ლექსები - Page 4 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ლექსები
nukriaДата: პარ, 08.09.2017, 23:29 | Сообщение # 31
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თმებს არ იჭრიდნენ მაკრატლით
ჯონ ლენონი და მაკარტნი
 
nukriaДата: პარ, 08.09.2017, 23:29 | Сообщение # 32
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რაც კი თბილად მივიღე ,
გულში დაკრძალულია.
ყველაფერი ტკბილია ,
რაც კი აკრძალულია . დაიცალოს ბოლომდე,
რაც კი ავსებულია ! ყველაფერი მწარეა,
რაც კი დაშვებულია. ვერც ერთს მე ვერ დავშორდი.-
აი ჩემი ოფშორი.
და ვარ ხშირი სტუმარი
ამ ორში და ორს შორის .
 
nukriaДата: შაბ, 09.09.2017, 00:50 | Сообщение # 33
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყველა ცხენიდან უნდა ჩამოვსვა,
ჩინგიზ ყაენი თავის მომყოლით..
რამ მოაფიქრა აქეთ წმოსვლა?
რა ჭკუაზეა , ნეტავ მონღოლი?!

ავი ყიჟინით , სტვენით გაბმულით
მაინც მოხვედი , როგორც სახადი
და დაამძიმე ჩემი მამული
სისხლით , ხარკით და გადასახადით.

სამასი წელი გედგა კარავი.
ახლა ცხოვრებას ვიწყებ თავიდან.
თუ სანუგეშოს მეტვის არავინ ,
აქ შენ მონობას მე ვერ ავიტან.

შურისძიებით ვარ ანთებული
და ისტორიის შევიქენ მცოდნე.
გმირი მაჩუქე - თავდადებული
და დადიანი მაჩუქე ცოტნე .

ყველა ცხენიდან უნდა ჩამოვსვა,
მერე ნოინი -აქ ჩამომყოლი.
რამ მოაფიქრა აქეთ წამოსვლა?
რა ჭკუაზეა , ნეტავ , მონღოლი?
 
nukriaДата: შაბ, 09.09.2017, 14:21 | Сообщение # 34
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უკვდავებაში თუ რაიმე სიკეთე ყრია,
მიდი და ჰკითხე ლიუციფერს, ვინც უკვდავია!
ბედით ცთომილებს თვალებივით ბუდიდან თხრიან
და ენის წვერით შემთვრალ კოსმოსს მზე უკავია. ქარები შენში აღიძვრებიან
და ეხლებიან სამყაროს კიდეს...
იქ ვარსკვლავების მწიფე ზვრებია,
იქ სიზმრის რემას ღამეების უღრანი იტევს... ჩემი სიმშვიდის გადნება თოვლი
და გამოჩნდება ტკივილის რილო...
შენ ხარ ქრონოსის თვალმარჩხი ცოლი
და მუცლადღებულ ნაყოფების გაჩენას ცდილობ... შენ როშაპი ხარ, გრძნეული ხარ, შენა ხარ დავარ...
სამყაროს ცივად აძაგძაგებს შენი გოდებით...
მე კი ცისკრების ხერთვისში ვდგავარ
აკარწახებულ ღრუბლის ტოტებით... ვიავთანდილე _ ვიყარიბე ათასი წელი _
ჩემივე სულის უღრანებში ვიხეტიალე...
და იმ უცაბედ ნუგეშებს ვწყევლი,
უნუგეშოთა ბნელ ცაში რომ მეხად იალეს. რა გულდანდობით მელულება სულში ზამთარი,
ოკეანეთა წიაღების ლილაჩაცრილი...
მძიმედ მომწვდება უსაბამო ქცევა ჟამთანი,
როგორც სიკვდილის ცივი სუნთქვა, ასგზის განცდილი. გამახსენდება სამყაროში როგორ მოვსულვარ,
როგორ დამიდევს ამ უცნაურ სიზმარში წილი:
რომ მზე ყოფილა ჩემზე ორსულად
და არ ჰქონია მთვარეს ჯავრით ცხრავე თვეს ძილი... გადამლეკავი ცეცხლებით ყოვლის
სანამდე ჩემში დაღდასმული წარსული წვალობს,
გაუკვალავი ცის ლურჯი თოვლით
დამეჩუმქრება გალეწილი დღეების კალო... ბინდთა ზვირთები მოვლენ ზღაპრებად,
სივრცის სიბრტყეზე ლეკებივით მოცერულები...
ჩემი სიმშვიდის აბრეშუმზე დაიდღაბნება
სევდის ფუნჯებით ტკივილების ბროწეულები... თუ გამიტყუებს ცა ვარსკვლავთა ჩამომხუნძლავი,
ტინს მიმანამქროს მარადისმა ფიფქად ისევე...
და მაოგნებდეს აქამომდე ასე უძრავი
ღმერთის თვალების ჩუმი სისველე...
 
