ლექსები
|
|
nukria | Дата: შაბ, 30.09.2017, 18:50 | Сообщение # 201 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| იმ ერეთში ხალხი სულ სხვა ჰაერს სუნთქავს, იმე ერთი!___იმერულად ასე უთქვამთ. სტუმრისათვის "გოუჩენლის"შოვნა უყვართ, თუ ესტუმრე გაგიყოფენ ბოლო ლუკმას. " შამო ერთი დამილიე" არ გეგონოს ვარი უთხრა. სადღეგრძელოს "იმფერს" გეტყვის, გულს გიპოვის__კაცი თუ ხარ. მთა–გორიან, კლდიან ხედებს, ჭრელა–ჭრულა ნაქარგ ველებს, ჭადს დამჩნეულ დედის ხელებს, არ გინდოდეს? გაქართველებს. ბევრი თქმულა,ბევრსაც ვიტყვით, შენთვის ტკბილადაც ვიმღერებთ, ქართველობას რომ იფერებს, გაუმარჯოს ჩვენს იმერეთს!
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 30.09.2017, 18:52 | Сообщение # 202 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ქალია, რა ქნას... ქალია... არ თქვას? შენ რომ კაცი ხარ... და ვაჟკაცი ხარ, ოდნავ დაუთმე, ნუ უსმენ სხვა ხმას...
ცოტა გაუთბე ის მკაცრი მზერა და შეიცვალე ჯმუხი მანერა... გული მიანდე, სული დაუტკბე, ისიც უთხარი, რომ მისი გჯერა...
თუნდაც ყვავილი აჩუქე ერთხელ... სულ ერთი ბეწო, ღიმილით - მეტჯერ და შენს თავს ჰკითხე, ნუთუ... შენია ქალი ლამაზი, რომ გათბობს ბევრჯერ.
ქალია, შენი შვილების დედა… ნუ გაბრაზდები თუ „გაგიბედა”, რომ დაიღალა დღეს უფრო მეტად სკამზე ჩამოჯდა და დაისვენა...
ქალია გესმის? ის ხომ სუსტია... შენ კი, ძლიერი... მაგარი კაცი!.. არ გაიფიქრო, შენი მუშტია მისი შიშის და თრთოლვის ფასი...
გულწრფელ სიყვარულს პატივი ეცი და ყველა ნატვრას ანდე ფიქრები, ნუ დააშინებ, როგორც თვით მხეცი... ასე მისთვის ხომ ვეღარც იქნები...
ქალია... ჰოდა, ისე შეხედე, როგორც გაზაფხულს შენსას, ის ხომ მარტია... ნუღარ იმკაცრებ, თუკი ვერ გკოცნის, იქნებ და... ესეც შენი ბრალია...
ქალია რა ქნას?.. ის... ეძებს ახსნას!.. შენ რომ კაცი ხარ... და ვაჟკაცი ხარ, შუბლზე აკოცე და იქნებ რა თქვას...
/ შალვა ლონდარიძე /
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 03.10.2017, 14:30 | Сообщение # 203 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შენ რა გჭირს - ჩემი სიცოცხლე უშენოდ იფერფლებაო, ჩანელდა ვარსკვლავივითა გონს აყოლილი ვნებაო. ვიქცევი,სალის კლდესავით ვილევი, ნება - ნებაო, ნუ მზოგავ, ცაო ნუ მზოგავ - მზის ქვეშ მომბეზრდა გდებაო. შენ რად მიბრალებ, თუ თავად თავი არ მებრალებაო. ვინც მზოგავს, ისიც მცდარია - ვინც არა - ისიც ცდებაო. არც რა არყოფნა ყოფილა - არც არა დაბადებაო. ლპობადი ლპება - ვერ შეცვლი, გასაცვეთელი ცვდებაო. ვერ მშველის შენი სურვილი, ვერც შენი მონატრებაო. ნისლი ვარ, იანვრის ნისლი მთებზე შავად რომ წვებაო, საავდრო სამზადისს ვიწყებ, რაც ვქენი, მავიწყდებაო. სააქავ - საიქაოსა ზარის ბუბუნი სწვდებაო, გული ვერ ჰგუობს სიბერეს, გულში სხვა ცეცხლი ჩნდებაო - მზადა ვარ - დავდგე პირისპირ და მთელ სამყაროს ვედაო...
