აალეკო ჩინჩალაძე - Page 4 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
აალეკო ჩინჩალაძე
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:42 | Сообщение # 31
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სითბო , რომელიც მზესთან შეზრდილა ,
მომაქვს და მიხმობს თქვენთან ეს დილა .

გთხოვთ , სურვილების სია მომეცით,
რომ წავიკითხო სიამოვნებით .

რადგან ხელთა მაქვს უკვე მეს სია,
ეს დილა სხვებზე უამესია.

ვკითხულობ ლოცვას და ეპისტოლეს.
ვუხმობ ბოგანოს და მეფის ტოლებს.

ალეკო ჩინჩალაძე .
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:42 | Сообщение # 32
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მიიწურა . მიილია......
ზაფხულის წრედს აგვისტო კრავს.
მეც , ამ თვეში დაბადებულს ,
სიცხით , ბუღით აგვისტო მკლავს.
გავიიღვიძო.
ლქსი ვწერო
სიყვარულზე-
არის დოგმა.
მიყვარს ყველა , ვინც კითხულობს,,
უნებლიედ ყურს ვინც მოკრავს.
თუმცა , თვითონ მომავლინა,
ახლა სიცხით აგვისტო მკლავს.
ერთი წლითაც დამაბერებს
მე - ლექსების არისტოკრატს.

ალეკო ჩინჩალაძე .
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:43 | Сообщение # 33
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მზე მეალერსება დენდივით პეწიანს.
ამ ღიმილს , ვით სმოსს , მე მუდამ ვირჩევდი .
ეს დილაც განსჯით და ფიქრებით მეწვია .
გულთან მყავს , მე სითბო გადმომცა ვინც მეტი .
თუ ამჩნევთ , ჩემ თვალში დირე , ან ბეწვია ,
ვინმემ ამომიღეთ,
საჩქაროდ ,
პინცეტით.
კეთილი სურვილით მე თქვენ გულს მივწვდები.
რასაც ვწერ , მოტივი
იმაზე მეტია .
სიცოცხლის ნახევარს ამდღისთვის მივცემდი .
და ჩემი ფიქრები თქვენ ბილიკს ერთვიან.
სამყარო,
სადაც ვართ ,
მუდმივად ერთია .
სითბოთი ვივსები.
სევდისგან ვიცლები .
განმსჯელი ყოვლისა უფალი ღმერთია.
ცუდია , თუ კარგი-
მე რომ არ ვიცვლები!?
ერთია , გულისთქმას მოჰყვება ვინც ნებით .
ხმას როგორ გავიღებ-
ჭიკჭიკებს მზეწვია .
..... და , ისევ ,
იმგვარად ,
ფერადი ფიქრებით,
ეს დილა ,
როგორც სხვა,
ღიმილით მეწვია .

ალეკო ჩინჩალაძე .
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:43 | Сообщение # 34
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მთელი ღამე ვბორგავდი და მაციებდა.
შენთანა ვარ , წოდებული პაციენტად.

..და , ვარ შენი მადლიერი პაციენტი .
მორჩენილმა ლოყას გიყო პაჩი ერთი .

ავადა ვარ სიყვარულის ბაცილებით,
ვიდრე ვიყავ , მე , იმაზე გაცილებით .

წინ ნაბიჯი , ვინც აქა ხართ , ამ ცვლილებით .
უკან დარჩით ვაქცინებით აცრილები .

და ციმციმებს შუქი ლურჯი ემერჯენსის
რაც მომარჩენს , ის წამალი , ჯერ ვერ შევსვი.)))))))))))))

