ლექსები facebook -დან - Page 97 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ლექსები facebook -დან
nukriaДата: ხუთ, 24.11.2016, 22:11 | Сообщение # 961
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ არასოდეს შეიგუებ შენში სიბერეს
და არ გექნება ესოდენი კრძალვა სიბერის,
ისე ფიცხი ხარ ზღვას სწუნობ და ზეცას იფერებ,
ხოლო თვალებში დაგიხრჩვია ფერი ცისფერი.

თან დაგიხრჩვიაც ყურში ისე გეხამუშება,
ნაკვთებში სახის გემატება წრფელი სიფიცხე,
გაზაფხული კი დაგფენია თმებზე ნუშებად
და ნერვიული მერამდენედ ჩემს თავს იფიცებ -

რომ ბერდებიან არასოდეს შენნაირები,
რომ სულ სხვაგვარი სიყვარულით გეყვარები და...
სანამ ჩემს სტროფებს ჩამოათოვს თოვლი ღირსების,
იცი მე ვგონებ, იცი მე მწამს, იცი მე მინდა -

დამიზეპირო, თუმც ვერ იტან ვიცი სიბერეს
და არ გექნება ესოდენი კრძალვა სიბერის,
ისე ფიცხი ხარ ზღვას სწუნობ და ზეცას იფერებ,
ხოლო თვალებში გეკარგება დრო და ცის ფერი.
 
nukriaДата: ხუთ, 24.11.2016, 22:24 | Сообщение # 962
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მაპატიე სამშობლოვ, მაპატიე,
თვალებს გისწორებ და თან რა პირით,
ფიცი მერამდენედ დავარღვიე,
ვერ შემოგეწირე ზვარაკივით.
მაპატიე სამშობლოვ, შენ მაგიერ,
ტყვიას გული რომ ვერ შევუშვირე,
მამაც მებრძოლად თუ ვერ ვვარგივარ,
ვიქნები სტროფების მენახირე.
მაპატიე სამშობლოვ, უშენობით,
თვალი ულოცველად გავახილე,
შუადღით უშენოდ ვიყიალე,
მწუხრზეც უშენოდ ვიჯახირე.
მაპატიე სამშობლოვ ზურაბივით,
ჩანგრეულ კედელში ვერ ჩაგეყოლე,
პაპათა ნაოფლარ-ნასისხლარი,
ვერ აგიწალკოტე ღობე-ყორე.
მაპატიე სამშობლოვ, შენს მიმართ რომ,
ათივე მცნება დავარღვიე,
მე რაც ვერ შევძელი, - სხვას მივმართე,
აგაოხრეთ, დაგწვით და დაგარბიეთ.
მაპატიე სამშობლოვ, მაპატიე,
თვალებს გისწორებ და თან რა პირით,
ფიცი მერამდენედ დავარღვიე,
ვერ შემოგეწირე ზვარაკივით.
 
nukriaДата: ხუთ, 24.11.2016, 22:27 | Сообщение # 963
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ შეიძლება არც გიფიქრია,
შენი ფიქრები ქარმა არია,
ნაპოეტრები სადღაც მიქრიან...
შენ სისხლში რჩები რაც მთავარია!

შენ პოეტობა გეფიანდაზა,
გწამდეს წარსულში უსამსალია,
ახლა პოეტობს ყველა ჯამბაზი,
ყველა მასხარა, ვისაც სცალია.

დრო დადგა დაჭკნეს ტრიფოლიატი,
შენში გენია თითქოს გაორდა,
უფალს ტარიგად სტროფებს მიართმევ,
თუ არ გაგისკდა მანამ აორტა...

თუკი განგებამ კვლავაც დაგინდო,
კვლავ აირეკლო სუნთქვაში ფრესკის,
შენ საქართველოს ლექსის რაინდო,
მილენიუმი ხელთათმანს გესვრის.
 
nukriaДата: ხუთ, 24.11.2016, 23:00 | Сообщение # 964
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რასაც ვწერდი ვიწამე, ხალხს გავანდე გულისთქმა,
ვწერე სულის ნაშანთი, განცდით ნაიარევი,
ამან რა გაისაზრა, იმან რა იგულისხმა,
ყველა გამსვლელს გულიდან ღია დარჩა კარები.

