ვასილ ბესელია
|
|
nukria | Дата: კვ, 29.12.2013, 21:30 | Сообщение # 61 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მორჩა... არც ზეცა, არც ზღვა, არც ქალი, აღარც დაწყვეტა ლურჯი ვენების... შენც ელოდები გულისფანცქალით სიკვდილს- სიცოცხლის ბოლო ბენეფისს...
დაობ საკუთარ სულის აჩრდილთან, ზიხარ, გიკვირს და ტანში გაციებს- მთელი სიცოცხლე როგორ დასჭირდა ერთი სიკვდილის ამ ოვაციებს...
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 30.12.2013, 14:36 | Сообщение # 62 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გათავდა... შევრჩი დღეებს - წამებას, (ამ მრუმე დღეებს მტერმა უყუროს), შევყევი ავის მომასწავებლად ამოღამებულ ღრუბლის ფუღუროს.
შევყევი მიწას, ცოდვით გალეშილს, რომ სიზმარს ჩემსას ზღვარი დავუდო, რომ გადავსახლდე ზამთრის ღამეში უთავბოლოდ და უვარაუდოდ.
გათავდა, ვამტვრევ იმედის ბორკილს და ახლოს მოჩანს ჩემი ოჩხარი... მივდივარ ბოღმის ბებერი დროგით, (ტატოს ყორანი უკან მომჩხავის!)
მივდივარ, თუმცა წასვლაც არა ღირს მკვდარი გზებით და მკვდარი ქუჩებით, ამ მოწამლული დროის კარნახით შხამსა და ტალახს ვერ გადვურჩები...
“...გარჩენილი ვარ ქვებზე კალმახი და ახეული მაქვს ლაყუჩები...“
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 12.01.2014, 01:18 | Сообщение # 63 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მაგ მწვანე და ხატაურა თვალებს გიკოცნიდი ჩვეულების ფასად... ვიზოგავდი შენს სხეულს და ალერსს, როგორც ბნელში იზოგავენ ასანთს.
ცეცხლის ხსოვნა გაგყვა როგორც ვალი, ხსოვნის კვამლი ამ სიბნელეს ერთვის... ...ჩემთვის იყავ არა მარტო ქალი, გაჩენილი - არა მარტო ჩემთვის...
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 13.02.2014, 01:28 | Сообщение # 64 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დახვავდა წლები გაჭრილ კარტივით, ორბი ვბერდები როგორც ნიბლია, თავს ვისულელებ იმ სიმარტივით- რომ სიბერესაც თურმე ხიბლი აქვს...
ის, რაც არ მტოვებს არასდიდებით- ვერთობი ძველის- ძველი ზმანებით... (ბეჭედნატრული არათითებით დაბერდნენ ჩემი ლამაზმანებიც...)
ტივით მივყვები დრო-ჟამს ჯიბრიანს, ტივი ტოკავს და ტოკავს სატივეც... ...სიკვდილსაც, მგონი, რაღაც ხიბლი აქვს, არადა- მაგის დედაც ვატირე...
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 14.02.2014, 00:18 | Сообщение # 65 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ლუკმას უფალს ვესესხები, ტყუილად ვენდე - ვისაც ვენდე, ამ შხამით და ამ ლექსებით გამაქვს თავი თვიდან თვემდე...
გამოგონილ იმ დიდებით ბედის ტევრი ფუჭად ვწალდე... ...ოდენ ზამთრის მითითებით გამაქვს თავი წლიდან წლამდე.
დასაწერი იმ წიგნების სევდა ერთი ლექსი ვბლანდე... ...დღეის მერეც ის ვიქნები, რაც ვიყავი დღევანდლამდე...
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 14.02.2014, 03:46 | Сообщение # 66 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მივყვები დღეებს ქარში გადენილს, მაჟრჟოლებს ავად და ტანში გამცრის, აკლია ლოცვას თაფლის სანთელი, რწმენას აკლია გუგუნი ტაძრის...
ვერ მოვიშორე შიში და დაღლა, მე ალბათ აწი ვერ ავფრინდები, ნისლების იქით, ღრუბლებზე მაღლა რა ამღვრეული ჩანს ამინდები...
საით გავექცე იჭვიან მორევს, სად მახსენებენ ცრემლით და ჭიქით, შენ, შენ საზღვარი მითხარი თორემ, მე ვიცი- რაა იმ საზღვრის იქით
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 18.02.2014, 00:16 | Сообщение # 67 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ”...იგი სხვაა, სიძვა სხვაა,შუა უზის დიდი მზღვარი...”
არ გაგირბოდა სხვებისკენ თვალი, ეფერებოდი მის მკერდს და მის წვივს... მთელი ცხოვრება გიყვარდა ქალი- ულამაზესი დიაცი სიძვის.
