ლექსები facebook -დან
|
|
nukria | Дата: ორ, 28.11.2016, 16:38 | Сообщение # 971 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ალიხე... მალიხე... სალიხე...
პოეზიის საღამოზე წაკითხული)
სლუკუნშიც გიცნობდი, რატომ ვერ გათვალე, პირიქით, გათვალე ან იქნებ, გაუყვა ოცნება ცრურწმენის ნაკვალევს, “ალიხე, მალიხე, სალიხე...”
დუმილზეც შეგიცნობ, სუნთქვის შეკავებით ფილტვები უცებ არ გაიხეს, გამომდე ოცნება მოდურ ხელკავივით, “ალიხე, მალიხე, სალიხე...’’
ნაცნობი ხმაურიც გაუცნასხვაფერდა... წვიმა კი მძივებად აისხეს ტუჩებმა. და ახლა ოცნებაც დაბერდა, და ვუკმევ... “ალიხეს... მალიხეს!”
და მეც...
შემოიჭრები როცა არ გელი... თრთიან სიმები და პიანისტი უკრავს და მღერის... აუტანელი სიშორე ჩნდება, თუმც არ განვიცდი.
ამიტანია დღემდე ლურსმნებიც, ხელის გულებზე, - ნაკვალევს ხედავ?! შენ კი... რამდენჯერ გაილურსები, წარსულში ჩემო შვილების დედავ.
არყოფნა შეცვლის დღეებით მორიგ, იმ დღეებს როცა გვწამდა ორთავეს ხოლო ტალღები სველ-სველი ჭორით სანაპიროზე წარსულს მორთავენ. ......
შორს ჰორიზონტი თრთის და კანკალებს, სადღაც შორეთში რეკენ ზარები, ვერ შეგადარებ რა ვქნა სხვა ქალებს, და მეც ვერავის შევედარები.
და კლავიშები
და კლავიშები იქცევიან მაშინ ენებად, იდგება ძველი მოლოდინი ვით ბარიერი, წარმოდგენები სამოთხეზე, წარმოდგენებად დარჩებიან თუმც გაგრძელდება ის კარიერა
რომელსაც ვქმნიდი... ვიშურებდი განა რამეს კი? იყო გვირგვინი დაფნისა და ბედიც ლორკასი, გულო - ო - ჭურვო, საოცრების რად არ გამისკდი, როცა უკრავდა შენს სიმებზე მთელი ორკესტრი!?
ჩანდა დამსხვრეულ ჰორიზონტზე ჩრდილი-მერმისი, სარკის მიღმიდან მოისმოდა ალილუია, აქ ყრუ რომ ყრუა – ეს გალობა მასაც ესმის და უსინათლოსთვის ეს სამყარო თვალხილულია...
მე რა?
ალბათ არ მოგშორდება, ღაწვებიდან ეს დაღი, მერამდენედ გიჩნდება ალბათ კითხვა - მე რა?.. გენაცვალეს რატომღაც აღარავინ მეძახის, უკვე ყველა სიმღერაც შემომესიმღერა.
მოასწავებს ნეტა რას დამსხვრეული ოპალი - მერამდენედ გააჩენ, - ალბთ კითხვას - მე რა?.. ჩემთვის სადედოფლო და სხვისთვის ნადედოფლარი, სევდიანი ზიხარ და მღიმარ ნიღაბს კერავ. . . . ვიცი არ მოგშორდება ღაწვებიდან ეს დაღი, წერამ ამიყოლია, ავიყოლე წერაც... “გენაცვალეს” არ ველი... არც არავინ მეძახის... მოთმინებით ვზივარ და ვუსმენ სულ სხვა შეძახილს - ერთი ძველი ლექსის და ერთი ძველი მებაღის, მაგრამ სულში ტივტივებს კითხვა, თუმცა მე რა?...
