პოეზი
|
|
nukria | Дата: კვ, 08.10.2017, 17:30 | Сообщение # 71 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სანდომიანი, ღიღილოს მსგავსი, უცნობი ქალი ჰყიდიდა დარდებს, ძალზე მოხდენით და მოკრძალებით დარდს სთავაზობდა ქუჩაში გამვლელს. დარდის გარეშე არ დარჩა არვინ, თუმცაღა, ყიდვა ყველას უმძიმდა, ალამაზებსო ადამის მოდგმას, დამაჯერებლად, მშვიდად უხსნიდა. მას შემდეგ, ყველას, დიდს თუ პატარას, ერთგულად თან სდევს თავის დარდები, რა იქნებოდა, დარდების ნაცვლად, ქალს გაეყიდა თეთრი ვარდები...
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 08.10.2017, 17:31 | Сообщение # 72 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ლადო ასათიანი - რუსთველის პროსპექტი
ის, შენობებში ჩამჯდარი თეთრად, დიდი რუსთველის სახელს ატარებს, მოდიან, მაგრამ მასთან შეხვედრა ვერ გაუბედავთ ქუჩებს პატარებს.
ყოველი ქუჩა კაცის თვალებით მოდის აქეთკენ და გზას უნდება, მოვა, შეხედავს მას მოკრძალებით და მერე ისევ უკან ბრუნდება.
ზოგი წარსულის ამბებს მოჰყვება: როგორ იწვოდნენ ცეცხლში, ღადარში, ვახუშტის ქუჩა მტკვარს გამოჰყვება და მოშორებით ეტრატს გადაშლის.
ბესიკის ქუჩა ამბობს შაირებს, მარტო სიმღერა არ დაშვენდება, — და ჭავჭავაძის ქუჩას ჩაირევს, თვალს გააყოლებს და გაჩერდება.
ზოგიც ბუტბუტებს: როგორ დავბერდით! (მარადი ყრმობა სურდათ მოხუცებს) და შურთ რუსთველის პროსპექტის ბედი ჩახრუხაძის და შავთელის ქუჩებს.
შურთ, მაგრამ მაინც მოდიან დინჯად, შნოსა და იერს ჰმატებენ ქალაქს, და როგორც ერთხელ დასახულ მიზანს, ირგვლივ უვლიან უწმინდეს ალაგს.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 08.10.2017, 17:38 | Сообщение # 73 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ლადო ასათიანი - "ზევით ცა მხურავს – კრიალა, ღია"
ზევით ცა მხურავს – კრიალა, ღია, ირგვლივ მთებია მკერდდაგლეჯილი, ჩემი სამშობლო იალაღია, ზედ საამური ხარობს ჯეჯილი, და თუ მოაწყდა მტერი იალაღს, - ვერ შესძლოს გულმა ბოღმის დატევა, მოვიხმარ ლექსებს, როგორც იარაღს, მოვიხმარ ლექსებს, როგორც სატევარს!
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 08.10.2017, 17:40 | Сообщение # 74 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მიმქრალ სიქველეს ღვინო აღვიძებს; ვალს, ისიც ზოგჯერ, გვახსენებს ისღა... სისხლზე გოდებენ სხვები დაღვრილზე, მე დასაღვრელი მედარდვის სისხლი.
გულს ეძგერება სადმე ლახვრისებრ ხავსმოდებული ხანდახან ციხე... სისხლზე გოდებენ სხვები დაღვრილზე, მე დასაღვრელი მედარდვის სისხლი.
მუხრან მაჭავარიანი
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 08.10.2017, 17:41 | Сообщение # 75 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე რომ ლამაზი თვალები მქონდეს, გაგისწორებდი მზერას თამამად, ვით კლავიშებზე თითი აკორდებს, სიწითლე ღაწვებს დაგიფარავდა. დავამარცხებდი შენს ამაყ მზერას, გეტყოდი ამდენი ხანის ნაგოდებს, გზას უყელავდი ავ ბედისწერას, ნეტავ, ლამაზი თვალები მქონდეს! ცეცხლს დაგინთებდი გულში სიმღერით, მზერაში ცეცხლი მეც რომ მამკობდეს, ან შენ რომ გიყვარს , სწორედ იმგვარი და იმნაირი თვალები მქონდეს. აწ დარდის დარად დავიარები, და, დანაცრული, დარებზე ვგოდებ, იქნებ ოდესმე შემიყვარებდი, მეც რომ ლამაზი თვალები მქონდეს.
