ლექსები - Page 19 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ლექსები
nukriaДата: ოთხ, 27.09.2017, 17:21 | Сообщение # 181
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იმ კოლხურ ნანას –
გალობად დედის,
გლერტიან ეზოს,
ეზოში ბატკანს,
ვიხსენებ ჩავლილ
წყალობად ბედის,
ახლა რომ თვალზე
ცრემლივით მადგას.

რაც დღემდე ქარი
და შხამი ქროდა,
რაც როსმე ვენდე
ახვარს და მზაკვარს...
დავუწერ ჯვარს …
და
მშობლიურ ოდას
მოვძებნი, როგორც
დაკარგულ გზა–კვალს.

მოვძებნი აკვანს –
უქმსა და მწუხარს,
კოჭობის ალზე
ლანდების ბანცალს...
დავანთებ ბინდის
სევდიან ბუხარს
და
ვქექავ ბოლო
დღეების ნაცარს.


Сообщение отредактировал nukria - ოთხ, 27.09.2017, 17:22
 
nukriaДата: ოთხ, 27.09.2017, 17:21 | Сообщение # 182
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
*
სანთელს რომ ვანთებ,
სიკვდილ-სიცოცხლეს ერთად ვეხები
და შუქ-ჩრდილები ცვლიან ადგილებს...
მხოლოდ შენ იცი, რომელია შუქი ან ჩრდილი,
ადგილის შეცვლას რომ მიადვილებ!
 
nukriaДата: ოთხ, 27.09.2017, 17:22 | Сообщение # 183
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემს სამშობლოში _ მე ემიგრანტი
(ამონარიდები პოემიდან)

***
ისევ ისვრიან, ეძებენ სიკვდილს,
ტყვიის ჯერია ისევ გაბმული
და დათალხული დედების კივილს
ცა ყორნისფერად აქვთ დაძაძული.

გარეთ მტერია, შიგნით მტერია,
ტყვიის ჯერია ისევ გაბმული,
აღარც ერია, აღარც ბერია,
სისხლისფერია ახლა მამული.

***
ჩემს სამშობლოში მე _ ემიგრანტი
სამშობლოს ვეძებ საქართველოდან,
თურქი, მონღოლი თუ ემირატი
მმტრობდა და არვინ მე არ მშველოდა.
მთის წყალმა, ერთ დროს თავისუფალმა,
ჭაობში როგორ ჰპოვოს ადგილი.
სხვა არაფერი, იცის უფალმა,
ქართველობისთვის რომ ვარ დასჯილი.
***
ფერდობზე გულთეთრა ბალახი,
ჭალებში ჭილი და ლელი,
ენგურის მურწა და კალმახი
ნეკერჩხლის ფერივით მწველი.
წყარო სიპ ლოდებზე დახლილი,
ყვავილთა ფარდაგი ჭრელი
და სევდა, კანკელთან განცდილი,_
ბედიის ლოდივით ძველი.

***
აფხაზეთო, სულის სიმო, ცრემლო, ცრემლზე
უფრო მეტო,
როგორ უნდა გიორგულო, როგორ უნდა
გაგიმეტო,
ვანაცვალო შენს ცას სხვა ცა,
შენს მზეს სხვისი ბოსლის ჩრდილი.
აცრემლებულ, აკივლებულ
შენს მოლისფერ მინდვრებს ვტირი.
აფხაზეთი, ტკივილი და ნანა, როგორც ლოცვა
ტკბილი,
სხვა ზეცის ქვეშ ღამე გატყდა, სანატრელი
გახდა ძილი.
მესიზმრება, მელანდება, მენატრება ჩემი ოდა,
გული გატყდა, რწმენა გატყდა, მუხლმაც
ლამის ჩაიჩოქა,
ყველა მგლეჯდა, ყველა მწეწდა,
სიყვარულს კი არვინ მთხოვდა,
მელანდება, მენატრება, მესიზმრება ჩემი ოდა.
გამომიღებს კარებს ცირა
და მომაწვდის დოქით ღვინოს,
პალმის ჩრდილში მზე დაწვება,
ცოტათი რომ მოიჩრდილოს,

***
რუსი მოდის...რუსი მოდის...
ხიშტებით და ჯინჯილებით,
ვაი მეფეს, ვაი მსახურთ,
ფოჩებზე რომ იყიდებით.
ძაღლი შინ რომ არ ვარგოდა,
სხვის მსახურად ვის ვჭირდებით,
ათენსა და ისტამბულში
მონებივით ვიხიზნებით.
გაგრა სისხლით გაღებილი,
ცრემლდაღვრილი ქვები ლოდის,
ცა, საავდროდ აღრენილი,
მტერი მოდის... მტერი მოდის...

