ლექსები facebook -დან
|
|
nukria | Дата: სამ, 01.05.2012, 02:47 | Сообщение # 51 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ***
აღმართ და აღმართ ასვლის სიმწარე დაღმართმა ვეღარ გადაიავდრა... მასთან შეხვედრა ალბათ ვიჩქარე, აი შენთან კი...დამაგვიანდა! წლები მათოვს და ქრება ღიმილი, უხეშად მაცლი ფერებს ყოველდღე... ჩალად არ გიღირს სხვისი ტკივილი მიკვირს წლების წინ როგორ მოგენდე? აათასფერდა თავში ფიქრები ერთიდან იქცა ტკივილი ასად... წლები გავა და მერე მიხვდები, რომ არა ღირხარ შენ ცრემლის ფასად! გადაიპენტა თეთრად ტკივილი, სულში ნაცნობი, ცივი ქარია... არ მინდა ახლა ბედთან ჩივილი, უბრალოდ, შენთან მინდა ძალიან.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 01.05.2012, 02:52 | Сообщение # 52 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ***
როგორ გატყუებთ ჩემი იერი უზრუნველობის მსუბუქი ლანდი... გგონივართ ლაღი და ბედნიერი, სულ მხიარული… სულ დარდიმანდი… თქვენ არ გინახავთ ჩემს თვალზე ცრემლი ღამით, როდესაც მარტოკა ვრჩები, ჩემი ბალიში ქვასავით სველი და ფიქრთა ჩემთა ვეება მთები... მსურს, მეც გავათბო პატარა სახლი, მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლას ვუცდი, არცერთი წუთი ჩემთვის არ ვცხოვრობ! ვალია ჩემი ყოველი წუთი...?!… ფიქრიანია ჩემი სიმღერა, რადგან სიცოცხლე სხვაგვარად მიჩანს… გვეძახის ვალის გადასახდელად... ქალაქის კართან მომდგარი მიწა!! თქვენ კი გატყუებთ ჩემი იერი, უზრუნველობის მსუბუქი ლანდი... გგონივართ ლაღი და ბედნიერი, სულ მხიარული...
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 02.05.2012, 14:48 | Сообщение # 53 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| * * * ხუჭავდი თვალებ შენ მიჰყვებოდი ოცნების წყაროს, ფიქრობდი ბედზე გიციმციმებდა ფერები ხელზე, ფიქრობდი ფრთებზე, კვლავ იღვრებოდა ცრემლები ქვებზე, გიყვარდა ნატვრა მაგრამ შენს ნატვრას ეძინა ფსკერზე.
ხედავ მშვენებას რომელსაც მკერდძე უელავს ვარდი, ის მიჰყვებოდა მწუხარე ქუჩას სადაც იწყება ცხოვრების დარდი, ის გაჩვენებდა განვლილ ცხოვრებას რომელსაც უკვე არ ააქვს აზრი, და გაჩვენებდა აწმყოს,მომავალს, რომლის გარშემოც ხარობდნენ ბარდნი.
ხედავდი ბოროტს ,ხედავ მწუხარეს ,გესმის ტყუილი და გტანჯავს შური, ამასთან ერთად ხედავ სიხარულს, ხედავ სიკეთეს და მეფობს გული.