პოეტეს დროის ცვალებადობა ჩემზე ისე მოქმედებს, როგორც შენი თვალების მოზურმუხტო აურა, მარტივია ცხოვრება ერთად, ჩემო პოეტეს, მარტოობას საფლავშიც ვერ ავიტან, აუ რა უაზრობით გამყინავს უშენობა თუ გინდ იქ, სიცივეში ვინატრებ თბილ-თლილ თითებს უდაოდ, ვერ ავიტან! ცოდვილი! სამოთხისებრ შუქივით, სიქათქათეს თოვლივით მომათბუნებ თუ დაო.
ორსულ ზეცას ცრემლივით, ლოყებს ჩამოუცვარავ, როგორც ნამი სიცოცხლედ, გვირილაში იმცვრევა, მე კი ვხვდები პოეტეს, ზურმუხტისფერს. . . თუმცა რა, ფერი შენი თვალების ზეცას მისცა იმ ცრემლმა. . .
არავინ არ მიყვარს...
არავინ არ მიყვარს, საერთოდ არავინ! მივტირი ზღვის უკან ჩაფერფლილ დაისებს, დავდივარ ზამთარში, - მბჟუტავი ფარანით, და ვეძებ ვინც ასე არ მიყვარს; და ისევ...
არავინ არ მიყვარს საერთოდ არავინ, დარდისგან დალამბულ ნაკვალევს ლანდების მივყვები და ჩემი იშლება კარავი, სულში კი იწყება პროცესი ანთების – გზა და გზა, მივდივარ ფიქრებში და რავი ასე თუ ველევი გრძნობების სიცხადეს, მინდა რომ ვუყვარდე საერთოდ არავის, და მაინც მინდა რომ ვიღაცა მიყვარდეს.
მე მონასტერში შენს ხელებს ვეძებ
აღარ მეშვები უკვე ხანგრძლივი უსასრულობით მტოვებ და არი სიწმინდეებით სავსე ბარძიმი, საიდუმლოთი საავსე გრაალი.
აღარ მეშვები, გარეთ შიგნიდან არღვევ ხორცსა და თვალის ბადურებს მიღმა იღვრები, ჩემი წიგნიდან შენ... უშენობა გამანადგურებს.
აღარ მეშვები, საწოლზე იწყებ დაუსრულებელ ვარიაციებს, წამომიწია სხეულში სიცხემ... მამა როგორი კარგი კაცია...)
სიგარეტს სულით ვეშვები, გვიან არ არის, მოდი შენს ხელებს ვეძებ, მონასტრის დების ხელებში, ქვიან ნაპირებს მივსდევ და ვიმტვრევ დეზებს.
არ მომეშვები?! სარკეში ჩემხე, ჩამხედე ასეთს - ბავშვივით მტირალს, არ უწერია გახმობა ამ ხეს, ამოსულს ცრემლის გუბურის პირას. .......... მიდის წამება მაღლა ზღვის დონით, მიაქვს თვალებით სევდა თავისი, რომ არ წააგოს მორიგი ომი, მზეს შეუჩერებს ისუ ნავესი.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 28.11.2016, 16:42 | Сообщение # 972 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თვალმა ვეღარ მოთხოვა საგნებს მეტი სიცხადე, გულმა ვეღარ მოხვეტა გრძნობებისგან ბურუსი, ტვინი ფეთქავს აბსურდით – როგორ არ შევიცხადებ, ღმერთო, ღმერთი დამაკლდა გრძელი სულის ბოლოში,
სადაც უნდა სინათლე იმედივით მოსჩანდეს, ვერ გავჭერი გვირაბი ლაბირინთის ტყეებში, ვეღარ ვივაჟკაცე და ღმერთო ვერ ვიყოჩაღე, მარადიულ წისქვილებს ქარის ისე შევეშვი.
ვფურცლავ დღეებს გამოვლილს, ვითვლი იმავ შეცდომას, მეგობრებთან გულღიას, ახლა ენაც დამება, უნდობლობის სიცივე ჩემით ისე ერთობა, აღსარების დანაკლისს ავსებს ცილისწამება.
