ვასილ ბესელია - Page 6 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ვასილ ბესელია
nukriaДата: ოთხ, 04.12.2013, 23:44 | Сообщение # 51
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ზამთრის ლექსი 

ზამთრის გადამედო ფერი-
დაბმული ვარ ხარი ხართან!
ვმღერი,
მაგრამ ტირილს ვმღერი,
ვეჭიდები ხავსის ხარდანს.

რაც ვერ ვპოვე-
აწი ვერ მსურს,
მოვრჩი საყვედურს და ღაღადს...
(ვსვამ და
ვემსგავსები ხევსურს-
გიგო გაბაშვილის ნახატს!)

აღარც წყენას აღარ ვწონი,
არც მას-
თუ რამ გამეხარდა,
(დაღლილი ვარ მეხთან ბრძოლით,
ვერ ვიმჩატებ ნამეხარ ტანს!)

ზამთრის გახუნებულ ყვავილს
ვიხდენ ხსოვნის ცოდვა-მადლით,
დაკარგული დამაქვს თავი,
საძებარი გავხდი სანთლით...

ვეღარც შენი
ლოცვა მიცავს,
(დაფნა რამდენს შვენის ცრუ თავს!)
ვტკეპნი თმენას,
სანამ მიწა
მოუთმენლად შემისრუტავს...

. . .

იღბალს-
ამოდენილს ძმარად,
გულგრილობის ნიღაბს ვურთავ...
...ყველაფერი ვერ ვთქვი, მარა,
რაც ვთქვი-
ან ეს ვიღას უნდა...
 
nukriaДата: შაბ, 07.12.2013, 01:13 | Сообщение # 52
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მამა

მორჩა შიში და
მორჩა კვეთება,
დამრჩა საფლავის მწვანე ყორღანი,
მიმყვება წვიმის
თავგამეტება
და ქარიანი ღამის ორღანი.

გამოგონილი მიმაქვს ნუგეში,
რომ ხარ კარგად და-
მართალი ცამდის,
ცრემლის წვიმები მტკივა გუგებში,
წვიმის ცრემლები
თვალებში ჩამდის...

და დამრჩი ასე...
ქვეყნის დარდებით,
სიცხის ყვითელი ჩექმით ნაცემი,
ბოლო სიზმრების ბოლო კადრებით
მამას ხედავენ თურმე კაცები...

სულს სამოთხემდე
მაინც მივიტან
(ბედმა გამთელოს, როგორც ნებავდეს)
შენგან ბაბუას ბოლო ხილვიდან
შენს უკანასკნელ მოლანდებამდე.

შორით სიცოცხლის ჟინი მობღავის,
კვდება ტკივილი სისხლიან ღაწვის...
მშლის ქარიანი ღამის ორღანი
და წვიმა დაღლილ თვალებში მაწვიმს...
 
nukriaДата: შაბ, 07.12.2013, 01:14 | Сообщение # 53
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გვიან,
როდესაც მთვარეც მოდგა აივანთან,

თამადა წუხდა:
-შენი ცრემლი არ მაჩვენო...
...წუხელ სმა იყო,
დედა შვილს არ აიყვანდა,
შენ არ იყავი,
გული დამწყდა მამაჩემო...

-შენ არ მომიკვდე,
შენც ბავშვივით ნუ ღელავ და
ბულბულს ჭიქიდან
ჭიქის ფსკერზე დავაჯენო...
...წუხელ სუფრაზე რამიშვილი უბერავდა...
...შენ არ იყავი,
გული დამწყდა, მამაჩემო...

-ღვინით მოვკვდები,
სიყვარულით,
თუ განგებით,
შენ იცოცხლე და...
მე ჩემს სიკვდილს ავარჩევო...
...ჭიშკართან
გულში ჩახუტებულ „ბუხანკებით’’,
მენატრები და
მენანები, მამაჩემო...
 
nukriaДата: შაბ, 07.12.2013, 01:14 | Сообщение # 54
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წვიმს.
მე შორსა ვარ..
.
მწვანე ბორცვი კი
თვალებში მტკივა მწარე წუხილით...
...წვიმით დაზეპილ ღამეს ბორძიკით
მიახრიგინებს ჭექა-ქუხილი...