მოდი ადექი, ადექი ფეხზე, გადაიხედე სიმართლის სერზე, და მორჩი, მორჩი ფიქრებს იმ გემზე რომელიც უკვე დაეშვა ფსკერზე.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 02.05.2012, 14:50 | Сообщение # 54 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ***
თითქოს ახდა, რაღაც გახდა გრანდიოზული სიჩუმეთა ლურჯი წყება ძალით მორთული მიმოზების მკრთალი რიგი თან გაოცება ოტებული მზე შეცბება და გაორება მზად რომ არის უკუნეთი გახსნას ნათელით მერე ჩუმად გაუყვება ბილიკს გათელილს კოსმიური ოდისეის ხანა იწყება ქუცმაცდება ახლა უკვე სინათლის წლებად დრო და მყოფი შიგნით დიდი სიცარიელე სადმე სული არ დავკარგო ღმერთო მიშველე! გაცრეცილი, უძინარი სევდა გამექცა თვალებში გამკრთალი გრძნობა ოცნებად მექცა დიდი ლურჯი ხომალდები სავსე რკინებით ზანტად კვეთენ სივრცის საზღვრებს უმიზნო ნებით ადამიანს სამყაროში დედა აღარ ჰყავს ყველაფერი ეს საშინელ ღამის სიზმარს ჰგავს. და იცლება ღვინით სავსე ფიალები.. ეს ხომ სისხლია?!
ახლა აღარც სამოთხეში , აღარც ჯოჯოხეთში აღარ მიცდიან.
გაქრა?!
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 02.05.2012, 14:51 | Сообщение # 55 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** შევსვავ კვლავ ბანგსა, თასი შემივსეთ, ან რას გთხოვთ ხალხსა, თავად შევივსებ.
მუხამბაზს ისევ ჩანგზე ვიმღერებ, და გავიფანტავ უაზრო ფიქრებს...
მე ვსევდიანობ?! არა, მე რითმებს მხოლოდ ვაწვალებ, მევიოლინევ!
შენც ხომ აკვნესებ მაგ ხემით სიმებს და სევდით უკრავ მეფის ოინებს.
მეფე ვინ არის?! ნუთუ არ იცი?! ვინც შეგიკვეთა მუსიკა ფინთი.
შენც სევდიანობ?! თუ გინდა რიტმი კვლავ იყოს ძველი შმაგი და ფიცხი?
გახსოვს, ის ტანგო, ააა, თუმცა არა, შენ არ იყავი, შევცდი, ჰო, ვიცი.
შენ არ იყავი, სხვა იყო შიშით წელზე ხელი რომ მოხვია რიდით.
მერე კი, მერე რა მოხდა იცი?! ლამაზი ხარო - მითხრა მე ფიქრით,
ვიცი - ვაყარე კისკისით ფიცი... ტანგოს ვცეკვავდით და ჩვენი შიში
სადღაც გაქრა და ცეცხლშიც დავიწვი... დედოფალს უთქვას მეფისთვის ქიში.
ჰო, გამახსენდა, დედოფლის წილი პაიკს შეხვდაო, მითხრეს სიცილით.
აი, ბედისა კვლავ ირონია - დედოფალს წილად ხვდა კვლავ სიკვდილი.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 02.05.2012, 14:59 | Сообщение # 56 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** შევიცანით ერთმანეთი საკვირველად! ავირჩიეთ ერთმან-ერთი- და პირველად მე შენს თვალში ვნახე-შენთან არ ვარ ვალში, და ჩემი "მე" მომეწონა .....მომეწონა....
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 02.05.2012, 15:00 | Сообщение # 57 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დღე და ღამე
ის დღეა, მე კი ღამე ვარ, ის სინათლეა, მე ჩრდილი. ის მოდის, მე კი მივდივარ, ის ღამით ქრება, მე დილით.
მან იცის, რომ მე ვარსებობ, მაგრამ ვერ მხედავს, ვერა მცნობს. მე მისი სუნთქვა არ მესმის, ის კი ჩემს წვიმას ვერა გრძნობს.
ვერ დავეწევით ერთმანეთს, არ გვიწერია შეხვედრა. ვერ გაჭრის სხივი უკუნეთს, ბედმა გვარგუნა ეს ხვედრად.
