ლექსები facebook -დან - Page 4 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ლექსები facebook -დან
nukriaДата: სამ, 24.04.2012, 00:58 | Сообщение # 31
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

ვინც გინდა იყოს,
ნაზი,უხეში,ლმობიერი თუ მკაცრი-
სადღაც,რომელიღაც მაინც წუთებში,
რა საბრალოა კაცი!
მაგრამ თუნდ მოკვდეს,ისე უბრალოდ
თავის წილხვედრ შხამს დასცლის,
ნებას არ მოგცემს რომ შეიბრალო,
რა ამაყია კაცი!
თუნდაც კვდებოდეს ვერ ათქმევინებ,
იმ იდუმალად განცდილს
ის მარტო ზიდავს ყველაზე მძიმეს,
რა ძლიერია კაცი
 
nukriaДата: სამ, 24.04.2012, 01:02 | Сообщение # 32
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

მას უნდოდა შენი ხატვა,
ვერა ქნა და ვერ დაგხატა.

მას უნდოდა შენზე თხრობა,
ვერა ქნა მას არ შეეძლო ამბის მბობა.

მას უნდოდა შენზე ლექსის წერა,
ვერა ქნა და ვერას ძალით ვერ დაწერა.

მან არ იცის როგორა ქნას,
როგორ გითხრას მისი ტრფობა

არა ტრფობაც არ ექნება,
ასეთია უნიჭობა.
 
nukriaДата: სამ, 24.04.2012, 01:11 | Сообщение # 33
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

აქაც ვიცით ქალბატონო ლექსის ფასი,,
აქ მოგართმევთ გაზაფხულზე ია-იებს...
ნურსად წახვალ...ნუ იქნები ასე მკაცრი,
რითმას ებრძვი?!მოდი და ...აქ გადარიე.
ნუ,ნუ მიწყენთ...ქალბატონო,სითამამეს...
იმას რომ დღეს...დათოვლილი შეგამჩნიეთ,
მგონია რომ ბავშვობიდან გითვალთვალებთ...
მაგრამ მზერა დროში ნელა შეგაჩვიეთ.
,,აქაც ვიცით ქალბატონო,ლექსის ფასი,,
არ წახვიდეთ...თორემ მართლა დავღონდები,
ლალის ღვინით მოლივლივე თქვენ ხართ თასი,
გიცქერდით და....გაზაფხულებს მაგონებდით...
უცნაურად ამამღერეთ ქალბატონო...
დაკარგული...კვლავ გიპოვეთ სტრიქონებში,
ჰოდა,ახლა მართლა აღარ დამაღონოთ..
ლექსად იშვი...ქარიშხალად...ახლა ჩემში.
,,აქაც ვიცით ქალბატონო ლექსის ფასი,,
გზააბნეულს...ფორიაქავ...გიპატრონებთ...
ნურსად წახვალთ...ნუ იქნებით ასე მკაცრი...
მიყვარხართ და...მარტოდ-მარტო ნუ დამტოვებთ...
. . . . . . .
მოვიხედე...თვალებს ვმალავ...ნამტირალევს...
მე ამ სითბომ სიყვარულის ბანგი მასვა...
გაზაფხულად ვიქცევი და....ამიტანეთ...
არ ვაპირებ არსად წასვლას.
 
nukriaДата: სამ, 24.04.2012, 01:12 | Сообщение # 34
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

შენ თუ მოგენატრე დამავიწყდა,
მე რომ მენატრები ვიცი,
შენ რომ გამინათე მთვარის ის გზა,
მე თან აგადევნე ფიქრი.

შენ თუ გაილუმპე ღამის თქეშით
მე ხომ უშენობა მტკივა,
შენ თუ ჩემს სიყვარულს შესვამ პეშვით,
მე სულს დაგედები მძივად.

შენი არეული ნაბიჯები,
ღამით ვარსკვლავებმა თვალეს,
წამებს რომ ვითვლიდით გაგიჟებით
ნეტავ რატომ დაგვითვალეს?!

შენ თუ მოგენატრე - დამავიწყდა,
მე რომ მენატრები - მახსოვს,
ეს ღამე უშენობით გადაწვიმა,
ღრუბლებში შენთან ერთად ვსახლობ.

ალბათ გადაიღებს ღამის თქეში,
დაგიწნავ ცისარტყელას ღიმილს,
დღეს თუ უშენობა ვეღარ შემშლის,
ხვალ შენს ბილიკებზე ვივლი.

