ნიკა ჩერქეზიშვილი
|
|
nukria | Дата: შაბ, 21.01.2017, 21:36 | Сообщение # 21 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| საბრალო დედა - გამაშეშა ცრემლმა იმისმა, ერთგულნი შენნი ისევ მწარედ დაგქვითინებენ. ობოლ სუფრაზე დღეს უშენოდ მიდის ღვინის სმა, საბრალო დედა - გამაშეშა ცრემლმა იმისმა, რაც შენ წახვედი უბედურის ვაიმ და ვიშმა დაგვქანცა ყველა, დალოცვილო, რისთვის ინებე? საბრალო დედა - გამაშეშა ცრემლმა იმისმა, ერთგულნი შენნი ისევ მწარედ დაგქვითინებენ.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 21.01.2017, 21:38 | Сообщение # 22 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შენი ტოლები მეგობრულად მივსებენ ჭიქას, ეს შეურყვნელი სისხლი არის ამის თავდები. შენ აღარა ხარ, აღარ ისმენ გლოვის მუსიკას, შენი ტოლები მეგობრულად მივსებენ ჭიქას, მარად ვაჟკაცურს გიხსენებენ ისე ფაქიზად, გამგონე ამის გასაოცრად ვპატარავდები. შენი ტოლები მეგობრულად მივსებენ ჭიქას, ეს შეურყვნელი სისხლი არის ამის თავდები.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 21.01.2017, 21:39 | Сообщение # 23 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| „აშპაშხანისკენ!” - წამოვიწყებ შენი არ იყოს, მინდა მდუმარე სასაფლაოს ავხადო ჭერი. მამაო ჩემო, უშენობას რამ შემარიგოს, „აშპაშხანისკენ!” - წამოვიწყებ შენი არ იყოს, დე, უსიმღეროდ ყველა ტოტი ჩამომხმარიყოს, ჰარამი იყოს უსიმღეროდ ჩემი ნაწერიც. „აშპაშხანისკენ!” - წამოვიწყებ შენი არ იყოს, მინდა მდუმარე სასაფლაოს ავხადო ჭერი.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 21.01.2017, 21:43 | Сообщение # 24 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გული დამიშანთეს ტვიფარებით, ძალა აღარ შემრჩა მე ჟინიანს, ისე მივდივართ და ვიპარებით, ვფიქრობ, ვცახცახებ და მეშინიან.
მშვიდი ცხოვრება ვერ შევიფერე, ცრემლი დამდინდება ცერისისხო, ადრე ნაფერები შავი ფერი მზად ვარ სამუდამოდ შევიზიზღო.
ახლა ჩემს პასუხსაც გაეცანი, თითქოს საფლავია ჩუმი ეზო. ვიცი გიყვარვარ და კაეშანი მისთვის მეუფლება უმიზეზო.
არა, უდავოდ ხარ დღეს მართალი, მოგწერ სიყვარულით საშენოთი, უნდა სხვის მკლავებში გესხმარტალა დედას რომ არასდროს გავჩენოდი.
ცოდვა აკვნიდანვე დაგვყვა ჩვილებს, უფალს აღსარება უთხარი ვით?! როცა სუყველანი ნაზ ყვავილებს ვიცვლით მოღალატე ფუტკარივით.
გული დამიშანთეს ტვიფარებით, ძალა აღარ შემრჩა მე ჟინიანს. ისე მივდივართ და ვიპარებით, ვფიქრობ, ვცახცახებ და მეშინიან.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 21.01.2017, 21:49 | Сообщение # 25 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ყალბი პოეზიის ეთიკასთან ახლა უკანასკნელ რაუნდს ველი, აღმაშენებელი ერთი გვყავდა, დამანგრეველი კი დაუთვლელი. ძმებთან ძმობაზე უარი ვთქვით, მტრებთან სუფრაზე წავუთვერით, თვითონ ვფლანგეთ და ვაპარტახეთ, რაც სხვებს გადარჩათ წაურთმევი. გარეთ ძმამტერი გვეღრინება, სახლში ცოლ-შვილი ჩაუცმელი. კაცი სანდო და ღირსეული არ დაგვრჩა ძელზე გაუსმელი. ბაგეზე - ღიმი უღიმღამო, გულში კი - ბოღმა გაუთქმელი, მოსხეპილ თავზე წამოვისხით ყველა ხეპრე და გაუთლელი. ხელში ჩაგვადნა სახელმწიფო, ერთ დროს ერთი და დაუშლელი, თითი, ჩახმახზე ასხლეტილი, თოფი, სიფრთხილით დაუცლელი. კმარა, შავდილა გვითენია, კმარა, ურჯულოს დავუძვერით, კმარა, რაც დღემდე გვითმენია დასათმენიც და დაუთმენიც. დასაცველია დაუცველი, დასახსნელია დაუხსნელი, დასადგმელია ცხრა უღელი არა მამული საძარცველად, მამულისათვის სამხარჯველოდ...… კურთხეულ იქნეს კუთხე-კარით უტახტო, მაგრამ უტეხარი, ღმერთს ეთქვას: „უკვე უკეთ არი საქართველო!”
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 21.01.2017, 21:54 | Сообщение # 26 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თოვლის ფიფქებმა საგულდაგულოდ გზებზე დაფინეს თეთრი ქაღალდი, ახლა სიზმარსაც აღარ ვნახულობ, თორემ სიზმარში მაინც გნახავდი.
