ნიკა ჩერქეზიშვილი
|
|
nukria | Дата: ხუთ, 15.12.2016, 07:06 | Сообщение # 11 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ეს მაშინ, როდესაც ფეხებზე მკიდია ბინძური თითებით ნათითხნი მორალი, როდესაც ღრუბლები არსაით მიდიან, დგანან და უშენო ღამეებს ბოლავენ. ეს მაშინ, როდესაც მარტო ვარ, მაწვება სისხლი და ჰალერის იდეებს ვემხრობი, როდესაც დილამდე ძნელია გაძლება, როდესაც თავი მძულს და პირქვე ვემხობი. ეს მაშინ, როდესაც ნერვები მღალატობს, როდესაც მგონია, რომ უკვე ვმთავრდები, როდესაც შავ-თეთრი ცხოვრების ნარატივს ვწერ, ფერადდება და ღმერთია თავდები, რომ ლოცვა მთებს დაძრავს, არათუ კაცთაგანს ვინმეს და ეს მაშინ, როდესაც შორი ხარ, როცა ვარ ერთგან და ყელს მჭრიან ათასგან, ძვლამდე რომ დავყავარ, ძვლისგან გამოიხრა ეს ლექსიც, ვიხრჩობი, ფეხებზე მკიდია, მოხვალ და კიდევ ერთ სასწაულს მოავლენ, როდესაც ღრუბლები არსაით მიდიან, დგანან და უშენო ღამეებს ბოლავენ.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 21.01.2017, 19:36 | Сообщение # 12 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ცრემლად დავარდნილა რიფსიმე, ბოლი დასდენია „სამოვარს”, კიდევ გვეშინოდეს რისიმე, - სიკვდილზე საშინელი რა მოვა?!
მოდიან დარჩეული ბიჭები, მკოცნიან და ხელებს მართმევენ...… ვიგონებ ძველებს და იჭვები მსპობენ და სიცოცხლეს მართმევენ.
„სადა ხარ?!” - მეტყვიან საჩივარს, ქუჩაში სიმღერის ხმებია, მეც ვამბობ, რადგანაც კაცი ვარ, უსიტყვოდ ხეები ხმებიან.
გოგონამ ჩააქრო სანთელი, ფარდები დაუშვა რაფაზე. ოხ, ჩემი მთავარი სათქმელი მიჰყვება ღვინოს და ნაფაზებს.
ოი, საცოდავო რიფსიმე, ცრემლი გაშრობია „სამოვარს”... კიდევ გვეშინოდეს რისიმე, - სიკვდილზე საშინელი რა მოვა?!
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 21.01.2017, 20:01 | Сообщение # 13 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ყველა თავისას ჰგოდებს, ყველა თავისას სტირის, ქარი იმედის ტოტებს ამსხვრევს ოცნების ტირიფს. ამბოხად აქცევს ურჩი სულში მილეულ კოცონს, სხვა პოეტებს თუ ლურჯი, მე შავი ფერი მომწონს. და არც ვისურვებ ზეცას მარად ნათელი ადგეს, რომ არ დაღამდეს, ვიცი, შევიძულებდი ამ დღეს. მხიარულია ერთი, ნამავს მეორე წამწამთ, ჯალათის ქრისტე - ღმერთი სიკვდილმისჯილებს არ სწამთ. ბოღმაა ქარის ხმაშიც, ფოთლებს ტალახში არევს, რომ არ გათენდეს, მაშინ ზიზღით შევხედავ მთვარეს. გადავიღალე, კმარა - ისევ ვაი და ვიში ბედნიერება - არა, ტანჯვა თუ მშურდა სხვისი. ყველა თავისას ჰგოდებს, ყველა თავისას სტირის, ქარი დაამსხვრევს ტოტებს მაგრამ ვერ დასცემს ტირიფს.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 21.01.2017, 20:11 | Сообщение # 14 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ვიმღეროთ, სანამ გვემღერება, დავლიოთ, სანამ შეგვეძლება, სიცოცხლეს სიკვდილი ემტერება, ღრეობა ქვითინით შეგვეცვლება.
