ლექსები facebook -დან - Page 100 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ლექსები facebook -დან
nukriaДата: ორ, 28.11.2016, 19:20 | Сообщение # 991
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აქ წესის დაცვით დაიწეროს უნდა ის რაც კი
არის, არსებობს, იკვეთება რისიც მიზანი,
თუმც ყოველ დილით მოიშალოს იმ ღამის ნასკვი,
ღამის რომელიც მეორდება უკვე წლებია,
რადგან ამ ბოლოს უბრალო და ჩემი სიზმრები,
გაიკვირვებთ და სართულ-სართულ მესიზმრებიან.

აქ წესის დაცვით მოიყოლოს უნდა ის რაც კი
მესიზმრება და მოიყოლოს ოღონდ იმგვარად,
რომ მოიშალოს ყველა ზღუდე, გაიხსნას ნასკვი,
სანამდის ისევ თეთრ ღამეებს ქსელი გაუბამთ,
მაშინ დავიწყებ და დავიწყებ ალბათ იმით რომ -
ერთად დავიწყებ წყალთანაც და თქვენთანც საუბარს.

ოცნებებია ჩემს სიზმრებში სართულზე პირველ,
დამფრთხალები და ფართხალებენ თავისებურად,
სანამ ღრმა ძილით ამ მონაკვეთს ღამე შებურავს,
ჩვენ სამნი ვხვდებით, შენ კი ამბობ - ისევ ძვრებია...
ანუ სიზმრების ოცნებათა პირველ სართულზე,
ჩვენი შვილები ნაადრევად იბადებიან.

მეორე სართულს მკვლელობების, შიშის სუნი აქვს,
აქ არის მტრები ნამდვილნი და მოგონილები,
მე ხშირად მიჭირს როცა ჩემს თავს იგვლივ უვლიან
და მაინც ხშირად მესიზმრება მსგავსი სიზმრები,
როცა დამსდევენ, როცა მკლავენ, მერე ვკვდები და
ისევ ვცოცხლდები საშინელი გამოღვიძებით.

მესამე სართულს შევადარებ არცერთ სართულს და
მე იგი მიყვარს, სიყვარულით რაღაცნაირი,
აქ მე ვპოულობ აქ მე ვხვდები მიცვალებულებს,
და მაქვს ეჭვი რომ არ არსებულ რაღაც უფლებით,
აქ ან ცხოვრობენ, ან სძინავთ და ესიზმრებათ რომ
მე ვდგავარ მათ წინ და ერთმანეთს ვესაუბრებით.

მეოთხე სართულს საოცარი ხიდი აქვს ერთი,
არა, კიბე აქვს, მაღალი და დაბალი კიბე,
აქ ისე არის ყველაფერი როგორც მე ვწერდი,
ანუ წვიმები ამ სართულზე გრძნობებს ასვლებს)
მერე ავდივარ კიბეს სადაც ჩემი სიზმრიდან,
შენს თეთრ სიზმრებში არის თეთრი შემოსასვლელი.

შემოვდივარ და ჩვენ სიზმარშიც ვიძინებთ ერთად,
გადმოსახედი მაღალი აქვს მეხუთე სართულს
და შეგრძნებების შეხამება იწყება ფერთა...
როცა  გვღვიძავს და ვეჯიბრებით ერთურთს სიგიჟით,
თუ ვინ მოასწრებს ჩვენი სიზმრის კიბეზე ასვლას
და როცა გვძინავს - თუ ვინ ადრე გამოიღვიძებს.

მეექვსე სართულს იკავებენ მოგონებები,
არა ბავშვობის, არა სიყრმის, არა ამგვარის,
არამედ იმას ეს სიზმრები რასაც მოიცავს,
არამედ იმას ვეჭიდები რასაც გონებით,
ანუ ვთქვა მინდა, რომ სიზმრების ამ მონაკვეთში
მოგონებები სხვა სართულებს მომაგონებენ.

მეშვიდე სართულს გამოვტოვებ რახან მე იგი,
არ მაქვს და რატომ ისიც ვიცი ზედმიწევნით და
ანუ მე სულ სხვა მიზანი და ჯვარი შევიბი,
რადგან ამ სიზმრის სანახავად ღამეს ათევენ,
ისინი ვისაც ჩემზე დიდი ჯვარი აქვთ ანუ -
აქ მე ვერ ვხვდები წმინდანების გამოცხადებებს,

ამ ჩემს სიზმარში, ამ ჩემს ლექსში, სართულზე ამ ჩემს,
მაგრამ ვიცი რომ გარკვეულა ჯერ არაფერი,
და ისიც ვიცი მირჩევნია ისეთად დავრჩე,
როგორიც ვარ და მერვე სართულს უშნო ფრთებიანს,
ჩემი სიზმრების მე ვეძახი სიცილის ოთახს,
რადგან აქ მხოლოდ დაბზარული სარკეებია.

