვიდან, შენ კი გრძნობების ნაფლეთები სხვაგან აგროვე, ვერ გადაამყნე უცხო წალკოტს შენი ნერგი და, დაკარგე კერაც, უმზერ უკვე უცხო ქარაფებს, დაღლილი სული გეხლართება სევდის ღარტაფში, იმედის სხივი,მიმქრალ ციალს ვერ აკამკამებს, ვერ ჰგუობ თითქოს უცხო სივრცეს თვალწინ გადაშლილს. მაგრამ მე მჯერა,მოგიტევებს მთები ბორიალს, გულში ჩაგიკრავს უძღებ შვილს და ცრემლებს შეგაშრობს, ახლა კი ხვდები ყველა სხვა გზა,უფრო შორია, შენი კუთხისკენ მიმავალი გზა გულზე ახლოს...
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 25.09.2017, 18:01 | Сообщение # 176 |

nukria | Дата: ორ, 25.09.2017, 18:03 | Сообщение # 177 |

nukria | Дата: ორ, 25.09.2017, 22:21 | Сообщение # 178 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ყველაზე მწვანე - მდელოა! ყველაზე ბრძენი - ნახირი! თუ ნაღდი საქართველოა, ძმისთვის ალესე მახვილი!
ერი,რა გადაღლილია - ნაცარში ქექვას განაგებს... ვინც საქართველოს შვილია, ის მახათს არ დააბლაგვებს
Сообщение отредактировал nukria - ორ, 25.09.2017, 22:26 |
|
|
|
nukria | Дата: ორ, 25.09.2017, 22:27 | Сообщение # 179 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გულდასაწვეტად ყოფნით ცოტა რამ, ხეებს წვიმების ჩქამით განბანილთ, და ჯაშუშია ალბათ კოდალა, ტყე დააყრუა მორზეს ანბანით...
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 27.09.2017, 17:21 | Сообщение # 180 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გაგრა
ის ჩემი იყო და მას ერქვა სახელად გაგრა... ძირს თოლიები, ახლოს ზღვასთან, ზღვაც რომ არ ჩანდა... ფრთათა ტყლაშუნი და ტყლაშუნი ტალღათა ფართა... და რა სურნელი– აზალიის...კვიპაროსის... მწვანეთა ჯართა! ის სულ სხვა იყო და მას ერქვა სახელად გაგრა... დღე ზღვა ისროდა ვარსკვლავებს და ღამით ცა–ცრავდა... თითქოს ზღაპარი მესიზმრა და გულს ჩამყვა დარდად... ღმერთს ვეხვეწები რომ ამიხდეს, ამიხდეს ცხადად! ის ჩემი იყო და მას ერქვა სახელად გაგრა... იქ ჩემს ბავშვობას მზე ედგა და ზღვასთან კარს კრავდა... იქ მაგნოლიაც ყვავილობდა, აბრეშუმ– აფრად... იქ მე სამშობლო დავკარგე და დაგეძებ,გაგრა!–ლიკა
|
|
|
|