ლექსები facebook -დან
|
|
nukria | Дата: ხუთ, 24.11.2016, 19:17 | Сообщение # 951 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ოდას სუნი აბრუებდა ვახშმის, უცნაური ენკენისთვე იდო, ქარი ქროდა, ბურთისხელა ვაშლი, წინწკლებივით აჩნდებოდა მინდორს.
კვლავ უშენოდ სრულდებოდა - წელი, სოფლის ბოლო იწყებოდა - ჯამით, მეც საბძელში გადამქონდა ცრემლით, ის ზვინი და... ის პირველი ღამე...
მამას ხისქვეშ დაეჭირა ძილი, ფიქრითა და იძულებით დაღლილს, წივწივებდა წიწილების წყვილი და ეზოში ტრიალებდა ძაღლი.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 24.11.2016, 19:19 | Сообщение # 952 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გუშინ ვენახზე შემოდგომამ მოქსოვა ლოგო, მძულს როცა იბანს ხელებს ხალხი - ნაფერებს ძაღლის, ისე ვერ მამჩნევ როგორც მძღოლი პატარა გოგოს, გაჩერებაზე ავტობუსის, ლოდინით დაღლილს...
უკვე ქალი ხარ. ფიქსირდება პროცესის რაზა, უკვე ქუსლებზეც ახვედი და მოირგე კარე, არაო - თქვი და წამოვიდა იმხელა ფაზა, ჩემს თეთრ ღამეებს გადაეწვა ბებერი მთვარე.
მეტაფორაა პოეტობაც თუ მკითხავს კაცი, ალბათ წერ იმას საუბარი რაზედაც გიჭირს, ბოლო ტაეპი ან ეს ლექსიც იქნება მარცხი -
და სტვენა-სტვენით გაეკიდა ავტობუსს ბიჭი
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 24.11.2016, 19:24 | Сообщение # 953 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ეშვება თოვა და გეგონება თმებს ივარცხნიან ანგელოსები, თოვს შეყოვნებით თოვს შეკონებად და ფანტელებით შეიმოსები, მჯერა ამაღამ წვიმის ქალაქო, ისე გცივა და ისე სლუკუნებ, გსურს ჩემში ყველა ლექსი დალაქო, მე რომ დაერქვას ამ საუკუნეს. ხეთა მუსიკა უფლის ქნარია, ბერტყავს ფანტელებს ტოტზე ტოტიდან, ვივსები თოვლით და მიხარია, იმნაირად რომ მზეს ჩამოვიტან, როგორც გასულ წელს გათოვებისას, ვკოცნიდი როცა ცისფერ ნათითურს, შენი თითების და თუ მეღირსა შენი თვალების ოკეანითურთ, შენი თვალების ოკეანიდან, შენი თვალების ოკეანაზე, ცის პოეზიას თოვლში გავიტან ეს გაგიჟება ისე მაქეზებს, დღეებით ჩემი ცივი დღეებით, ფიფქები დნება ლექსის ბგერებად, ვგრძნობ რაღაც დიდს და ძლიერს შეები, ჩემო მუზავ და კადნიერებავ. წარსულშიც ბევრი თოვის წლებია, სისველეს ყინვის მოსავს ყალიბი, და ფანტელები ახლა წვებიან ჩემს სტრიქონებში შიშველ ქალივით, სადაც სუნი დგას ბროწეულების, სადაც მიყვარხარ და არ მკადრულობ, წამებს ითვლიან ოცწლეულები, იმედებით და უსიყვარულოდ. ცამდე მთვრალი ვარ, ფეხიც მერევა, შორით რძისფერი მოჩანს სერები, ვიცი ბევრია დრო და ფერება, თუმც ერთმანეთს არ შევეფერებით. გიგლეჯს სისხლძარღვებს თოვის გალობა, თუ კი უსმენ და თუ კი შეიცან, დღეს შენი ზეცა მზესთან ახლოა და მზეზე მაღლა არის ჩემი ცა. ეშვება თოვა და გეგონება თმებს ივარცხნიან ანგელოსები, თოვს შეყოვნებით თოვს შეკონებად და ფანტელებით შევიმოსები, რადგან მივდივარ უკვე იქითკენ, სადაც პოეტებს არ გაუმართლათ, საკუთარ თავს კი ზურგზე ვიკიდებ და ჩემი ფეხით მიმაქვს უფალთან.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 24.11.2016, 19:26 | Сообщение # 954 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| საათის სამი, ღამეა და ვარსკვლავი ცაზე, მახლავს ოცნება დილაზე და ამინდზე მზიან, სადღაც სიკვდილი ალიონზე იწყება ასე, იწყება ასე, ლაკონურად, მთავრდება გვიან.
