ლექსები facebook -დან
|
|
nukria | Дата: სამ, 29.11.2016, 00:36 | Сообщение # 1021 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| "ვეტრფი ნოემბერს, რიცხვი 28! შენ რომ მომენდე, ღმერთმა მომართვა... ეს სიყვარული ისე ვრცელია... გავახალისებ,მიიღე ცნობად. უნდა გაგშორდე,უეჭველია, რომ კიდევ ერთხელ შეგირთო ცოლად." ნიკო გომელაური
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 29.11.2016, 00:52 | Сообщение # 1022 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჩემი ედემი სარკმლიდან, უცებ , თვალი მომჭრა ცისფერმა ფერმა: ნუ გძინავს ევა, გაზარმაცდა შენი ადამი... ამიციაგდა ბაგეებთან მაცდური ალი: ჰა...ჰა...და მყისვე გამახსენდა წითელი ვაშლი; რადგან მე უკვე არ მაწყობდა ძილი ადამის, და ეს სიმშვიდეც აღარ იყო ჩემთვის ედემი... მისი კი არა, მე ეშმაკის ვიყავ შემცდენი, კარი შევხსენი, ჩამოვწყვიტე ტოტს ხის ნაყოფი -სულ სხვა გახდა გემო ნამყოსი, დავტკბი აწმყოთი, აწრიალდა რადგან ადამი... ჩვენ ედემი გვეპატარავა... ახლა ტუჩები,ჩემი, ვაშლის კანის ფერია, ახლა ძუძუებს ოხშივარი ასდის რძეების, ახლა შეგრძნებებს უკიდია ისეთი ცეცხლი, რას გაუძლებდა ყვავილების ტევრი ედემის... და ახლა,ახლა... მინაბული ვუყურებ დილას, და დაღლილ ადამს თუკი ახლა,გათანგულს ძინავს, აღარ ვაღვიძებ, რადგან სარკმელს უკიდია ახლა აისი!–ლიკა
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 29.11.2016, 00:53 | Сообщение # 1023 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| პილატეს ბოღმას თვით უფალი ვერ გადაურჩა. გაინაწილა ბრბომ, სიხარბით, სამოსი მისი. თუკი წმინდანმა ბოროტება ვერ გააყუჩა, საბრალო ცოდვილს - შენ, მიღწევა გწადია რისი ?.. მრუმე თვალებში უხმო შიშით შეჰყურებ ავსულს, ვერ აიცილებ კარზე მომდგარ იუდას ამბორს... შენი სიმართლის დაჯერება არავის არ სურს, და შენს სათქმელსაც, ოღონდ მრუდედ, ვიღაცა ამბობს. ვინ დაუწესებს უღმერთობას ზღვარსა და სამანს, რა სიყვარული დაამარცხებს შურის ზეობას... ვერ იზეიმებს სამართალი მიწაზე, სანამ რევერანსებით ვეგებებით ჩვენ უზნეობას. ნასახიჩრევ სულს ვიმსუბუქებთ ცისკრის ლოცვებით, დაღამებამდე კვლავ ვამრავლებთ გულში იარებს... ყრმობის მზიანი დღეებიდან მოვალთ ოცნებით, მაგრამ ვაი, რომ გზა სულ ფუჭად გამოვიარეთ. ეშმაკი ტოვებს ჩვენს ბილიკზე კვალს იქედნურად, ბნელში, ტაძრისკენ მივჩანჩალებთ ხელის ცეცებით. ძმას ძმის მახვილი მზეს უბნელებს კვლავინდებურად, ღვართქაფად სკდება ნაწამები უფლის ცრემლები... ელი სინათლეს და მოლოდინს ბოლო არ უჩანს, მიიწევ მზისკენ გაფითრებით და დამუნჯებით. უსამართლობას თუ იესო ვერ გადაურჩა, ასე უმწეო, შენ როგორღა გადაურჩები ? ! /მარიამ კოზმანიშვილი/
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 29.11.2016, 10:26 | Сообщение # 1024 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ღვინოსავით დიდხანს უნდა შენახვა, სიყვარული ცეცხლია და გენია. ჩემი გულის ნახევარი შენა ხარ, დანარჩენი ნახევარიც შენია. შემოგევლოს ათასობით მხევალი, ათას ლელას შენ ერთი მირჩევნიხარ, შენ ხარ ჩემი პირველი ნახევარი და მეორე ნახევარიც ჩემი ხარ. ფენიქსივით აღმადგინე ხელახლა, სად ვიხილავ შენისთანა მშვენიერს, ნახევარი საქართველო შენა ხარ, დანარჩენი ნახევარიც შენია. ბედი თუა ჯანდაბაშიც მოგნახავს, გინდ იყავი მეტყევე, გინდ მეველე, ოცნებაში ჩემი ლიზა მონა ხარ, ლეგენდაში - მშვენიერი ელენე. ჩემი გულის ნახევარი შენა ხარ, დანარჩენი ნახევარიც შენია, ტყვიასავით დამახალე ხელახლა გულში შენი სიყვარულის გენია! შოთა ზოიძე
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 29.11.2016, 10:37 | Сообщение # 1025 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ხეებს ფოთლები დასცვივდა ისევ- სიბერის შუქით განაზებული- და ტოტებს შორის გამოჩნდა სივრცე, აქმდე თითქოს არ არსებული. მერე კი მთებზე მოთოვა ოდნავ და დღე ბრმასავით დაიბნა ქარში.... შენც ფრთები უკვე გაშლილი გქონდა და ვერ მივმხვდარვარ-რატომღა დარჩი. ოთარ ჭილაძე
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 29.11.2016, 18:53 | Сообщение # 1026 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ალბათ, ეს თუა დიდება - შეგდგამს კვარცხლბეკზე ეულად. არც მოგიკითხავს, შენს თავზე თუგინდ ცა ჩამოქცეულა.
