ლექსები facebook -დან - Page 7 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ლექსები facebook -დან
nukriaДата: ოთხ, 02.05.2012, 15:06 | Сообщение # 61
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline

***
ასე არა ...
ნუ დააჭერინებთ იარაღს ხელში
და ნუ ეტყვით, რომ ზურგში უნდა დამიმიზნოს…
მე ისევე, როგორც კაფეში შეკვეთილ ფინჯან ყავას,
საკუთარი შეცდომების საფასურს თავადვე ვიხდი.
თქვენ ნუ მეპატიჟებით...

ასე არა!!!
ნუ მაიძულებთ მეზიზღებოდეს
ის, რაც სულ ცოტა ხნის წინ
ჟრუანტელს მგვრიდა ტანში...
ნუ მაიძულებთ
კიდევ ერთხელ
და უკვე მერამდენედ
და მგონი პერმანენტულად
მეზიზღებოდეს საკუთარი თავი ...

ასე არა ...
ნუ დამსჯით იმისთვის, რომ ისეთი არ ვარ,
როგორიც თქვენს სურვილებს შეეფერება...
თქვენ შეგეფერებათ...

აცოცხლეთ ჩემი ილუზია სულ რაღაც 2 წამი
და ის თავად მოიკლავს თავს...
და ამას ვერავინ შეამჩნევს...
ვერავის ააღელვებს...
არავინ დაიტირებს (ჩემს გარდა)...

ის უბრალოდ წავა...

ოღონდაც გთხოვთ...
ძალიან გთხოვთ:

ასე ა რ ა...
 
nukriaДата: ოთხ, 02.05.2012, 15:09 | Сообщение # 62
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემს ლექსებში მყვირალობის ჟამია

მე ლექსებში ვწნავ და ვქარგავ ეროტიზმს,
მუდამ ვფიქრობ მე მთვარიან ღამეზე,
როგორც სიძვით შეპყრობილი ენოტი
ჩემს საკბილოს ბუჩქნარებში დავეძებ.

კვნესა ისმის ამძუვნებულ რითმებში,
სტრიქონები შლიან შეშლილ ნატურას,
ვერ ისვენებს კალამი ჩემს თითებში,
ყალყზე შემდგარს ვხატავ კარიკატურას.

სტრიქონები გაშმაგებით კოცნიან
მათ მომდევნო მკერდაზიდულ სტრიქონებს,
რამდენჯერ და რამდენი უკოცნია,
ზის პოეტი და ღიმილით იგონებს.

ლექსი ხვნეშის ვით დაჭრილი ავაზა,
და კალამთან შეწყვილებას მოელის,
მთვარემ წუხელ ბაგე შემომთავაზა,
ვით მათარა მწყურვალ უდაბნოელის.

თვალებს ლულავს გადაღლილი ტაეპი,
ქაღალდი რომ ვნებით დაუნამია,
ხვდები რითმში ბუზივით რომ გაები? -
ჩემს ლექსებში მყვირალობის ჟამია!
 
nukriaДата: ოთხ, 02.05.2012, 15:10 | Сообщение # 63
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

ხანდახან, ღიმილით გავდივარ
საკუთარი თავიდან
და ზემოდან დავცქერი
უსუსურ, დაღლილ "მე"-ს,
რომელსაც ძალიან უნდა სჯეროდეს,
რომ ცოცხალია...

ხანდახან, ვჯიუტდები
და არ ვბრუნდები საკუთარ თავში...
ზემოდან დავცქერი
აფორიაქებულ, შეშინებულ "მე"-ს,
რომელსაც ვერ გაუგია, რა დაკარგა,
მაგრამ ჯიუტად მეძებს...

ხანდახან, მთელი გულით მეცოდება
მიტოვებული "მე"...
ჩუმად, უხმაუროდ შევუღებ კარს
და სიცარიელეს ვუვსებ...

ხანდახან, პატარა ბავშვივით მიყვარდება
ჩემი გაბუტული "მე".
ლამაზ მოგონებებს ვუფრიალებ
თვალწინ სათამაშოებივით...
გაუხარდეს, წაეპოტინოს...

ხანდახან, თვალწინ ფეხქვეშ მითელავენ
მოტყუებულ, ნაფურთხებ, ნაცემ "მე"-ს.
გვერდით მივუწვები და
გახეთქილ ტუჩზე შემშრალ სისხლს ვწმენდ...