...ჩემი მონატრება იცრემლება,
შენი მონატრება ყვირის..
 
nukriaДата: ოთხ, 25.04.2012, 23:03 | Сообщение # 35
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *
ეს პარალელური ცხოვრებაა _
მე დიაგონალზე კვეთა მინდა.
ეს გეომეტრიული მეტაფორა
შენმა წახნაგებმა მომაფიქრა..

რა ვიცი, მზესუმზირის ბაღებიდან
აფრენილ პეპელას რომ მამსგავსებდი,
როგორ ვიფიქრებდი ასე უცბად
ბადის მოქნევას თუ დამმადლებდი...

მე ასე თამაშზე უარს ვამბობ,
ჭვავის ყანაშიც არ დაგთანხმდები,
ეს პარალელური სიცოცხლეა
ერთად კი - კვეთაში გადავრჩებით...

ბოლო დროს ლექსებს ვერ ვასრულებ,
და სული კუზივით ამომაჯდა,
ეშმაკს შეერთების საფასური,
იცი?- მეძვირება საოცრად და---
ახლა სასწაულის რწმენა მინდა,
ერთად შემომტვრევა ყველა კარის,
სახლი გამომიღე სარკმელიდან
მოვფრინავ,
გეჭრები,
შემოვსახლდი!..
 
nukriaДата: ოთხ, 25.04.2012, 23:24 | Сообщение # 36
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
აქ დრო გაჩერდა, ჩავრჩი ამ წამში
და გაიყინა საათის რითმი,
იდუმალება დამდგარა კარში
და მის ნაბიჯებს მდუმარედ ვითვლი.

სამყარო თითქოს დააპაუზეს,
დროს აღარ აქვს ნება, თქმა სიტყვის"
წამი ვერ ავსებს წუთის აუზებს
დრო უძლურია ვერაფერს იტყვის!

გულის ფეთქვაც თითქოს გაჩერდა,
ძარღვებში სისხლმა შეწყვიტა დენა,
დროს ამ ბოლო დროს დაღლა დაჩემდა
და წამოდგომის დაკარგა რწმენა.

დრო დაიღალა, ალბათ მოხუცდა,
ძალა გაცლილი ძლივს დააბიჯებს,
ბოლოს წაიქცა, ფეხი მოუცდა
და ეს წაქცევა მას გააგიჟებს.

აქ დრო გაჩერდა, ჩავრჩი ამ წამში
და გაიყინა საათის რითმი,
იდუმალება დამდგარა კარში
და მის ნაბიჯებს მდუმარედ ვითვლი
 
nukriaДата: ხუთ, 26.04.2012, 20:11 | Сообщение # 37
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წერილი უცნობ ქალიშვილს

გთხოვთ მომიტევოთ, არც კი გიცნობთ და რამდენს ვბედავ,
მაგრამ ჩემს პოსტებს, ფორუმზე ცივად რომ ღებულობთ...
ისე დამტანჯა უძილობამ და თქვენზე სევდამ,
როცა შეგხვდებით, რა ვქნა. უნდა გისაყვედუროთ
 
nukriaДата: ორ, 30.04.2012, 02:20 | Сообщение # 38
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ მარტო არ ხარ...

არ დაგარიგებ, მჯერა შენც იცი,
ცხოვრების წესი, რომ არის დაღლა,
თვალებს ნუ დახრი და ნუ მოიწყენ,
შენ მარტო არ ხარ...
შენ მარტო არ ხარ...
იღლება მზეც და ამოდის მთვარე,
დაღლილ მთვარეს კი მზე ეფერება,
წვიმს, სიყვარულიც იღლება ოდეს,
მას განშორებით თუ ეშველება,
იღლება თოვლიც და დნობას იწყებს,
ჭკნება ვარდი და ამოდის ია,
აი სიცოცხლე მაინც ფერადი
და არასოდეს არ არის გვიან...
განა შენ მარტო, მეც დავიღალე
და ირგვლივ ბევრი დაღლილი ვიცი,
მაგრამ გჯეროდეს ესეც გაივლის,
თუ მოინდომებ ყველაფერს შეცვლი...
არ იღლებიან გარდაცვლილები,
მათ მშვიდი ძილით სძინავთ და დუმან,
ჩამოიბერტყე მტვრიანი ფრთები
და შენს თავს რამე ახალი უთხარ...
უთხარ რომ გიყვარს დილა მზიანი,
არც წვიმიანი არის ურიგო,
გახსოვდეს მტერი ჩასაფრებული,
გაიღიმე და დაე, გიცქიროს...
შეისხი ფრთები სკივრში მალული,
ყოვლის შემძლეა ადამიანი,
დღეს დაიბადე გჯეროდეს ამის
არაფერია ქვეყნად გვიანი...
არ დაგარიგებ, მჯერა შენც იცი,
ცხოვრების წესი, რომ არის დაღლა,
თვალებს ნუ დახრი და ნუ მოიწყენ
შენ მარტო არ ხარ...
შენ მარტო არ ხარ...
 
