აალეკო ჩინჩალაძე - Page 6 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
აალეკო ჩინჩალაძე
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:48 | Сообщение # 51
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დავყვები შენი გულის ტერასებს.
გაიგებ ამას მოსვლისთანავე .
ისე მორცხვი ვარ , გეტყვი ვერაფერს,
ცოტა შენ თუ არ გამათამამე .

მე სიყვარული შენ გულს მოვციცქნე
და ოცნებაში გიწნავ დალალებს .
კარი გამიხსენ . - მომდევს მოსისხლე .
აქვე შენ გულში , სადმე დამმალე!

ძალას მოვიკრებ .
ბრძოლად გავალ მე .
და შენი ჟინის მიმყავს ამალა.
მე ასე ვიცი , ტრფობას მალავენ.-
ვის გაუგია კაცის დამალვა?!

ალეკო ჩინჩალაძე
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:48 | Сообщение # 52
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თითქოს, ვბარბაცებდი.. და შენ სიყვარულში
მემყარა.
ბედმა თავის თავად , ასე , უნებლიედ
შეგვყარა.
რატომ ავირჩიე შენსკენ სავალი გზა ?
ან ეს დრო?
შენ ხარ ნეტარება. მე კი , შენი გულის
მაესტრო.
ეს ხომ ნათქვამი მაქვს.- სხვებმა იჭორაონ!-
მერე რა?
შენ ხარ მილოსელი ( და მკლავებიანი)
ვენერა.
ქარი დანავარდობს. ქარი სულ ყველაფერს
მტვერს აყრის.
წლების დინება და სხვათა ჭორაობაც..
ვერ გაგვყრის!
გზები მიმოდიან. ხან დაღმა მიდიან.
ხან , აღმა
მუხლი მოვიყარე დიდი მოწიწების
თანახმად!

ალეკო ჩინჩალაძე .
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:48 | Сообщение # 53
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მიზიდულობის გამო
ბევრი ვატარე მე ცდა..
არ ვეთანხმები კანონს.-
მწამს , ნიუტონი შეცდა .

...და , ვინც კითხულობს ამას,
მგონი , ჩაფიქრდა . შეცბა .
არ მეთანხმებით , განა?-
აინშტაინიც შეცდა .

მე არ მიზიდავს მასა ,
გრავიტაცია სრული.
ერთი- ორად და ასად
მიზიდავს შენი სული .

სანამ მიპოვნით სამხილს.
მანამ ვაქვეყნებ ანონსს.
ვამტკიცებ სულ სხვა სახით
მიზიდულობის კანონს .

ალეკო ჩინჩალაძე . 3
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:49 | Сообщение # 54
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
"კარგია მუდამ მტრიანი.-
ცუდას რად უნდა მტრობა!?"
გადამემტერა საწუთრო.
მე მატიალებს დრო და ...
მაქვს უცნაური ჩვევა
და უცნაური თრობა.
ველაციცები წარსულს ,
დღეებს თოვლივით დნობადს.
თან მახალისებს ეს დილაც,
მზის სხივი , ლექსის თხრობა .
ჩემი მამულის ფერება ,
შენი სუნთქვა და ტრფობა .
"სიყვარულს უშენებია,
რაც უნგრევია მტრობას!"

ალეკო ჩინჩალაძე .
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:49 | Сообщение # 55
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თვალი , ვით კიბე ზეცას მიდგმული,
ფერებს დაეძებს საფირონიანს.
მაცოცხლებს სიტყვა ალალად თქმული.
სხვა არაფერი-
მკლავს ირონია .

სიყვარულს შენსას ვიკრავ ღილივით.
სიტყვა უბრალოც კი მირონია .
მაცოცხლებს შენი თბილი ღიმილი.
ვიღაც ოხერის მკლავს ირონია .

და მახსოვს ყველა , ვისთან და როდის ,
სად მილხენია , სად მიომია .
შეგუებული ამ ყოფას ოდით,
მაინც ვერ მომკლა მე ირონიამ.

ღამეს აფხიზლებს უცხო ჰანგები.
ვიღაცა უზის ახლა როიალს .
მე თუ ვწერ რამეს - კარგი გაგებით,
ჩამოაშორეთ ტუჩს ირონია !

ალეკო ჩინჩალაძე
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:50 | Сообщение # 56
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფიქრები თვალწინ გროვდება , ცვივა .
შენ ზიხარ ახლა ნატკენი ფეხით.
წამოვა ზოგჯერ შხაპუნა წვიმა
და გაკრთობს ცაზე გავარდნა მეხის .