ალეკო ჩინჩალაძე .
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:43 | Сообщение # 35
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეს ღამე სიზმრის დესპანებს მისევს.
მეც რუსთველივით თავს ვიგრძნობ მესხად.
როგორც რაინდმა ძალა შევივსე,
რომ ქაჯეთიდან ნესტანი მეხსნა .
ათასჯერ ნათქვამს დღეს გეტყვი ისევ .
მაინც მოგაწვდენ შორიდან მე ხმას..
სიცარიელეს გულისას მივსებ.
ჩემ გასახარად მოსულხარ ქვეყნად .
მე დავივალე , მეთესა ,
მეხნა .
ედემის ახლოს გვეცხოვრა ღირსებს.
გადაიარა წვიმამ და მეხმა
და ქარი ებრძვის ჩვენ შორის ნისლებს .
შენთან ვარ მაინც .
შენთან ვარ ისევ.
ამომავალ მზეს შევხარით ერთხმად .
სიცარიელეს გულისას მივსებ.
ჩემ გასახარად მოსულხარ ქვეყნად .

ალეკო ჩინჩალაძე .
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:44 | Сообщение # 36
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დღეს ეკლესია მლოცველს ვერ იტევს.
სანთლის სურნელი სულში ალდება.
ყველა უწმინდურს რწმენით ვერიდე .
მიცავს ქრისტე და ფერისცვალება .
მტერ- მოყვარესთან მე ვარ შემრიგე .
მინდა ზეცაზე ხელის წავლება .
მე ვუერთდები ქრისტეს შეგირდებს
და ვეწაფები , რაც მესწავლება.
....დღეს კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ
უფლის სასწაულს -
ფერისცვალებას!

ალეკო ჩინჩალაძე
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:44 | Сообщение # 37
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რიგია სკამზე , ჩემო ბატონო.
წინა წავა და უკანა მოვა .
თქვენ არ ჩათვალოთ , ხართ უპატრონოდ .
თუ გაგიჭირდათ , გუგავა მოვა.
გუგავა მოვა)))

უნდა გადავცე . ხელთ მაქვს სია მე.
ბედი არ წყალობს- უგანა მონას.
სხვის მონობაში რაა სიამე?
დაგიხსნით ყველას- გუგავა მოვა !
გუგავა მოვა.))))

ალეკო ჩინჩალაძე .
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:44 | Сообщение # 38
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემთვის არიან მატლი ,
კურკები,
რუსეთია , თუ აქვე თურქები,
მიწა , რომელიც მათ არ ეკუთვნით ,
ყელზე დაადგეს ყველას ურგები.
თურქებისათვის ჩვენ ვართ გურჯები.
"გრუზინები" ვართ- რუსის ურჩები.
გავანიავოთ ტვინის უჯრები,
თორემ განსაცდელს ვერ გადვურჩებით!

ალეკო ჩინჩალაძე
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:45 | Сообщение # 39
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
საქართველოში დაძრწის ნერონი.
იწვის ტყეები,
ტოტნი ,
ღერონი.
ჩემ საქართველოს ნერონი უტევს .-
რჩება ხრიოკი ,
ნაცარი ,
ტუტე.
ასანთს იმარჯვებს ბილწი ხელები.
სიკვდილის რიგში დგანან ხეები .
მე სალოცავად წავალ მცხეთისკენ.
შენ კი , უგულოვ ,
- ჯოჯოხეთისკენ !

p. s .

ერთად-ერთი მაქვს ახლა ვერსია.
- დივერსიააა , ეს , დივერსია!

ალეკო ჩინჩალაძე .
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:45 | Сообщение # 40
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სევდას ლექივით იტოვებს გული.
ტვირთს და ტკივილებს ვზიდავ ვირივით .
ბევრჯერ ყველასგან მიტოვებული.-
არ ავტირდები მეფე ლირივით .
თავს ვინუგეშებ მაინც ლირიკით .
მზე მახალისებს . - ზეცის საყურე.
ლაფს თუ მესვრიან -
მე კი , პირიქით,
სულ იმედების ბილიკს გავყურებ.
მოგონებათა წიგნი დავხურე.
გავიმეორებ სათქმელს ათასჯერ .
.. და , მივალ მასთან , ვინც მიმსახურებს .
სიყვარულისთვის მოვიხდი სასჯელს.

ალეკო ჩინჩალაძე . 2
 
ძებნა:

მოგესალმები Гость