nukriaДата: ორ, 30.04.2012, 19:51 | Сообщение # 39
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მეგრელი შობილა

დამტვერილ ფურცლებით ეპოქა ავკინძეთ,
ღვთისმშობლის წილხვედრნი მომავალს ვუმზერდით,
მუზები იმდენად უცხონი გამიხდნენ,
მგონია,სულს ვღაფავ,მე თვითონ ვმუზდები.
ერეკლეს ხმალივით მჭრელია ლექსები,
უფალმა დაინდო ქართული გენია,
ვიბრძოდით სიტყვებით,ხმლებით და სხეულით,
დავითის საფლავზე პოეტებს გველიან!
მეგრული ნანები და ოდა სახლები,
ცხელ მჭადებს კეცებზე აბრუნდებს ბებია,
შამქორის ველია მორჭყული სისხლით და
ზეციურ საუფლოს ქართველნი გველიან!
კოლხეთში დგანდგარებს მეგრული სული და
მიწაზე მეწამულ ნაკვალევს დავტოვებთ,
ზუგდიდში ჯერ კიდევ უმწეო თოვლია,
ღმერთმა ქნას,იესოს ნათელი გვათოვდეს.
ზარებმა ხმაურით თორმეტჯერ ჩამოჰკრეს,
სამყაროს საზღვრებში მეგრელი შობილა,
ძლიერნიც ვიყავით,სისუსტეც ვიცოდით,
მტრის რისხვას არასდროს ველოდით მორჩილად.
ღალატიც ვიგემეთ,იასეც გვყოლია,
ხელიდან გაგვცლია კლარჯეთის ზღუდენი,
ცხენდაცხენ,ფეხდაფეხ,მებრძოლი სულებით,
მაინც გაგვივლია შარა–გზა მრუდენი.
დადიანს თაფლივით დიდება აცხია,
მარაბდის,შამქორის გმირობა გვეყოფა,
ილიას სიტყვები ყოველწამს ჩამესმის,
წიწამურს რომ ზიდა მან მთელი ეპოქა!
და ახლაც კოლხეთი ამაყად კოლხეთობს,
ბებია ცხელ მჭადებს კეცებზე დააწყობს,
მამული სისხლივით სულში გვაქვს გამჯდარი,
ჩვენივე გმირობით ეპოქას ავაწყობთ!
 
nukriaДата: ორ, 30.04.2012, 19:52 | Сообщение # 40
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნეტავ რას იტყვი ?!

ნეტა რას იტყვი,სამუდამოდ შენზე,რომ ვწერო,
დროის გადაღმა,ავაშენოთ პატარა სახლი.
არ მემეტები არავისთვის,ამიტომ გჩემობ,
შენც ამიჩემე და ხანდახან ამ სახლში დარჩი.
ნეტა რას იტყვი?
ჩემ წილ,ღიმილს სევდაში გიცვლი,
მე შენში უფრო გამახარებს,ჩემი დანახვა
და შეიძლება ყველაფერი შევძლო ზეგისთვის,
მაგრამ ვერ შევძლებ ავიტანო შენი დაკარგვა.
ნეტა რას იტყვი?
შეგიყვარებ ყველას მაგივრად,
თუ აცივდება,სხეულითვე
სხეულს გაგითბობ.
ბოლო ხანებში მარტოობა,რაღაც გაჭირდა,
თუ დაგავიწყდი მერე რა და ისევ გაგიცნობ.
ნეტა რას იზამ,რომ მოვიდე,
უბრალოდ დავრჩე და რომც გაბრაზდე
არ გამაგდო დაგითვლი სუნთქვას.
სიყვარული,რომ არ არსებობს ამ ქვეყანაზე
თურმე ეგეთი სისულელეც ვიღაცას უთქვამს.
ხოდა მიყვარხარ,სიყვარულად,რომ აღარ ითქმის,
ხოდა მიყვარხარ,ხოდა ესეც შენი ბრალია,
დროის გადაღმა ავაშენოთ პატარა სახლი,
სადაც საათებს უსაათოდ,კოცნით დათვლიან.
 
ძებნა:

მოგესალმები Гость