ნიკა ჩერქეზიშვილი
|
|
verikolataria | Дата: სამ, 06.03.2012, 21:21 | Сообщение # 1 |
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3 +
Репутация: 13001 ±
Статус: Offline
| აიხილე
დღეს ჩემი არყოფნა იწყება აქედან, დავგლიჯე სულ ყველა ნიღაბი მასხარის, წუხელ შუაღამით ცამ მიწას დახედა და მიხვდა - სიცოცხლეს ჰქონია საზღვარი.
მე უნდა დაგტოვოთ, ძნელია ატანა ჩემი და გშორდებით, თუ შეძლებთ გამიგეთ, ვხედავ, რომ მიწაზე დამჯდარა სატანა და ადამიანებს ჭკუასაც არიგებს.
ატანა-სატანა, სული და გული და კიდევ რამდენია, რაც ყელში ამოდის, მომბეზრდა ყოველდღის დაწყება ნულიდან, ჰოდა, გაიხილე სიკვდილო, გამოდი.
მორჩა და გათავდა, ეს არი, რაც არი, იქითაც, აქეთაც, ცხოვრება მისია, უჩემო სიცოცხლეს აყარეთ ნაცარი, მე მაინც ამქვეყნად ვიყავი ნისიად.
|
|
|
|
verikolataria | Дата: სამ, 06.03.2012, 21:21 | Сообщение # 2 |
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3 +
Репутация: 13001 ±
Статус: Offline
| ჩემი მაჯებიდან
რაღაც ხასიათზე დღეს ვარ ირონიულ, ისევ მენატრება შენი სიახლოვე, მინდა ეს ფოთლები მოვურ-მივურიო, ბოლოს მაინც ვინმე ერთად შეაგროვებს.
უფრო ცივი არის ამწელს ნოემბერი, კიდევ გაცივდება წლები მიყოლებით, მინდა ახლა ისე თბილად მოგეფერო, თითქოს მომავალ წელს აღარ გეყოლები.
თითქოს ბავშვი ვიყო, ისე მეტირება, იცი, წუხელ ერთი ლექსი დაგიწერე, არის უსარგებლო ყველა შეპირება, მაგრამ ეს სიტყვები ჩემს თავს გაგიწევენ.
ახლა მგონი უკვე მივედ-მოვედები, გახდა სისულელე - ასი მილიარდი, წამო, შევიშალოთ, როგორც პოეტები, ვინც ამ ცხოვრებისგან ზურგით მიტრიალდნენ.
წამო, თორემ ეს ცა ისე გაიბურა, სხვა ცა აღარა ჩანს ჩვენი ფანჯრებიდან, წამო, გეხვეწები, მინდა ძველებურად სისხლი გადაგისხა ჩემი მაჯებიდან
ნიკა ჩერქეზიშვილი
|
|
|
|
verikolataria | Дата: სამ, 06.03.2012, 21:21 | Сообщение # 3 |
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3 +
Репутация: 13001 ±
Статус: Offline
| სიგარეტი ხომ არ გაქვთ
ცხოვრება ჭუჭყიანი საცვალია, შიშვლები დადიან პოეტები... ფულს არ იძლევა და, რა ძალია, ჯიბეში ვუტენო სონეტები.
დღესაც ხასიათი ამერია, სისხლში ალკოჰოლი მიბოგინებს, ოთახში ნახმარი ჰაერია, მინებზე მივახრჩე ნიკოტინი.
ძმამ თქვა, რომ ბოზია დედამიწა, თებერვალს დაუწვა მარტის თვეზე, ყველა ყელში მწვდება, ვინ დამიცავს, ჰოდა, სანამ დროა, ავითესე.
საით და, რა ვიცი, არ მცალია... მე ასე... სხვამ წეროს სონეტები... ცხოვრება ჭუჭყიანი საცვალია, შიშვლები დადიან პოეტები.