დაწვება მკლავზე კისერი და ნაწნავი შენი, თვალის გუგაში აირია პალიტრა ფერთა, შესამჩნევია ყველასათვის, რომ ჩემი სენი და შენი მზერა, ორივენი იზრდება ერთად.
ფიქრები მზრდიდა, მოვიშორე რაც მქონდა ძველი, შუბლზე, მუცელზე და ორივე მხარზე გაქვს ხალი, ლოცულობ დიდ ხანს, მუხლებზე კი მოგიჩანს ძვლები...
ქალი გბადებს და სამოთხეშიც გაცილებს ქალი.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 24.11.2016, 19:47 | Сообщение # 955 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ახლა ჩვენს შორის ღამეა და ჭიქა ორიოდ, მუხლზე საფერფლე მივიჩვიე, სავსე პირთამდე, თვალებს ვადევნებ უვიწროეს წლების კორიდორს, და მეშინია, უცაბედად არ დამიმთავრდე.
ჯამბაზებივით მაცინებენ სახლის კედლები, ათიათასად დახეთქილი, წლების მიხედვით, ანგელოზივით ფრთებს ისხამ და უცებ თეთრდები... დამტვრეულ საათს ვეხმარები, წამებს თითებით -
ვითვლი და ვითვლი, მერე ვიწერ უბის წიგნაკში, ახლა დრო არის ერთადერთი რაც მაბადია, ვდგავარ - არაფრით (სიყვარულით), მე შენს წინაშე, ენაბორძიკით გეუბნები წლები გადიან.
წლები გადიან, ჩვენ კი ვრჩებით ისევ ორიოდ, ჩვენს შორის ახლა საფერფლეა, სავსე პირთამდე, თვალებს ვადევნებთ, დღეს მომავლის ვიწრო კორიდორს და გვეშინია ერთმანეთი არ დაგვიმთავრდეს.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 24.11.2016, 20:00 | Сообщение # 956 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ძვლებში არ ატანს, მცდელობა კი არის სიცივის, ჩვენ კი ერთ საწოლს, ღარიბულად ვიყოფთ, საბანსაც, რას არ ვიხსენებთ... რამდენს ვტირით რამდენს ვიცინით... სურვილმა განცდა, როგორც ხელმა პირი დაბანა.
მერე ქუჩებში მოუხშირა ქარმაც საუბარს, წვიმის წვეთებზე დაეკიდნენ მეტაფორები, ტელეფონს ისევ უსაფუძვლო ზარი გაუბამს... თუ ჩაგეძინა, თბილი სუნთქვით მოგეფერები.
ასე ვიღვიძებთ, ასე გვძინავს, ასე მოგვწონს და ასე ერთმანეთს ვეფერებით დაუღალავად, დილით კი ვსხდებით ისევ ერთად ბუხრის კოცონთან, გვათბობს და ვათბობთ, გვეცინება და თუ არა ვართ -
ცოლ-ქმარი, მერე რა დაშავდა ამით ასეთი, ხომ გვყოფნის ჩვენი ერთად ყოფნა, მეტი არც გვინდა, ახლა გული მაქვს გადაშლილი როგორც გაზეთი, შენ კი მკითხულობ... მოგეხუტე, ისე აცივდა.
ძვლებში არ ატანს, მცდელობა კი არის სიცივის, ჩვენ კი ერთმანეთს, ღარიბულად ვიყოფთ, უპუროდ, რას არ იხსენებ... იმდენს ტირი, იმდენს იცინი... მთელი ცხოვრება ვუყურებ და მინდა ვუყურო.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 24.11.2016, 20:09 | Сообщение # 957 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჩემი სახლი უყურებს დედამიწას თვალებში, ეძენიბა ქალაქს და მგონია რომ შემთხვევით, სადღაც შეღამებამდე, მთვარე ისე გავლესე, ნამგალივით მიჭრიდა... ესე იგი მეთევზის
როლი მაქვს და მთვარიდან, ვეზიდები ანკესით მანძილს, ახლა რომელიც, შორია თუ შორის და მე სარკმელთან გეძახი შენ კი ისევ არ გესმის... ოცი წუთი შესრულდა უკვე ღამის ორიდან.
