აალეკო ჩინჩალაძე
|
|
nukria | Дата: სამ, 19.09.2017, 16:45 | Сообщение # 41 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ვგულშემატკივრობ " ბარსელონას: , ხანაც "ლაციოს". როგორა ცივა , ჰორაციო! როგორ აცივდა! "ბევრი რამეა საკვირველი , ო , ჰორაციო!" ეს პოეტური აღტკინებაც საზღვარს გასცილდა. ვღებულობ დღიურ ულუფებად , როგორც რაციონს. მოუტანია ბარში წყალი მტკვარს და , რაც იორს. და მაქვს კავშირი სამყაროსთან , მე , ურაციოდ.- ესეც ხომ არის საკვირველი? - ო , ჰორაციო ! ხომ არ გაწვიმდა შენს ბაღებში? ხომ არ გაწვიმდა? საკვირველია ბევრი რამე , ო , ჰორაციო ! წვიმამ წაშალა ნაკვალევი. თოვლმა გაწმინდა. სითბოდ ვაქციოთ , რაც ცივია. სითბოდ ვაქციოთ ! გულზე მომედო ყველაფერი , კარგი , რაც მინდა. და სიყვარული მომენატრა , მე , უსანქციო. ფერი იცვალა ფოთლებმა და ხეებს დასცვივდა. ეს ხომ არაა საკვირველი ? - ო , ჰორაციო !
ალეკო ჩინჩალაძე
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 19.09.2017, 16:45 | Сообщение # 42 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გაუდის ყავლი დაულეველ წვეთებს და წამლებს. არ შემოაღებს კარს არც ერთი - დედა და მამა. გადააბიჯეს უფლის ნებით სიცოცხლის სამანს. და , როგორც ერთ დროს , ერთ საწოლში - საფლავში წვანან
მობჯენილია ყელში განცდა ყოფნა-არყოფნის. მათ შესანდობარს ჭიქა ღვინო მართლა არ ყოფნის . აქ არის ახლა სინამდვილის მწარე ნაყოფი.- აღმართულია ყვავილებით ბორცვი გამყოფი .
აგვისტოს მზეა . ვით სანთელი ბალახი წვა მან . როგორც სიზმარი , ფიქრი მწველი , მოვა და წავა . დედა და მამა მიირთმევენ ზეციურ წამალს . და , როგორც ერთ დროს , ერთ საწოლში- საფლავში წვანან .
ალეკო ჩინჩალაძე
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 19.09.2017, 16:45 | Сообщение # 43 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ბოლო გაჩერება " გთხოვთ , გაათავისუფლოთ ვაგონები!"
ლოცვას მივენდობი, ვით ნებისმიერი, მეუფეების და მიტროპოლიტების. წუთებში იცვლება ცხოვრების იერი, როგორც სადგურები მეტროპლიტენის .
განგებამ ყველა აქ შეგვყარა ... ჩაგვისვა . როგორი მთქმელიც ვარ , გამიგებს გამგები. ზურგს უკან ვიღაცა კითხულიბს: - ჩადიხართ? - მე არ მაქვს პასუხი და გვედზე გავდგები .
... და მივალ ფიქრებით საწოლთან ამაღამ. - ყველა მორჩილია , რაც ბედმა უჩარხა . - ბოლო გაჩერბა ! - ცხადდება ხმამაღლა. თუ კარგი ბიჭი ხარ დარჩი და ნუ ჩახვალ!
ალეკო ჩინჩალაძე .
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 19.09.2017, 16:46 | Сообщение # 44 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ღამე
ვერც წლები და ტვირთი ჯერ ვერ მიცვლის იერს. გაკოცებდით ახლა გულში , ნებისმიერს. სანაგვეში არ ვყრი , თუნდაც დამჭკნარ იებს . და სიცოცხლის კერის არ ვთმობ ინტერიერს. ჩემი მზერა ახლა მთელ სამყაროს უვლის . მზესაც კი აქვს თვალი ტკბილად მილულული. დამადგება ფიქრი- თოფი ვიწრო ლულით. თავს მახსენებს დილა - ღამის მიწურული . მაქვს თამამი გული ნიტროგლიცერინით. პოსტ სკრიპტუმი ნახეთ ქვემოთ მიწერილი. სიყვარულს წიბო სულს მაქვს მიწვერილი.
P . S .
მითხრეს ყველას უყვარს რაღაც , ახალიო. და ვიტოვებ სათქმელს ზოგსაც ,სახვალიოდ .
