ლექსები facebook -დან - Page 101 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ლექსები facebook -დან
nukriaДата: ორ, 28.11.2016, 20:31 | Сообщение # 1001
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თოვლია და ქარბორია,
გაფენილი ტრამალებს,
გოგო, გული შეიღილე,
გოგო მუხლი დამალე!

რად გგონია დაგიჯერო
ეს ეშმაკი ტყვილები,
ვითომ მისით რომ შეგხსნია
კალთის ბოლო ღილები.

ვფიქრობ ასე და საოცარ
სურვილებში ვიჭრები,
აგერ ნერვებს ლაგამივით
ხრავენ ბორჯგი ბიჭები.

ფშინავენ და წრიალებენ,
აბოლებენ მალ-მალე
გოგო, - გული შეიღილე,
გოგო, - მუხლი დამალე!

აბაჰ! შენაც არ მომიკვდე...
და მეც ქვეშ-ქვეშ ვიცინი
და ბიჭების დასარბევად
კვდება გოგო სიცივით.
 
nukriaДата: ორ, 28.11.2016, 20:34 | Сообщение # 1002
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წუხელ სიზმარეთში ბებერ ალავერდთან,
ხალხის სახელი და სახე,
მზეთა პოეზიის ერთი მამაღმერთი
ორი რუსთაველი ვნახე.
უცებ... სპა მოსდგამდა დაფს და ნაღარასა
სრულიად სააქაოს მხრიდან,
ერთგან ტხტს მითმობდა ბრძენი როსტევანი,
ერთგან ტახტის გამო მღრღნიდა.
უცებ საქართველო უფრო დიდი იყო,
მაგრამ იმდენადვე მცირე,
ერთგან ვეფხვს კოცნიდა შმაგი ტარიელი,
ერთგან მიდენიდა ვირებს.
უცებ... საქართველო უფრო უხვი იყო,
მაგრამ იმდენადვე ხარბი,
ერთგან ავთანდილი ხელჭუჭყს მიღნაოდა,
ერთგან ამღერებდა ბარბითს.
უცებ... საქართველო უფრო მეტი იყო
და მამაძაღლობაც მეტი,
სულ ფეხზე ეკიდა მულღაზანზაროელს,
შენი გულანშაროს ბედი.
აღარც უცხო მოყმის ძებნა რაინდული,
აღარც ცხრა მთას იქით წასვლა,
ფატმანს უღრიჯოდა შენი ავთანდილი
ქაჯთა დაცალეწვის ნაცვლად.
მტერი მოდიოდა... მტერი მიდიოდა
ყოვლით და ტოველი მხრიდან,
იგი, მეორე შოთა რუსთაველი,
პირველს ძიძგნიდა და თხრიდა.
უცებ გამეღვიძა... შიშის სასთუმალზე
ცრემლის ცხელი კონა დავდე,
ღმერთმა დაგვიფაროს, ღმერთმა
საქართველოს
ორი რუსთაველი ჰყავდეს.
 
nukriaДата: ორ, 28.11.2016, 22:06 | Сообщение # 1003
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ რომ ქუდი შემიბრუნე,შენ რომ გული მომტაცევი...
აწი რაღაი, ქედნიმხარში ვეღარ შეგელომკაცები.
აწი რაღაი,ძველ ბუნჯგალებს ვეღარ გაჰყრის კვესაბედი,
ვაიმე!_ რაფერ გიბერდები, რაფერ გინათესავდები.
ნეტაი იმ დროს ,ტანხერტალავ , ლენკარით თუ ბოკელათით,
სათიბში რომ შეგისწრებდი, ზვინებში რომ მოგბელავდი.
ნეტაი იმ დროს შენს წამწამებს რომ სცვიოდა ია მთების,
აწი გულის კუკულებზე ვეღარ დაგინიავდები.
დეიზრდება, დეიყივლებს, ი, ჭიორაი ჭუჭულები,
მე კი ყირმიზ ყურისძირში ვეღარ ჩეგეფურჩულები.
კედლისკენ მაქვს პირი ახლა, კედლებს ჩხვერენ ქორბუდები,
ღმერთმა იცის, სასიკეთოდ, შენსკენ თუ გადმოვბრუნდები
 
nukriaДата: ორ, 28.11.2016, 22:12 | Сообщение # 1004
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მახსოვსძაღლისნაკბენივითიმთვალებისღველფიმახსოვს,ვერავინვერდამავიწყე ბს,თუნდამჩეხონასო-ასო..ვბერდებიდაამისმსგავსი,არმინახავსხალხოჯერაც, ღმერთო  კარგადამიხდინემისიუცებგამოჩენა.მახსოვს, ეცვაკაბაჭრელი,კაბისბოლოჰქონდასველი,ასდიოდანამისსუნი,  მერექალისსუნიმწველი.ციბრუტიდაცისფერთვალა,ფორთოხლებსეფარებოდა,ვაჰ, თუიმისშეეშინდა, უცებარშემყვარებოდა,გულსუხსნიდაერთიანად,პოეზიისზიარებას,მისიტაშიმგალობელი,ფრინველივითფრთქიალებდა.კისკისებდა, გიზგიზებდა,მაინცხესეფარებოდა,ალბათიმისშეეშინდა,უცებარშემყვარებოდა.წამოვედი... იმისმერე,ბევრმაწყალმაჩაიარა,ვერაფერმავერუშველა, იმთვალებსდაამიარას.დამეცვმღერიიმბიჭივით"წვიმაწვიმსდანამიარა, გოგოვშენმასიყვარულმა, კაკალგულშიგამიარა."
 