ცხადია თუ უთუო, აზრი აქვს თუ არა აქვს, თვალის დახამხამება ჩემთვის არის ვერდიქტი, ქარი მეტყვის დანარჩენს, მესვრის ალბათ ქარაგმას, რომ დილამდე ვიფიქრო, ვიფიქრო და ვერ მივხვდე.
ახლა ისე აცივდა, წვიმას ყინავს ჰაერში, გაფიქრება იმის რომ მარტომ უნდა ვიძინო, დედამიწის გულისთვის ისე უცებ დავეშვი, არც კი დავემშვიდობე, მთვარეს... ჰოდა ვიცი რომ
ჩემი სახლი უყურებს დედამიწას თვალებში...
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 24.11.2016, 20:11 | Сообщение # 958 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ზამთარია, მიილია ფოთოლცვენის ამინდები, ქვაზე თითო ფიფქი დევს და შიგადაშიგ მეცინება, თუმცა ახლა ძველებურად, ისევ ისე არ მინდები... გაცივდაო... ჩაიკვნესეს, ვარაუდის ექიმებმა.
თვალებს მჭრიდა, მეოცნებეს, წარსულიდან ანარეკლი - ხო! ცხოვრება ასე არის, ვერას გათვლი საწინაოდ, ყველა გზა თუ მოიფინა, ვარდის ფურცლით, ანდაც ეკლით... ხელის გულზე დავიძინებ, რომ არ მერქვას - გაცივდაო.
მდევარს კვალი დაეწია, ალაგ-ალაგ აირია, მითუმეტეს თუ დარჩება ასარჩევად არადანი, ხელს რომ მიწყობს, ერთადერთი, უღალატო ჰაერია... გული, ჩემი აღარ არის, იმიტომ რომ გავატანე - იმას ვისაც არ ეკუთვნის, თუმცა მისთვის მომენიჭა, მიჩუქნია... ჩემთვის მაინც ავიტანდი ვერასოდეს, დღეა უკვე სამიოდე, დაბადების მომენტიდა, ღამეა და ყველას ღვიძავს... დაგვეძინა მე და სოფელს.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 24.11.2016, 20:49 | Сообщение # 959 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ზამთარია, მიილია ფოთოლცვენის ამინდები, ქვაზე თითო ფიფქი დევს და შიგადაშიგ მეცინება, თუმცა ახლა ძველებურად, ისევ ისე არ მინდები... გაცივდაო... ჩაიკვნესეს, ვარაუდის ექიმებმა.
თვალებს მჭრიდა, მეოცნებეს, წარსულიდან ანარეკლი - ხო! ცხოვრება ასე არის, ვერას გათვლი საწინაოდ, ყველა გზა თუ მოიფინა, ვარდის ფურცლით, ანდაც ეკლით... ხელის გულზე დავიძინებ, რომ არ მერქვას - გაცივდაო.
მდევარს კვალი დაეწია, ალაგ-ალაგ აირია, მითუმეტეს თუ დარჩება ასარჩევად არადანი, ხელს რომ მიწყობს, ერთადერთი, უღალატო ჰაერია... გული, ჩემი აღარ არის, იმიტომ რომ გავატანე - იმას ვისაც არ ეკუთვნის, თუმცა მისთვის მომენიჭა, მიჩუქნია... ჩემთვის მაინც ავიტანდი ვერასოდეს, დღეა უკვე სამიოდე, დაბადების მომენტიდა, ღამეა და ყველას ღვიძავს... დაგვეძინა მე და სოფელს.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 24.11.2016, 22:04 | Сообщение # 960 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| როგორ შეგისწორო თვალთან იარები, როგორ შეგიმშრალო ცრემლი, არა,დედი,კი არ ვზიანდები უბრალოდ ჩუმად ვსუნთქავ შენში. როგორ დაგიმშვიდო დედი,ფორიაქი, ასე რა გაღელვებს დედი? როცა ჩემი გულისცემა მოისმინე რატომ წამოტირდი დედი? რატომ გამიმეტე დედი,უნახავად, იქნებ თვალები მაქვს შენი?! დედი,გევედრები ასე ნუ მშორდები, ერთხელ, ერთხელ მომეფერე დედი... (დიკა სალაყაია)
|
|
|
|