პოეზი
|
|
nukria | Дата: შაბ, 07.10.2017, 15:39 | Сообщение # 51 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შენ ისევ მგზავრი ხარ, მეც ვრჩები ამ გზაზე... პირისპირ შეხვერდას ტოვებენ წუთები, სადა ხარ?!.. ერთმანეთს ვეძახით - ტანიდან, ისე რომ სხეულის გადასკდა კუნთები.
ცხოვრება გავიდა, დღეებით... ცალ - ცალკე რა იყო მიზეზი ნამდვილად არ მახსოვს, თუმცაღა სიყვარულს ვეძებდით თავიდან... იქნებ და მე ვცდები, იქნებ და არ გახსოვს?
მაგრამ დღეს, შენ ისევ შორსა ხარ უჩემოდ... უშენოდ აყვავდნენ ჩემთანაც ნუშები, ჩვენ ისევ მგზავრები ვიქნებით ხვალიდან და ისევ, გაგვყრიან - გადათვლით წუთები.
/ შალვა ლონდარიძე /
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 07.10.2017, 15:40 | Сообщение # 52 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| რა ხანია დაყვავილდა
ჟინჟღლავს... ცამ მოწველა ღრუბლის ცური, თქორი წვიმა გადაუვლის გამშრალ ხნულებს... ვინ შემივსოს ჩამქრალ დღეთა განაცდური, მზის ტახტრევანს ვინ მიართმევს ნამეხ გულებს. მოლოდინი გაეკვრება თმენის ჯვარზე, ეს დღეც წავა... დრო - ჟამი ნთქავს წლების მარაგს; ბედისწერა დამეწევა სადმე, გზაზე და მომცელავს, როგორც კორდის მწვანე ბალახს... რა ხანია დაყვავილდა ფურისულა, მაგნოლიას ტანს უძარცვავს ქურდი ქარი... ჩქარა, თორემ ამ ქვეყნიდან წავალ, სულაც, მოდი, ვიდრე ეს სურვილი ჯერაც არის!... ნორა ედიშერაშვილი
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 07.10.2017, 15:47 | Сообщение # 53 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ვერ შევაფასე ვატყობ ამინდი, დღეს არ ველოდი ასე ღრუბლიანს. (ახლა ხომ მაინც ვიცი რა მინდა, გვერდით შიშველი ორი მუხლია) ცხოვრებასავით (ვამხელ) ამინდსაც არ მოველოდი ასე ღრუბლიანს. (ახლა ჰო) მაგრამ მერე რა მინდა, გაუწვიმებლად გადაუღია... ...და რომ არ მცმოდა ასე შილიფად, გამოვივლიდი ამ გზას ფეხითაც...
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 07.10.2017, 15:51 | Сообщение # 54 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შენი საუბრები გულში ღრმად ჩამესმის, ფანჯრებს გაჰყურებ და ისევ მელოდები... მე კი, წუთის სვლები - დროში, კვლავ თავს მესხმის... გვერდს რომ ამივლიან ამას ველოდები.
ვიცი, ისევ გინდა... შენთან გამოვიქცე, გზები გავაუქმო ყველა მოსახვევში, ანდა, დროის მიღმა ისე არ მოვიქცე, რომ არ აგიყვანო, კვლავაც სუფთად - ხელში.
გინდა, როგორ არა... სუნთქვაც რომ გადმოგცე, ყველა ამოსუნთქვით ასახული სული და ამ ნეტარებას წამითაც არ მოსცდეს, რადგან ჩვენში არის ზეციური გული.
ისე ღრმა და ლურჯი, ისე უსასრულო, რომ მას ვერაფერთან ვერც კი შეადარებ და ეს ზღაპარი რომ ცხადში დავასრულო, მერე... როგორ ვიყო, ან ვის მივაბარებ...
ჩემში შენ გათენდი, როგორც განთიადი და ამ მზენაპირებს აჰყვათ უსასრულოდ სხივთა დიადემა, მზისგან - ათინათი, შენთვის სიცოცხლე რომ აღარ დავასრულო
და მეც აღვასრულო ნუშის ყვავილობა... რადგან ყველა ნატვრის შენ ხარ ის რჩეული, აპრილს რომ აჩუქა - მისი აპრილობა, ვარდს რომ ჩუმად ჰყავდა მისთვის მიჩნეული...
ახლა, ღრმად ისუნთქე და შენც დაინახავ, ისევ მალე მოვალ, ჩემო ღრმა ოცნებავ, მე ამ სიყვარულში სიტყვებს არ ვინახავ, მე შენ... შეგიყვარე! ჩემო საოცრებავ...
/ შალვა ლონდარიძე /
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 07.10.2017, 16:50 | Сообщение # 55 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სულის მწეწავი ლოდინი, ეს დაფლეთილი ცხოვრება, ბეჭზე დამაწვა ლოდივით. რა მეთქმის, თუკი მიჭირდა კაცის ცნობა და ფერება, იმ ერთი ლექსით მილხინდა, გულით რომ დაიწერება. თვალებში ნისლებს ვიშორებ, არყოფნის მზარავს ფიქრები, დარდს ავსებს შენი სიშორე, ჭორებსა ქსოვენ ჭინკები... ნორა ედიშერაშვილი
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 07.10.2017, 16:54 | Сообщение # 56 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე ხომ შენი სიბერე ვარ, შენ კი... ჩემი სიჭაბუკე, შემოდგომით თუკი ცვივა ფოთლები, ეს გული ხომ არ ბერდება, რადგან გრძნობა არ ნელდება და შენც ჩემში არასოდეს მორჩები.