ღმერთო, ალბათ იცინი, ზოგჯერ როცა მაქებენ, იცინი და იცი რომ ახლოსაა დაცემა, ანგელოზებს მიგზავნი, ცრემლიც ვერ მივაგებე, სულის გარეუბანში უსხეულოდ ნაცემმა.
მაგრამ იმედს რომ უყვარს ისე ვიჩვევ ”მაგრამებს”, სიცოცხლე რომ მომართვი სულზე – ვერ გეახელი, ბავშვობა კი თვალებში ისე ამოვაღამე, მალე ცაზე ავანთებ სხივებს ფართოდ გახელილს.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 28.11.2016, 16:47 | Сообщение # 973 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| საათის სამია, ტაბიძის პროსპექტთან ვხვდებით და ვშორდებით ერთმანეთს, გეჩვევი. დღეს ისევ დაიწყო გრძნობებმა პროტესტი, გაწელილ დუმილში დაიპნა ეჭვები.
შენს ხმასაც დაეტყო საბაბი აშკარად, მძღოლებმა ერთმანეთს სულ დედა აგინეს, ბოლოჯერ დავნებდით ჩვენ ფოტოაპარატს, და უკვე ძნელია იმ დღეთა მიგნება...
სიტყვაც ვერ გითხარი, ვაჯობე სურვილებს, არადა არ მსურდა მე შენი გაშვება, ტაბიძის პროსპექტი, ქარი და დუმილი, წამები, წამები - ვით ციგნის ბავშვები -
მათხოვრად იქცნენ და ამაო საწადელს, ელოდნენ, სჯეროდათ, უხურდათ პეშვები... და ჩვენი ოცნების შავთეთრ და დაგეგმილ კოშკიდან მე ახლა უშენოდ ვეშვები.
ქუჩაზე კივილით მეძავი მირბოდა, სულელი ძაღლები მისდევდნენ მანქანებს, წამები, საათი, დღეები მიგქონდა. თვრებოდა საღამო და დუმდა ბაქანი.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 28.11.2016, 16:53 | Сообщение # 974 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ვიღვიძებთ ერთად სამივენი, რაფაზე ჩამომჯდარან ხუნდები, ბრინჯის მარცვლებივით დავიპენი, ახლა შეგროვებას ვუნდები...
ვსაუზმობთ ერთად სამივენი, მჯერა ყველაფერს რომ გავუძლებთ, გიცქერ და იმდენად დავიბენი, შენი ტუჩები მაქვს საუზმედ.
ვსეირნობთ ერთად სამივენი, ვსეირნობთ, ვსეირნობთ და ვიღლებით, უკან მოგვყვებიან აივნები, ქუჩის უსარკემვლო სიზმრებით. . ვიღვიძებთ ერთად სამივენი, რაფაზე ჩამომჯდარან ხუნდები, ბრინჯის მარცვლებივით დავიპენი, ახლა შეგროვებას ვუნდები...
ნინო კახიძე
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 28.11.2016, 16:58 | Сообщение # 975 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გიორგი გაბაიძე
ყეფენ საფეთქლები...
ცრემლი იღვენთება ღაწვზე სანთელივით მძიმედ, მძივი აიცვრება ყელზე დასაკიდად, მენდე, ბევრი საფიქრალი თვალზე მოგილულავს იმედს, იწვე, არ გეძინოს, მწამდე შორიდან და გწერდე.
ასე მირჩევნია, რომ არ მიგიჩვიო ახლოს, ცხელი სუნთქვისაგან ჰაერს შეუზავო ორთქლი, სუნთქვა რომელშიაც რაღაც ჩემეულიც სახლობს, ბაგე რომლიდანაც რაღაც შენეული მოვთქვი.
სისხლი კალაპოტში აღარ დაგეტევა, მერე, ვენებს საფეთქელთან ისე გაგიგიჟებს, - უმალ, როკვას დაამსგავსებს გული არითმიულ ბგერებს, ყეფენ საფეთქლები, ხოლო ბაგეები დუმან.