შენ მარტოობა დაგიდარაჯდა, სიმკრთალე შენი თოვლსაც აოცებს, შავი ფიქრებით თეთრ ფანჯარასთან დგები და სულში ითვლი ნაოჭებს.
ვერ გაგიბედავს დაშვება ფარდის (თვალებს კი მაინც სიცოცხლე უნდათ), ეს თოვლი შენი სულიდან ბარდნის, თუ შეწყდა, შენი შეწყდება სუნთქვა.
წმინდა ოცნება გამიპარტახე, თავად რას იმკი გულნატყვიარო...… ჩვენ ვისხდეთ სახლში, ამ თეთრ ფარდაგზე ანგელოსებმა უნდა იარონ.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 21.01.2017, 21:56 | Сообщение # 27 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ზღვაზე ფეხით მინდა გავიარო ახლა, უკან მომყვებოდეს შენი ორეული, სულში უსახელო სევდა ჩაესახლა, ასე ნაცნობი და ასე შორეული.
გული ჩამომწყვიტე, როგორც ჩოხას ღილი, ჩემი მწვალებელი მკვდარი მზის ფონია, ისე მწუხარეა შენი მოძახილი, როგორც განწირული ქვეყნის სიმფონია.
სული საყდარია, მკერდი რა ფიქალი, სხივთა ელვარება გადაენთო ლოყებს, მხოლოდ შენ გესმოდა ჩემი ნაფიქრალი, ლექსად გაწყობილი ჰგვანდა ნეკროლოგებს.
ევას ნაშიერო, როგორ განდო სული, გზებმა დაგზაფრეს და სხვასთან დაიცადე, ასე სევდიანი, ასე მარტოსული, ასე დაისრული მივალ დაისამდე.
ვარდად ხელმეორედ აღარ გავიშლები, ზეცას დავიწყნია ჰანგი სამაჟორე, მკვდარი თევზებივით ყრია კლავიშები, ღმერთო მომკალი და მიწას გამაშორე.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 21.01.2017, 21:57 | Сообщение # 28 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შავი დავთარი დახურა და დამტოვა ღმერთმა, ყრია ვნებები ქურდებივით გაბაწრულები. შენ ხომ იმიტომ მოხვედი რომ ნუგეში გეთქვა, არა იმიტომ,-წაგერთმია იგი სრულებით.
არ შეიცვლება განაჩენი, დასრულდა უკვე სასამართლო და დამნაშავე მცველებს ბარდება. ოღონდ მითხარი, რომ წამებას შეგიმსუბუქებს, მე შემიძლია არ უარვყო შენი ბრალდება.
ვერ დაგიჯერებ, მომიტევე, სიმართლეს, რადგან რა ვქნა,-ღალატით დაწყებული არ მწამს გმირობა, შენს განშორებას მე როგორმე გავუძლებ, მაგრამ რას ეტყვი იმას, ვინც გაგიწევს ჩემს მაგივრობას?!
ავიტან ქვეყნის დამცირებას, შენ კი, იცოდე- რადგან მიყვარდი, ვერ დაგითმობ იოტისოდენს.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 21.01.2017, 22:02 | Сообщение # 29 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შენი სახელი ჩემი ბაგით არ იხსენება, არ იხსენება ჩემთან ერთად შენი სახელი. ვის მოუთოკავს დაუდგრომელ წამთა ჭენება, მოგონებაც არ დამიტოვე, ისე წახველი.
ჩემს სენაკამდე ვერ მოაღწევს შენი გოდება, უერთმანეთოდ გავქრებით და გადავეგებით, ჩემი ხელებით შენი მკერდი არ შეტოკდება, ჩემი სხეული არ გათბება შენი შეხებით.
მაგრამ ვინ იცის, რაში სუფევს ღმერთის დიდება, ხომ შეიძლება (უტყუარი ალღოც მკარნახობს), ჩვენმა შვილებმა ერთმანეთი ნახონ კიდევაც, მაგრამ საერთოს ვერ ნახავენ საამხანაგოდ.
საუკუნენიც დაცხრებიან კაცთან ზავთებით, ჩვენ კი სამყაროს დაღუპვამდეც ვერ დავზავდებით.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 21.01.2017, 22:10 | Сообщение # 30 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| რითაც გამტყუნებ, გაიმართლე იმითვე თავი, თქვი რომ, კერპობით, გაგაწამე არანაკლებად. დაგეთანხმება ბევრი ჩემი ნამეგობრალიც, რომ არვის ძალუძს უსულგულო კაცთან გაძლება.
თავის მართლების ხერხი არის ცოდვაზე მეტი, რაიც ცოდვილებს ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ. თქვი რომ, უღირსმა გავამტყუნე შენი იმედი, რომ მიგიზიდა მატყუარა ლექსთა მშვენებამ.
ანდა, უბრალოდ, ვერ გავუგებთ ერთმანეთს ალბათ, ან როგორც გინდა, მთავარია მე არ დამინდო...… არა, ძვირფასო, ერთმანეთის გვესმოდა კარგად და განშორებაც განვიზრახეთ სწორედ ამიტომ.
ან სულ გაჩუმდი-დუმილითაც იტყვი ვინა ხარ, გსურს აღსარება, მაგრამ ღმერთი ვერ მოგინახავს.
|
|
|
|