ნიკა ჩერქეზიშვილი
|
|
|
|
verikolataria | Дата: სამ, 06.03.2012, 21:21 | Сообщение # 4 |
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3 +
Репутация: 13001 ±
Статус: Offline
| დღეს ისევ ყელში მაქვს ცხოვრება
დღეს ისევ ყელში მაქვს ცხოვრება, ლოთივით ვიჩხრიკავ ჯიბეებს... მაღლა არ ამიშვეს... ჰოდა,მეც ქვევით დავუყევი კიბეებს. ქარი ქრის,მაგრამ შენ არ გცივა, არ წვიმს და მე მაინც ვსველდები... უბრალო წამები მაცვივა, უბრალო დღეებით ვბერდები. ეჰ... აღმოხდომიათ ათასებს, მსგავსი და უსიტყვო ბგერები... ცხოვრება თავისებს აფასებს, ცხოვრებას არ უყვარს გერები. ისევ ჩემებურად მოვედე... ჰო... ყველას თავისი ომი აქვს... ვკითხულობ საყვარელ პოეტებს, წინ ვიდგამ ერთ ჭიქა კონიაკს. დღეს ისევ სისხლი მდის გულიდან... დავბერდი თუ... უფრო დავძველდი... ათასჯერ დავიწყე ნულიდან, ერთამდე ვერასდროს გავგრძელდი. და მაინც... სანამ ჯერ თბილი ვარ, სანამ სულ გაშიშვლდა ყაყაჩო, მინდა ეს უშენო დღეები სულ შენს სიყვარულში დავხარჯო...
ნიკა ჩერქეზიშვილი
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 30.04.2012, 03:14 | Сообщение # 5 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სტრავინსკი - მას
დღესაც ცხოვრება ბალამუტი ნერვებს მიშლიდა, გაბურულია ცა და წვიმამ მიწა დალაქა, მე ისევ მაგრად მენატრება შენი სიმშვიდე და ისევ მინდა გავერიდო დღეთა ბალაგანს.
მინდა ერთხელაც მივატოვო ეს დედამიწა, ეს ერთი დიდი სისულელე, სრული აბსურდი, დოგმადქეული მოძღვრებები აღარ დავიცვა და ვარსკვლავებით მოჭედილი ზეცა გავქურდო.
ახლაც შენს გარდა ყველაფერი არის მირაჟი, ცაშიც, მიწაზეც და ნერვებშიც მხოლოდ შენა ხარ, გთხოვ, მიმიღე და დამაჩოქე უფლის წინაშე და ეგ თითები ამ არეულ სულზე შემახე.
სადღაც ღამდება, მოვდევ ქუჩებს, დრო არ ისვენებს, იქნებ ამ ღამემ გათენება აღარც გარისკოს, სანამ თვალებში ამოძრავებს გუგებს სისველე, გთხოვ, კიდევ ერთხელ დაუკარი ჩემთვის სტრავინსკი.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 26.02.2014, 15:05 | Сообщение # 6 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ისევ არეული დამაქვს ნაბიჯები შარვალს ცარიელი ჯიბე გამომჩრია ისე მომყვებიან ზურგში ნაბიჭვრები ალბათ რომ დავეცე ყელსაც გამომჭრიან სიტყვას იძახიან ჩალის ფასი ადევს სიტყვებს უსინდისოდ სულში ჩაგძახიან მათი თვალთმაქცობა ყველგან სახეს ამხელს უკან გმარხავენ და თვალწინ დაგხარიან მაშინ ახსენდები და აქვთ მონატრება როცა სიბნელეში სანთლად დაჭირდები როცა გული ტკივა მაშინ მოგადგება და თუ კარგად არის უმალ ავიწყდები ასე იქცევიან სულით საზიზღრები მათთვის გრძნობები რომ თავის ტკივილია შაბათს უყვარხარ და კვირას ავიწყდები მათი ბედისწერა მარტო ტირილია ჰგვანან დამპალ კიბის დამპალ საფეხურებს ერთხელ თუ ენდობი ფეხქვეშ გიტყდებიან შენ კი იმედი გაქვს შეცვლი არეულებს თუმცა დრო გადის და სულ არ იცვლებიან მე თქვენ მეზიზღებით თქვენი არსებობით ეს პირფერობა რომ კერპად გაგიხდიათ ბოლოს კი მოგიწევთ ყოფნა ასკეტობით რადგან მეგობარი ვერცხლზე გაგიცვლიათ
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 26.07.2014, 02:50 | Сообщение # 7 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| რაც შენ გამოჩნდი, აღარსად მეჩქარება. ვდგავარ საკუთარ თავში, გაღიმებული, ხელებგაშლილი, თავიდან ფეხებამდე ტანსაცმლიანად გაწუწული და შენს არსებობას სახეს ვუშვერ....