nukriaДата: ორ, 28.11.2016, 22:15 | Сообщение # 1005
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლექსებს ნამით და ჟრუანტელით ხომ ვეღარ ვკაზმავ,
ხომ მივეკედლე მყუდროებას ცრუსა და კეთილს,
ხომ გადავცილდი ყელღერღეტა პოეტის ასაკს,
მაგრამ გრძელდება სიყვარულის ასაკი ქეთი.

ხსოვნაში ჩუმად გაჩქამდება ცდუნების რაზა,
მთრთოლარე ნაბიჯს დაეცემა სინათლის წვეთი,
შენც გადასცილდი ჯულიეტას მჩქეფარე ასაკს,
მაგრამ ბოვარის სიყვარული გრძელდება ქეთი.

ყველა დროს მისი პრინცესა და პოეტი ჰყავდა,
მისი შნო, მისი ბრწყინვალება და უფრო მეტი,
შენ დგახარ ირმის ტუჩჩაწობილ ბინულის თავთან,
ჩემი მდინარე ნაპრალებში იმსხვრევა ქეთი.

რა დამრჩა!... უნდა გეზვარაკო ვარსებობ ვიდრე,
შენ ალბათ შენსას მიუბოძებ შენს რჩეულ რაინდს,
პოეტებს მუდამ მშვენიერი ქალები სჯიდნენ,
საქართველოში მხოლოდ და მაინც...
 
nukriaДата: ორ, 28.11.2016, 22:30 | Сообщение # 1006
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არც არაკს ჰგავს და არც ზღაპარს...
დამიდგება თვალწინ მკაცრი,
ქრისტესავით ნაგვემი და ნაწამები ქართველკაცი.
ღონიანი,
ღვედიანი,
კვეთიანი სიტყვის ღმერთი,
სამრეკლო თუ ბალავარი, ოშკისა და ალავერდის.
მოგიზგიზე ბუხარივით მომაცხუნებს მისი წვერი,
მისი კალმის ფრთა დიადი გუთნეულში გუგულს მიაქვს,
მესმის მისი სუნთქვა ცხელი
თუ ზარების გუგუნია.

დამიდგება თვალწინ მკაცრი,
ღვთაებრივი ბერიკაცი.
ვინც ბედდამწვარ საქართველოს ბედისათვის იქმნა ალალ,
ვინც ამიცრა სულში ვაზი
და ქურდობა დამაბრალა.
"განმძარცვესო აჭარაში"...
ჭოროხივით იხუვლე და იგუგუნე დიდო პაპავ,
მე საავდრო ღრუბელივით დაძენძილი ვიყავ მაშინ
და მიზგითი მიბნელებდა ხატის ღიმილს, ქოხის ლამპარს.
ეს ამბავი არ ჰგავს ზღაპარს...
წინაპართა ძვლების ფერფლი გავატანე ნიავს განა?!
მე გაგქურდე სულხან-საბავ,
რომ დამეცვა "იავნანა"
რომ დამეცვა ვარდოვნანა და ლეჩაქი ქართველ დედის,
შენს ხურჯინთან მომყვა მაშინ სუნი ხმლის და სუნი დენთის,
დავივიწყე მაშინ ღმერთიც
და სირცხვილიც დავივიწყე,
ქართველობას, შე ღმერთკაცო,
ამ ქურდობის შემდეგ ვიწყებ.

ტრიალებდა სისხლი ბუღი
და მარჭობდნენ სულში ისლამს,
სწორედ მაშინ მოგვარდი და, -
წიგნი "სიბრძნე სიცრუისა"
მოგვარდი და გამოგტაცე, შევერიე მწუხრის ჭალებს,
სიბრძნე მამულს დავურიგე და სიცრუე დღემდე ვმალე.
ბედბრდღვიალა საქართველოვ!
დე,იცოდე რომ ვარ ქურდი,
რომ მოვტაცე სულხან-საბას მისი სიტყვის იაგუნდი,
რომ მოვპარე სულხან-საბას აურწყავი მარგალიტი,
რომ სხვებს ეგრძნოთ და
ეტირათ ეს უღმერთო მაგალითი,
რომ დღეისთვის მეთქვა რიხით,
სისხლით ხორცით ქართველი ვარ,
რომ საკუთარ მნათედ დავთქვი ბედისაგან გათელილმა, -
და წასულმა ხალხში ზღაპრად,
დათოვლილი,
დასეტყვილი,
დამეხილი სულხან-საბა.
ერთი ახლა გაიარე სვებედნიერ აჭარაში,
დაიყურსა ის ვენახი ურჯულომ რომ აჭრა მაშინ.
და ხარდანზე ხავერდივით ნაწნავების არის მტვრევა,
მეზობელის გოგოსავით გაუშავდა თვალი მტევანს,
ქვევრში - ღვინო,
გულში შენი სიყვარული არ ეტევა.