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 03.10.2017, 14:49 | Сообщение # 204 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| რამდენი სიყალბეა... მე ცოტა დავიღალე... ისეთი ნისლია რომ გზა ვეღარ გავიკვალე გრძნობებიც ყალბი გახდა ეს ვეღარ გავითვალე, ვის რა ნიღაბი აქვს ესეც ვერ დავითვალე... ცოტა მეწყინა და ცოტა გულიც დამწყდა, ადამიანობა თითქმის ყველგან გაწყდა, ძმობის,მეგობრობის ხიდი ყველგან ჩატყდა, ერთგულებაც კი მგონი ერთად გაქრა... სიყვარულს შეგფიცებენ,აზრებს დაგახვევენ , გრძნობებს ხროვასავით გარს შემოგახვევენ, დრო გავა ნიღაბსაც მალე დაამსხვრევენ, გაგიღიმებენ და თავბრუს დაგახვევენ... ეს ჩვენი სამყარო დიდი თეატრია ტყუილში ყოფნა კი ჩემთვის სასჯელია... ვის რისი როლი აქვს უკვე ამერია... ვერ შეგემატებით... გულის ამრევია!!
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 03.10.2017, 14:54 | Сообщение # 205 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| რამდენი სიყალბეა... მე ცოტა დავიღალე... ისეთი ნისლია რომ გზა ვეღარ გავიკვალე გრძნობებიც ყალბი გახდა ეს ვეღარ გავითვალე, ვის რა ნიღაბი აქვს ესეც ვერ დავითვალე... ცოტა მეწყინა და ცოტა გულიც დამწყდა, ადამიანობა თითქმის ყველგან გაწყდა, ძმობის,მეგობრობის ხიდი ყველგან ჩატყდა, ერთგულებაც კი მგონი ერთად გაქრა...
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 03.10.2017, 14:57 | Сообщение # 206 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შენ გრძნობ, როგორ ვხვდები ნაცრებს, ცეცხლით როგორ ვსველდები, დავიწყებას ვერ მოვასწრებ, ისე გამახსენდები. აღარ ყვირის სული „ურას!“ შენი „ჯერ“ და „მერეთი“, ცოტა ცერად დაგიხურავს ნაჩუქარი ბერეტი. ღიმილები შემომაკლდა - ტკბილები და მკაცრები, ისევ მოდი, ჩემო, აქ და შენთვის გავინაცრები.Murgulia Gia
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 03.10.2017, 15:28 | Сообщение # 207 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გახსოვს, ის ღამე, როცა მეუღლეს პეტეფის ლექსებს უკითხავდი, _ სასთუმალი რომ შეიცვალა და ძილი დააპირა, შენ ადექი, ქალიშვილობის კაბა ჩაიცვი, ხელიდან ბეჭედი წაიძრე და ატირდი. თან ისეთი მინდორი მოინატრე, სადაც გვირილების ტყეა და არც ერთი სარეველა არაა... ახლა კი... ისევ ბუზღუნებ შენთვის და ჩაფრენილი დილის სარეცხს და ათას წვრილმანს, ვეღარც კი ამჩნევ – აქლემივით მძიმე და ზანტი გიახლოვდება საღამოს ჩრდილი...
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 03.10.2017, 21:36 | Сообщение # 208 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ახლა შენ რომ გვერდით მყავდე, აღარ ვიდარდებდი წვიმას. თავი დაუხრია ამდენ ფოთოლს, უმიზეზოდ მტირალს. ბოლო მოეშალა თითქოს წვიმის აუკეცავ ფარდას. ქვეყნად აღარაფერს ვითხოვ შენი შემოხედვის გარდა. სენი ნოსტალგიის მდევს და ვნატრობ მივიწყებულ რითმებს. როგორც ულექსობის სევდას, ისე უშენობას ვითმენ. ეს დღე აღარ მინდა ჰგავდეს, სველ და უსასრულო ფინალს. შენ რომ ახლა გვერდით მყავდე, სულ არ ვიდარდებდი წვიმას.
