ალიონზე ქარი დაქრის, თვალებს ნაბავს ნიავი, დღეს თუ თვალი ვერ მოგკარი, იქნებ იყოს გვიანი. გზაარეულ მონატრებას ვშიშობ ვეღარ ვერევი, მაგრამ მაინც შენზე ფიქრს ვერ ველევი. ალიონზე ქარი დაქრის, ნიავს ეტუტუნება, მომენატრა შენს თვალებში, დიდხანს, დიდხანს ყურება. მოლოდინი დამიბერდა, წამი მექცა წუთებად, რა ცუდია დრო უკან არ ბრუნდება. თურმე შენი მონატრება სხვა ფერია, თითქოს ყველგან შენი სითბო აფენია, როცა გულში სიყვარული ამდენია, მოლოდინის მეტი რაღა დამრჩენია. ალიონზე ქარი დაქრის, ნიავს ეჩურჩულება, დღეს თუ თვალი ვერ მოგკარი მზეც კი დაიბურება, მონატრებას ვეღარ ვუძლებ, ქარმა ისევ ამრია, მენატრები, მენატრები ძალიან. თურმე შენი მონატრება სხვა ფერია, ფერი მსგავსი გახლეჩილი ალუბლების, დაგინახავ, თვალში სხივი დაბრუნდება, ვერას გეტყვი და ბავშვივით დავმუნჯდები. მაინც შენი მონატრება სხვა ფერია, ფერი მსგავსი მწიფე, მწიფე ალუბლების, მჯერა ერთხელ სიყვარული აყვავდება და მე და შენ ლურჯ ზღაპარში დავბრუბდებით.
წვიმა დამეწია გზაზე გზაზე დამეწია... ხელი გადამხვია თმები ამიწეწა ძალზე ქუდი წამართვა და ქარს გაატანა ზეცა დამახურა თავზე.. მკერდში ჩამიკრა და ბაგე დამიკოცნა ცრემლი მომადინა თვალზე მერე სველი ხელი წელზე მომხვია და კაბა მომიტმასნა ტანზე
შენ არ გამებუტო, ჩემო ძვირფასო, წვიმა დამეწია გზაზე.
ერთი ტკივილი არ კმარა თურმე, უნდა წარსულთან დუელში მოკვდე, მხრებზე დაჭრილი ფრთებით სიარულს იქნება სულაც უფრთობა სჯობდეს. იქნებ არ ღირდეს ამდენ წვალებად, მაინც არა ჰყავს ამ ლექსს მკითხველი, იქნება სჯობდეს გარდაცვალება... იქნებ სიკვდილში ვიყო პირველი. მაინ ჯიუტად ვტკეპნი სტრიქონებს, ბოლო ბილიკი მაინც ჩემია, თუკი ქალღმერთის არ მაქვს იერი, სული ხომ ბავშვის შემომრჩენია. კვლავ თავდახრილი დავალ თქვენს შორის, თქვენ ისევ ვერ ცნობთ ცისფერ გენიას, მე სხვა სივრცეებს ვეპოტინები, თქვენ კი ჯიუტად მარქმევთ თქვენიანს. ეს სინანული არ კმარა თურმე, უნდა ლექსებთან დუელში მოკვდე, დაკოდილ ფრთებით უფსკრულზე ფრენას იქნება სულაც უფრთობა სჯობდეს
ღმერთო მიეცი ძალა– მიხვდნენ ვინ არის ქალი... სიყვარული ხარ ღმერთო, სიყვარულია ქალიც.. სილამაზე ხარ ღმერთო, სილამაზეა ქალიც, სიკეთე შენ ხარ ღმერთო, სიკეთე არის ქალიც... მშვიდობა შენ ხარ ღმერთო, მშვიდობა არის ქალიც, ღმერთო მზეცა ხარ, მთვარეც მზე და მთვარეა ქალიც.. სიცოცხლე მოგვეც ღმერთო- სიცოცხლე არის ქალიც, შენ ხარ მოწყალე ღმერთო, წყალობა არის ქალიც.. ადამის ნეკნი ერთი, სალოცავია კაცის, საჩუქარია ღმერთის და საყრდენია კაცის... დიდება შენდა ღმერთო! ღმერთო! აკურთხე ქალი!
მოგვხედე, წმინდა გიორგი, შეიბ მესიის მახვილი, მოგვფინე სხივი ქარქაშით კაშკაშით ამოძახილი! კერპთა წაბილწეს ტაძარი, ღვთიური საკურთხეველი, ღვთისმშობლის კვართის სიწმინდე, ჩვენთვის სისხლ-ცრემლის მთხეველი. მზე დაატყვევა ბოროტმა, მოდის და მძლავრობს ბნელეთი, მზის დამხსნელ გმირთა სისხლ- ოფლთა სისხლად და ოფლად შევერთვი! შენი სიმართლით ნაკურთხმა ზღვამ ქშენით რიყოს ხმელეთი, შენმა ლახვარმა გამუსროს გველეშაპი და გველეთი! სნეულ-გლახაკთა მფარველო, ტყვეთა მხსნელო და იმედო, მწედ ექმენ დედა-ღვთისმშობელს გულს სევდა აწევს მძიმედო! ქრისტეს რჩეულო მხედარო, ცრუთა მთრგუნავო მზე-მეხო, მინდა, შენს გვემულ ჭრილობებს ამ ცოდვილ ბაგით შევეხო! დღეს უფლის საკურთხეველთან სანთლად ცრემლობენ სულები, უფლისთვის, ქართველობისთვის გოლგოთის ჯვარს გაცმულები! აანთეთ ბევრი სანთელი ტაძრიდან გულის კარამდე, რომ შენი სისხლის ნათელი მთელ დედამიწას ფარავდეს!
მე ვეთანხმები გრანელის სიტყვებს, სულის სიღრმემდე მძრავს, არა სიკვდილი, არა სიცოცხლე, არამედ რაღაც სხვა... იმ სხვა რამეზე მეც მიფიქრია, არ გამიღია ხმა, არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა... ღმერთო, მაჩვენე გამოსავალი და მომაწვდინე ხმა, არა სიცოცხლე, არა სიკვდილი არამედ რაღაც სხვა... მე ვეთანხმები გრანელის სიტყვებს, სულს უკვდავების სწამს, არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა!...