nukria | Дата: ოთხ, 25.01.2017, 06:55 | Сообщение # 51 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ვხტები სვეტიცოვლის სიმაღლიდან ... ფიქრი კაეშანით დანაფერი, მზერა ჩაეხვია ჩაის ტრიალს, ახლა ისე მტკივა არაფერი, რომ ეს ყველაფერი ჩაითრია... სული ამოდუღდა - ჩაიდანი, შემომაგანგაშეს ამ ზარებმა, ნერწყვი ნერვიანად ჩაიტანა - ცამდე - არაფერზე გამწარებამ... სუნთქვის გავრცელების არეალით სივრცეს მდუმარებას ჰპარავ ისე ვყველა სიყვარულზე მწარე არის ქვეყნად შეყვარება არავისი! ითვლი გულს რამდენი უკვნესია, სისხლი შენს წილ ჟანგბადს პარავს ოდეს, ცრემლზე უმწარესად უტკბესია ქალს რომ ჰყვარებიხარ არასოდეს! სული ძნელია რომ გაიმეტო შეშლილს მოუწოდებ დალაგდიო, რადგან გახსენდება, საიმედო ფრთები არ გაეხსნა გალაკტიონს, ქარმა, ჩემი სუნთქვის მოცულობის, ლექსზე ბოლო ტოტი მიმაღლიტა, მრწამსის ყოველ სტრიქონს ვლოცულობ და ვ ხ ტ ე ბ ი სვეტიცოვლის სიმაღლიდან ...
წყალში!"ნათელს იღებს მონა ღვთისა გიორგი!..."
/გენრი დოლიძე/
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 25.01.2017, 08:15 | Сообщение # 52 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ცხოვრება მინდა იმ ზღაპარს ჰგავდეს, სადაც ღიმილი ბევრის მთქმელია. და სიბოროტე არსად არა სჩანს, ირგვლივ სიკეთე მოფენილია. მინდა ცხოვრება იმ ზღაპარს ჰგავდეს, სიყვარულზე რომ გულით მღერიან, მინდა ცხოვრება იმ ზღაპარს ჰგავდეს, სადაც სულ ყველა ბედნიერია. ცხოვრება მინდა იმ ზღაპარს ჰგავდეს სადაც ცხოვრება მშვენიერია...
(ანზორ გუნთაიშვილი)
|
|
|
|