თამაზ მეტრეველი - Page 11 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
თამაზ მეტრეველი
nukriaДата: ოთხ, 04.07.2012, 16:32 | Сообщение # 101
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მინდა შენს ტუჩებს გემო გავუგო

სადღაც ზღვის იქით, შორს, ძალიან შორს,
ბედნიერებას დაეძებს ვიღაც,
მაგრამ ღამე დღეს ისე არა შობს,
ისე არა შობს, ჩვენ როგორც გვინდა...
შორს არის შენი ლამაზი აწმყოც,
შორს, სადღაც ცაში მიაქვთ წეროებს,
ხვალ გათენდება ჩვენ როგორც გვაწყობს,
ხვალ გადავკოცნით ერთიმეორეს...
სად მიაჭენებს, ნეტა ვიცოდე,
აწმყო, წარსულის ზურგზე მომხტარი,
მიდის, მიღელავს ჩვენი სიცოცხლე,
როგორც ხევები მთიდან მომსკდარი...
ან ეს ცხოვრება რა იქნებოდა,
ალბათ, თქვენ რომ არ გვილამაზებდეთ,
მე ხომ თვალები შენზე მრჩებოდა,
ბედნიერებას სხვაგან რად ეძებ...
რად გაკრთობს ჩემი ტკბილი სიტყვები,
რად გეშინია, რად გაურბიხარ,
ან ყოველ ღამე თუ გესიზმრები,
მაკოცე, განა, მართლა ცუდი ვარ...
მიყვარხარ, როგორც მზის სხივს ყვავილი,
დილით გაშლილი სასიყვარულოდ,
მე წერას ვყავარ კვლავ ატანილი,
მინდა შენს ტუჩებს გემო გავუგო!
 
nukriaДата: ოთხ, 04.07.2012, 23:59 | Сообщение # 102
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნუ მიმზერ ასე

ნუ მიმზერ ასე, მე ცაში ვცხოვრობ,
თუმც დაბრუნება მინდა მიწაზე...
არ მიმეორო, არ მიმეორო,
აქამდე როგორ ვერ შემისწავლე...
რომ მე ამ დროში შემთხვევით გავჩნდი,
აქ არაფერი არ მესაქმება,
დიახ, დავფრინავ, ძვირფასო, ცაში,
იქ არის ჩემი ბედის პლანეტა.
შენთვის ბოდვაა ეს ყველაფერი,
პრაგმატულია შენი ბუნება,
არ მოგწონს, როცა ზეცას გავცქერი,
შენ ეს არაფერს არ გეუბნება...
აქ კი დავდივარ, მაგრამ ცაში ვარ,
მე მმასპინძლობენ ჩემი მუზები,
ამ ცოდვილ მიწას დავცქერ მაღლიდან,
ახლაც იქიდან გესაუბრები...
კი, გეთანხმები, მეც ცოდვილი ვარ,
მეც ცოდვებს ვერსად ვერ გავექეცი,
რომ ყველა ცოდვა ზეცაში მიმაქვს,
ვერ მოვიშორე დღემდე ვერცერთი...
ისე კი, ერთს გთხოვ, იცი, ძალიან,
შენი ცოდვებიც არ დამაბრალო,
შენ კარგად იცი, რისი ბრალია,
რად მივატოვე მე ეს სამყარო...
 
nukriaДата: ხუთ, 05.07.2012, 14:00 | Сообщение # 103
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არ მავიწყდება

შუა ზაფხულში მომენატრა თოვლის ფიფქები,
ციდან ალერსით ჩვენსკენ მშვიდად მოფარფატენი,
შენს წამწამებზე თოვლის თეთრი მარგალიტები,
და გაპობილი, გაპობილი შენი ბაგენი...
გეტყვი ყველაფერს, მეშინია სხვამ არ დამასწროს,
ჩვენს ქაჯურ დროში ყველაფერი დასწრებაზეა,
რომ მეშინია, მეშინია არ მიღალატო,
რადგან, ძვირფასო, შენი გული თაფლით სავსეა.
რომ ვიცი, ვიცი, არავისთვის არ გენანება,
ამოაწონ და გაილოკონ თაფლში თითები,
როცა ბაგეზე უნაზესი ფიფქი გადნება,
შენც გიხარია ფანტელები და იღიმები...
მე ეს დროც, წლები, ასე სავსე სიურპრიზებით,
შენი დაკარგვით მემუქრება დიდი ხანია,
არ მავიწყდება გამჭვირვალე ბროლის თითები,
და თოვლიც თუკი მენატრება შენი ბრალია...
 