nukriaДата: შაბ, 09.09.2017, 15:22 | Сообщение # 35
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დამტოვეთ!
დამტოვეთ, არ მინდა არავინ,
იქ სადაც, სითბოს და სიყვარულს ვერ გრძნობენ,
გამთელეთ,
ჩამქოლეთ, მესროლეთ ტალახი,
მომღიმარ ბაგედან ღალატი მესროლეს. მე გთხოვეთ!
ნუ გიკვირთ, ასეა, მე გთხოვეთ,
აღარ მსურს, ყოველდღე ახალი იარა,
მესროლეთ,
ნამდვილი ტყვიები მესროლეთ,
ოღონდაც მომკალით,
დამჭერით კი არა. თუ არაა!
ივსება მოთმენის ფიალა,
არ მინდა, განკითხვის მოვაწყო საღამო,
დამღალა,
გრძნობების ბოროტმა ფინალმა,
ვერ ვხვდები,
რას მერჩის ღმერთი და სამყარო. არ ხარო!
არ ხარო, ამ დროის შვილიო,
ნატანჯი გულიდან მგესლავენ ფიქრები,
როგორ ხარ,
ასეთი წყნარი და მშვიდიო,
გვერდით გყავს ათასი ბოროტი, მლიქვნელი. მიკვდები!
მიკვდები გულო და არ მინდა,
ცოდვილი სამყარო დატოვო უკვალოდ,
სიყვარულს ვქადაგებ, დიდი დრო გავიდა,
არ მინდა
ეს გრძნობა ჩათვალონ "უბრალოდ". უფალო!
შენ გიხმობ,
გიგზავნი ვედრებას,
არ მომცე უფლება, შენზე წინ წავიდე,
შევერწყე,
განკითხვის სურვილს და ქმედებას,
არ მინდა
ამისთვის ცოდვებით დავმძიმდე. დავცლიდე!
ნეტავ, იმ ფიალას დავცლიდე,
ბოროტი რომ წამლავს
გრძნობების მდინარეს,
დამშვიდდნენ,
იქნება მერეღა დამშვიდდნენ
და ხელი აღარ ჰკრან, სიკეთეს, სიმართლეს. მცინარეს!
მერეღა მიხილავ მცინარეს,
შენს გზაზე,
მრავლად რომ ვიხილავ ნაბიჯებს,
მომეცი ძალა რომ,
ცხოვრება მიყვარდეს,
უფალო!
მე, შენი იმედი მამშვიდებს.
 
nukriaДата: შაბ, 09.09.2017, 15:31 | Сообщение # 36
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
და ჰყავდა ქმარი...გული მაინც არ ოკდებოდა..
პრინცს სურვილობდა გული მაინც -ცეცხლოვან რაშით
გარს მონაგარი ეხვეოდა... ეფერებოდა...
მაინც ჯიუტი მონატრება უთრთოდა ხმაში .
ჰყავდა ქმარი და გული მაინც ეურჩებოდა
გულშიდვე ედო -ბედნიერება სწორედ რაც არი
ჰყავდა ქმარი და გული მაინც ეოჩნებოდა
გული ხარბი და ბოძებულით -გაუმაძღარი..
 
nukriaДата: შაბ, 09.09.2017, 15:43 | Сообщение # 37
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წამო
ერთად გადვიკარგოთ., ჩავიკარგოთ ჩანჩქერების თმებში...
წამო....
შორს წავიდეთ
ერთმანეთს
სიყვარული ვანდოთ.. ერთგულება
გვედგას ტაძრად
და ვმადლობდეთ
უფალს
ერთმანეთი რომ გვყავს.... ჩანჩქერების ხმებში მდუმარებით სიყვარული ვამცნოთ...
ჩვენს თვალებში
მზის სხივები ვნახოთ..
წამო ..
გადვიკარგოთ..
ჩავიკარგოთ
ჩანჩქერების თმებში.. ცისარტყელის სახლი დავდგათ
და ვმადლობდეთ უფალს ერთმანეთი რომ გვყავს!
 
