თამაზ მეტრეველი
|
|
nukria | Дата: სამ, 10.07.2012, 23:00 | Сообщение # 111 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ვერ შემედრები
საოცარია, უბრალო წყენას, ზოგჯერ ბოლომდე როგორ ვატარებ, ხოლო ვივიწყებ იმ გულისტკენას, ჯოჯოხეთი რომ გამომატარეს.... სავსე ველებზე მზისკენ ვედრებით იმზირებიან მზესუმზირები, შენ სიყვარულში ვერ შემედრები, შენ მე ტყუილად შემეცილები,... ჩემს წინ არავინ შენ არ გაგიშვებს, ჩაკეტილია შენს წინ ჭიშკარი, მე კი სამყარო მომისაკლისებს, მე ხომ, უბრალოდ, შენ, გაგისწარი!!!
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 11.07.2012, 01:25 | Сообщение # 112 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| აბა, რა მექნა?
ასე მგონია, რომ ჩემს მუზებთან, ბრძოლაში ვარ და მუდამ ვმარცხდები... წამართვეს ჩემი თავისუფლება, და დამიტოვეს რაღაც განცდები... წამართვეს ჩემი გულუბრყვილობა, რითაც აქამდე თავს ვიწონებდი, მე კი მეტი და მეტი მინდოდა, ახალს ვეტრფოდი, ძველს კი ვტოვებდი... თუმცა ვხვდებოდი, თეთრი ფრთების ქვეშ, რა გასაოცარ ბრჭყალებს მალავდნენ, რამდენი ვდიე და რას ვეღირსე, დამარქვეს ბლეფი და მოღალატე! ახლა კი როცა ჩემი ადგილი, კარგა ხანია ვაკანტურია, რას დამხატავდა მუზა ნამდვილი, მუზა რომელსაც ლექსი სწყურია... სად გამახსენდა, მას აქეთ თითქოს, ომში ათასი ცხენი წამექცა... რად შემიყვარდა? არავინ მკითხოს, მუზა იყო და, აბა, რა მექნა?
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 11.07.2012, 20:52 | Сообщение # 113 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გულს ნუ დაკეტავ!!!!
როგორ დავიწყე, ჩემი სიტყვებით, თაფლი ჟონავდა ლურჯი ზეციდან, თითქოს დაიძრნენ აწვდილი მთები, თავი დაიხსნეს ჭიუხებიდან... ჩემს ბრძანებაზე ირგვლივ ფრინველნი, ერთად იწყებდნენ დილით გალობას, საოცრებათა ვარ თვითმხილველი, მიყვარდა, მწამდა და მიხაროდა... და გულსაც თუკი ცეცხლი ეკიდა, საცალფეხო გზას როგორც მერანი, თუ სიყვარული გადამეკიდა, როგორც მეხს ელვა და ვაზს მტევანი... თუ ყველას, ყველას, უცნობ–ნაცნობებს, გავუხსენ გული, როგორც მარანი, თუ თასით ღვინო გადმოვაწოდე, რატომ არ დამხვდა გარეთ არავინ... გულს ნუ დაკეტავ, გულს ნუ დაკეტავ, თუნდაც ხორცს ჭრიდეს შხამის ჭანგები... და გაზაფხული როცა დადგება, ერთ ქალს ხომ მაინც შეუყვარდები!!!
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 12.07.2012, 01:10 | Сообщение # 114 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მოდიხარ, მოღელავ!!!