ცრემლი იღვენთება ღაწვზე სანთელივით მძიმედ, მძივი აიცვრება ყელზე დასაკიდად, მენდე, ბევრი საფიქრალი თვალზე მოგილულავს იმედს, იწვე, არ გეძინოს, მწამდე შორიდან და გწერდე.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 28.11.2016, 17:01 | Сообщение # 976 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თორმეტზე შეჩერდა საათის ისრები, დასწყევლოს, იმედის მისხალიც არ დამრჩა, ვხვდები რომ ცოდვებით დღითიდღე ვისვრები და მინდა სასხლეტი მოვქაჩო დამბაჩას.
უაზრო წამებით ერთია ღამისკენ, უშენოდ შერთვია ფიქრები წამებას, გავმხდარვარ მწყევარი საკუთარ თავის მე, საკუთარ თავის მე... გაიგოს გამგებმა.
სიცოცხლით დაღლილი თუ ხვდება სამოთხეს, მზადა ვარ სასწრაფოდ შევიკრა კამარა, გამხმარი ხის ტოტი ვაი რომ ჩამოტყდეს, ძაღლივით დავრჩები მარყუჟის ამარა.
ოპტიმიზმს შევმატებ სიცოცხლის არშიას, აღარ მსურს დამბაჩის სასხლეტი დამისხლტეს, სიკვდილი რატომღაც ყოველთვის ფარსია და სწორედ ამიტომ სიცოცხლე გავრისკე.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 28.11.2016, 17:05 | Сообщение # 977 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მარტოსულობა ყვავილივით იდგა ბაღებთან, სული მოვწყვიტე მიწას... სული სიზმარს აშენებს, ანგელოზი რომ მეცხრე ცისას ლაჟვარდს აღებდა, მაღლა ფრენისას მანიშნებდა რაღაც საშინელს.
განმეორებას იჩემებდა ბედი საჩემო, ზედაპირს უხვად დააფინეს მუქი ფერები, სიცარიელე უკვდავების პირას დარჩება, შენ დასასრულო, ვერასოდეს შეგიფერებდი.
დაეშვა ზეცა მიამიტი გადამშრალ ზღვაზე, მუხლით დაეცა და ნაპირთან იწყო გოდება, ოცნებებიდან სიზმრებამდე ბედი დავხაზე, ბედნიერება სიტყვასავით მომაგონდება.
ამიწყო ფეხი უღმერთობამ და აღარ დამდევს, მომიახლოვდა ლუციფერი სამი დემონით, მსურს, რომ სურვილი გავისტუმრო, რაც არის მწამდეს, გუშინ ღამემდე უშედეგო ფიქრით ვკვდებოდი.
როგორ ამოვხსნა სიზმრებიდან ფრენის შეძლება?! ჩემი ქალაქი, ჩემი სახლი, ჩემი მიდამო, მოჩანს მაღლიდან, სიხარული ისე მეძლევა რომ ცის სურნელი სიფხიზლეშიც გადმოვიტანე.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 28.11.2016, 17:10 | Сообщение # 978 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მზე ჰკიდია ზღვების გაღმა გაღვივებულ ბუხართან, როგორც ახლადგამომცხვარი ცხელი კეცის მჭადი... ძველ ნაბადზე წაწოლილი წარსულებზე ვწუხვარ და მთვარე, როგორც წველა ყველი, მყინვარწვერში ჩადის სანამ ცეცხლი საბოლოოდ წითელ თვალებს მინაბავს, ურწევს არწივს ჩემი ცოლი კავკასიურ აკვანს და კედლიდან გადმომზირალ ვერმოსწრებულ წინაპარს ვეუბნები: -აქ ვარ, ბაბუ! მოვედი და აქ ვარ! მოვედი რომ ავაშენო, ავაჩემო თავიდან ოსმალთაგან გადამწვარი მუხის ძველი ოდა. ბაბუ, ის დრო აღარ არის, ბაბუ, ის დრო წავიდა! - დანგრეული ეკლესიაც ავაშენეთ ჰოდაააა, ჰოდა, ბაბუ, წელს პირველად შენი თოფიც ვაჭექე, ომში არა, მაშინ როცა შემეძინა ვაჟი... მერე ჩვენი იზაბელაც მივაცალე რვა ჭიქა, სიხარულით მე და სუფსა თავს ვიღრჩობდით ზღვაში... ამ მხარეში რომ იყავი სიმღერებით ცნობილი, მეც შენსავით ნამეტარი ნამეხარი ხმა მაქვს... ბაბუ, მეც მყავს ერთი კაი აჭარელი ძმობილი გულიანი, ქრისტიანი, ათი შვილის მამა... სანამ ცეცხლი საბოლოოდ წითელ თვალებს მინაბავს, ურწევს არწივს ჩემი ცოლი კავკასიურ აკვანს და კედლიდან გადმომზირალ ვერმოსწრებულ წინაპარს ვეუბნები: -აქ ვარ, ბაბუ! მოვედი და აქ ვარ!