nukriaДата: ხუთ, 05.07.2012, 14:01 | Сообщение # 104
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნუ იყიდები

საოცარია, რა დროში ვცხოვრობთ,
შენზე ფიქრებსაც კი არ მაცლიან,
ან როგორ უნდა დაგიახლოვო,
ყოველ ნაბიჯზე ტყვიებს მახლიან...
გუშინ ვუცქირე ქერა მონაზონს,
სიგარეტების კვამლში გახვეულს,
თავის მანქანით რომ გადმომასწრო,
და გამიღიმა მისგან გაქცეულს...
რა ხდება, მართლაც, ვერას მიხვდები,
ვინ წმინდანია, ვინ ვისი მონა,
ნუ იყიდები, ნუ იყიდები,
რომც ოქრო მოგცენ შენივე წონა...
გააწყობ რამეს? არა მგონია...
გადაშლილია ყველა ზღვარები,
გადასწონიან, გადასწონიან,
შენს უმანკობას სექსუალები...
და სანამ შენს გზას ჩუმად მიჰყვები,
კაფედან ისმის კაკაფონია,
და ვგრძნობ ნელ–ნელა როგორ ვიმსხვრევი,
შენ კი, შენც ბედი არა გქონია...
 
nukriaДата: ხუთ, 05.07.2012, 20:07 | Сообщение # 105
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვერა ვხვდები ვისი ნაჩუქარი ხარ...

როგორც კარტში ისე ამომიხვედი,
გულის დამა კაროლს მკერდზე დამეცი...
სულში ნაბზარს ისე ნაზად მიხვევდი,
არ მეგონე, იცი, მართლაც, ასეთი...
გამჭვირვალე, როგორც მთვარის თვალები,
წმინდა, როგორც ნაკადულის შხეფები,
თითქოს მუდამ გულით დაგატარებდი,
ატმის ყვავილს ნუშის ბაღში გეძებდი...
ვერა ვხვდები ვისი ნაჩუქარი ხარ,
ბედის, ღმერთის თუ ამურთა ნაკრების...
დაღამდება, ცა ვარსკვლავებს დაისხამს,
ხელს მომხვევ და მთვარის ბილიკს გავყვებით...
მინდა ერთად უსასრულოდ ვიაროთ,
და ეს ღამეც არასოდეს გათენდეს,
სარეცელზე ვარდნი ჩაგვეზიარონ,
ანგელოზნი აბრეშუმში გვახვევდნენ...
 
nukriaДата: შაბ, 07.07.2012, 01:08 | Сообщение # 106
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვერა გავიგე

ვერა გავიგე, რად ხდება ასე,
სხვას ელი დიდხანს და სულ სხვას ხვდები,
და საკუთარი ნერვების ხარჯზე,
ამ შემთხვევაშიც გულგრილი რჩები.
წამოგიკიდებს მერე სალაყბოდ,
ის ვინც მოელის შენგან პასუხებს,
რომ საკრალური რამე გაანდო,
რამე ისეთი, რაც შენ გაწუხებს...
და ფიქრობ, ფიქრობ, ითვლი ათას წლებს,
ღამის ღვინო გაქვს გამოყოლილი,
და მეორდება უკვე ნავახშმევს,
სიმღერა მკერდში ამოქოლილი...
ნუთუ არ მოვა, ნუთუ არ მოვა,
ის ვინც ოდესღაც ჩუმად დამტოვა...
სანამ ზეციდან თოვლი წამოვა,
სანამ ვუცდი და სანამ მარტო ვარ...
სულ ტყუილია შენი მზადება,
ყველა იმედებს წლები ყლაპავენ,
ალბათ, არა სურთ გაზიარება,
თუ რამ სურთ, კარგად გამოხატავენ!!!
 
nukriaДата: შაბ, 07.07.2012, 15:42 | Сообщение # 107
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ გულს არ მატკენ