/ნინო ალადაშვილი/
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 04.10.2017, 14:35 | Сообщение # 209 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სად როდის, რისთვის, არ ვიცი, არა! იყვნენ ოდესღაც და მიეძინათ... ღელავს ფოთლების მწყობრი კამარა მას შემდეგ ბედი და იალქანი ქარის სიმძიმით გადაიხარა, შენ კი სადა ხარ ამდენი ხანი? რისთვის, ან ვისთან, არ ვიცი, არა! ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ, ეს იყო ვერხვის ფოთლების კვნესა. დრომ ყვავილებით დაგვაგვირგვინა, მე პაჟი ვიყავ, ის კი - პრინცესა...
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 04.10.2017, 14:44 | Сообщение # 210 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე ვარ შემოდგომა ჭრელი მოზაიკა . . . . ელვად მოხატული ფერთა გალერეა ღრუბელთ სინოტივე, სულში ლოცვად მიკრავს , თუკი რა თქმა უნდა გზა არ ამერია; მე ვარ შემოდგომა მტევნის გაფიცხება, სისხლის ადუღება ბადაგ – შარბათებით; ვიწყებ ენკენის თვით , მერე სიცივით და მერე წვიმებით და . . . .ზამთრით გავთავდები; მე ვარ შემოდგომა, უხმო გაშიშვლება, უხმო დაჭკნობა და ფოთოლთ სინანული. ქარში ყვავილების სუნთქვა გაიშლება, ბოლო სიმძაფრით და ბოლო სიყვარულით. მე ვარ შემოდგომა, მე ვარ ფოთოლცვენა, შუქი გაქრობის და ფერფლად მინავლების, ერთ დროს დამდაგველი მწველი მხურვალება, ბოლოს ფიქრებით და სევდით ვიმალები, მე ვარ შემოდგომა, მე ვარ განშორება, მე ვარ მონატრება, მე ვარ სიმარტოვე ხეებს ფოთლები და მინდვრებს ყვავილები, სივრცეს – მერცხლები და მე შენ მიგატოვებ. მე ვარ შემოდგომა, მე ვარ გარინდება, მე ვარ ჩავლილი და მე ვარ წარსული, მე ვარ მოფერება, მე ვარ დაბინდება, მე ვარ ანარეკლი ყველა გაზაფხულის, მე ვარ შემოდგომა, უცხო სიმბოლიკა, კვნესა გარეული ხიბლი ამინდების მე ვარ ოქროსფერი ფერის გაგიჟება, მე ვერ დავდუმდები, მე ვერ დავმშვიდდები მე ვარ შემოდგომა, მე ვარ გადაღლილი, მზერაგადამწვდარი და თრობამორეული, მე ვარ აუხსნელი, მე ვარ ასახსნელი, მე ვარ ახლობელი მე ვარ შორეული. მე ვარ შემოდგომა, მე ვარ გაფითრება, მე ვარ სასწაულის მკვეთრი ნაბიჯები, მე ის სიკეთე ვარ რომ არ გაითვლება მე ის ბავშვობა ვარ რომ არ დავდინჯდები მე ვარ დასასრული არსის გამართლება , თუმცა ულაზათოდ მე არ დავსრულდები. მე ვარ შემოდგომა, მე ვარ გადაბნევა, მე ვარ გადანგრევა უცხო პალიტრების მე ვარ სიცოცხლე და მე ვარ სიკვდილი და მე ვარ მოლოდინი დიდი დაფიქრების, მე ვარ შემოდგომა, ფერთა მოზაიკა, ფერთა ჯადოსნური ხილვის გალერეა, თითქოს მომიყვანეს სულ სხვა სამყაროდან და ამ სამყაროში გზები ამერია.
მ.ნიქაბაძე
|
|
|
|