პოეზი - Page 5 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
პოეზი
nukriaДата: პარ, 06.10.2017, 23:45 | Сообщение # 41
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
"ეს დღე შორს წავა, ეს დღე მოკვდება,
კვლავ დაიწყებენ თვალები რონინს.
ისევ ერთმანეთს უახლოვდება
სული ჩემი და გალაკტიონის.

და სადმე წასვლა მეც მინდა ეხლა,
და ისევ კივის ზარი სიონის.
დაიგვიანა, რატომ ამდენხანს
არ ჩამოვიდა გალაკტიონი.

და სხვაგვარია ეს ფიქრი დილის,
და ისევ მარტო მივდივარ ბაღში.
გალაკტიონი გაექცა თბილისს,
და მე, ძვირფასო, ისევ აქ დავრჩი."
 
nukriaДата: პარ, 06.10.2017, 23:46 | Сообщение # 42
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა ეშველებათ აბეზარ ქარებს?!
ბოლავს ზეცაში სამყაროს კვამლი,
გადათელავენ მინდვრებს და ჭალებს,
რომ დედამიწას დაატყონ კვალი.
მოიტაცებენ ღამეს ლანდები,
დასიცხულ კლდეებს ასდით ალმური,
დამისხდებიან გულზე დარდები,
არც დაფნა მშველის,
არც- სალამური.
ვიცი, ბინდს წაშლის დილის სიფითრე,
მომემატება თვალებში სითბო...
იმ სადაგ წლებზე აღარ ვიფიქრებ,
ოღონდ იმედებს ნუღარ ჩამიქრობ...
ჩამოვარიგებ ცრემლსა და ღიმილს.
მზის ბილიკებზე სიყრმითვე ნაჩვევს...
შენთან შეხვედრა სიცოცხლედ მიღირს
და ტკივილების ატანას მაჩვევს.
ნორა ედიშერაშვილი.
 
nukriaДата: პარ, 06.10.2017, 23:56 | Сообщение # 43
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არარაობის ქონება,
სულის მწეწავი ლოდინი,
ეს დაფლეთილი ცხოვრება,
ბეჭზე დამაწვა ლოდივით.
რა მეთქმის, თუკი მიჭირდა
კაცის ცნობა და ფერება,
იმ ერთი ლექსით მილხინდა,
გულით რომ დაიწერება.
თვალებში ნისლებს ვიშორებ,
არყოფნის მზარავს ფიქრები,
დარდს ავსებს შენი სიშორე,
ჭორებსა ქსოვენ ჭინკები...
ნორა ედიშერაშვილი
 
nukriaДата: პარ, 06.10.2017, 23:58 | Сообщение # 44
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩვენ „ხელის გულზე გვედო“ ქვეყანა,
გავლილ ნაბიჯებს წლები ითვლიან,
თუმცა დარდები მკერდზე გვეყარა,
ჩვენთვის გალობდა ჩიტი ნიბლია.
პეშვით მაწვდიდი რწმენას და სითბოს,
იმედს, რომელსაც გზებზე ვკარგავდი,
ვიბადებოდი თავიდან თითქოს,
როცა იმ დღეებს ლალით ქარგავდი,
შენს ნატერფალებს დავეძებ დღემდე,
სად ხვდები ახლა წვიმებს და ქარებს?!
შენი წაშლილი სიცოცხლის შემდეგ,
გაუფერულდა მზეცა და მთვარეც.
ვინ მოგიტანა სიკვდილის კიბე,
ჩააქრო შენი თვალის ცისკარი,
და თუ შემოხვდი ხიფათებს კიდევ
მაგ სულეთიდან სიზმრად გვითხარი.
ხრამისპირს ისევ გვიცდის მაყვალი,
მდინარეს შვენის მთვლემარე ყანჩა...
ის ბილიკები... შენსკენ სავალი,
გაუხუნარი ხსოვნაში დამრჩა!
ნორა ედიშერაშვილი
 
nukriaДата: პარ, 06.10.2017, 23:59 | Сообщение # 45
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩვენ „ხელის გულზე გვედო“ ქვეყანა,
გავლილ ნაბიჯებს წლები ითვლიან,
თუმცა დარდები მკერდზე გვეყარა,
ჩვენთვის გალობდა ჩიტი ნიბლია.
პეშვით მაწვდიდი რწმენას და სითბოს,
იმედს, რომელსაც გზებზე ვკარგავდი,
ვიბადებოდი თავიდან თითქოს,
როცა იმ დღეებს ლალით ქარგავდი,
შენს ნატერფალებს დავეძებ დღემდე,
სად ხვდები ახლა წვიმებს და ქარებს?!
შენი წაშლილი სიცოცხლის შემდეგ,
გაუფერულდა მზეცა და მთვარეც.
ვინ მოგიტანა სიკვდილის კიბე,
ჩააქრო შენი თვალის ცისკარი,
და თუ შემოხვდი ხიფათებს კიდევ
მაგ სულეთიდან სიზმრად გვითხარი.
ხრამისპირს ისევ გვიცდის მაყვალი,
მდინარეს შვენის მთვლემარე ყანჩა...
ის ბილიკები... შენსკენ სავალი,
გაუხუნარი ხსოვნაში დამრჩა!
ნორა ედიშერაშვილი
 