ხანდახან,
ხელიდან მეცლება...
აღარ მიჩერდება, გამირბის...
და ვერ მოვუარე...
ზემოდან დავცქერი -
მიკვდება "მე"...
 
nukriaДата: ოთხ, 02.05.2012, 15:13 | Сообщение # 64
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
Flamenco

შენ ხატავ, ფერებით ვან გოგის,
მზის ჩასვლის წინ ზღვების ნაპირებს,
ფუნჯით პეიზაჟებს აბოდებ,
და მაინც ვერაფრით მაკვირვებ.

გიწვავს ხელისგულებს გიტარა,
წყურვილებჩაუმცხრალს, გალეშილს,
ბოშა ვარ, მაცდური ხიტანა,
ვმკითხაობ თვალებით თვალებში.

გზას სული ელევა ლოდინში,
უჭერს ტროტუარი მარწუხებს,
არასდროს მექნება _ ბოდიში,
შენი მარტოობის პასუხად.

უნდა მოგიძულო საერთოდ,
თუნდაც გიწყევლია თავბედი,
მე ვცეკვავ სიკვდილთან Flamenco-ს,
და არ მიწერია დავბერდე.
 
nukriaДата: ოთხ, 02.05.2012, 15:14 | Сообщение # 65
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
"ფენტეზი"

ეჰ, ეს ცხოვრება ისე იაფია
ხურდას თუ არ მისცემ თავს არ განაცვალებს...
ნაცნობ სახეებში სევდა მელანდება,
ეჰ, სად ეჩქარებათ სულის ფიანდაზებს?

ნათხოვნ ღიმილებში მუქი ფერებია
სევდამ ემოცია ერთობ ამოსწია....
თუკი დაიკიდებ გულზე "წითელ" ბაფთებს
ღმერთი არ შეგინდობს, თავს არ განაცვალებს!...

ეჰ, ეს ღრუბელია, შავად ფერმიხდილი,
ფიქრი შემოვიდა დარდად შებინდილი...
წითელ ფიანდაზებს ზარი დაურეკვათ
ორი ოცნებიდან ოთხი გაურეკავთ...

ფიქრზე დაფიფქილი ფიფქი მენატრება
ყინულს ლოდად აწევს შავი მარმარილო…
მიდი, აიტანე ცამდე ემოცია
თვალი გააყოლე ცისფერ ჰერაკლიონს!!!!…

მუქად შეფიფქულა თოვლის თეთრი გუნდა
აღარ მეჩქარება, გულს სულ სხვა რამ უნდა!!!
 
nukriaДата: ოთხ, 02.05.2012, 15:15 | Сообщение # 66
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დედო

გამომწვარ თვალებში
გამომქრალ ბუხრებს
როგორც შეცდომებს
თავიდან ვიცილებ
და დასაჭერად პეპლების ბადით
დავსდევ სიცივეს

როცა მზერის შიგნით
ღმერთებს შევეყრები
მიყვარს ის თვალები
მერე ბედნიერი
მზერით ნამთვრალევი
ხესთან მოკუნტული ვიმალები.

მიყვარს ის თვალები.

მსურს ვერ შეამჩნიონ ჩემი გავარდნობა
ჩემზე უმცროსებმა
უფროსებმა
როცა გამიღიმეს უთვალებოდ
სულში გაფერმკრთალდა ჩუმი ნდობა
(როგორც მოყინვისას ფერი ყვავილების )

მიყვარს ნავარდობა
საწყალ ჯამბაზებში
როცა მოიბანენ ნიღბებს სიცილისას

ფოთლებს შეესევა თეთრი ობობები
ბაღებს მოხატავენ ფერადი ნაჭრებით
აკრავენ აფიშებს:
ბავშვების თვალებს ყიდიან ვაჭრები

როცა მზერის შიგნით
უფსკრულში ჩავრჩები
მზარავს ის თვალები
და მზიან ფარჩებით
ვიფარებ რიდეს
ჩემი თვალებიც რომ არ შერჩეს უფსკრულის კიდეს
ისევ მოკუნტული
ხესთან ვიმალები
და როგორც ბავშვი
სიჩუმეს ვირჩევ.

მოდილიანის
მესალმება
ლანდოდან ლანდი

დავეძებ თვალებს
დასახატად რომ გამოდგება

ვათვალიერებ უთვალებო
ხალხების რიგებს
მოდილიანი მოდგება და იმას მარიგებს
რომ ვირებსა აქვთ
დასახატი
თვალები მაგრამ
თვალების შიგნით
ღმერთის ნაცვლად
კენგურუს
ვნახავ.