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 06.08.2014, 21:17 | Сообщение # 8 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ეს მაშინ, როდესაც ფეხებზე მკიდია ბინძური თითებით ნათითხნი მორალი, როდესაც ღრუბლები არსაით მიდიან, დგანან და უშენო ღამეებს ბოლავენ. ეს მაშინ, როდესაც მარტო ვარ, მაწვება სისხლი და ჰალერის იდეებს ვემხრობი, როდესაც დილამდე ძნელია გაძლება, როდესაც თავი მძულს და პირქვე ვემხობი. ეს მაშინ, როდესაც ნერვები მღალატობს, როდესაც მგონია, რომ უკვე ვმთავრდები, როდესაც შავ-თეთრი ცხოვრების ნარატივს ვწერ, ფერადდება და ღმერთია თავდები, რომ ლოცვა მთებს დაძრავს, არათუ კაცთაგანს ვინმეს და ეს მაშინ, როდესაც შორი ხარ, როცა ვარ ერთგან და ყელს მჭრიან ათასგან, ძვლამდე რომ დავყავარ, ძვლისგან გამოიხრა ეს ლექსიც, ვიხრჩობი, ფეხებზე მკიდია, მოხვალ და კიდევ ერთ სასწაულს მოავლენ, როდესაც ღრუბლები არსაით მიდიან, დგანან და უშენო ღამეებს ბოლავენ.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 28.09.2014, 17:02 | Сообщение # 9 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჩამოეკიდა რეალობა შიშველ ხეებზე, ილუზიურად ჩამოეხრჩო – ყოველთვის ნაღდი… მოვალ, ჩავიცვამ გაყვითლებულ ფოთლებს ხელებზე და ტკივილს გაგხდი. დღეს ყველა ჩემს გზას შენს კარებთან უნდა მოდგომა, ვხედავ – ყოველწამს ერთი სუნთქვით როგორ ვმოკლდები, სამარადისოდ გაგრძელდება ეს შემოდგომა, როცა მოვკვდები.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 15.12.2016, 07:02 | Сообщение # 10 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| წვიმა როგორ მოვა - ცაა ცარიელი! დაბლა გამომშრალი გდია დედამიწა. მინდა მოვიშორო ხორცი - ბარიერი, მკერდზე სიგარეტით გული ამოვიწვა.
გარეთ ქუჩებია ისევ სისხლიანი, თუ არ გავუფრთხილდი ნერვებს - დამაწყდება. სულში ისევ ძველი დარდი მიღრიალებს, მჯერა, მხოლოდ შენი სუნთქვით დამარცხდება.
მოდი, გეხვეწები, ასე ბანალურად გთხოვ და ამ სიტყვებზე ცოტა მეღიმება, თორემ ამ ცხოვრებამ ისე გამანულა, ჩემი სიკვდილიც კი გროში ეღირება.
მოდი, თორემ სისხლი დადის ვარაუდით, ჰაერს ვეღარ ვხედავ, ისე ჩაიხუთა. თუნდაც მერე კედლის მხარეს გადაბრუნდი, თუნდაც გამებუტე, მოდი, ჩამეხუტე.
ნიკა ჩერქეზიშვილი
|
|
|
|