გიორგი ზანგური
|
|
nukria | Дата: ოთხ, 25.01.2017, 06:25 | Сообщение # 31 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჩემს ქალაქს მთვარემ მოადგა კიბე, ხოლო შეშლილი ქარი გარედან ფანჯრებზე ზამთრის პეიზაჟს ჰკიდებს და ფურცლებს აცლის, როგორც კალენდარს.
ეს კიბის ჩრდილი ჰგავს ჰერმან ჰესეს, მგლების ნაფეხურს ვხედავ მთვარეზე, გავდივარ გარეთ და ზამთრის გზებზე კალენდრის გამქრალ ფურცლებს დავეძებ.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 25.01.2017, 06:28 | Сообщение # 32 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჩემი სულის კუნჭულებში ჩამალულო ზღაპარო, აღარაა დრო გაქრე,ან საბოლოოდ დამთავრდე? დაიბერტყა გულმა დარდი, სევდა აღარ ჟღარუნებს, აღარ მინდა ტყუილებით გრძნობა დავიტკბარუნო... იყო...იყო..იყო...იყო... სიყვარულის მარულა, არა...არა...არა...იყო... იყო და გაპარულა! ხოდა ახლა,მიყევ კვალში, არაკ-არაკ,გზა -შარა, ჩემი სულის კუნჭულებში ზღაპარ იყო,გამქრალა!-ლიკა
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 25.01.2017, 06:29 | Сообщение # 33 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სულზე მსუბუქი, გულზე მჩატე გონზე ნათელი, სახელად არქვეს.. ღვთის–მშობელის წმინდა სანთელი.. მზისებრ ხატულა, ცაზე მსრბოლი სხივთა ნათება, უთვალავ–ფერთა ღვთით ნაქარგი წმინდა ხატება!
გია ცხვედაძე
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 25.01.2017, 06:30 | Сообщение # 34 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ასე არასდროს არ მყვარებია შენი მშიშარა სხეულის სითბო - თითქოს პირველად შეგახე ხელი, უკანასკნელად გიყურებ თითქოს.
ტყუპისცალივით ხარ ახლობელი და ამავე დროს, უცხო სრულიად. ასე იწყება ალბათ სიცოცხლე, ანდა ეს უკვე აღსასრულია!
ოთარ ჭილაძე Фото საუნჯე Saunje.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 25.01.2017, 06:31 | Сообщение # 35 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თვალები გეტყვის (თუ ჩახედავ) რა ჰქვია ტკივილს და შენს გარეშე ცხოვრებაზე ატირდებიან. თუ შეიძლება გამოძებნო რამესთან წილი ეს პირველ რიგში უღიმღამო ამინდებია...
გავდივარ სახლებს (შენს გარეშე), დგება მაისი და ხალხით სავსე ყველა ქუჩა ცარიელია, დღევანდელი დღეც არ იქნება გამონაკლისი და კიდევ ერთხელ დაგივიწყებ ამიერიდან...
დღეს ხალხით სავსე მონასტერშიც არავინ იდგა, ვცოდავ და ღმერთმა მაპატიოს - ვერც მას ვამჩნევდი, რადგან მტკიოდა ისე როგორც ყოველდღე მტკივა, როცა შემთხვევით წამომცდება შენი სახელი.
ღრუბლები ცაზე შენს თვალებს გავს ატირებამდე და ჩემი გული ჯვარცმის მერე იესოს ხელებს. დამამშვიდებდე, მომაწვდენდე ხელებს მხრებმდე, სხვა არაფერი, გეფიცები მე არ მაღელვებს
და ასე ვცდილობ უშენობა ამოვიკემსო, მიყვარხარ, ვიცი სითავხედე ჰქვია ამასაც, ჩემს სიყვარულში ჯვარზე გაცვი, როგორც იესო და მაინც ვბედავ შენს ხელმარჯვნივ ვგავდე ავაზაკს.
დაბრუნდი. ასე გელოდები ხელებგაწვდილი, ვგავარ ლოცვის დროს წამოცდენილ უაზრო სიტყვას... და სიყვარული როდისაა იცი ნამდვილი? როცა არ უნდა გიყვარდეს და შენ მაინც გიყვარს..
თემო შენგელაია
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 25.01.2017, 06:41 | Сообщение # 36 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შეაცვდა ხსოვნა წლების სიფიცხეს, გაჰყვა ტკივილი გზებზე ხეტიალს, გული მეტკინა - რომ დაგივიწყე და გული სულაც არ დამწყვეტია.
