ვასილ ბესელია - Page 8 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ვასილ ბესელია
nukriaДата: პარ, 07.03.2014, 02:06 | Сообщение # 71
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვინ იცის,
იქნებ ასეც მიჯობდა
უმწეოდ დაღლილს და სულგაკმენდი
ლს,
ოდნავ შეღებულ კარის ღრიჭოდან
მოსჩანდა ჩემი სულის ფრაგმენტი...

ოღონდ გახსოვდეს,
როცა ერთხელაც
ზეცაში წავა სული ტანიდან,
მე სული მქონდა
სამყაროსხელა,
შენ ვერ ხედავდი ჭუჭრუტანიდან...
 
nukriaДата: ორ, 10.03.2014, 13:39 | Сообщение # 72
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემი გასტუმრება
ასე არ ინებოთ,

წლები მაკლდება და წამებს ვეჭიდები,
ცოტა დამაცადეთ, მინდვრის ყვავილებო,
სანამ შვილებივით წამომეჩიტებით...

ცოტას შეგეჩვევით,
ცოტას დაგიყვავებთ,
მარტო ტკივილივით
ნუ გამემხილებით...
...მერე მოწყენილი ბორცვი ამიყვავეთ,
მოდით შვილებივით გულგაღეღილები...
 
nukriaДата: ოთხ, 12.03.2014, 00:30 | Сообщение # 73
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შიგადაშიგ მუზას ხმობდა
ანუ ლექსთან აშიკობდა...
და უნდოდა, სულ ჰქონოდა
ის, რაც შიგადა-
შიგ ჰქონდა...

შუბლზე სქელი ტყავით დარჩა,
და სქელყდიან მჩატე წიგნით,
რაც აქვს გარეთ, გარედან ჩანს,
წიგნიდან ჩანს -
რაც აქვს შიგნით...
 
nukriaДата: შაბ, 15.03.2014, 23:14 | Сообщение # 74
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გახუნდა სიზმრის
სხივი ფერადი,

წავიდა უკვე ჩემი ომის დრო,
წავიდა, ვისაც სულს ვუბერავდი,
ვინაც ღმერთივით სულზე მომისწრო.

იზოგავს გული ჩარჩენილ სითბოს,
(ჩარჩენილია გულში ნესტრებიც),
ეს წლებიც ისე დამბზუის, თითქოს
ამ სიკვდილს
სხვა დროს ვერ მოვესწრები...
 
nukriaДата: სამ, 18.03.2014, 19:25 | Сообщение # 75
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვვრ უნათე ჩემს სიბნელეს შუქად,
თავად დათმე
სალოცავი მდედრი,

ჯერ სუყველა ლექსს წავიღებ უკან,
მერე ყველა კოცნას დაგაყვედრი.

თვალებს აღარ გაგაყოლებ ხარბად,
ვერ ამამღვრევს ვერც ”შანელის” სუნი,
სიყვარულიც მომირჩება ალბათ
და ნაღრძობიც დამიცხრება სული.

გარეთ ყრია
დამტვრეული ღამე,
(სადღაც მწარე გათენება გაკრთა),
თუ ჩემს მერე დაგაკლდება რამე,
დაგაკლდება-რაც ჩემამდე გაკლდა.

კოჯრის გზაზე
ისევ ტირის ნაძვი,
ჩემი მწარე წარსულივით ფლიდი...
დრო გავა და, ვიცი, სხვაში გამცვლი,
როგორც ჩემში ჩემამდელებს ცვლიდი...

ვარ მორიგი საძაგელი ბავშვი,
სხვის ბაღში რომ იპარავდა ატამს,
მოგონების ყელამდე ვარ შვავში
და ძვალ-რბილში სინანული ატანს...
 
nukriaДата: შაბ, 22.03.2014, 23:36 | Сообщение # 76
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რამდენი კაცი ისე დაღამდა,
ღამდება როგორც ერთი კარგი დღე...

...რამდენი ჰყვავის თავის ბალღამთან,
როგორც ცვედანი და არამკითხე;

მე კი...
მე ჩემი მაქვს სახარება,
მრჩება ღმერთი და ჟამი განკითხვის...
...ხან ბელზებელთა მკლავს აყვავება,
ხან -
დაღამება ერთი კარგი დღის...
 
nukriaДата: კვ, 23.03.2014, 22:09 | Сообщение # 77
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვიგონებ გაგრას,
მთვარეს პალმაზე,
და ფიქრის ტალღა

გემივით ამწევს;
ვიგონებ გაგრას,
ალბათ გაგრაზე,
ზღვაზე და
შენზე
ოდესმე დავწერ.

მწარედ ნელდება
ალტერნატივა
და მეც ზღვასავით
მწარედ ვნელდები,
ოდესმე ალბათ
უფრო მარტივად,
უდრო ადვილად
გამახსენდები...

თუმც ვერ გავამხელ
მართალს და მტყუანს,
შევრჩები ცრემლს და
წვიმიან მაისს...
ოდესმე, შენც ხომ
ისწავლი ჭკუას,
ოდესმე,
ანუ -
ერთხელ ხომ მაინც...
 
nukriaДата: სამ, 25.03.2014, 11:01 | Сообщение # 78
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რეაბილიტაცია
(ნახევრადსერიოზული)


დამაზღვია ქირურგმა:
არ მოკვდები გულით,
გამოვრიცხე ინფარქტი,
გადმორიცხე ფული;
აწი უნდა მიხედო
პროტრომბინს და შაქარს,
დაანებო თავი
გოთვერანს და შაკალს;
დაუბრუნდე ცისკრის
ტრიოლეტის წერას -
საარი რო დილას
ელარჯივით წელავს;
ნუ ენდობი, ვინც რო
რიტორიკას გიქებს,
ერთნაირი უარი
განსხვავებულ ჭიქებს!
არ დაგიფსოს თვალი
სეიფმა და ნოხმა,
დღეში სამჯერ წამალს
მიაყლუპე ბოღმა...
მიეფერე ისევ
სიყვარულით მთვრალებს,
ჩაუწვეთე ლექსი,
ჩააყლაპე მთვარე;
აწი უნდა ჭკუა
მოგემატოს ცოტა,
ნუ ახსენებ პირველ
ცოლს მეორე ცოლთან...

მერე ცაში წადი
ატანილი წერას,
სადაც ღრუბელს ქარი
ელარჯივით წელავს...
 
nukriaДата: პარ, 28.03.2014, 00:33 | Сообщение # 79
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გადამიყოლებს ეს ბოლო წელი,
გამწყრალა ალბათ მწყემსი კეთილი...

მე სათითაოდ
გაგატან წერილს,
რომ იმ სიზმრების ანი და ბანი
გაიმეორო, ვით გაკვეთილი.

ჩემი ცხოვრების აბურდულ გზებზე
გადამიყოლებს ბოლო ბწკარები...
მე დაგიტოვებ
პირღია ლექსებს,
რომ ის ტკივილი გაიმეორო
და ფეხაკრეფით გაგეპარები...
 
nukriaДата: შაბ, 29.03.2014, 00:15 | Сообщение # 80
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
...და უძილობის
ტკივილს დაგმართებს

ამ ერთი ღამის ავი ზმანებაც...
ამოათავა
ღამემ აღმართი
და თავდაღმართში მიექანება.

ხარ გატრუნული
როგორც დევნილი,
გახრჩობს სიჩუმის მძიმე ლოდები,
დილაც თენდება
გუშინდელივით,
შენ კი არავინ არ გელოდება...

...არც შენ არავის არ ელოდები!
 
ძებნა:

მოგესალმები Гость