აალეკო ჩინჩალაძე - Page 7 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
აალეკო ჩინჩალაძე
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:51 | Сообщение # 61
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე - გატაცებული ლირიკით .
მბეზრდება?-
- არასდროს!
პირიქით!

ეს ჩემი ჟანრია -
ლირიკა . -
შენ გულს რომ ჩემ გულთან მიიკრავს .

.. და , მიყვარს სულ ყველა , ვინც იმკის,
სიყვარულს
ლექსებით ,
ლირიკით.

სიტყვებით,
ჟესტებით,
მიმიკით ,
მივყვები შარა-გზას ლირიკით.
მბეზრდება?-
არ მკითხოთ!
- არასდროს!
- პ ი რ იქ ი თ !

ალეკო ჩინჩალაძე .
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:51 | Сообщение # 62
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სისხლის მბორგავი ,
ანით , ჰოეთი,
გულის სარკმელთან შენ ხარ მუზადო.
იმიტომ მქვია , ალბათ , პოეტი,
ყოველ განთიადს ლექსი ვუმზადო.
მე გეახელი.
შენთან მოვედი.
სულით და ხორცით რომ ხარ უზადო.

ალეკო ჩინჩალაძე
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:52 | Сообщение # 63
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არ შევხიზნებივარ
უცხოს,
სამოწყალოდ,
ვინმეს.
უფლის შვილობილი
არ დავცილებივარ
იმედს.
" მუმლი მუხასაო"-
თავი სასთუმალზე
მიდევს .
მე ამ საუკუნეს
წინა საუკუნით
მივდევ.
ჩემი ნაკადული
ისევ შეუპოვრად
იდენს.
არ დამცილებია,
ვინაც სამეგობროდ
ვინდე .
არ მიერთგულებდა?-
არ ავკიდებივარ
იმ მდედრს.
არ შევხიდებივარ,
რასაც ვერ დავძლევდი,
ი მ დ ე ნ ს !

ალეკო ჩინჩალაძე .
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:52 | Сообщение # 64
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოგონებებიდან არას გადავშლიდი .-
ყველა დავიხსომე , რაც კი მიგემია .
თუნდაც მწუხარების ,
რიგი პანაშვიდის,
სადაც თანაგრძნობა დამირიგებია .
თვალი არაფრისთვის ამირიდებია.
გვერდებს ბიბლიისას წამლად გადავშლიდი.
ვდგები მწუხარების , სადაც რიგებია.
ცისკენ გაფრენილა სული დანამშვიდი.

ალეკო ჩინჩალაძე
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:52 | Сообщение # 65
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გულო!- არ შეჩერდე!
მიდი , იფანცქალე !
სატრფოვ !- სიყვარულში
ქანცი გამაცალე!
წყაროვ , მთის ნაჟურო!
მიდი , იწანწკარე!
მზეო , მოანათე,
აქ, - ჩემს მიწა-წყალზე!

ალეკო ჩინჩალაძე
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:52 | Сообщение # 66
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვწვები .
ფიქრები ისევ მარწევენ.
ვარ მათ აკვანში გადანარწევი.
სიკვდილს ვუსინჯე კბილი სარძევე
და გადმოვფინე ჩემი ნაწერი.
ვწონე სათქმელი-
როდი წამომცდა.
ვადრი ცხოვრებას ჯიუტ სახედარს .
ალბათ , ჩემსავით ყველა გაოცდა,
სიკვდილს თვალებში ვინაც ჩახედა .
ვტკბები სიცოცხლით - ღმერთის ქმნილებით .
ნეტავ , რამდენ ხანს მიწევს აქ მოცდა ?!
სული მიჭირავს იმავ კბილებით
და უფალთან მაქვს ბოლო გამოცდა.

ალეკო ჩინჩალაძე
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:52 | Сообщение # 67
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სადღაც , შორს ციმციმებს
ვარსკვლავი ჯამბაზი.
ღრუბელი მგონია თუთუნის ნაფაზი.
მთვარეა ჯოკონდას ღიმილით ბაგეზე.
ნამცოხრობს პირუტყვი
მიბმული ბაგაზე .
და ურბენს პერიმეტრს ეზოსას ნაგაზი .
ხელი მაქვს კალამზე ,
ვით აბრაგს ნაგანზე .
ეს ღამეც ლექსისთვის მახელებს ,
მაქეზებს.რას ვფიქრობ?-
პასუხი ჯერ არ მაქვს მაგაზე.

ალეკო ჩინჩალაძე .
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:53 | Сообщение # 68
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დღეს არ იწვიმებს,
ალბთ , ნამდვილად.
ბულბულს გალობას შენთვის მოვპარავ.
დილა თენდება ისე ადვილად ,
ვერც კი გავიგე-
შემომეპარა .
წითლად ანთია ზეცის კამარა .
დაბლა სიმწვანე.
მზე კი , მაღლიდან.
დღე არის დიდი,
ღამე პატარა.
დილა -
ნაშობი უფლის მადლიდან.
ბულბული სტვენით ისე დამტკბარა,
ახლოა ჩემთან , ერთი ადლიდან.
ყველაფერია წმინდა , ანკარა .
გჩუქნი სიყვარულს გულის მადნიდან!

ალეკო ჩინჩალაძე
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:55 | Сообщение # 69
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მთელი ცხოვრება არის ლოდინი.-
ან ელოდები ,
ან გელოდება.
ამ მოლოდინის ლაიტმოტივი
გაგვილამაზონ ანგელოზებმა!

ელოდებიან მზიან ამინდებს,
ბაქანზე - მგზავრებს,
ზოგიც - მესიას.
მეც მოლოდინი სულში ავინთე .
იმედით ვუვლი გარს ეკლესიას .

ზოგჯერ ხესავით ქარში ვქანაობ.
ხავსმოდებული თვლემენ ლოდები.
არ თქვა , ლოდინი არის ამაო,
თუ რწმენით ცხოვრობ და ელოდები !

ალეკო ჩინჩალაძე .
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:55 | Сообщение # 70
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იქნებ ახვიდე ერთხელ ზეცამდე.
იქნებ , და შეძლო.
მიდი !
ეცადე!

ნეტავ , რა არის ამ ზეცის იქით?-
ფართო სავალი ,
თუ ბეწვის ხიდი?

ცა , კი ბატონო!-
ვარსკვლავთმრავალი.
მაგრამ მის იქით
ნეტავ , რა არის?

....და , რაც დრო გადის
მაფიქრებს მეტად,
ამ ზეცის იქით
რა არის , ნეტავ?

ცის კაბადონის ფერის შეცვლამდე,
იქნებ ახვიდე ერთხელ ზეცამდე .
... და საოცრების ქვეყნად შეცვლამდე ,
ეგ შენი გული ერთხელ მეც მანდე!

ახლო ყოფილა .-
ვაღწევ ფიქრებით.
მოდი , ავიდეთ
ჩვენით, იქ ნებით!

ეგებ , ეამოს ჩვენი სტუმრობა
და თვალი ვკიდოთ უსასრულობას !

ალეკო ჩინჩალაძე .
 
ძებნა:

მოგესალმები Гость