წვიმს...
მე შორსა ვარ,
ბოღმის კორძი კი
თითებზე დათვლილ დღეებს ამწარებს...
...წვიმით დაზეპილ ღამეს ბორძიკით
ელვის ნარჩენი მიაბანცალებს...
 
nukriaДата: პარ, 13.12.2013, 00:52 | Сообщение # 55
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბავშვს აძინებდნენ ძალიან ადრე
(ის იყო ბავშვი დიდი ხნის წინათ).
ეზოში ქარი ამტვრევდა ჭადრებს,
ღამეს კისერში ასხამდა წვიმა.

გარეთ გაგდებულ უბედურ ამინდს
ისევ ითმენდა ბებერი ძაღლი,
აწვიმდა ზვინს და მარსელის კრამიტს
და თბილი იყო კოპიტის სახლი...
 
nukriaДата: ხუთ, 19.12.2013, 00:49 | Сообщение # 56
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბებო

დაბერდა შენი
„ბებოს იმედი“

და სიბერეშიც
ზმანებად ჩაჰყვა:
კლასელი გოგო,
ველოსიპედი,
ხმელა ჭადი და 
ბაბუას ჯაყვა.

ახლა, როს ძილიც
გაუსტუმარდა,
დაედო ფასი
წამებს და წუთებს,
ისევ შენ ზიხარ
მის სასთუმალთან
და სიკვდილის წინ
სიბერეს უთევ...
 
nukriaДата: პარ, 20.12.2013, 22:48 | Сообщение # 57
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ზამთარი

ქარი და ყინვა - 
როგორც ნემსები...
ოთახში პალმა,
ფარდა,
ალოე,
სითბო,
ქალი და
ჩემი ლექსების
გენიალური სიუბრალოე...

ეს იყო მაშინ...
რაც მქონდა ის მაქვს - 
ოდენ სუსხი და 
ყინვა ურყევი....
და მხოლოდ ამბად
ვყვები იმ სიზმარს,
სიზმარშივე რომ
წყალს მოვუყევი...
 
nukriaДата: ოთხ, 25.12.2013, 22:45 | Сообщение # 58
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დედამოკაზე ღამე დახრილა
და ლაგამს ტკვერავს ჩემი იაბო.
მთაზე ციხეა თვალებდათხრილი
და სათოფურზე მთვარე კიაფობს.

აქ დღეთა ჩემთა მკრთალი არილი
დამრჩება ტრფობის მწვანე ნაპირთან,
აქ გაბურძგვნილი დევი მთვრალივით
ამიხირდება ძველი ზღაპრიდან.

და ღმერთმა იცის, კაცად თუ ლაჩრად
მოველ წინაპართ წმინდა საფარში,
ვაითუ, დევმაც გულში არ დამჭრას
და შეიბრუნოს პირი ზღაპარში...

იქ, სად წინაპრის ჩემის ძვალია
და ყრმობის შხამით სავსე ფიალა,
მოდი მსაჯულად,
მოდი ძალიან,
შუქად მოდი და მოდი მთლიანად...

მოდი სიჩუმედ. მოდი ძახილად,
რომ ეს სიზმარიც ლექსად მიამბო...
...დედამოკაზე ღამე დახრილა
და ლაგამს ტკვერავს ჩემი იაბო...
 
nukriaДата: ოთხ, 25.12.2013, 22:46 | Сообщение # 59
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დამბზუის ქარი,
სულის ამწეწი
და ნატვრის ლოდში
ვარ მოჭეჭკილი, 
არა მაქვს ცხადი
ერთი ნამცეცი -
სიზმრის დოვლათი
მიდგას ჩეჩქივით...

არც რამ მომავლის
არ მაქვს 
მარაგად,
მელექსეს -
შეშლილს და ცალუღლიანს....
...ერთი ამ ლექსის,
რა ვთქვი ,
ბარაქაც,
ესეც მეწყერს და
წყალს წაუღია!...
 
nukriaДата: შაბ, 28.12.2013, 00:18 | Сообщение # 60
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე ვარ და 
ჩემი
ღამის მთეველი

ჩემი დათმობა
და შემართება,
დავბერდი ალბათ-
მოუთმენელი
სიყვარული რომ არ მემართება;

ჟინი კი ისევ
ტკივილს მიბევრებს-
ჩემს უკანასკნელ
მტერსა და მოყვასს...
...სიყვარულივით
მოდის სიბერე
და მოსათმენი
წვიმები მოჰყავს...
 
ძებნა:

მოგესალმები Гость