გიორგი ზანგური
|
|
nukria | Дата: კვ, 19.06.2016, 16:06 | Сообщение # 21 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| წანწალით დაღლილი ძაღლივითმოვალ და კარებთან დავწვები, თვალები მექნება დახრილი, მზერა კი _ დიდი და ხანგრძლივი. ბარათით დაღლილი მტრედივით სარკმელთან სიახლეს მოგიტან, მერე დაგეხვევი რეტივით მთვარის უალერსო ლოგინთან. ოჯახით დაღლილი სახლივით ხმაამოუღებლად გინატრებ. წანწალით დაღლილი ძაღლივით კარებთან მოგიტან სიმართლეს. ოდესღაც მიყვარდი!
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 19.06.2016, 16:49 | Сообщение # 22 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შენ მიხვდები, რომ დღეს იანვრის ცა მეტია,ვიდრე ადამიანთა ცრურწმენა რომ თარსი რიცხვია 13.ფერებს იცვლიან ცისარტყელები და ცა მეტია ფერებზე მეტი მზიან ლოლოებს მოვეფერებით.. ჩვენს ფანჯარასთან რომ წასკდა წვეთი.... ზამთრის დარიან ამინდს ტირიან... სიცივემ იკლო თებერვლის ცამეტს, ჭადარი ტოტებს იფხანს ტილიანს კვირტებსაც ცამეტს გვპირდება.. ცა მეტს..
მარტი ახლოა, წვიმაზე ახლო იებიც ადრე მოვიდნენ, ადრე დღეს მომენატრე და ჩემში სახლობ დღეს მომენატრე...
მთვრალი ვარ. გზებზე ისევ რეტია... ფეხი მე არა, - ქუჩას ერევა. შენთან მოვიდვარ დღეს ცა მეტია, მარტის ცამეტი და მემღერება.
აპრილში ისევ დაიწყო თოვა, ღრუბელმა არა - გათოვდა ვაშლი ხვალ-ზეგ მაისის 13 მოვა და იასამნის ლოგინსაც გავშლი.
ჩავწექით ერთად ივნისის ცამეტს, ივლისის ბოლოს იგრძენი ბავშვი, აგვისტოს, ზღვა მეტს გვპირდება ალერსს საღამოს, მზე მყავს ორსული ნავში.
სექტემბრის ექვსში ვიჩხუბეთ - კვირით თარსს დღეს შევრიგდით რატომღაც..... ცამეტს კვლავ გამეღვიძა შენ თმაში დილით მელოტ ოქტომბერს უთვლიდნენ წამებს.
ნოემბრის სისხამს დახვრიტეს წვიმით დეკემბრის ცამეტს შეგცივდა მახსოვს და ჩვენს ქუჩაში ტრამვაის სიმი თეთრ ძაფს მოჰგავდა ხელთათმნის საქსოვს.
შენ მიხვდები, რომ დღეს იანვრის ცა მეტია, ვიდრე ადამიანთა ცრურწმენა რომ თარსი რიცხვია ცამეტი
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 19.06.2016, 18:38 | Сообщение # 23 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| არგრძნობის ქალაქშისიყვარულს არ ცნობენ, არ ცნობენ იმ ნაცნობ ხეივანს, სადაც გაზაფხულზე კოცნები ანცობენ და ნუში კვირტობას ზეიმობს. წყვილები პაემანს ნიშნავენ მოწყენით, საათის ისარმა დროება გაცვითა, ლურჯ ღამის ლარნაკში ყვავილებს მოწყდებით, ყვავილებს მოწყდებით, ცრემლებად ღაწვიდან. აღარ მაქვს ქალების განწყობის ატანა, ატმებით ვეფერე, დახორკლილ ატმებით. ყანწივით ქვეყანა რომ შემომატარა!... ზოგჯერ რა უაზრო სურვილით ატყდები. მე მინდა გაჩუქოთ სამყაროს ნაწილი, მე რომ არ მეკუთვნის არცერთი მტკაველი. არც მინდა, მეყოფა სამშობლოს მანძილი ყანები, სიბრძნისგან დახრილი თაველით! მე სუნთქვაშეკრული დავაკვდი ბასიანს, აჯანყდა სისხლი და ძარღვებში ომია; ვენახის დალალებს თმალერწამვაზიანს ვენაცვლე, რა ტკბილი მტევანი ჰქონია! ო, ერთხელ მე თქვენი ქეიფი მანახა, რითი სვამთ _ ჭიქით თუ კრამიტზე მდინარით? ვინ არის ის გამირი, მიწა რომ გალახა და მთები დასივდა, გინახავთ, ვინ არის? უსმინეთ, ქართველი ღიღინებს `გუთანოს~, ხარები შეუბამს ნახევარმთვარეში, ცა მინდა სახნავად რომ ჩამოვუტანო _ ვარსკვლავებს დათესდა დალოცვილ მხარეში.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 19.06.2016, 20:02 | Сообщение # 24 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| იყიდება ჩემი წილი ძილიუხეირო ერთი ლექსის შექმნად. გაიფანტა ჩემი სატრფოს მძივი, თუ იპოვეთ,იქნებ ერთად შეკრათ. წინასწარ გიხდით მადლობას!