მე ულევი ცის ნამით, შემოდგომის თვალებში,
შევეფეთე ქარიშხალს, გაზაფხულის მახვილით,
ბევრი ცდილობს გამბანგოს, მდორე სისხლით გამლეშოს,
ყველა ყალბი მხედარი ცდილობს მომდოს აღვირი!

ძველებურად ქარიშხალს ვეღარ შევეფეთები,
როცა გაისვრ-გასვრიან უბრალო კაცს ფუნჯივით,
ახლა გაშრა ქაღალდზე ლურჯი ცრემლის წვეთები,
ცისარტყელაც ნახატზე უფერობას უჩივის.

როცა მუხტი არ არის პულსის ყოველ ფეთქვაზე,
თვალის ყოველ გახელას თუ არ ახლავს ნაკვესი,
როცა კაცის კაცობა იზომება ხელფასით,
არა მისი ცხოვრების ნაღვაწით და ნათესით.)

მაგრამ მტკივა მაშინაც, როცა მძინავს უსულოდ,
მღვიძარს გული სავსე მაქვს - სისხლით, რწმენით იმედით,
ვარ ქართველი პოეტი, უხელფასოდ, უფულოდ,
ღმერთთან გულის სიწრფელით, ბევრზე ადრე მივედი.
 
nukriaДата: პარ, 25.11.2016, 17:27 | Сообщение # 965
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თუმცა სიბერის
სამსალა შესვი-
ასჯერ რომ ზომო,
ვერასდროს გაჭრი-
გაწვალებს მაინც
წაწალი ლექსი,
აჭარხალებულს
კაჭიჭის მაჭრით; რაღაც და ვიღაც
უწყალოდ ლეწავს
ამ ფერს, ამ ბგერას,
ამ რწმენის კედელს...
და მაინც შენი
მაცდური ზეცა,
ქალივით გიცდის
ზეცაში მჭვრეტელს; და ცრემლებს ისევ
მელანში გარევ,
ახსენებ ღმერთს და
პოეტს და მეფეს...
... გამოსდებ ხელკავს
ტერენტი გრანელს
და შუბლს მიუშვერ
სიკვდილის შხეფებს
 
nukriaДата: პარ, 25.11.2016, 18:16 | Сообщение # 966
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყველამ გადადოს თავისი საქმე,
როცა დღე თითქოს უცვლელია,
შეურხეველი,
მაგრამ რუხი ქვა ადგება
და ხმადაბლა მიდის
ჭრელი ტბებისკენ –
ტანში მარცხნივ რომ გვილივლივებს.
და ვინც კი ამ დროს
გადახუროს თავისი გული
მგლების კრამიტით,
ან გადაიცვას გულზე საქმე,
როგორც ალიბი,
არ დაიწყევლოს,
მაგრამ რა ვთქვა…
ცხადი არ მყოფნის
ავხსნა ეს სევდა –
სიზმრიდანაც ამომაქვს წყალი –
აუმღვრეველი, წამებული, აღარავისი.
 
nukriaДата: პარ, 25.11.2016, 18:50 | Сообщение # 967
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აქ, შორიახლოს, ზღვის სუნთქვა ისმის,
წინაპრის მზერას გრძნობს ნაშიერი
და მენატრება ის ქუთაისი,
რომელიც მხოლოდ ხსოვნაში არი. მე მჯერა ხსოვნის _ იმ ფოლიანტის _
სიზმარ-ცხადში რომ ფრთხილად იშლება,
ყვითლად ანათებს ტრიფოლიატი
და იღვენთება დაფნა გიშრებად. საკვირველია, რამ ააღზევა
ეს მონატრება სისხლს შერეული,
ვისვენებ, ვფიქრობ, თითქოს ზღვაზე ვარ
და მიცოცხლდება დრო შორეული. არა ტალღების ხმა ან ხეივნის
და არც ღვინოში მზის აალება,
მე მხიბლავს სახლი, სადაც შევივლი,
რომლის ფანჯრებიც მექცა თვალებად.
 