მეცხრე სართული არის ღმერთის, როგორც მე ვიცი,
ამ სართულს ადრე ვიმედოვნებ პირველი ერქვა,
და ეს სართული შექმნილია უბრალო მიწით,
სადაც ხანდახან გაღვიძება ისე შემოდის -
ვით სიყვარული... და ვრწმუნდები სანამდის გავჩნდით,
ჩვენ უფალს უკვე ვუყვარდით და ვესიზმრებოდით.
 
nukriaДата: ორ, 28.11.2016, 19:22 | Сообщение # 992
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მიხეილ ჯავახიშვილი

უთქმელობა სიტყვას ჟანგავს,
თქმულ სიტყვაში კრისტალდება სისხლი, -
მწუხრი იცის დიდმა დარდმა, მაგრამ
დარდმა შუქის ამოფრქვევაც იცის

იქ, წარსულში ვიღაც გვჩაგრავს,
ცხრაკლიტულში სიმწრის ყვავილს ვიცრით, -
ხალხმა თითქმის ყველაფერი იცის, მაგრამ
ხალხმა თითქოს არაფერი იცის.

ბორგვა მისი ბუზღუნს არ ჰგავს,
მშვიდად ძერწავს თავის გრემს და ყინწვისს, -
იცის თავის გაჩუქება, მაგრამ
საქართველომ თავის ფასიც იცის!

გულმოკლული ზოგჯერ რწმენას ჰკარგავს,
ნაღვერდლებზე ფეხით გადის ციმციმ, -
ღვიძლი შვილის გამეტებაც იცის, მაგრამ
აღდგომა და გულში ჩაკვრაც იცის!

სატკივარზე თვალს დახუჭავს ალბათ,
თუნდ ეშმაკსაც შეეკვრება ფიცით, -
კუჭატნელთა აღზევებაც იცის, მაგრამ
მარაბდელთა ამხედრებაც იცის!

გენი მისი არ დაირტყამს მათრახს,
და სულ გვარზე იხტუნავებს კვიცი, -
იქნებ ჯაყოს სახლში უშვებს, მაგრამ
ჯაყოს გარეთ გაძევებაც იცის!

არ მოიშლის ფარნავაზურ ანბანს
გულთმისანი და ჯიუტად ფიცხი, -
იცის თავის მოტყუებაც, მაგრამ
სამართალმა სიმართლის გზა იცის!

ივერიას გაშლილი აქვს ფრთები,
სისხლი დუღს და სული იწვის მზისებრ
და ალგეთზე ღვთის მადლით და ნებით
მგლის ლეკვები იზრდებიან ისევ!!!

მორის ფოცხიშვილი
 
nukriaДата: ორ, 28.11.2016, 19:26 | Сообщение # 993
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნახე, აიცრა გული ეჭვებით,
გზაზე დაყრილი მოჩანს საფანტი,
და ცრემლებამდე დაბლა ვეშვები,
იმ სიმაღლიდან, სადაც აქამდე -

ერთად ვიყავით, ხელი გამიშვი,
როდესაც ერთხელ ფეხი დამიცდა,
ადრე ვიყავი წიგნის სანიშნი,
შენი შეხება ერთი წამითაც -

მსიამოვნებდა, თანაც რარიგად,
შენი თვალებიც მახსოვს - "თავხედი"...
მე მქვია ახლა ბოლო თარიღი,
იმ კალენდრიდან მე რომ დავხევდი.

თითქოს გიპოვე, თითქოს... ვერა და
ვერვინ მიშველის გარდა იმ ქალის...
გარღვეულ ღრუბელს წვიმა კერავდა,
მაშინ როდესაც გარდავიცვალე.
 
nukriaДата: ორ, 28.11.2016, 19:39 | Сообщение # 994
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იყო საღამო, იყო ქარი, იყო გზა და გზა,
წვიმდნენ წვეთები ხეში წყალს და ასე თავისებრ,
თვე – თებერვალი გარეთ იდგა როგორც ანდაზა,
მივდიოდით და ნაბიჯ-ნაბიჯ გავითავისე –

ჭეშმარიტების ურთულესი დარჩა მიგნება,
დაკარგვის შიშიც თებერვალთან ერთად მოსულა,
კამათში ორმხრივ დათმობასთან ასოცირდება,
ავტობუსში რომ ადგილს უთმობს ორსულს - ორსული.