ჩადრმოხდილი აჭარელი
შენს ზღაპრებში დაშლის დალალს,
მომესტუმრე,
როგორ ფიქრობ, კვლავ მოგპარავ რასმე განა?!
მიწას ტუჩი რომ დაადო, ვარდის მეტი რა აგყვება
მინდა ხალხში გაგიტაცო, ზღაპრებად და არაკებად.

და მისმენდა სულხან-საბა,
ასე ამაყს ასე გულდიდს,
ყელს ღილკილო შემოასკდა,
მოიჩრდილა ხელი წუთით,
მერე ერთხმად აგუგუნდა:
- შვილო!... ჩემი მზის და ბუდის,
ალალ, შენზე ქართველობა,
ალალ, შენზე რომ ხარ ქურდი,
ალალ, შენზე ჩემი სიტყვის,
მარგალიტიც, იაგუნდიც...
დე, გიკურთხოს მხარე მთელი
ამ მიწამ და სუფთა ცამან,
მომეხუტე,
შენ ქურდობა გაპატია სულხან-საბამ!
 
nukriaДата: ორ, 28.11.2016, 22:33 | Сообщение # 1007
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მიდის ლაპარაკობს ხმამაღლა,
ქუჩა მზიანი და ფართო,
ჩემი არაფერი არა ხარ,
მაინც შემოგხარი, რატომ?
            იცის ფოთოლმაც და ბალახმაც,
            მე კი რანაირად გკადრო,
            ჩემი სასურველი არა ხარ,
            მაინც მესურვები, რატომ?
შენი ჟრუანტელს ჰგავს დანახვა,
ტკივილს ვეღარავის ვანდობ,
ჩემი დანიშნული არა ხარ,
მაინც ვეჭვიანობ, რატომ?
            სული საოცრებამ დანაღმა,
            ქუჩა მზიანი და ფართო,
            ჩემი სიყვარული არა ხარ,
            მაინც მენატრები, რატომ?
 
nukriaДата: ორ, 28.11.2016, 22:34 | Сообщение # 1008
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მყუდროებას და ფოთლებს ამდორებს,
მივიწყებული ტყეში ბილიკი,
ამბობენ თურმე შენ მე დაგტოვე,
ძვირფასო ეს ხომ იყო პირიქით?

დღეებს უცნაურ ცასთან მივყავდით,
გვდევდა ტოლთა და სწორთა ქილიკი,
ამბობენ ტურმე მე არ მიყვარდი,
არადა ეს ხომ იყო პირიქით?

და ვზივარ ახლა ჩამქრალ ბუხართან,
რა მოხდა? - იტყვის ვინმე ქარაგმით,
ვინ ვის სძულდა და ვინ ვის უყვარდა,
მხოლოდ მე ვიცი და სხვამ არავინ!
 
nukriaДата: ორ, 28.11.2016, 22:38 | Сообщение # 1009
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნეტავ რომელი შეინახავს სიყვარულს უფრო?!
ისე მხურვალედ, ისე მორცხვად, ჩუმად და ნაზად,
ქალი, რომელსაც უბდგიალებს ვარდის ასაკი?
თუ?...
ქალი რომელიც გადასცილდა ჩიტლეღვას ასაკს?
ნეტავ რომელი მოიხურავს ღამეულ ვნებებს?
ყრუ სიბნელეში გაიანჩხლებს რომელის რაზა?
ქალის, რომელიც მოლოდინმა გამოაღამა?
თუ?..
ქალის, რომელიც მიეფარა ბალზაკის ასაკს?
ნეტავ რომელი შეიშვენებს დედობას უფრო?
და აღამაღლებს უზნეობით ფარავენ რასაც,
ქალი, რომელსაც უყიჟინებს გრძნობის ასაკი,
თუ?...
ქალი რომელიც მორჩილდება განგების ასაკს?
"ნეტავ" და "ნეტავ" -
მაბოჟირებს ეჭვი მუდამ დღე,
მზის მოძალებაც გაფითრებულ გაზაფხულს წინდავს,
ღმერთო! - ამ ორი დედაკაცის ცოდვას ნუ დამდებ,
სხვა დანარჩენი როგორც გსურს და რამდენიც გინდა
 
nukriaДата: ორ, 28.11.2016, 22:47 | Сообщение # 1010
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უზა

გძაგს ფუშტი და ფინაჩი,
ფრანტები თუ დენდები,
შეგყავს ღამე ბინაში,
ჯდები და სულ თენდები...

შეხე

უდაბურეს ბურანებში შემხვევ
და მძვინვარე მყუდროებით მართობ,
ეს ქალწულიც პოეტია - შეხე...
შევხედე და ქალი იყო მარტო.
 
ძებნა:

მოგესალმები Гость