ზეცის ნაგლეჯი ფანჯრიდან მოჩანს.
დაგორავს ნელა უცხენო ეტლი .
გაწვება ფიქრი შეკრული ფოჩად.
მეც წინ და უკან ნაბიჯებს ვტკეპნი.

ასველებს ღაწვებს მომლაშო სითხე.
ჩემ წილ სიმწარეს ულუფად ვითლი.
ჩამოხვალ როდის ეტლიდან , იმ დღეს,
მე შენთან ერთად თითებზე ვითვლი .

ხელთ გაქვს სადავე.
მოქაჩე აღვირს!
შენ ხარ მეეტლე . მე - შენი მგზავრი.
მზე შუბლზე სხივთა ათინათს გაღვრის.
ცხოვრებას ასეც ქონია აზრი.

ალეკო ჩინჩალაძე .
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:50 | Сообщение # 57
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფიქრები თვალწინ გროვდება , ცვივა .
შენ ზიხარ ახლა ნატკენი ფეხით.
წამოვა ზოგჯერ შხაპუნა წვიმა
და გაკრთობს ცაზე გავარდნა მეხის .

ზეცის ნაგლეჯი ფანჯრიდან მოჩანს.
დაგორავს ნელა უცხენო ეტლი .
გაწვება ფიქრი შეკრული ფოჩად.
მეც წინ და უკან ნაბიჯებს ვტკეპნი.

ასველებს ღაწვებს მომლაშო სითხე.
ჩემ წილ სიმწარეს ულუფად ვითლი.
ჩამოხვალ როდის ეტლიდან , იმ დღეს,
მე შენთან ერთად თითებზე ვითვლი .

ხელთ გაქვს სადავე.
მოქაჩე აღვირს!
შენ ხარ მეეტლე . მე - შენი მგზავრი.
მზე შუბლზე სხივთა ათინათს გაღვრის.
ცხოვრებას ასეც ქონია აზრი.

ალეკო ჩინჩალაძე .
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:50 | Сообщение # 58
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გულს კიდე მოქარგე ძვირფასი გვირისტით.
გვიანი იქნება იქითა კვირისთვის .
ყველას ხომ შიში აქვს რაღაცის დაკარგვის.-
ზოგს ფულის ,
იმედის,
მქარგავს კი ნაქარგის.
ვაგროვებ ყველაფერს,
სათუთად.
არ ვკარგავ.
იმასაც ,
ჩემ სახელს
გულში თუ დაქარგავ.
გავცემდი სამეფოს
მე ჭიქა ღვინისთვის,
შენ მყავდე სულ ახლო,
და კიდევ იმისთვის .
მოქარგე ახლავე უკვდავი გმირისთვის .-
გვიანი იქნება იქითა კვირისთვის.
მოქარგე თითებით..........
ლამაზი გვირისტი.

ალეკო ჩინჩალაძე .
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:50 | Сообщение # 59
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მაწონი !
მაწონიიიი ! - ასე იწყება დილა

ეს დილა , როგორც მორცხვი საცოლე,
რაღაცნაირად მე თავს მაწონებს.
შეგრილებული , მსუყე ჰაერით
ზაფხულის დილა სურნელს მაწოვებს .
მიხმობს მემაწვნე. - მაწონს მაწონებს.
- მინდა თუ არა , ავწონ-დავწონე.
ალბათ , ჩემსავით მის შეძახილზე,
ბევრი დატოვებს ახლა საწოლებს.

p. s .
დღეა კამკამა . - ნაზად დამწოლი..
და , შეძახილზე : რძე და მაწონი!-
ფხიზლდება დილა ღამენათევი.
... ეს დილა მრავალს სხვას გადაწონის.

ალეკო ჩინჩალაზე .
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:50 | Сообщение # 60
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ!"
ლადო ასათიანი

@ @ @

ვისრისავ თვალებს ადრე გახელილს.
თქვენთვის გავხსენი გულის საკინძე.
შემოგიერთდით.-
მე გეახელით.
და სურვილები თქვენთვის ავკინძე .

შემოვიკრიბე , ვინც ალალია
და სპეტაკია ვინაც მთებსავით.
ვასრულებ იმას , რაც მავალია.
მიყვარხართ ყველა - მადლის მთესავნი .

მზემ გაგვინათოს , რაც სავალია ,
ერთი მაცხოვრა მეც მათესავით.
და გავარჩიო , რაც მთავარია ,
მტერი , მოყვარე და ნათესავი .

სახელებს არ ვწერ.- ყველა გახსენეთ ,
ვინც ჩემი გულის არის მოკეთე.
სიცოცხლის ყველა კარი გახსენით!
სიკვდილს კარები გამოუკეტეთ!

ალეკო ჩინჩალაძე . 16 . 07 . 17 .
 
ძებნა:

მოგესალმები Гость