გელა დაიაური
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 08.10.2017, 17:45 | Сообщение # 76 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ახლა გარეთ ქარი არხევს ტიტველ ტოტებს ახლა გარეთ თოვლი ადევს მცირე, ქოხებს. ახლა გარეთ ფიქრი დაძრწის და ქარს ჰმონებს ახლა გარეთ სუნთქვა მიჭირს, ვკვდები ვგონებ. ახლა უკვე ვერ გაუძლებ ქარის ქროლვებს, ახლა უკვე ვერ გაუძლებ სულში თოვლებს, ახლა უკვე დავემსგავსე უხმო მორგებს ახლა უკვე სუნთქვა მიჭირს, ვკვდები ვგონებ. ახლა მართლა დავიღალე ფიქრებს ვმონებ, ახლა მართლა ვერ ავიტან ამდერნ როლებს, ახლა მართლა ვერ გაუძლებ ცრემლის მორევს, ახლა ისევ, სუნთქვა მიჭირს, ვკვდები ვგონებ. და კვლავ ისევ ქარი არხევს ტიტველ ტოტებს, და კვლავ გარეთ თოვლი ადევს მცირე, ქოხებს. ფიქრი დაძრწის, დაძრწის, იმ ქარს ჰმონებს მე სიტყვები აღარ მყოფნის, ვკვდები ვგონებ.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 08.10.2017, 17:50 | Сообщение # 77 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე მოგიგროვებ წვიმის წვეთებს, რომ არ გამოშრე. ავეფარები ათას ტყვიას, შენთვის გამიზნულს. თუ მაინც წახვალ ავიჩემებ ჩუმ,მყუდრო კაფეს, მზერას გავითბობ ცხელი ჩაით, შენით გაყინულს.
მე ამოგიწერ მოტკბო სიტყვებს, მწარე ფიქრისთვის, მევე გაგიწმენდ ჩემი ხელით, დამტვერილ ფანჯრებს, თვალს,რომ გაახელ მოგეკოცნოს ისევ მზის სხივი, რომ უფრო მშვიდად მოეფერო შენ ლამაზ ბავშვებს.
მე დაგიტოვებ ყოველ დილით კართან გვირილებს, მე დაგიტოვებ თუ დაგჭირდა წამალს,ტკივილის.
...და ჩემი ქმარი სახლში ხვალაც, ზეგაც მიმიღებს, და ჩემი ქმარი ხვალაც, ზეგაც ყვავილს მიყიდის. ის მომიგროვებს მოტკბო სიტყვებს, მწარე ფიქრისთვის, ისვე გამიწმენდს თავის ხელით, დამტვერილ ფანჯრებს, თვალს,რომ გავახელ მომეკოცნოს ისევ მზის სხივი, რომ უფრო მშვიდად მოვეფერო ჩვენ ლამაზ ბავშვებს.
..მე დაგიტოვებ ყოველ დილით კართან გვირილებს...
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 08.10.2017, 17:56 | Сообщение # 78 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მინდვრის ყვავილი მარტოდმარტო მდგარი ეული... ალბათ გინახავს მოწყენილი მთელი სხეულით... რატომ მოვიდა მ ქვეყანაზე არ უფიქრია... ტანჯვით ცხოვრება არ ჰქონია ამორჩეული...
ოდესმე ალბათ დაფიქრდება ცხოვრების გზაზე... ორჯერ მოხვიდე ამ ქვეყანაზე ძალზე რთულია... ბოლო შანსია არ დაკარგო ხელი ჩასჭიდე... ალბათ იმიტომ რომ ნამდვილი სიყვარულია...
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 08.10.2017, 18:03 | Сообщение # 79 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თუ გაზაფხული მოიტანს დარდებს მე შენ გაჩუქებ ვარდისფერ ვარდებს თუ დედამიწა ჩააქრობს ტკივილს ქარიც მორჩება ხმამაღალ კივილს თუ ყვეაფერი წამით ნათდება მაშინ ცხოვრება კვლავ განათდება უღრუბლო ცაზე თუ მაინც ელავს მაშინ ეს გოგო უთუოდ ღელავს თუ ყველაფერი არის სიცრუე მაშ ეს სიტყვები შენთვის ვიცრუე......
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 08.10.2017, 18:07 | Сообщение # 80 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| რითმებს დავეძებ წელშიმოხრილ ბერიკაცივით, მინდა ცხოვრება ლექსის სტროფად კვლავ ავამღერო, მაგრამ ფიქრები სადღაც მიდის არაკაცივით და შეშლილივით ვათამაშებ კალამთა ღეროს. ვცდილობ სიხშირეს მოვუმატო თვალის დახუჭვის, რომ წამიერი გაელვება წარსულზე ფიქრის წუთებად იქცეს, მოგონებამ კვლავ შემაწუხოს და დავასრულო დაწყებული სტროფების კვალი. მახსოვს ბავშვობა, უდარდელი აზრების კონა, ფიქრები მხოლოდ არსებულზე და სანატრელზე, ახლა კი დავრჩი უსუსური ფანდების მონა და გადავყურებ საკუთარ თავს მორბენალს ველზე. ქუჩებს დავეძებ უფრო მეტი იმედის სხივით, მინდა მივაგნო საოცნებო მთათა ხეივანს, სადაც მხოლოდ, ღრუბლიანი ცა იტირებს ჩემთვის და საგიჟეთის ვემგვანები ფიქრთა ხეიბარს.
|
|
|
|