მაწვალებს ჟინი, გაუბედავი, (ახლა პულსს ვითვლი, როგორც ნაბიჯებს), თუ მეღირსება ისევ ნეტავი - დავიწყება რომ ტკივილს გამიჩენს.–ვასილ ბესელია
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 25.01.2017, 06:43 | Сообщение # 37 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჩემი თბილისი ჩემი ქალაქი საოცარი სურნელით მათრობს, ჩემი ქალაქი გაპენტილა, ყვავილებად თოვს... ნარიყალასთან მთა ქცეულა ფერთა პალიტრად და მოუხატავს არემარე მამადავითსაც... თბილისის გულში ამოზრდილა წმინდა სამება, ვუყურებ მე მის სილამაზეს– ენა დამება... ჭადრის მწკრივებთან, მტკვრის ნაპირთან მდგარი სიონი არის ლეგენდა,ისტორია და მისიონი... სულ მეშინია,როცა ვუმზერ მეტეხის ციხეს, ვაითუ მთიდან ძირს დაცურდეს, ფეხი დაუცდეს... აქ ყველაფერი ისტორიის არის ნაწილი მარტო ხოხობი? აქ ყველა ვართ გრძნობით დაჭრილი... ყველა გამვლელი სიყვარულით, სითბოთი მიმზერს... რითაა გული პაწაწინა, თუ თბილისს იტევს... გაზაფხულია, და ჩემს ქალაქს ფერებად ქარგავს ვერა ვერ ნახავთ, თქვენ მეორეს თბილისის მაგვარს! ჩემი ქალაქი საოცარი სურნელით მათრობს, ჩემი ქალაქი გაპენტილა, ყვავილებად თოვს...-ლიკა
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 25.01.2017, 06:43 | Сообщение # 38 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მსურდა იანვარი მარტოს გამეცვითა, თოვლი სიჯიუტეს თავსაც არ ანებებს, მერე თებერვალში გული გავეცი და ეხლა ერთად ვამჩნევთ თოვლში ნაკვალევებს, მძევლად გაზაფხულზე მოგგვრი მონა მარტებს მსურდა აპრილი შენს ფეხქვეშ მომეფინა, მინდა გავუტოლდე მიჯნურ ბონაპატრეს, უფრო შეგიყვარო ვიდრე ჟოზეფინა.
მაისს ველოდები რაღაც გახელებით, ისე მეგრილები როგორც ივნისია, მერე შეგეხები ოდნავ და ხელებით, ჩუმად გაგრძნობინებ ჩვენში ვინ ვისია, ივლისს ჩავაგორებ შენი მოფერებით, დედა ღვთისმშობელს ვთხოვ რიდით ჩვენზე ლოცვას, მერე აგვისტოში ვნების მომეტებით, ღამე სანთლის შუქზე გკადრებ პირველ კოცნას..
წყლიან სექტემბერში მკლავქვეშ შეგაფარებ, უფრო მეყვარები ვიდრე ყველა მოყვასს, მერე ოქტომბერში ჩუმად შეგაპარებ, ყველა ბავშვი მართლა წეროს რომ არ მოყავს. გაზრდის ნოემბერი ღამეს მოცულობით, მათბობ დეკემბერში, როგორც მლოცველს ჯვარი, ისე დამტკბარი ხარ ქალავ ორსულობით, როგორც ალუჩის ხე ტყემალს შენაჯვარი..
თემურ შენგელია
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 25.01.2017, 06:45 | Сообщение # 39 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მარაბდელ მამას (მეუფე თადეოზს) *** დღეს სხვანაირი ხმები ჰქონდათ სიონის ზარებს, “წმინდათა თანა განუსვენე"_ მრევლი მღეროდა, უფლის მხედრები ეწვიაო მხარეს_ ლაზარეს, წმინდათა დასი, ზეციური საქართველოდან. ნათელი ნათელს შეეგება, დადგა ცისკარი, სულის გზას უცებ გაეფანტა ნისლი და მწუხრი, გამოუხსნიათ ანგელოზებს სწორედ ის კარი, სადაც ნამდვილებს შეუძლიათ მოყარონ მუხლი. “ნუ ტირი” _ ცრემლი ურწმუნოთა გზებს აზანზარებს, ხატად შექმნილი, ლოცვაში თუ იპოვის ძალას, დღეს სხვანაირი ხმები ჰქონდათ სიონის ზარებს, მიაცილებდნენ, მზის-გულიან მარაბდელ მამას. წასვლამდე, კიდევ დაგვლოცეო, გოდებდნენ გვამთან, "განუსვენეო"… დარდმოსილი მრევლი მღეროდა და მოდგა ქრისტე მხედრებითურთ სიონის კართან, წმიდა მხედრებით, ზეციური საქართველოდან.
/ნანა მეფარიშვილი/
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 25.01.2017, 06:45 | Сообщение # 40 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე უნდა შევიყვარო ჩემთვის ავის მოსურნენი.. .ისინი მაიძულებენ, გავხდე უფრო ძლიერი. მე უნდა შევიყვარო ჩემი მტრები... ისინი მამხნევებენ და გამარჯვების სტიმულს მაძლევენ. ჩემი მოკეთეები ხომ ისედაც მიყვარს და მიყვარს! და რა გამოვიდა? უნდა მიყვარდეს ქვეყნად ყველა? შევძლებ, უფალო? შემაძლებინე, გევედრები!
|
|
|
|