***
წმიდაო სიმონ კანანელო,
უფლისა თვალო მოციქულო,
მიწავ, დედასავით სანატრელო,
ცაო, ლაჟვარდებით მოსირმულო;
ჟამი ყოფილი თუ არყოფილი,
ცრემლით, ნგრევითა და შენებითა,
ათონში შენს საფლავს დამხობილი
უხმოდ მოქვითინე ვედრებითა.
ცრემლია, მამაო, შენს მიწაზე
და ჩვილთა უგონო ატირება,
შავი გრაგნილები დაჭრილ ცაზე,
დედათა გულმწარე აკივლება.
სიზმარში ყველა ანგელოსი,
ვაიმე, ცრემლებით მეცხადება,
სამშობლომკვდარი ვარ სამშობლოში,
დღე მოდის ისე, ვით შეცხადება.
წმიდაო, მიწყალე მტრის ჯინაზე,
მოსრე და დაამხე ავთ ბუნება,
და სანამ ცოცხალ ვარ, გევედრები,
მომასწარ კერასთან დაბრუნება.

***
ვაი, ერო უმრევლო და უმწყემსო და დაცემულო,
მტრის ძალით და მოყვრის ხელით ნაგვემო და გაცემულო,
ზეცა, ტყვიით დასერილი, უიმედოდ სხვისი არი,
ვგდივარ ახლა ბზიფის პირას ნაცემი და ნატყვიარი.
ვაი, ხალხო, ხრიოკ ველზე გამოსულო საბალახოდ,
შენი ასე დამცირება, ღმერთმა ქნას, და აღარ ვნახო.

***
განცხადება
(მიმართვა მსოფლიოს სახელმწიფოებისადმი)

მოდით, იყიდეთ ჩემი სამშობლო,
გამოვაცხადეთ უკვე ტენდერი,
არ დაგვიწუნოთ, ოღონდ, ბატონო,
რა ვუყოთ, თუკი არის ბებერი.
საქართველოს მთავრობა.

P..S
ეს ყოფა რაა, გრძელი ქვითინი,
ჯვარცმის რა მწარე ჟამი მელოდა,
ჩემს სამშობლოში _ მე ემიგრანტი
სამშობლოს ვეძებ საქართველოდან.
სინათლე თითქოს დამარხულია,
რა ეშველებათ ჩიტებს ავდარში?!
და გადარჩენის ფიქრში ოცნების
ჩუმად შევდივარ, როგორც ტაძარში!.
1993 წელი.
 
nukriaДата: ოთხ, 27.09.2017, 17:23 | Сообщение # 184
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დიაღ! სოხუმი არი დიდგორი!“
(წერილი ედუარდ შევარდნაძეს სოხუმში)
რეზო ამაშუკელი, 26 სექტემბერი, 1993.

ვერ დამაბრალებს ცის ქვეშ შობილი
ფარისველთა მრუდე ხელობას!
- დგახარ ნიადაგ ხელაპყრობილი
და შერიგებას სთხოვ ქართველობას!

გაჰყვება მარად დამალულ დარდად,
ვინც ვერ იომა,
ვინც ვერ გარისკა!
-გწერ არა როგორც უმაღლეს სარდალს,
არამედ როგორც რიგით ჯარისკაცს!..

მიკბენენ კვლავაც: _
იქ რად არა ხარ?!
კვლავ შემიღრენენ ავად მგეშავნი...
რა ვქნა,
ვერ გავხდი სხვის დასანახად
ხმალამოწვდილი გარდანქეშანი!

ვერ მოვახერხე, რაც უნდა მეთქვა,
ვერ ამოვღერღე ნაღდი სტრიქონი!
- დღეს ქართვლის გული
სოხუმში ფეთქავს,
დღეს აფხაზეთი არი დიდგორი!

ბევრს გარეცხილი შერჩა ნამუსი,
დროს ელოდება ჩუმ-ჩუმად დღესაც,
ზოგი ბანაობს სიასამურში _
- შორიდან ესმის მამულის კვნესა!