რა არის, რა არის, მითხარი მიზეზი, მიყვარდე, მიყვარდე, და შენ არ იცოდე... მე თითქოს მეძინა და შენ მაფხიზლებდი, თუმც თავი გიჭირავს, თითქოს არც მიცნობდე... გრძნობანი დღეს თურმე აღარა ფასობენ, ჰოო, რომ უსმინო ზოგიერთ პოეტებს... მე კი მსურს მიყვარდე და მუდამ მახსოვდე, რომც შენთან შეხების წამიც არ მომეცეს... დე, სხვებმა იცოცხლონ, უსულოდ, უგრძნობლად, მე კი მსურს, ისე მსურს, რომ საზღვრებს გადავცდე, და სულ არ დავეძებ, ეს გრძნობა თუ მომკლავს... მართლაც, სულ ერთია მომკლავს თუ დამარჩენს... მოდიხარ, მოღელავ, და როგორც მდინარე, აღვიძებ ჩემს სულში მძინარე ხეობებს... მიყვარხარ, არასდროს, არასდროს ვინანებ, და დაუსრულებლად შენც გაგიმეორებ! და ერთიც იცოდე, ვერავინ შეგცვლიდა, თუნდ ჩემს წინ ეცეკვათ ზეციურ ქალღმერთებს... მითხარი, მითხარი, რომ ჩემთან შენც გინდა, და მე კი დაგიცდი, სისხლიც რომ ჩამექცეს!!!
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 12.07.2012, 01:11 | Сообщение # 115 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სინანული
არაფერს ვამბობ ჩემს სინანულზე, რაც მომცა ღმერთმა იმას ვჯერდები... ამოვიშანთე სამშობლო გულზე, არ დამცდენია სიტყვა ყვედრების... ვისაც როგორ სურს, ისე უყვარდეს, ჰოდა, საფლავშიც ისე წაიღოს... სამშობლო ყველას ვერ გაუმართლებს, და არც ყველასი არ უნდა იყოს... და ვიცი, ვიცი, როცა მოვკვდები, ეს სინანული მე თან გამყვება... რომ ვერ ვიხილე ამ საოცრების, გაბრწყინება და გაჩირაღდნება!
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 13.07.2012, 00:46 | Сообщение # 116 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შენი თმები მოჰგავს თავსხმას
შენ რომ გიმზერ, სულ მგონია, დავეჯახე შუბლით მყინვარს, სად ცივ ქარებს უქროლიათ, მწვერვალებთან შეხვედრისას... შენც ხომ ჩემი მწვერვალი ხარ, თითქმის ცამდე ატყორცნილი, თოვლმა სისხლი გადმოგისხა, და გულიც გაქვს გამოცვლილი... ვერ გავუძლებ მე შენს ზამთარს, ვერც გაზაფხულს ვერ დავუცდი, შენი თმები მოჰგავს თავსხმას, შენი ტანი ჭექა–ქუხილს... მსურს დამსეტყვო, როგორც მინდვრებს, გაზაფხულის სეტყვა სეტყვავს, და ზღვის ტალღებს, აქოჩრილებს, მღვრიე ქაფი გადალეკავს... შენ თუ ცივი ყინული ხარ, მე ზაფხულის ვუხმობ მზეებს, ზღვამაც ასე იგულისხმა, და ღრიალით ებდღვნა კლდეებს... დაგიდნება, დაგიდნება, ეგ სლიპინა ყინულები, დაგჭირდება გაღიმება, სულ ტყუილად იმუქრები!!!
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 13.07.2012, 13:47 | Сообщение # 117 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მშურს მათი ვისაც სიკვდილი ელით
რაც უნდა შავი ღრუბლები ქუფროს, მეტი და მეტი მოაღვარცოფოს... შევეჯახები და არ დავუთმობ, სანამ ვარსებობ და სანამ ვცოცხლობ! და თუკი გულში ბოღმა და შური, მინდა, არ მინდა, იბადებიან, თუკი ჩემშია სამყაროს სული, და არაფერი დამვიწყებია... ბუნებრივია, რისხვამ ამავსოს, როცა იმარჯვებს ქვეყნად სიავე, არაფერი მაქვს დღეს საამაყო, მივალ და სეტყვის ღრუბლებს მივარღვევ... ვერც იმას ვიტყვი, ვინ მაძლევს ძალას, ვერც იმას, ღმერთი ვის მხარეზეა, მაგრამ ვერავინ ვერ ამიკრძალავს, თქმას, თუკი სიტყვა უკვე ჩემზეა... ყალბი დიდების რა უნდა მშურდეს, ყველა გვირგვინი ბოლოს დაჭკნება... მშურს გაზაფხული და სიჭაბუკე, გზად ტირანიას რომ უჯანყდება! მშურს მათი ვისაც სიკვდილი ელით, მათ, ვინც ვერა სძლებს ამ მონობაში, ვინც ცივ იარაღს მოჰკიდა ხელი და ჩვენთვის უნდა მოკვდეს ბრძოლაში!!!