გავთელოთ ამაყი ნარგიზები, დრო მოვა, მაინც დაჭკნებიან, შიში ნუ იქნება გაგიჟების, გიჟისთვის ვარამი ნაკლებია.
ვიჩქაროთ და სანამ მოვასწრებთ, გავწიროთ ოქრო და ალმასები, დავეცეთ სახლებს და მონასტრებს, ალერსში დავაღრჩოთ ლამაზები.
ვამტვრიოთ გალიის კლიტენი, ვუშველოთ ცოცხლად დამარხულებს, დავუსხათ ღვინო იმდენი, იცინონ, რაც დღემდე ამარხულეს.
ვეხვიოთ ძმაკაცებს შფოთიანთ, არ ჰქონდეს ადგილი აპათიებს, ღმერთი ჰარიფი როდია, ღმერთი სულ ყველაფერს გვაპატიებს.
ისმინეთ დღეს ჩემი ნაამბობი, ხვალიდან იქნებ ვერ ვთქვა მეტიც, იმ ქვეყნად არაფერს არ ამბობენ, უსიტყვოდაც ესმით ერთმანეთის.
ყველა გამცემი და მოშიშარი ვარბიოთ, სანამ შეგვეძლება, სიცოცხლის ფასი გროში არი, სიკვდილი მაინც მეძნელება.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 21.01.2017, 20:14 | Сообщение # 15 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ნაცნობ ანეკდოტს ჰყვებოდა ზღვაზე ძველი მეთევზის შთამომავალი- თევზს უთქვამს: „პირი წყლითა მაქვს სავსე, თორემ სათქმელი - სხვაზე მრავალი”.
ერთმა მათგანმა მოზიდა ბადე, ჭაბუკი იყო და სულწასული, თევზი-ტყვე დუმდა გათენებამდე, ბოლოს კი ტანჯვით დალია სული.
ვტოვებ ამ ნაპირს, სხვა ხმელეთი უნდა ვეძებო, წყალი არაფერ შუაშია, გესმით, თევზებო!
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 21.01.2017, 21:21 | Сообщение # 16 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე რომ სიყვარულში გამოგიტყდი, შენ რომ ცრემლიანი მომიშორე...… შეგხვდი უამრავი ომის მერე, მე რომ სიყვარულში გამოგიტყდი, შენ რომ ცრემლიანი მომიშორე.
მე რომ ლოცვად ვიყავ დავარდნილი, შენ რომ გლოვისათვის არ გეცალა...… ქარებს ნაწნავები გაეშალათ, მე რომ ლოცვად ვიყავ დავარდნილი, შენ რომ გლოვისათვის არ გეცალა.
ზეცა დედასავით დამტიროდა, მიწა მცილდებოდა ჭუჭყიანი...… ვდგავარ შენს წინაშე სუსხიანი, ზეცა დედასავით დამტიროდა, მიწა მცილდებოდა ჭუჭყიანი.
მე რომ სიყვარულში გამოგიტყდი, შენ რომ ცრემლიანი მომიშორე...… შეგხვდი უამრავი ომის მერე, მე რომ სიყვარულში გამოგიტყდი, შენ რომ ცრემლიანი მომიშორე.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 21.01.2017, 21:22 | Сообщение # 17 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მალე სამუდამოდ დავიშლებით, ქრისტე ჩამოგვძახებს- „დროი არი!” კბილები - თეთრი კლავიშები, ბაგე - მდუმარე როიალი.
იქნებ ერთი სიტყვა გაიმეტო, სამტროდ შემართულო ამორძალო, ქალი - არ ყოფილა საიმედო, კაციც - დავარდნილი სამოწყალოდ.
მერე ზედმეტია ყველა ფრაზა, როგორც ფაციფუცი საამდღიო. მინდა უცნაური ჩემი ბრაზი მიწას ბალღამივით დავანთხიო.