ის წლები ახლა პულსივით ფეთქავს, ვიგონებ... მტკივა... ოფლს ვიწმენდ სიმწრის... მთელი ცხოვრება უყვარდი ერთ ქალს, და იმ ქალს ერქვა დიაცი სიძვის...
ახლა შენს კუბოს დაჰყურებს ცოლი, და კუბოს თავთან სანთელი იწვის, ხარხარებს ჭერზე ჩეხური ბროლი, არის ზეიმი სულელურ სიბრძნის;
ორკაპა ენით შხამს ანთხევს ზოგი- სხვის თვალში მძებნი ბეწვის და ხიწვის- რომ სხვას გაუთბობს ვნებიან ლოგინს აწი ცოლიც და დიაციც სიძვის...
ირევა ცრემლის შავ-თეთრი ღვარი, მოთქმა...კივილი-მიწა რომ იძვრის, იყო და იყო... არის და არის ფარული ცრემლიც დიაცის სიძვის...
ცას ეძალება სიშავე ღამის, მივყვები ყოფნა-არყოფნის ამქარს... ...მარადიული ინთხევა შხამი: აქ, სასიკვდილეს, რა უნდა ამ ქალს...
ჰყვავის სიკვდილი ვარდების წვაში, გამსწორებელი სამარით კუზის, იმ შხამსაც წაშლის, იმ ზღვარსაც წაშლის სიძვა-სიყვარულს შუა რომ უზის...
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 22.02.2014, 20:48 | Сообщение # 68 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ისე ცივა - ღდინი არ ჩანს ან მარტის და ან აპრილის... (ისევ მიჩქარდება მაჯა, ვსვამ კორსიზს და ანაპრილინს! )
ისევ ქარის ვისმენ ქაქანს, ისევ ყინვის კიაფია.... ...მტერი ენდო ამინდს (და ქალს) და ამ წამლებს - იაფიანს!)
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 26.02.2014, 20:40 | Сообщение # 69 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გახსოვს, სხვის ცოლს რომ ვუყვარდი? სხვისი ცოლი რომ მიყვარდა, რომ მეგონა - ის მერცხალი გაზაფხულს რომ მომიყვანდა.
ღმერთი მუდამ მინდობდა და ეშმა მუდამ ხარხარებდა, სხვისი ცოლი ნასხვისარი სიყვარულით მახარებდა...
სხვა კარიდან გამოსული კანკალებდა სხვა კარებთან, იმ კარიდან ამ კარამდე მიწას ფეხს არ აკარებდა.
დღეს იმ ქალმა ვეღარც მიცნო - თვალები რომ შემაფეთა... ...მე ჩემს ცოლთან დავბერდი და იგი მის ქმარს შეაბერდა...
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 01.03.2014, 01:59 | Сообщение # 70 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გაზაფხული
(”...მოდიხარ სხვისთვის!”)
მოსავს გადახრუკულ მინდვრებს, (ამწვანდება ტოტი ოდეს), თან მოდის და თან ფეხს ითრევს- ვითომ ჩემთვის მოდიოდეს!
ვითომ ამირევდეს თავგზას, დამასევდეს იმ ქალწულებს, სადაც ერთი კოცნის ფასად ვინმე შემომილაწუნებს...
აბა სიზმრის ათინათი მწვანეს შეურიოს კოცონს, ფერში ამოთხვრილი თათი ჩემს მოწყენას შეახოცოს:
ამ სიმძიმის გადამკიდეს - სად სიყვითლის ჟამი მეტობს, შემაყვაროს ვინმე კიდევ - (კიდევ ერთხელ გამიმეტოს!)
ჩემთან მოინდომოს დაცდა ვარდის ფურცლით, ნოტიოთი, (ასე გაურკვეველ კაცთნ, ჩემთან - შენ თუ მოდიოდი).
ახლა მივიწყებულ მოტივს, ვითმენ - წლების ალიყურებს, ისევ გაზაფხული მოდის, ისე, - ზედაც არ მიყურებს.
მოდის როგორც ცრემლი ნატვრის - (წკრიალებდა ნოტი ოდეს), თან მოდის და თან მამადლის - ვითომ ჩემთვის მოდიოდეს.
ხან ყვავილით მეპრანჭება, ხან მტირალა ვენახებით, ვიცი, ჩემთან ვერ დარჩება, რომ დამცინის ხელაღებით.
რომ ამ ლექსსაც წამიყრუებს, ვერც მთმობს, აღარც ვენაღვლები... რომ ლექსითაც თავს ვიტყუებ: - ბაღანას ხომ ვერ ავყვები..
|
|
|
|