ანუ ვხვდებოდით ყოველივეს, ანუ პირიქით,
ანუ დავშორდით, ღამე იყო სამგლოვიარო
და იმ გზებიდან ერთადერთი დაგვრჩა ბილიკი
და ის ბილიკიც ჩვენ სხვადასხვა გზებით ვიარეთ...

წვიმის ქალაქში ვიტრინებზე წვიმდა არია,
ბოჰემით მთვრალი დავყვებოდი უკან ხეტიალს,
მე შენ მიყვარდი და მიყვარდი ისე ძალიან,
რომ ოთხ სტრიქონში – ის გრძნობები და ის განცდები,
ის დღეები და ღამეები,
ის ფიქრები და ტკივილები,
ყველაფერი და არაფერი,
არ ჩამეტია!..........
 
nukriaДата: ორ, 28.11.2016, 19:39 | Сообщение # 995
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბაღებს მოუწყვიათ დეფილე,
ხეში დაორსულდა ატამი,
თვალი გააყოლე დელფინებს,
ცაზე ცისარტყელებს ხატავენ.
ამინდს გაეწვიმა აურა,
ბოლო ენკენისთვე გავიდა,
ნახე ლამაზია აუ რა,
მზე, რომ გადახტება ნავიდან.
როცა გაწითლდება პლიაჟი,
ცურვით გამოვცურავ ბოგირთან,
გავცვლი მეტაფორებს იაში
და სველ შემოდგომას მოგიტან.
ასე იმოქმედებს კანაფი,
სენით ოცნებების უკურნელ,
შენ კი გამომყევი და ნაპირს,
მხოლოდ ჩემი თვალით უყურე
 
nukriaДата: ორ, 28.11.2016, 19:43 | Сообщение # 996
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქალაქს ქალაქის ქალქგარე ხიდზე ეძინა,
აკაციები შემოდგომის ქარით
თვრებოდნენ,
მე გივიწყებდი და ვერაფრით
წარმომედგინა -
ჩემს ლექსებს თუკი
ჩემზე მეტად ეყვარებოდი...

ზოგჯერ მინდოდა
უანგაროდ რომ გედედოფლა,
მაგრამ ქალი ჯერ ქალია და
მერე პოეტი,
თავისუფალი იყო დრო და
იყო საუფლო,
როცა წარსულში ვბრუნდებოდი
სიმარტოვეთი.

ვნახეთ კარ და კარ კარნავალი
მრავალ ნიღაბთა,
დრომ ჩამოლეკა ეპოქა და
მღვრიე ავ-კარგი,
პოეზია კი იმდენად და
ისე გვიყვარდა,
რომ ოცნებისას მახსოვს -
ჩვენს შვილს "ლექსო" დავარქვით...

ქალაქს ქალაქის ქალაქგარე ხიდზე ეძინა.
 
nukriaДата: ორ, 28.11.2016, 19:48 | Сообщение # 997
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ასე იწყება მონატრება მეგობარისა,
დაიწყება და აღარ მოჩანს მისი საწყისი,
ნუთუ მეგობარს ჩემი ლექსის ფრთებით დავიცავ,
დავიცავ კი, ისიც არ ვიცი...

ისიც არ ვიცი, რაც, რომ "ის" არის,
ყველა პოეტის სულში სულია,
მე პოეზიავ უკვე გიცანი
და ტკივილებიც გამორთულია...

აბა რა ვიგრძნო თუ „ვეღარ მტკივა?“
თუკი ცხოვრება მარტო არ მტოვებს...
ისევ ვზივარ და ფურცლიდან ვუსმენ
როგორც ძმაკაცს და მეგობარ პოეტს.

ვიცი ეს არის სიყვარული და
ყველაფერს ვამბობ ამ მონატრებით,
გადმოვეშვები ცის სართულიდან
და პოეზიად ამოვნათდები.

შენი შემყურე აღარ  მბეზრდება
სიტყვის ძერწვა და „კალმის წვალება“.
ვზივარ შენს ლექსთან ერთიერთზე და,
სიშორე ჯერ ვერ მემკურნალება.