თუ თქვენ აპირებთ დათრობას ქართული ადათ-წესით, სასწრაფოდ ყანწი შესვით.
ვცვლი ფერად სიზმრებს საინტერესო ოცნებაში. ვამზადებ:თურქებს,არაბებს მონღოლებს და სპარსებს ოთხ ენაში: ქართულში ქართულში ქართულში ქართულში.
ვარ გამოცდილი მეზღაპრე, შევიძენ ფანტასტიურ ამბებს, დევებზე,ჯადოქრებსა და რაინდებზე. ვარჩენ იმედგაცრუებას, ვხსნი დაბღვერილ წარბებს, ვაყენებ განწყობას სასურველ ამინდზე.
სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა სიყვარული, წაბლისფერი თმებით,ლურჯი თვალებით, ტანთ ეცვა უთვალავფერადი აპრილი, ის დილით გავიდა სულის ოთახიდან ოდნავ გულნატკენი და მზერადახრილი.
მადლობას უხდის კოჯრის ტყე ყვავილებს დროული მოსვლისთვის, მადლობას უხდიან მერცხლები ინდოეთს ბულბული მგოსნისთვის. ბაღები ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ უდროოდ გარდაიცვალა პაემანი- ორი წყვილის ერთად დაგვიანებით და შადრევნის უწყლოდ დაზიანებით.
იყიდება ყველაფერი ის, რასაც ხვდება სხივი ოქროს მზის.
შევისყიდი წელიწადის ყველა დროს, რომ სიმშვიდემ ვერ დამღალოს ვერასდროს. დამეკარგა ქარში ქალის თმა, თქვენთან მინდა ყველა ამბის თქმა. გაიხედეთ გარეთ!ისევ წვიმს და წვეთებით სატრფოს ვუკრავ მძივს.
გადაგღალათ პრესამ? გადაკეცეთ ქუდად ან გუბეში ჩუმად შეაცურეთ ნავი, დღეს გაზეთის მტრედი გახდა ისე ცუდად, რომ აპრილის ნიავს ვერ გაართვა თავი. და დაეცა მიწას,ვით ფოთოლი ხმელი, უფერო,უსულო განცხადების მთქმელი.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 19.06.2016, 20:04 | Сообщение # 25 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჩემზე წევხარ და გძინავსგაგმკვრივებია მკერდი მთვარეს უცვალა წვიმამ ღრუბლის ლოგინში გვერდი
შენი სუნი მაქვს ტანზე, ენით ნალოკი ყელი და ნაკბენებიც კანზე გაგიხდა მოსავლელი
აბაზანაში სველი ქალის საცვლები ყრია შენს ნაბანავებ კისერს ტუჩები დაივლიან
ბიძგები მაღლა, დაბლა ზემოდან ქვემოთ, იქ-აქ, შენი ალერსით დაღლა შუაღამეში მიმაქ
კოცნით დაგისვრი მუცელს, ზურგზე ავივლი ენით ამ მკერდს გული რომ უცემს გულისცემმაა შენი
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 19.06.2016, 21:17 | Сообщение # 26 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დღეა მზითა და მთვარით ნაფერი, რამდენჯერ ვუთხარ აპრილს ქება და თქვენ ჩაიბარეთ სუყველაფერი, თუ რამ მქონდა და თუ რამ მებადა. მე ცივი წვიმა მისველებს სახეს, ყველა ზარდახშა უკვე დაცლილა, ხვალ სხვას გადაჰკრას ბედმა ის სახრე, მე რომ არასდროს არ ამაცილა. არა მქონია სკიპტრა და ტახტი, არც დავუღლივარ მათზე ოცნებას, მე თქვენ გიტოვებთ ველ-მინდვრებს ქართლის საალერსოდ და დასაკოცნებლად. ვერა ვთქვი სიტყვა მათი საფერი, ვერ განვასრულე გულის ნება და დღეს თქვენი იყოს სუყველაფერი, რაც კი მქონდა და რაც კი მებადა.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 19.06.2016, 23:38 | Сообщение # 27 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შენს ძუძუს თავებს-ალუბლის მარცვლებს დავკოცნი როგორც ლალის საყურეს. მზე ასუფთავებს ვნებებს და განცდებს და აღზნებული ტანზე დაგყურებს.