ვინ მეტყვის,
მტრობის მწარე ნაყოფით,
ყურში ჩურჩულით და ხმის კანკალით,
ვინ სად და რისთვის არის ნამყოფი,
ვინ მსტოვარია,
ვინ მაჭანკალი?..

დრო მოვა, მაგრამ ახლა არ არის
გარჩევის ჟამი, შავის და თეთრის!
ისედაც მოჩანს დედალ-მამალი:
- ვის ფლასი მოსავს,
ვის ჯაჭვი მხედრის!

ის რაც მოგვწერე, იყო ანდერძი,
შთენილმა მარტოდ, შეშლილი ღამით,
ანდერძი,
ლოცვად გამონაძერწი,
შეწირულ შვილის,
მაშვრალი მამის!..

არ ეღირსება ჩემს დამაწყევარს
ობლობა ჩვენი,
ვაი და ვიში,
და ურჩხულს კვლავაც დასცემს სატევარს
აღმაშენებლის მოდგმა და ჯიში!

მე შინაურმაც მრავალჯერ დამკლა,
მასხურა შხამი,
დამიგო მახე...
... ვჭვრეტ ცეცხლმოდებულ კუდიან ვარსკვლავს,
გადამწვარ სოფლებს, აჩეხილ ბაღებს...

ვდგავარ ღამეში ანთებულ სანთლით,
შხივის შროშანი შიშინით, ნელით,
-დღეს იწერება ცხოვრება ქართლის,
ბიჭების სისხლით, დედების ცრემლით!..

რა გითხრა,
ანდა რის მაქნისია,
ამ სისხლის თქეშში ჩემი ხრიალი?!
დიაღ, სამშობლო შენი ღირსია,
მთლად დარუბანდით და დარიალით!

და მაპატიე კოჭლი სტიქონი,
რაც უნდა მეთქვა,
თუ ვერ გითხარი...
- დიაღ! სოხუმი არი დიდგორი,
ქართველი ხალხის ბედის ტიხარი!
 
nukriaДата: ოთხ, 27.09.2017, 17:24 | Сообщение # 185
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კვდომა

ღია თვალები დამანახე, ზღვის სიბრწყინვალე
და მასში სისხლი ღამ-ღამობით როგორ ირევა,
მე, ეკლიანი მავთული ვარ-საზღვრად ცხინვალის
და უპატრონოდ დარჩენილი ოჩამჩირე ვარ.

აჰა, ეს თქვენი მონასტრები, ზურგი ვუქციოთ
და გზაც, რომელიც არსად მიდის უფრო მოკლე ჩანს,
თუ ქართველობის ინსტრუქცია გვაქვს უფუნქციოდ,
თუ ერთადერთი ფუნქციაა თავი მოგვეჭრას.

ჩვენ ჩამოვსხდებით, ვისაუბრებთ და გამოვხშირავთ
ომგამოვლილი, დალეწილი ძვლებიდან ვარგისს
და ახალ-ახალ ჭრილობებზე ასულ ოხშივარს,
ჩავალბობთ დილით ამოწვერილ ბალახის ცვარში,

რადგან ბალახზე ფეხშიშველამ თუ არ ვიარეთ,
რაა მამული, რაა ენა, რაა პარტია,
წესი იქნება, წესი იყო და წესი არის,
რომ შვილებს, თქვენი ტყემლის ჭამა არ გვეპატია

და მოგვეკვეთა კბილებივით ყველა ოცნება,
თავისუფლება აღარ ნიშნავს თავი განაგო,
რომ რუსთაველის პროსპექტიდან გვმოძღვრონ მგოსნებმა
მჭერმეტყველებით, ყურმოკრულ და სადღაც განაგონ

აფორიზმებით, რომ, ხელი ხელს ბანდა, კვიცი კი
გვარზე დახტოდა, ხარი ხართან უნდა დაგვება,
ქალაქში, რომლის სახელია ბოშათა ცირკი,
ჩვენ ვიზრდებოდით სახაფანგედ, მშიერ თაგვებად.

რადგან გამხმარი ნამცეცებით გაზრდილ თაობას,
გამხმარი პურიც სანატრელი გვქონდა მეტწილად.
დიახ, ეს დიდი ცირკი არის,
სანახაობაც,
უკვე რამდენი ეპოქაა აღარ შეცვლილა.

უბრალოდ ვლპებით ისტორიის გალერეაში,
პერსპექტივებით, წითელ წიგნის მორიგ წევრებად,
მე მახსოვს ცრემლი საქართველოს როგორ შეაშრეს
და თქვეს: მკვდრებისთვის დიაგნოზიც არ იწერება.