ვიცი გული, რომ გამოიმეტებს,
გამოიმეტა სითბო და ვწერდი,
თუ როგორ აკლდი იმ დღეს პოეტებს,
მთელ ბათუმს აკლდა იმ ღამეს ჰენრი.
 
nukriaДата: ორ, 28.11.2016, 19:51 | Сообщение # 998
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დღეს სულმა სხეულის სამოსი გარიყა
და სანამ ცას ვუმზერ ჯერ კიდევ მთვარიანს,
მინდა რომ მოგიყვეთ რა ვარ და რა ვიყავ,
მამაო ჩვენო და წმინდაო მარიამ.
მე ვენდე და დავრჩი უფალო ნოესთან,
ის იყო პირველი მხსნელი და მოკეთე,
დავცინე წარღვნაში დარჩენილ პოეტს და
სივრცე არ გვყოფნიდა კიდობნის პოეტებს.
სანთლების დიდებით დაოსილ ტაძარშიც,
ცოდვები გამელღვო არ დამიზარია
და მინდა მოგიყვეთ რა ვარ და რა დავრჩი,
მამაო ჩვენო და წმინდაო მარიამ.
ვხარობდი მესამე ყივილის გამო და
მინდოდა რომ ზეცა წითელი მეხილა,
თუმც ისიც ვიყავი -
ვინც იმას ამბობდა -
რომ მამალს მესამედ არ უნდა ეყივლა.
ჰქმნიდა წელთაღრიცხვას საოცარს მზის საგა,
დღე იყო მუქი და დღე იყო რევანშის,
როს ეკლის გვირგვინებს გიწნავდნენ,
ბზისაგან -
დიოდა წყალი და ვტიროდი მე მაშინ.
საღამოს ლოცვები გალობად მომესმა,
ცა ანგელოსებმა ნისლებით დაორთქლეს,
პოეტიც ადამი ყოფილა რომელსაც
არ შერჩა არცერთი ნეკნი და სამოთხე) -
სწორედ იქ მივხვდი და...
ახლა კი იქეთ ვარ, თუ აქეთ,
ვერ ვხდები, ფიქრებშიც ბინდდება
და ფილტვებს შიგნიდან ხმაურით მიხეთქავს,
ხარხარში ჩაკლული ტირილის დიდება.
იმედი - იმედში მოჩანდა წერტილად,
სატანამ თავისი შეკრიბა სინოდი,
ჯვარზე რომ გაკრავდნენ მინდოდა მეტირა
და ჩემს მაგივრადაც - ღმერთო, შენ ტიროდი.
დღეს ისევ ასე ვარ, არეულ ფიქრებით
გიყვებით თუ რა მწყინს ან რა მიხარია
და იქნებ თქვენც მითხრათ ხვალ როგორ ვიქნები,
მამაო ჩვენო და წმინდაო მარიამ.
 
nukriaДата: ორ, 28.11.2016, 19:54 | Сообщение # 999
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დოინჯშემოყრილი დგახარ,
გძინავს "როცამინდას" ძილით,
შენი უმცროსი ძმის და ხარ,
ჩემი უფროსი ძმის შვილი.

ქარი "ვახრასუზამს" ფოთლებს,
ცუდი ქარიშხალი თუა
გწყინს და კაბებივით ითვლი,
ასაკს, თვალსადახელშუა.

ჭინკებს დაატარებ თმებით,
ასე ხალისობ და გნებავს,
დილით მზის სხივებით თბები,
ღამე - მთვარე - შენით თბება.

დოინჯშემოყრილი დგახარ,
გძინავს "როცამინდას" ძილით,
შენი უმცროსი ძმის და ხარ -
ჩემი უფროსი ძმის შვილი.
 
nukriaДата: ორ, 28.11.2016, 19:59 | Сообщение # 1000
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წიფლის ცეცხლი ბარბალებს,
და კვარცხალებს კარდალი,
- ნენი - ბიჭი კითხულობს -
მჭადზე ჯვარი რად არი?

დედა ხმამწუხარეა
ზარს და ზეიმს ჩვეული,
- შვილო, მჭადზე ჯვარია
ძველი და კურთხეული.

დაგმანული დუმილი
წარსულს ესმის წყევლებად,
ყვება დედა გარდასულს,
ყვება და იცრემლება.

ჭმუის ცეცხლი წითელი,
ღმუის და იფარფება,
ბიჭს ეშლება ბალანი
და ქოხს უნდა გაფრენა.

ქვაღვენთება ბუხარში
ჩუმად ღვივის ღადარი,
- ნენი - ბიჭი კითხულობს, -
მჭადზე ჯვარი რად არი?
 
ძებნა:

მოგესალმები Гость