nukria | Дата: სამ, 24.01.2017, 21:20 | Сообщение # 51 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| განთიადის ფერად ჟურნალს მზე უმშვენებს გარეკანს, ქარმა ღრუბლის ორთქლმავლები სხვა სადგურში გარეკა.... მომანათა დილამ მზერა მაკვარანცხულ - ხვადგური, მატარებელს ელოდება ჩემი ლექსის სადგური.. ელმავლების ოთხი სტროფი - პოეზიის დეპოში შევარდნილა... აუტეხავს გნიასი და დებოში... აგერ უკვე ერთმა ლექსმა ჩაიქროლა ქაქანით, მოაკივლა - გააღვიძა დაბოლილი ბაქანი... გეძებ მაგრამ ამდენ ხალხში მიჭირს შენი მიგნება, სულ - სხვა პოეტ-მემანქანეს აედევნე, იქნება, იქნებ, სულაც, ვერ მოაგენ შენთვის ღია საგულეს, იქნებ გადაიფიქრე და სხვაგან დაისადგურე?!.. მივდივარ და დამწუხრებულს უკან მრჩება ფეხები, შენ კი ამ დროს მოვარდი და ზურგზე ხელით მეხები... დილის ნისლში ჩაიკარგა ორთქლმავალი - მელოტი,... ღმერთო ჩემო, ამ სადგურზე ოცი წელი გელოდი! ასე არის - თუ უფალი ლექსის შხეფებს გაპკურებს - ვერ ასცდები მოლოდინებს, თანამგზავრებს, სადგურებს... მომავლიდან წარსულისკენ წლები ერთურთს ცვლიან და შოოოოოოოოოოორს მივყავარ, შენთან ერთად, პოეზიის ლიანდაგს!...
ჰენრი
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 24.01.2017, 21:38 | Сообщение # 52 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შეხედე ჩემს ხელებს, ვენები დათვალე ორიოდ, ხაზებიც (მითხრეს, რომ ცხოვრების ყოფილა და ა.შ), შევხვდებით ერთმანეთს, როდესაც ვიპოვით კორიდორს, მე გნახავ, შემდეგ კი თვალები იტყვიან დანარჩენს.
გამოდის, რომ მართლა ბათუმი თბილისთან შორს არის, ზამთარში ქარია ორივე ქალაქში და უფრო, შვეულად შრიალებს შაბათ დღეს შარა გზის შროშანი, რადგანაც სახლში ვართ ორივე, სარკესთან ვსაუბრობთ.
იმაზე, რაზედაც ძილისწინს (ლოცვის დროს) ვფიქრობთ და იმაზეც, რაზედაც ფიქრიც კი არ ღირდა აქამდე, მე მეტი სიხშირით ვმეგობრობ კვამლთან და მიკრობთან რადგანაც ვხვდები, რომ დღე ცდილობს ჩვეულად დაღამდეს.
შეხედე სითეთრეს, ფიფქები დათვალე ორიოდ, ღრუბლები მიდიან, მოდიან, მიდიან და ა.შ. შევხვდებით ერთმანეთს, როდესაც ვიპოვით კორიდორს, მიყვარხარ... და ალბათ თვალები გეტყვიან დანარჩენს.
|
|
|
|