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 28.11.2016, 17:14 | Сообщение # 979 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შენ რა იცი სერ?! შენ - ვარდისფერ სათვალით, მე - ლექსს სისხლით ვწერ, შენ რა იცი ჩემი კუთხის მატიანე სერ?!
არ გეხურა ლეჩაქი და... არ გრცხვენოდა სერ, მე ჯერ კიდევ იმ სამას წლის ტკივილებზე ვწერ...
ყველა გოგო დაგიქალდათ, სათითაოდ "მის-ი" ერქვათ ჯერ, მე კი.... უღვთო შაჰ-აბასი ჯერუკოცნელ დას მართმევდა სერ!...
შენ - არა ხარ ქართველი და... ჯალალ-ედ-დინს რად უნდოდი სერ? მე - ღვთისმშობლის წილხვედრ მიწას ხელს ვუჭერ და... სისხლი გასდის სერ!
შენს ენაზე ამღერდნენ და ამეტყველდნენ სერ, ჩემს ტკბილქართულს ებრძვის დღემდე მავანი, ვიზრდები და "იავნანის" გარეშე ვერ გავათბე დიდნენეს შეკერილი საბანი!
თუ არ იცი "ჯილველოი" და "განდაგანა" სერ, ვერ გაიგებ რომც გითხრა გული რისთვის ძგერს, შენ - ვარდისფერ სათვალით, მე - ლექსს სისხლით ვწერ,
შენ არ იცი ჩემი კუთხის მატიანე სერ?!
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 28.11.2016, 17:17 | Сообщение # 980 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გამოდი კაბიდან, გამოდი თმებიდან, დაღლილი სამყაროს რიტმიდან გამოდი. დღეს ჩამოვიხსენი სიმძიმე მხრებიდან და ტანზე ზაფხულის ყვავილი ამომდის. გამოდი სულიდან, გამოდი წვიმაში, პერანგს რომ ბრინჯაოს სხეული ააკრა. ჩაწექი შიშველი მხურვალე სილაში, მთვარე ზღვის ნაპირებს ალერსით დააკვდა. გამოდი და ისე თამამად მიყურე, მიჭირდეს დიდი ხნით მე შენი გაძლება. სარკიდან გამოჭრილ ალესილ ფიგურებს შენი ანარეკლი გაუვლის, გაძვრება. გამოდი და მზეზე გული დაასვენე, სიახლის ძიებით დამფრთხალი, ნარბენი. ესპანურ კანტატას მღერიან მასები და კვდები ცეკვაში ცეცხლივით კარმენი. გამოდი, სისხლივით ჩქარია კორიდა, გამოდი და "ოლე" შესძახე ტრიბუნებს. გამოდი, დაჭრილი მოვედი ომიდან და შენს თავს ვიბრუნებ.
|
|
|
|