ხალხო, ბოროტო და უკეთურო, მერე გეომნათ და გეყაყანათ, მინდა, როგორც მწარე გაკვეთილი, ცეცხლით გადავბუგო ეს ქვეყანა.
ხალხო, კეთილო და უბედურო, ჩემებრ მოწამლულნო სხვა იჭვებით, თქვენთვის მზის ნათებას, უგუნურად, მკერდში ჩავიკრავ და დავიწვები.
მალე სამუდამოდ დავიშლებით, ქრისტე ჩამოგვძახებს-„დროი არი!” კბილები-თეთრი კლავიშები, ბაგე-მდუმარე როიალი.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 21.01.2017, 21:24 | Сообщение # 18 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მთის ფერდობიდან დაძრული ნისლი ზარმაც გლეხივით ჩამოდის ბარად, ჩემს სანახავად თქვენ ვერ მოიცლით და ამიტომაც გიგზავნით ბარათს.
წარსულ ტკივილებს შევეკარ ზავით, ყრმობის სიზმრებმაც სუნთქვა განაბეს, მეც, თავის დროზე, პაოლოსავით, ძმად და მეგობრად ვყვანდი განაბებს.
გავექეც შავი ფიქრების კრებულს, არ ვაკვირდები ცაში ვარსკვლავებს, ბრალი იმისი, ვინც შეყვარებულს ყაჩაღისაგან ვერ განასხვავებს.
ღმერთმა ისმინა ჩემი „ოსანნა,” ვიღაც ტანჯულმა მნახა უხატო, სიკეთისათვის პატიოსან კაცს მადლობა როგორ გადავუხადო.
გაიგონებდით, ალბათ ნახავდით, მიმწუხრის შემდეგ ვუცდი ალიონს, მე შევიყვარე ჩემივ ნახატი, მიყვარდით ისე, ვით პიგმალიონს.
სხვა არაფერი ვიცი ახალი, მზეს ჩავეკრები - ისე მაციებს, მე გევედრებით - თქვენი დაქალი ნუ დასწერს ჩვენზე დისერტაციებს.
ვერ გადავიქეც უჩინმაჩინად, ყოველ ნაბიჯზე მხვდება ჭორები, არ მაგონდებით, კარგო, მაშინაც, როდესაც მეძავს ვეამბორები.
ნუთუ საგულე აივსეთ ქვებით, მე სხვა ვარ ახლა, სხვა ვიყავ წინეთ, ოი, ასეთი მწარე სიტყვებით მაპატიეთ თუ გული გატკინეთ,
მაპატიეთ თუ მიყვარდით თითქოს, მაპატიეთ თუ ცოცხალვარ დღემდე, მაპატიეთ თუ შენდობას ვითხოვ ჩაუდენელი ცოდვების შემდეგ.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 21.01.2017, 21:29 | Сообщение # 19 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ბოღმა უარყოფილ სულთა, უქმად გაღებული ხარკი, ჩემი დაბრმავება გსურდა...…… კარგი, სიყვარულო, კარგი.
შიში გადაუხდელ ვალთა ამხსენ პოეზიის მადლო, მე ხომ განწირული ვარ და...… გმადლობ, სიყვარულო, გმადლობ.
კაცთა სასაფლაო ველი მალე გაიჭრება ახოდ, შენგან მოგზავნილი მკვლელი...… ვნახოთ, სიყვარულო, ვნახოთ.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 21.01.2017, 21:33 | Сообщение # 20 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| „აშპაშხანისკენ!” - აგყვებოდა შენი მარაქა, სიმწრის ძმაკაცებს არ გახსოვდათ ნაზი ბულბული. მთელი ცხოვრება სიყვარული გქონდა მარაგად, „აშპაშხანისკენ!” - აგყვებოდა შენი მარაქა, წუხელ (ვინ იყო) მთელი ღამე მელაპარაკა (ქუჩაში წვიმით და ცრემლით ამოლუმპული), „აშპაშხანისკენ!” - აგყვებოდა შენი მარაქა, სიმწრის ძმაკაცებს არ გახსოვდათ ნაზი ბულბული.
|
|
|
|