შენ გაშლი მკლავებს ფეხებს და თრთოლვით დაუცდი ნუშის დაკვირტულ რტოებს. გაზაფხულს კლავენ უხეში თოვლით და როგორც გუშინ მე გტოვებ!გტოვებ!
მე მოვალ დილით, როდესაც შენში, სიზმარი ბოლო აკორდს აიღებს.. და ისევ შიშველს აგიყვან ხელში, შერცხვება თოვას და გადაიღებს.
მიგაწვენ ვარდის, ფურცლების ზვინთად, ხარ – ირემივით მოგიძოვ ვნებას და ისევ ბარდნის, და შენთან მინდა, და რაღაც ჩვენზე უზომო ხდება.
მზე დადნა შენი განცდების ცქერით, გაიძრო ზეცა და შენსკენ მოდის და ვდგავარ, როგორც სამყაროს მცველი, და ვიბრძვი შენი სურნელის ტოტით..
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 19.06.2016, 23:39 | Сообщение # 28 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მიუშვით ვნებები თავიანთ ნებაზე,ჩაიცვან ალერსის გარყვნილი ჯავშანი და მკერდზე ამბორის ცხელ მიკარებაზე სირცხვილით დაეწვათ გოგოებს თავშალი.
მიეცით სიყვარულს სიგიჟის უფლება, პერანგის მკლავები დაგრძელდეს ფერებით, დაუწყეთ კეფასთან სულს გასაუბრება, ჩურჩულზე დაბალი, მთრთოლვარე ბგერებით.
დაბანეთ ერთმანეთს წყვილებმა ტანები ჟინმოწყურებული ამბორის ამალით, აავსეთ ფრაზები სულ გამოცანებით, უაზრო თემებით, აღგზნების დამალვით.
დაწექით იმდენად პატარა ლოგინზე, გინდა თუ არ გინდა, სატრფოზე გეძინოს, საყვარელს უთხარით: "მე ახლა რომ გიმზერ, რატომღაც მინდა, რომ მეჩხუბო, მეწყინოს".
იმდენად თამამად შეეხეთ ქალის მკერდს, შეკრთეს და მოუნდე, დააწყდეს ნერვები, ხალხმრავალ ადგილას ალერსი გარისკეთ, რომ ვნებას არასდროს დაუცხროთ ღელვები.
იფიქრეთ, ცოტაა სადი და ბოკაჩო იმ ვნების კოცონთან, რომელსაც თქვენ აჩენთ, შერწყმას თუ მოგინდა ალერსი მოქაჩო, ხუმრობით, ბავშვურად, ნაწნავი მოქაჩე.
შეხსენით გოგოებს სირცხვილის თავშალი, მიუშვით ვნებები თავიანთ ნებაზე, გახდით სიყვარულის შეშლილი მარშალი, საყვარელს ჩურჩული აკოცეთ კეფაზე!
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 19.06.2016, 23:41 | Сообщение # 29 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გავხდები: შენი რიგითი წუთი,ყოველდღიური ნაცნობი, მოძმე, სახლის წინ მდგარი სანაგვე ყუთი, მტვრიანი ქუჩა _ აპრილის მოწმე. გავხდები: უცხო გამვლელი ძაღლით, შენი ხელ-პირის დაბანა დილას, სარეცხის ფრთებით გაშლილი სახლი, სადილის კოვზი ან მაწვნის ქილა. გავხდები: შენი მეზობლის წყევლა, ცელქი ბავშვების დაჭრილი ბურთი, პატარა ბიჭის დარჩენა მძევლად და ჩამსხვრეული ფანჯრების ბუნტი. გავხდები: შენი ერთგული ჩანთა, სუნამოს ბოთლი, საფულე, მძივი, კაცის შეხვედრა საყვარელ ქალთან, ან მოსეირნე ჭადრების მწკრივი. გავხდები: წვიმა, გაშლილი ქოლგა და ქვაფენილის სველი ლაქები, ღამის პერანგი ან ძილში ბორგვა თავზე ხელების შემოლაგებით. გავხდები: შენი გამოცვლა კაბის, შიშველ სხეულზე მოცმული ფარდა, აბაზანაში ღრუბელი ქაფის და უცხო ზურგის შექცევა ბართან. გავხდები: შენი ყვავილი ქოთნის, ფანჯრის მტვრიანი, დახრილი რაფა, წითელი ღვინის დაცლილი ბოთლი, ჭურჭელის გროვა, დამწვარი ტაფა. გავხდები: დილის პირველი ყავა და გაცრეცილი ბავშვობის ფოტო, წარსული, რომელიც გაგიხდა ავად, წვიმაში მაინც გადის და ლოთობს. გავხდები: შენი მაგიდის წიგნი, რომლისაც ხშირად ივიწყებ ავტორს, ან თუნდაც შიში, თორმეტი წლის წინ, როცა მშობლები გტოვებდნენ მარტოს. გავხდები: ყველა მუსიკის ჰანგი, კლასიკა, ჯაზი, ტანგო და როკი, თუ გინდა _ თეთრი, თუ გინდა _ ზანგი, თუ გინდა _ ჭრელი სარეცხის თოკი. გავხდები: შენი თამბაქოს სუნი, სავსე საფერფლე, ასანთის ღერი, ნაფაზის რგოლი და შენისლული ნიკოტინისგან ყვითელი ჭერი. გავხდები: თოვა ცისა თუ ნუშის, ღამის პროსპექტი დაცლილი სისხლით. გინდა, გავხდები რაც იყო გუშინ? ტკივილი, სევდა, სიბრაზე, ზიზღი...