მე ვერ ვიხილავ მის თვალებს, ის კი ჩემს სახეს ვერ იცნობს. ვერ დათვლის ის ჩემს ვარსკვლავებს, მე კი მის სითბოს ვერ ვიგრძნობ.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 02.05.2012, 15:02 | Сообщение # 58 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** როცა ღრუბელი ებნევა მწვერვალს, მიწის მაგივრად ფეხქვეშ ქარია, კარგია, როცა ქარივით მიჰქრი, ქარივით გრგვინავ და გიხარია
მხოლოდ ცრემლიან ნაგლეჯში სიზმრის, თუ ყურს დაუგდებ სიბნელეც ისმის, როცა ვერ გხედავს და მაინც ისვრის ბრმა, ღრმა საფლავი ბინადარს იძღვნის
თუ ყურს დაუგდებ სიბნელეც ღელავს გამარჯვებულის სულისკვეთებით, თუ ჩაისუნთქავ მთვარის შუქს მკვეთრად ოცნების საზღვარს შეეკედლები
ფერად ლანდებით გაბერილ სიზმრებს არავინ ისმენს ამ ქვეყანაზე, მიუხედავად ამისა მაინც, ვის გაუგია სიკვდილი ასე
ვის გაუგია უბრალოდ წასვლა მხოლოდ საფლავზე მიმხმარი გულით მიუხედავად ამისა მაინც ტირილი, არის სიკვდილზე რთული
როცა ღრუბელი ებნევა მწვერვალს მიწის მაგივრად ფეხქვეშ ქარია კარგია, როცა ქარივით მიჰქრი, როდესაც კვდები და გიხარია
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 02.05.2012, 15:04 | Сообщение # 59 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** გადატყდა სიჩუმე მოწყენილ პრიზმაში, სიტყვებმა დაკაწრეს ტკივილი დღის... და როგორც არასდროს, დღეს ისე ვინატრე შენი ხმა, კანი და... სინაზე მღლის... და გაწვდილ მუჭაში ჩაგდებულ ხურდას ჰგავს შენი გამოხედვა, ღიმილი ქვის... ღამე დაქვრივდა და ძაძა შეიმოსა, მე კი ჩუმი ფიქრი არ მაცდის ძილს... ... ცა გაჭაღარავდა უკვე რა ხანია, გზა შენი ზღვისფერი თვალებით მცდის. არ ღირდი ჩემ ფიქრად დღეს, მაგრამ... რას იზამ: ცოტათი ქალი ვარ... და ესეც მღლის...
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 02.05.2012, 15:05 | Сообщение # 60 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** და ყველა კლავიშს “დო”დან “სი"-მდე, შენზე ფიქრების სურნელი ასდის.. მივდივართ ნოტებში და ვახმაურებთ წარსულზე მიძღვნილ უსათაუროებს.
ვიცი, ყველა ბგერას ჰაერი წაიღებს და მხოლოდ როიალი იწყებს ჟღერადობას.. ვიცი, პიანინოს სამი პედალი უკვე შეჩვეული დაღლის სიმპტომია
ცუდი ვარ-მეთქი ბევრჯერ გიმეორე! - ჩემთვის ერთადერთი ხარო, შთამაგონე.. ახლა წერილების უხმო უსათაუროებს ჩემი ნოტები უძღვნიან სიჩუმეებს
კარგი როგორ ვიყო შენთან შედარებით, როცა ამბიცია ბეწვზე დაკიდულა.. როცა ლექსებს შენი თმის სურნელი და მკერდის სიფაქიზე შეუტყვია
ცუდზე უფრო ცუდი გავხდი ახლა ვგრძნობ, რომ მენატრება შენი ხმის გაგონება და იმ ქუჩის ვიწრო აბრა.. წარსულივით მხოლოდ მე მაბარია.
ახლა, შუაღამეს, ლოდინით დაღლილს, ჩემი სიყვარულის ოცხო გაორება აწმყოს ყოველდღიურობით ყელზე დამიკიდებს მაგ ვიწრო თვალების სითბოს დახატებას
დუმილმა რომ იცის ცივი ყინულეთი ვიცი, სიცოცხლეს ისევ შევეჩვევი! აღარ გავიხსენებ ჯიუტ მზერებს და წარსულს მოგაბარებ.. შემინახე!
|
|
|
|