და ვეძებ თვალებს, სანუგეშოდ, ზღვის სიბრწყინვალით,
ჩავხედო, სისხლი ღამ-ღამობით როგორ ირევა,
რადგან მე ეკლის მავთული ვარ საზღვრად ცხინვალის
და უპატრონოდ დარჩენილი ოჩამჩირე ვარ.

ლაშა ბიბიჩაძე
 
nukriaДата: ოთხ, 27.09.2017, 17:25 | Сообщение # 186
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მედგრად დავუხვდი მტრის ცივ ქარავანს,
ცაზე ყმუოდა მთვარე მყეფარე
და საქართველოს ყველა გალავანს
მკერდით უნდოდა რომ დავეფარე...

შიგ გულში მომხვდა მაინც ოხერი,
რას იზამ, ძმაო, როცა ომია,
დავეცი, მაგრამ ციხე ყოველი
ერთგულად მხრებში ამომდგომია...

არ დავიკვნესე, ხმა არ დავძარი,
უფლისციხელი ვარ უსახელო,
წავიქეცი და ყველა ტაძარი
ცდილობს, რომ ფეხზე წამომაყენოს...

ნელ-ნელა უკვე მიწას ვშორდები,
ცამდე სინათლით სავსე ხევია
და საქართველო ვაზის ფოთლებით
ზედ ჭრილობაზე შემომხვევია...

სოსო ნადირაძე
Фото სოსო ნადირაძე.
 
nukriaДата: ოთხ, 27.09.2017, 17:27 | Сообщение # 187
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
- აქამდე ვიცოდი, რომ :

117 - 2 = 115;

გუშინდლიდან მასწავლეს, რომ :

117 - 2 = 117 !
 
nukriaДата: ოთხ, 27.09.2017, 17:29 | Сообщение # 188
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე კარგად ვიცი
ქვეყნის ავ-კარგი,
შავი დღეც
ჩემი ძმა და ღვიძლია,
შენ შეგიძლია,
ერთხელ დამკარგო,
სხვა...
არაფერი
არ
შეგიძლია...

იზა ორჯონიკიძე
 
nukriaДата: ოთხ, 27.09.2017, 17:29 | Сообщение # 189
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ან რაღა უნდა მოგიყვე
ან რა ვიამბო შენზე,
რამდენჯერ უნდა მოგიკვდე,
განა რამდენჯერ შევძლებ?!.
როგორ დახრილხარ, თავთავო,
არ აუღიხარ ჯერა?!.
საით მიფრინავს, რა მხარეს
მკერდდაკორტნილი ძერა...
რად დაუხრიათ თავები
გზისპირს დამტვრეულ ალვებს,
ნისლები საით წავიდნენ,
საით გადაჰყვნენ ღამეს.
ყაყაჩო როგორ ჩაშლილა,
რა მდუმარეა ველი,
მგონია, ისევ სახლში ვარ,
შენს შემოფრენას ველი.
ჭიხვინებს კვიცი იაბო,
მზის აღმოჩენას ვნატრობ,
ან რაღა უნდა მოგიყვე,
ანდა გიამბო რატომ...
ან რაღა უნდა მოგიყვე,
ან რაღა ვიცი შენზე,
რამდენჯერ უნდა მოგიკვდე,
განა რამდენჯერ შევძლებ.
 
nukriaДата: ოთხ, 27.09.2017, 17:30 | Сообщение # 190
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ აწვალებდი იმ გოგოს
და...
მიტომ მისთხოვდა სხვას...
ახლა დასტირი უიღბლობას,
ბედს უფსკრულებში ნთქავ...
აბა,რა ექნა....
რა?რა?გოგოს?!
თუ ცეცხლი წვავდა ტანს?
თუ არ ეძინა ღამეები,
ვერ იოკებდა თავს?
ახლა იხოკავ ოცნებებს
და...
გულს ვერ იმთელებ ბზარს...
გოგოს ავიწყებს ძველ სიყვარულს,
ქმარი რომ მოხვევს მკლავს...
შენ აწვალებდი იმ გოგოს
და...
მიტომ მისთხოვდა სხვას...
მზე ალიონზე შემომჯდარი,
დაცინვით გიკრავს თვალს!-ლიკა
 
ძებნა:

მოგესალმები Гость