ალეკო ჩინჩალაძე .
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 19.09.2017, 16:47 | Сообщение # 45 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გადაიარა აგვისტოს ხვატმა და ხახამშრალი დატოვა მიწა. ჩამოიდინა მირონი ხატმა და მისი მადლი მტრისაგან მიცავს. მზე ტროპიკული კანს ისე მიწვავს, თითქოს და სხეულს შეუნთეს ალი. მე ამ ლექსს , როგორც დალალებს , გიწნავ. და მუდამ შენკენ მიჭირავს თვალი . ჯობია ასე , დაე გვაცხუნოს . მზემ ოქროსფერმა , დიდმა და მრგვალმა. მადლი სიცოცხლის ღმერთმა აცხონოს. სულში არასდროს ჩამოდგეს გვალვა . გადაიარა აგვისტოს ხვატმა. გადაირია ბუღისგან მიწა. ჩამოიდინა მირონი ხატმა და დამშვიდა აქ მიწა , იქ - ცა .
ალეკო ჩინჩალაძე .
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 19.09.2017, 16:47 | Сообщение # 46 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ნეტავ , რა მიშველის?- ჰანგი გონაშვილის. ცეკვა, რამიშვილის. ლექსი- გალაკტიონის. გელათი და სიონი. (გოლი ?- მესხის. არა - მესის. ქართველი ვარ . -ასე მესმის!) ზეცა- საქართველოსი. ხალხი- ჩემი , დემოსი. მიწა -გურჯისტანის. ქალი- საროს ტანის. სული- აღმაშენებლის, რაინდული მშვენებით. რწმენა - ქეთევანის, ვაზი და მტევანი. ენა ცურტაველის. სიბრძნე - რუსთაველის !
ალეკო ჩინჩალაძე
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 19.09.2017, 16:47 | Сообщение # 47 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჩემი სიჯიუტის გამო მე მოვიხდი ბოდიშს.- ვინა თქვა , რომ სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდის . პოეზიის გურმანი ვარ. დარდი არ მაქვს მოდის . და მოვდივარ თქვენთან მუდამ სიყვარულის ფონდით , ნათენები ღამეებით, შეძენილი ცოდნით . ნათქვამია , ასე სჯობსო - გამხელილი ცოდვით . ქართველებო!- თუ ღმერთი გწამთ , მამულისკენ სწორდით! ცხონდით ორთავ ქვეყანასა, აქაც , იქაც - ცხონდით! ღვთისმშობელი მფარველობდეს დიდგორს! გელათს! ჭყონდიდს!
ალეკო ჩინჩალაძე .
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 19.09.2017, 16:47 | Сообщение # 48 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დილის არმაღანი
რიჟრაჟმა წამოანათა..... შენ თუ გაუღებ კარს , მე ამ გულს , როგორც საჩუქარს, გამოვაყოლებ ქარს. როგორ იმგზავრებს ნეტავი?- გამოვაყოლებ თვალს . .....და , როდის მოვა შენთან, წამებს დავუწყებ თვლას . ...შემოგეხვევა გარს , შენ თუ გაუღებ კარს.
ალეკო ჩინჩალაძე
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 19.09.2017, 16:47 | Сообщение # 49 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დილის არმაღანი
რიჟრაჟმა წამოანათა..... შენ თუ გაუღებ კარს , მე ამ გულს , როგორც საჩუქარს, გამოვაყოლებ ქარს. როგორ იმგზავრებს ნეტავი?- გამოვაყოლებ თვალს . .....და , როდის მოვა შენთან, წამებს დავუწყებ თვლას . ...შემოგეხვევა გარს , შენ თუ გაუღებ კარს.
ალეკო ჩინჩალაძე
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 19.09.2017, 16:48 | Сообщение # 50 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ვედრება ლოცვად !
მეუფეო ზეცათაო ! ნუგეშმყვე ! შვიდგზის შინა დღესა გაქებდე შენ ! მომეც პური არსობისა ! .... ზედაშეც !
განმწმინდე ყოველივე ბიწისათა ! განმაშორე ცთუნებული ბიჯისაგან ! მომანიჭე სიყვარული მე ძმისათა ! დამიმკვიდრე სასუფეველი შიგან ცათა !
მე - არარაისი სხვისი მჩემნი. .....აკურთხე სამკვიდრებელი ჩემი ! აცხოვნე ,სახიერო, სულნი ჩვენნი !
ალეკო ჩინჩალაძე .
|
|
|
|