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 20.06.2016, 00:10 | Сообщение # 30 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მუცლიდან გარეთ,გარედან შინ. რწევა აკვანში, რწევა აკვანში, რწევა აკვანში. პირველ ნაბიჯებს დედის გარეშე სწავლობ მანეჟში; სიტყვის უაზრო ისმის თამაში: მინდა `ატაში!~ სკოლიდან სახლში მარტო მიდიხარ, უკვე დიდი ხარ, თანაც ხიდი ხარ, როცა მამიკოს ლანძღავს დედიკო; ყვავილებს ჩუქნი კლასელ მედიკოს არ იცი რატომ. თანდათან პალტო მოკლდება ტანზე, წარმოდგენებმა საკუთარ თავზე უცებ იმატა და გაგინათა აზრებმაც გონი. მეგობრობაში ჩახვედი კონი _ გამსკდარი ტუჩი და შეუერთდი ქუჩის დარაჯებს, ბირჟას ამაგრებ; თუთუნს არ აკლებ რგოლებს და ნაფაზს, ყვავილებს უკვე უგზავნი მაკას. წვერგაპარსული ამთავრებ სკოლას და შენთან ბრძოლა ბეზრდება ყველას, თან შენს მაგივრად გამოცდებს ღელავს მთელი ოჯახი. თურმე ყოჩაღი ბიჭი ყოფილხარ, სტუდენტი გახდი და შენთვის ნაღდი საჩუქარია ქეიფი, ღვინო. ყვავილებს შენგან ღებულობს ნინო, შენი კურსელი. ტუჩებს უსველებ ლამაზ გოგოებს და კარუსელი ნაზად ტრფიალებს; თამადა დაცლის სავსე ფიალებს, შენა ხარ ქმარი, ყვავილის ბუკეტს ზურგს უკან ისვრის თეთრონი მარი. მუცლიდან გარეთ, გარედან შინ რწევა აკვანში, რწევა აკვანში, რწევა აკვანში. გეყოლათ ბავშვი, ცოლი კი შალში გახვეული, დაღლილი გიცდის, სხვა ქალი გიწვდის გაშლილ მკლავებს და შენ ღალატობ, მერე მთელი ღამ ცოლთან კამათობ, ქალის, სუნამოს არომატს თმაში. შენ სწორედ მაშინ გადარჩი მისგან უსიტყვო გაყრას; სული უბერე ლოგინზე ჩამქრალ ჭიაკოკონას და პაწაწინა გაჩნდა გოგონა, სახელად ქეთი _ ყველაზე დიდი საჩუქარი, ყველაზე მეტი. შენი ცხოვრება ტრიალებდა _ ბორბალი დროგის, დრო კი... ოთახში შვილიშვილი დარბოდა ცელქი. შენ თითქოს ქერქი გაგიმაგრდა, ითვლი ჭაღარებს. კვირტი გახარებს მოხუც ბაბუას, ჭადარის კვირტი. ქარს დაუკვირდი, მოგონებას _ ფოთლებს გაგაცვენს, საფლავს ჩაგაწვენს და ყვავილების დაგადგამს გვირგვინს სიჩუმე ირგვლივ. მუცლიდან გარეთ გარედან შინ რწევა აკვანში, რწევა აკვანში, რწევა აკვანში...
|
|
|
|