ახლა შენს მეტი არავინ მინდა,
რომ მწუხარება ჩემი გავანდო,
როგორ მიტევდნენ ყოველი მხრიდან,
და ვნებდებოდი მეც უკამათოდ...
რადგანაც ბრძოლა იყო უაზრო,
ვერავის ვანდე მე ნააზრევი,
ათას ნამდვილს და ათას ცრუ ნაცნობს,
მიჰქონდა ჩემი სულის ნამსხვრევი...
შენ კი მომისმენ, ვიცი მომისმენ,
შენ გულს არ მატკენ, ვიცი დამინდობ,
ისევ შემხვდები, ალბათ, როდისმე,
ყველა სიმწარეს რომ გამარიდო...
რომ გამარიდო დღეებს უფეროს,
რაც ჩემს მტრებს ჩემთვის უგროვებიათ,
რომ ცა მაჩუქო კვლავ უღრუბელო,
მაჩუქო კოცნა, რაც დამკლებია...
იქნებ მომძებნო, იქნებ მიპოვო,
მე უსასრულოდ დაგელოდები,
რომ თუნდ თითიდან გამოვიწოვო,
ბედნიერების ანგელოზები...
ვიცი, რომ კითხვებს შენ არ დამისვამ,
გამიფრთხილდები როგორც ავგაროზს,
გამოფხიზლებულს უღრმეს ძილისგან,
ცხოვრება ისევ რომ შემაყვარო!!!
 
nukriaДата: შაბ, 07.07.2012, 23:10 | Сообщение # 108
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უკიდია ველებს ცეცხლი

უკიდია ველებს ცეცხლი,
ცაში მიაქვთ კვამლი ქარებს...
ტყუილია, ვეღარ შემცვლი,
მორჩა, ნუღარ გამიკარებ...
დაისია, ზღვაში ჩადის,
მზე და სხივებს უკან იხმობს...
ახლა მივხვდი, არ გიყვარდი,
და იყავი უხალისოდ...
რად მეცლება, რად მეცლება,
რად მეცლება ფეხქვეშ მიწა,
დაიღვრება ცა ცრემლებად,
ჰორიზონტი ელავს წითლად...
საით მიდის, საით მიდის,
ეს ხომალდი უიალქნო,
გაკიდული ზღვაზე ხიდი,
ხვალ ვინ იცის, ვის მიახრჩობს...
წავალ შენგან, წავალ შენგან,
ჩამიტაცებს ტალღა ზღვისა,
რადგან შენი გააფთრება,
მოდის, მუდამ, არაფრისგან!!!
 
nukriaДата: კვ, 08.07.2012, 19:41 | Сообщение # 109
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სანამ დრო მოვა

სანამ დრო მოვა და მეც ვით ყველას,
მარადიული მშთანთქავს უკუნი,
ხშირად ვამარცხებ ჩემს ბედისწერას,
უძღები ძე ვარ ამ საუკუნის...
თუმცა, რატომღაც ასე მგონია,
ყველა ღმერთები ჩვენზე განრისხდნენ,
და ამ ედემში დისჰარმონია,
შემოიტანეს დევთა ნადიმზე.
რატომ მგონია ვერსად ამ ქვეყნად,
ვერავინ ნახავს ასეთ აისებს,
როცა მზე შუბის ტარზე გაწვება,
და ზეცა უბეს ნამით აივსებს...
გამეპასუხე, გამეპასუხე,
როგორც ბულბული თავის იადონს...
იმ სიყვარულზე მინდა დავმწუხრდე,
ღამით რომელსაც მთვარე მიამბობს...
და სანამ ველებს ისევ ედება,
წითელ ლოყებზე მორცხვი ალმური,
მოდი, მაჩუქე ბედნიერება,
და შენ წაიღე ეს სიყყვარული...
 
nukriaДата: სამ, 10.07.2012, 22:59 | Сообщение # 110
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩვენ სულ არა ვართ ერთნაირები

რად მენატრები ასე ძალიან,
ჩვენ სულ არა ვართ ერთნაირები,
ჰოდა, ვერც ვხვდები რისი ბრალია,
მე ხომ მგელი ვარ, შენ კი ირემი...
ვის გაუგია, ან ვის უნახავს,
ერთ ბალახს სძოვდნენ მოსისხლე მტრები...
წყალზე ნუ წახვალ, წყალზე ნუ წახვალ,
ირემი ხარ და შეგჭამენ მგლები...
 
ძებნა:

მოგესალმები Гость