nukriaДата: შაბ, 09.09.2017, 15:49 | Сообщение # 38
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქვიანგზაზეგაბეცებითდადიან...
ერთისოდომიახლამათთვისმადლია.
მოჩვენებითირუდუნებითგაუხსენესწლები,
მხოლოდბავშვისმზერაასურათზეწრფელი.
მაინცარმოიშალესსაფლავებზეღრეობა,
ამცოდვასახსნასვერუძებნისდასაფლავებულიხეობა.
ქალისმკერდივითამობურცულიახალისაფლავები,
მთვრალმუსიკოსებსგულზედაულაგებიათსაკრავები.
უყვარდაოთამაშიდამღერა
სწორედმაგდროსშეუწყდაოგულისძგერა.
თხუპნიანსაფლავისგალავანს,
ხანდახანეშხშიშედიანდაშორიდანგასცქერიანთავიანთნახელავს.
უყვართროცააქებენ,
მაგრამარუყვართ,როცაუწოდებენსახედარს.
ღამდებადაწითლადანათებენშეღებილიკვერცხები,
სააღდგომოსუფრამიწიდანმისსიღრმეშიინაცვლებს.
ეჭვისთვალითუყურებენმათ "მისავალს" სურათები,
ვერჭამენ,მაგრამნაყრდებიანდაადგებათნათელი?!
 
nukriaДата: შაბ, 09.09.2017, 15:59 | Сообщение # 39
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცხენის ინტერვიუ ლომი ბუცეფალი არ ვარ,
არც- ბატონი როსინანტი,
დავაგორებ ჩემს საზიდარს
თეკლათიდან ნოსირამდი.
მე რომ ოფლი დამდის ღვარად,
ოფლად არა- ეკლად დამდის!
დავდივარ და დამდევს-"აჩუუ!"
ნოსირიდან თეკლათამდი.
ათას ცხენში რომ ვერიო,
გამომარჩევ ათასიდან-
მე ვერასდროს მოვიშორებ
ამ კურტანს და ამ საზიდარს!
არც არაფერს ველოდები,
არც რამ დაგიმტკიცო მინდა,
სიბერეშიც მორჩილი ვარ
გახედნილი კვიცობიდან.
არაფერი არ იცვლება
წლებზე წლების მიმატებით,
ხან სტვენით და ხან წრუპუნით
ხან აღვირით ვიმართები.
დავფრუტუნებ სხვის ჭკუაზე
და თვალებით დამაქვს მწუხრი.
ერთი ტარო სიმინდისთვის
ცალუღს ჩემით კისერს ვუყრი.
არ დაირტყამს მათრახს რაში-
მე ვინ შემიცოდებს ბეჩავს!
თივასავით ვღეჭავ ბოღმას,
ან პირიქით- ბოღმა მღეჭავს!..
ვარ უაზრო ყოფის ტვირთით,
ხან კრინით და ხან ჩოკინით,
სიკვდილამდე მორჩილი და,
ზეზეულად დაჩოქილი...
დავჩანჩალებ, ჩემს საძვალეს
სანამ ქარი მოსილავდეს...
ნოსირიდან თეკლათამდე,
თეკლათიდან ნოსირამდე...


Сообщение отредактировал nukria - შაბ, 09.09.2017, 16:58
 
nukriaДата: შაბ, 09.09.2017, 16:59 | Сообщение # 40
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხდება,
ზოგჯერ,
მართალია ძალიან იშვიათად,
მაგრამ მაინც,
რომ კოსმიური ტრაექტორიით იწყებს სისხლი მოძრაობას.

ხდება მხოლოდ მაშინ,
როცა ვინმეს ჩაეხუტები
და ეს ვინმე,
ერთადერთია შენთვის,
ამ ადამიანებით გადავსებულ დედამიწაზე.
 
ძებნა:

მოგესალმები Гость