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 13.07.2012, 18:09 | Сообщение # 118 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დაჰქროლე
დაჰქროლე ქარო, მძლავრად დაჰქროლე, ეგ შენი ფრთები, გთხოვ, არ დაკეცო, რომ სიყვარული რაც კი ვაგროვე, შენი ფრთების ქვეშ გავაასკეცო... შენ, ვინმეს, იქნებ, კიდეც მოსწყინდე, მე კი არასდროს არ მომწყინდები, დაჰქროლე, ეგებ, მზეც ამობრწყინდეს, და მოგვაფრქვიოს მარგალიტები!!! დაჰქროლე სანამ მისი სხივები, ისევ აღწევენ დედამიწამდე, სანამ ცოცხლობენ ცად არწივები, არ დაუკარგავთ სანამ სისწრაფე... დაქროლე, მანამ, სანამ ჯერ კიდევ, შერჩენილი აქვს, ჩემს ცას ელფერი, სანამ ამ მიწას, ჩვენს გადამკიდეს, ჩვენი ჯიში და რჯული შეჰფერის!!!
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 13.07.2012, 21:57 | Сообщение # 119 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გულს ვეუბნები
გულს ვეუბნები, კარგი, გაჩერდი, გეყოფა, მორჩი, საკმარისია, მე შენ ტკივილებს ძალით გაჩვევდი, მსურს მიამთავრო შენი მისია... უცნაურია ჩემი ბუნება, რაღაც ველურის, პირველყოფილის, ერთად მეწევა ყველა ცთუნება, მუდამ ფრენისთვის ვარ განწყობილი... და არასოდეს, ჯერ არასოდეს, არა ვყოფილვარ თვითკმაყოფილი, მაინც ყოველთვის სხვები მასწრობენ, ვისაც ცხოვრება აქვთ აწყობილი... და გულიც მე რომ ვეღარ ვენდობი, ყოველთვის ასე გახლეჩაზეა, ნუ ჩამეკრობი, ნუ ჩამეკრობი, დღეს ჩემი სული შხამით სავსეა... შხამით სავსეა, მაგრამ, მას მაინც, ალბათ ზეცაში ყოფნა სწადია, ზეცისკენ ბილიკს ხომ ვერ მასწავლით, მსურს მივატოვო ეს კავკასია...
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 14.07.2012, 01:28 | Сообщение # 120 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გამესაუბრე
გამესაუბრე, მე ხომ ჯერ კიდევ, ბევრი რამე მაქვს შენთვის სათქმელი, გიამბობ ცხადში ნასიზმრებ სიზმრებს, ტყვიებზე, შიშველ მკერდზე ასხლეტილს... გამესაუბრე, შენს სუფთა თვალებს, ვენდობი, როგორც შვლის ნუკრი დედას, გიამბობ შენთან რა დამაბარეს, ნუშის ტყეებმა და სიომ ველთა... გიამბობ, მარტო როგორ გეძებდი, როგორ ვანთებდი ჩამქრალ ჩირაღდნებს, და დაკარგული გზად იმედები რა სიყვარულით გამიცისარტყლე... გიამბობ, დღემდე როგორ მოვედი, რატომ მატყვია სულზე ბზარები, შენ სახელს როგორ ვიმეორებდი, რა სიფაქიზით და მოკრძალებით... მზე გადავიდა, ზეცა ღრუბლებმა, გადაიარეს და მიატოვეს, თუმც, სულს სწყურია თავისუფლება, თუ სურვილი გაქვს, გაგიბატონებ!!!
|
|
|
|