აედევნება შენს სახელს ხან აღტაცება, ხან შური. ბათუმი, ოზურგეთი და, ქუთაისი და ხაშური.
ხომ თბილი არის თბილისი, დედაქალაქად მკაცრია. შენს ოქროქვიშას გადადებს, ჯერ ახლო ნაგავს გაცრიან.
ვრჩები ბათუმელ პოეტად, ვით დამართნია ზოგიერთს, მადლობა ჩვენს ლიტელიტას თავი რომ დაგვაზოგიეს.
სასაცილოა პირდაპირ, სატირალია ირიბად, ლექსი ვნებაა სიბრძნეში, არა რითმების ხშირი ბმა.
და არც მიწიერ პარნასთან სიახლოვე ან სიშორე, ან რა - თბილისის რეისზე ბილეთი თუ ვერ იშოვე.
„ბის!” - პროვინციელ მესიებს, მათ მოთმენას და გაძლებას, სააქაოში მშიერი საიქიოში გაძღება!
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 29.11.2016, 18:55 | Сообщение # 1027 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მალე სამუდამოდ დავიშლებით, ქრისტე ჩამოგვძახებს- „დროი არი!” კბილები - თეთრი კლავიშები, ბაგე - მდუმარე როიალი.
იქნებ ერთი სიტყვა გაიმეტო, სამტროდ შემართულო ამორძალო, ქალი - არ ყოფილა საიმედო, კაციც - დავარდნილი სამოწყალოდ.
მერე ზედმეტია ყველა ფრაზა, როგორც ფაციფუცი საამდღიო. მინდა უცნაური ჩემი ბრაზი მიწას ბალღამივით დავანთხიო.
ხალხო, ბოროტო და უკეთურო, მერე გეომნათ და გეყაყანათ, მინდა, როგორც მწარე გაკვეთილი, ცეცხლით გადავბუგო ეს ქვეყანა.
ხალხო, კეთილო და უბედურო, ჩემებრ მოწამლულნო სხვა იჭვებით, თქვენთვის მზის ნათებას, უგუნურად, მკერდში ჩავიკრავ და დავიწვები.
მალე სამუდამოდ დავიშლებით, ქრისტე ჩამოგვძახებს-„დროი არი!” კბილები-თეთრი კლავიშები, ბაგე-მდუმარე როიალი.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 29.11.2016, 18:55 | Сообщение # 1028 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ძმაო, მამავ და ღმერთო - იესო, იეშუა... გაჭედილი ვარ სადღაც - ცხადსა და სიზმარს შუა. აქეთ, მაქეთ თუ სხვაქეთ - გამოსავალი თუა?!
ძმაო, მამავ და ღმერთო - იესო, იეშუა... გეძახდი, მაგრამ მივხვდი - დამძახებელი ყრუა. თორემ ხმის გაცემაზე ხომ არ იტყოდი უარს.
ძმაო, მამავ და ღმერთო - იესო, იეშუა... მომენატრები ისე, ვით მშიერს პურის ყუა, ვით ადამს სამოთხეთი, ეშმამ რომ გამოსტყუა.
ძმაო, მამავ და ღმერთო - იესო, იეშუა... გენდე და, - მენდე, თუმცა კაცი ყოველი ცრუა. დაშრა შუბლს ქვემოთ, სადაც ორი პატარა რუა.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 29.11.2016, 18:56 | Сообщение # 1029 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ძმაო, მამავ და ღმერთო - იესო, იეშუა... გაჭედილი ვარ სადღაც - ცხადსა და სიზმარს შუა. აქეთ, მაქეთ თუ სხვაქეთ - გამოსავალი თუა?!
ძმაო, მამავ და ღმერთო - იესო, იეშუა... გეძახდი, მაგრამ მივხვდი - დამძახებელი ყრუა. თორემ ხმის გაცემაზე ხომ არ იტყოდი უარს.
ძმაო, მამავ და ღმერთო - იესო, იეშუა... მომენატრები ისე, ვით მშიერს პურის ყუა, ვით ადამს სამოთხეთი, ეშმამ რომ გამოსტყუა.
ძმაო, მამავ და ღმერთო - იესო, იეშუა... გენდე და, - მენდე, თუმცა კაცი ყოველი ცრუა. დაშრა შუბლს ქვემოთ, სადაც ორი პატარა რუა.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 30.11.2016, 11:20 | Сообщение # 1030 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ’ჩემი და თეთრი თოვლის ქალია“. ალექსანდრე საჯაია შენი და თუკი თოვლის ქალია, ანგელოზის აქვს ჩემ დას თვალები. მოყვასისათვის მუდამ სცალია, სიტყვის უთქმელად ვენაცვალები. შენი და თუკი თოვლის ქალია, ჩემ დისთვის რეკენ ცისკრის ზარები. ის სიყვარულით ახლაც მთვრალია, მიყვარს... ვუყვარვარ... სულ ვეყვარები. ოთარ რურუა
|
|
|
|