დავბორიალებთ
მე და დედო
ქალაქის ბაღში
და როცა ჩემი
ციცქნა ხელი
მის ხელზე მედო
შევხედე თვალებს
მის ხელებზე
ღმერთებით სავსეს

იღიმის დედო

ცეკვა-ცეკვით მიაპობს რიგებს
და მონუსხული
მის როკვაში მარტო ერთს ვიგებ:
ცეკვასაცა აქვს თვალები
თურმე

ხალხში ზის ვიღაც
პურის ფასად
პორტრეტებს ხატავს
ქაღალდზე ნახატს
კმაყოფილი
დახატავს
ატანს

გამაყრუებლად ბაღის კარი
მუდამ ჭრიჭინებს
და დასახატად შეკრებილი უზღვავი ხალხი
მოჰგავს ჭრიჭინებს

ფეხისწვერებზე
ფრთხილად ცეკვავს პატარა დედო
და როცა ჩემი ციცქნა ხელი მის ხელზე მედო
ბევრი რამ ვნახე
და ღიმილი მეც გადამედო

ბაღში კი
ვიღაც
თეთრ ფურცელზე
ხაზით მკრთალებით
პორტრეტებს ხატავს
ვირის თვალებით.
 
nukriaДата: ოთხ, 02.05.2012, 15:17 | Сообщение # 67
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
დიდი სამება რომ მესალმება
დიდი მტკვარი და დიდი სიონი
ბედნიერება ის იქნებოდა
ცოცხალი იყოს გალაკტიონი
ცოცხალი იყოს ტატოს მერანი
ცოცხალი იყოს ილიას სული
ვერ დაგვჩაგრავდა ქვეყნად ვერავინ
გინდ ჩრდილოეთით გადაკარგული
ვერ დაგვჩაგრავდა ვერც თურქი სპარსი
შეიცვლებოდა ცხოვრების არსი
შეგვეძლებოდა მიწვდომა ლარსის
ჩვენ გაგვიცნობდა მცხოვრების მარსის
ეს იქნებოდა როცა წყვდიადი
სინათლეს ფართოდ გზას დაუთმობდა
დამთავრდებოდა მტრობა დიადი
ნაკივლებ ყელზე ხმას გაუთბობდა.
 
nukriaДата: ხუთ, 03.05.2012, 01:16 | Сообщение # 68
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წვიმდა სადღაც

წვიმდა სადღაც,
მერე ცრემლი მოიწმინდა ცამ...
მწყინდა რაღაც,
შენგან მწყინდა...ვერ გაიგებ რა...
ყრიდა ქარი ფოთლებს ხიდან,
აღარ ჩანდა გზა,
მღლიდა-ალბათ შენზე ფიქრი,
რა დამღლიდა სხვა.
მინდა,ისევ ოცნებების
გადავცურო ზღვა,
იქ, ნაპირზე მელოდება
შენ კი არა,-- სხვა
მინდა,მინდა რაღაც გითხრა,
ვერ გავბედე თქმა,
როგორ მინდა სანატრელი
კვლავ მესმოდეს ხმა!..
წვიმდა სადღაც,
მერე ცრემლი მოიწმინდა ცამ...
მწყინდა რაღაც,
შენგან მწყინდა ...
მეც ვერ მივხვდი რა...
 
nukriaДата: პარ, 04.05.2012, 04:08 | Сообщение # 69
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უბრალოდ...

უბრალოდ მინდა, რომ ვიყო ქალი,
მსურს რომ შევიგრძნო თავი დედოფლად.
მაჩუქეთ ჩემი მყუდრო სამყარო,
ბედნიერებად ესეც მეყოფა.

უბრალოდ მინდა, რომ ვიყო ქალი.
ამ ერთი სიტყვით ვიტყვი ყველაფერს.
განდევნი ჩემგან ევას, ვით მაცდურს
და დემონები ვერ მობედავენ.

უბრალოდ მინდა, რომ ვიყო ქალი.
მსურს რომ შევიგრძნო თავი დედოფლად.
მაშ, მადედოფლეთ,
მომეცით ხელი!.
მე უკვდავებად ესეც მეყოფა
 
nukriaДата: პარ, 04.05.2012, 14:15 | Сообщение # 70
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
შენ არსად არ ხარ,
მე კი გეძებდი...
შენ ხარ იმედი დაკარგულისა...
შენ რომ აქ იყო მე შენ გეტყოდი
ზღაპარს ლამაზი სიყვარულისას...
გეტყოდი როგორ ყვავდება ნუში,
ყაყაჩოები როგორ წითლდება...
ქარი რას ამბობს ,
წვიმა რას არ თმობს,
ცა ვარსკვლავებით როგორ ივსება...
მაგრამ შენ არ ხარ და არც იქნები,
შენ ხარ იმედი დაკარგულისა...
მე შენ გეძებდი და ვერ გიპოვნე,
ახსნა მინდოდა სიყვარულისა
 
ძებნა:

მოგესალმები Гость