nukriaДата: პარ, 25.11.2016, 18:51 | Сообщение # 968
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ერთხელაც უნდა
დასვა წერტილი,
რადგან ჩვენს შორის
სივრცე ვერ გათბა,
ჩემგან ათასჯერ
გულდაწყვეტლი,
დღეს ორეული
მესვრის ხელთათმანს... მე მიცახცახებს
უკვე სხეული
და ვიდრე ტყვიას
ისვრის მეორე,
ჩემგან საბრალოდ
გამეტებული,
დღეს ორეული
მიწვდის რევოლვერს... როგორ გვიხდება,
ღმერთო, ფრაკები
და რა ახლოა,
თურმე კარიბჭე,
ასე სუფდა და
ასე ნატიფი,
დღეს ორეული
მითვლის ნაბიჯებს... ბოლოს შერჩება
ვიცი ბარათებს,
ცოტა სისხლი და
ცოტა გუაში,
ჩვენში ერთერთი
უნდა გადარჩეს,
დღეს ორეული
მიწვევს დუელში
 
nukriaДата: შაბ, 26.11.2016, 08:41 | Сообщение # 969
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დასასრულის დასაწყისი მოდი და თვალებში ჩახედვით მითხარი სიმართლე,
მერე კი გავმართოთ გრძნობების ნამდვილი მარულა,
და რადგან მივხვდით რომ ამქვეყნად მზეც აღარ გვინათებს,
გავიქცეთ ფარულად!.. რძისფერი ცრემლი სდის ჩემ ირგვლივ აგებულ საუფლოს,
მკერდზე კი ნაცრისფერ ტკივილს განიცდიან ქალები,
მასწავლე შენამდე სულ მოკლე ბილიკი, უფალო,
დავხარე თვალები... გულში ჩამეწვეთა წამება _ უჟმური ამინდი,
სიზმარშიც ვერ ვუშლი სურვილებს ირიბად ზმორებას,
არ მინდა, გეტყვი, რომ არასდროს არვისთან არ მინდა
კვლავ განმეორება... ფიქრში აწყობილი ყველა მოგონება დავშალე,
საკუთარ სხეულში (დღეს) უმისამართო გზირი ვარ,
და ვეღარც მომავლის იმედის მოვირგე თავშალი,
კუთხეში ვტირი-ვარ... ხმაც მიმისუსტდა და აღარ შემიძლია ყვირილი,
თვალდასიებული გავყურებ წვიმიან მაისებს,
მივტირი უჩემოდ დაკრეფილ ცრემლიან გვირილებს
და… ედელვაისებს... ვენებში შხამიან სისხლს მიშვებს ვიღაცა ურჯულო,
ვგრძნობ, როგორ თანდათან (შენიდან ჩემამდე) შემცივდა,
დღეს შენ ხარ წარსულის აწმყოსთან გამრიგე მსაჯული,
ხმა მესმის ზეციდან... რამდენჯერ გითხარი, ძახილი ხვეწნა არ გეგონოს,
როგორმე ვისწავლი უშენოდ ფიქრების აწყობას,
ვიღაცა გაზეთში კითხულობს ჩემს და შენს ნეკროლოგს,
მომიკვდა განწყობაც... მიწასაც გვაყრიან, ხანდახან ბელტებსაც, გისოსებს
ღებავენ ვერცხლისფრად (არ ვიცი, ან) როგორც წესია,
ჩვენი თვე, აქამდე ვარდობის, დღეს შავებს იმოსავს,
ცრემლი სდის მესიას... ეზოში სიჩუმე პატარა ბეღურამ აკენკა,
ცხენებიც კვნესიან უჩვენოდ ჩვენსავე თავლაში,
ისევ ნიღაბს ვირგებ ჩემ მიერ მოგონილ სარკესთან _
შევწყვიტე თამაში... თამთა გრიგოლია
 
nukriaДата: ორ, 28.11.2016, 09:05 | Сообщение # 970
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მარტოობის მომიარა ჟინმა,
მარტო ვარ და მარტო ყოფნა მომინდა,
ნაღვლიანი გამოვჟურე წვიმა
ადრეული შემოდგომის თოვლიდან...
ტყვიისფერი აიკრიფა ნისლი
ჩაბნელებულ ბუერიან ხევიდან...
ა, ის გოგო, ნეტა იყო ვისი,
რომ გაბრუნდა ჩვენი მოსახვევიდან?!
ჩამოვგალე აჭირხლული ველი,
ფოთლიანი გუშინ შარა ვკვალე...
და თვალები, ბინდისფერად სველი,
ნაბადივით მივაყუდე კარებს... ტარიელ ხარხელაური
 
ძებნა:

მოგესალმები Гость