გაზაფხულის რითმით სვლა ხარ... მარტის ქარის მონაბერი, შენით - ქალი გადახატა აპრილმა, მაისობამ იმაისა იასამნის ყვავილებთან და მზეს ფერებს იგიც შენით დაჰპირდა.
სიყვარულს რომ არ სცოდნოდა მონატრების მობარება, ვინ დათვლიდა წუთებს დროის გადათვლით, ჩემი სულის სამლოცველო ფიქრითაც კი, მხოლოდ - შენ ხარ და სიყვარულს ფრესკად ვხატავ - გარდასვლით.
/ შალვა ლონდარიძე /
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 07.10.2017, 17:32 | Сообщение # 57 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შემოდგომის ფოთოლცვენა ჩუმად იწყებს ქარვის ცეკვას და სექტემბის მზის სხივები სიყვარულით გემსგავსება, ლურჯად ნახატ სილამაზეს ზეცა ისე მოუხიბლავს, თეთრ რღუბლებში ჩიტის ფრენაც ზეთის ტილოს ემსგავსება.
მე ჩემს სულში გამოგსახე, როგორ ლოცვამ ეს ფრესკები... სადამდეც გსდევს მონატრება, მეც იქამდე შენ მაცოცხლე!.. და თუ, მერე მიხვდები, რომ სიყვარული არის ღმერთი! ყველა წამი დაკარგული - დროში უმალ გააცოცხლე.
სექტემბერი, სექტემბერი... მე და შენი სასწაული, ფოთოლცეკვა, მაღლით - ქვემოთ... სისუფთავით რომ ეშვება, რა ლამაზად დაუხატავს, ზღვას - ნამზეურს ტალღის სუნთქვა, მე კი შენი ჩამხატვია, მაცოცხლებს და არ მეშვება.
/ შალვა ლონდარიძე /
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 07.10.2017, 17:42 | Сообщение # 58 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| 4 ноября 2014 г. ·
სადაც ნათელი არის სულ იქ ცა სადაც არავის არავინ არ სძულს, ჩემი ოცნება სამოთხედ იქცა რადგან სიცოცხლე მე უკვე არ მსურს. ------------------------------------------ ვინ ვარ?არ ვიცი მე ზოგჯერ თავად ვერ გავრკვეულვარ საკუთარ სულში, თქვენ ვერ გაიგებთ რატომ ვარ ავად თუ არ ჩამხედავთ საცოდავ გულში. ------------------------------------------- ჩემი მფარველი,ეს არის ღმერთი არ ჩამოვრჩები არავის ძმობით, მინდა რომ მყავდეს მე მხოლოდ ერთი ვინც მიპასუხებს იგივე გრძნობით. ----------------------------------------------- განა ბევრს ვითხოვ?მითხარით ხალხნო! ნუთუ ასეთი რა ვთქვი მე რთული? იქნებ მე ვცდები ხოოო?აბა რა ხო? დღეს ხომ სიყვარულს განაგებს ფული
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 07.10.2017, 17:44 | Сообщение # 59 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჩემი გზა შენს გულთან მოდის, შემოდგომის სულის დევნად... მონატრებამ რომ აჩუქა უპირობო სიყვარული, და ეს გრძნობა ფოთოლცვენით ქუჩებს ისე გადაფერავს, ვერ დაიტევს ამ შეგრძნებას - იყოს, თუნდაც მიმალული.
ზეცა სუნთქავს ქარის ცეკვით, მზე კი - მაღლა აწეულა, საუკუნეც რომ გავიდეს, მას ვერავინ ვეღარ წაშლის, სადღაც მღერის სიჭაბუკე და წლებს გასვლა ისე უნდათ, ეს ზღვა ჩემში აზღვავდება და მის ტალღებს შენში გაშლის.
როგორ მინდა... როგორ მინდა, ამ გზამ ახლა არ დამკარგოს, მაგრამ დრომ რომ გადამკარგოს, ოღონდ შენთან - წუთებს მიღმა, საოცრება და ოცნება, თურმე შენით ამხდენია!.. და ვინ უნდა შევიყვარო, ასე ძლიერ... ჩემში - ვინღა?..
/ შალვა ლონდარიძე /
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 07.10.2017, 18:11 | Сообщение # 60 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დაეშვა ციდან ცოცხალი სვეტი, მანდ იშენებდა სასახლეს ღმერთი, წმინდა ტაძრები ერთმნეთს ერთვის, ეს სილამზე აშენდა ჩვენთვის. ყველას დაიცავს სვეტი ცხოველი, ღმერთს ყველა უყვარს მისთვის მლოცველი, წყალობას ელის მისგან ყოველი და მეც ღმერთისგან კეთილს მოველი. მე ამ ლექსს ვწერდი ზუსტად იმ ღამეს, როცა ტაძარში სვეტი ინათებს, ვიცი მის ნახვას ბევრი ინატრებს, მის სილამაზეს ენით ვინ აღწერს?!…
|
|
|
|