nukriaДата: შაბ, 07.10.2017, 15:16 | Сообщение # 46
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სითბო მახლდა ჩემი ოდის,
ქარი ღრუბლის მანდილს ხევდა...
ალავერდში მივდოდი,
ქვათახევი გამახსენდა.

ფარჩას მიგებს ზედაზენი,
ნიკორწმინდაც... ერთადერთი;
ანთებულა ჯვარი ჩვენი,
დგას მცხეთასთან, როგორც ღმერთი...

და სადაც კი მივდიოდი,
ქართლო, ჩემო ტკბილო დედავ,
სითბო მახლდა ჩემი ოდის,
სიყვარული შენი მდევდა.
ნორა ედიშერაშვილი
 
nukriaДата: შაბ, 07.10.2017, 15:18 | Сообщение # 47
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ მოდიოდი ისეთ თოვაში
თითქოს ზამთარი გაყრიდა სიცილს,
ფიფქებს ჭაღარა,გაევლო თმაში,
და რა საოცრად გშვენოდა იცი?!.

სიცივისაგან შეფაკლულ ღაწვებს,
ვარდის ფურცელი ეფინა თითქოს,
შენ მოდიოდი თოვლიან გზაზე
და ნაკვალევში ტოვებდი სითბოს.

/ავტორი არ ვიცი/
 
nukriaДата: შაბ, 07.10.2017, 15:22 | Сообщение # 48
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ახლა ახლოს ხარ, ოღონდ ისე რომ ვერ შეგეხე,
რომ ვერ დავტოვე შენს თვალებში ჩემი სხეული,
იცი? ზღვაშია შენი გულის ჩემი მეთევზე
როცა დაგიჭერს შენ გახდები კვლავ ჩემეული...

ც.მ
 
nukriaДата: შაბ, 07.10.2017, 15:24 | Сообщение # 49
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კლდეებში დაასრულე სიცოცხლე შენი,
კლდეებს დაუტოვე ძვალი და რბილი,
კლდეებს უზიარე სიცოცხლის წილი,
კლდეებზე იპოვე ძილი!

სთქვი და აასრულე, სთქვი და აასრულე,
რაც მოსახდენია, ჰქენი!
არავის ტირილი არ გინდა ამქვეყნად,
გლოვაა ეს წუთისოფელი.

ლამაზი ისაა, კლდე რომ გაგიხსენებს:
-იყო გოდერძი ჩოხელი!
ლამაზი ისაა, კლდეს რომ შეერევი,
სუნთქვას რომ გაატან ნიავს.

ქვიშას გაერევი, ბოღმას მოერევი,
კლდეს სისხლით შეღებავ, მზიანს.
კლდეებში შენს ძვალ-რბილს
რომ ვერვინ იპოვის,
კუბო რომ არავის მიაქვს.

შავ მიწას სათხრელად რომ არვის გაუხდი...
სიკვდილიც, სიკვდილსა ჰქვია.
-შენ უკვე გიჟი ხარ, გოდერძი ჩოხელო!
-ჩემზე სულელი ხარ, შენ, წუთისოფელო!

გოდერძი ჩოხელი
 
nukriaДата: შაბ, 07.10.2017, 15:35 | Сообщение # 50
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვამზადებ ამაოდ გონებას ძილისთვის,
ვებრძვი კოფეინის აღმგზნებად რეფლექსებს,
სხეული გავთიშე, დამაკლდა ტვინისთვის
რელაქსის კაფსულა, შენს სულს, რომ ვესესხე!
რთულია იპოვო სიამე დილაში,
ღამეულ ტანჯვას, რომ როგორღაც გადარჩი,
სიმშვიდის მძებნელი ცხადსა თუ მირაჟში,
სიმშვიდის მიჯნაზე დარჩი, თან არც დარჩი...
ღამემდე ჯერ კიდევ საკმაოდ შორია,
მომიწევს ამაღამ იგივეს ატანა,
თვალებში ხაზია – შიში ინსომნია,
ამ შიშთან თამაში შიშით და გატანა
ჯერ კიდევ მრავალი უძილო ღამისა,
ვზივარ სარკმელთან და ჩემს ჭიას ვახარებ,
გიჟი ხარ, ჩემსავით გიჟი ინსომნია,
საკუთარ თავთან, რომ თამაში გახარებს!
 
ძებნა:

მოგესალმები Гость