თამაზ მეტრეველი
|
|
nukria | Дата: სამ, 19.06.2012, 19:25 | Сообщение # 81 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გადავიარე ფეხით ზღვის ფსკერი
რაღაც ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს, ანგელოზები მლოცავდნენ ციდან, თითქოს მსოფლიოს ვიცნობ და მიცნობს, და ბავშვობიდან მსოფლიო მზრდიდა... რომ ჩემი თავის მოყვარეც, მტერიც, მე თვითონ ვიყავ დაბადებიდან... ჩემს სახლს მე თვითონ ავხადე ჭერი და წამოვდექი აკლდამებიდან... ბევრჯერ დიდებაც ბეზრდებათ, ალბათ, ბევრჯერ სახელიც, ალბათ, მახეა... მეც ბევრჯერ ხშირად ღმერთების ნაცვლად, ჩემს გვერდით ეშმა დამინახია... და ვასწორებდი, სულ ვასწორებდი, შეცდომებს, გზა–გზა რომ მეშლებოდა, ხან ვიქცეოდი და ვაბოდებდი, ხან უმიზეზოდ მემღერებოდა... მტერიც მყავდა და მყავდა მოყვარეც, მძულდა? ვერ ვიტყვი, უფრო მიყვარდა... და ვხსნიდი, ხსნიდი იმ ამოცანებს, რომლითაც ბედი მცდიდა, მისვამდა... საოცარია, ასე მგონია, გადავიარე ფეხით ზღვის ფსკერი... ვერა ვერ გავცვლი ამ ჰარმონიას, შენ რომ გამომცდელ თვალით მიცქერი...
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 19.06.2012, 21:06 | Сообщение # 82 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** ნუ ითვლი წამებს, ნუ ითვლი წამებს, დროს გამუდმებით ბენეფისი აქვს, ჰოდა, რად გიკვირს მისი სისწრაფე, თუკი მიჰქრის და წამებიც მიაქვს... ვთქვათ და გაჩერდა მართლაც უეცრად, დრო გაიყინა ან გაქრა სულაც, რაც იყო დარჩა იმად ბუნება, მზეც შერჩა ზეცას, სვლა დაასრულა...
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 22.06.2012, 13:25 | Сообщение # 83 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე მეყვარები
წლები, შენ, ალბათ, ჩანჩქერებად თავზე გეღვრება, და კიდევ უფრო, კიდევ უფრო გალამაზებენ... შენს უჭკნობ სხეულს მისი მტვერიც ვერ შეეხება, დრო და წამები ვერასოდეს ვერ გაგასწრებენ... დილის ლოცვა ხარ, ნამი ვარდზე მიმობნეული, შემოგხედავ და ჩემს წინ, თითქოს, ველი იშლება; გეფერებიან მზის სხივები თითოეული, ქალზე ნათქვამი, ყველა მითი შენს წინ იმსხვრევა... კარგი იქნება, ალბათ, ენას კბილს რომ ვაჭერდე, რადგან სიტყვებში, შენი კანის ალი მკრთალდება, შენ, რომ ოდესმე ჩემს გულისკარს შემოაღებდე, მე ხომ სიცოცხლე ასჯერ უფრო შემიყვარდება... მაინც კარგია, იმედები როცა ცოცხლობენ, თუ ახლავს სევდაც, სევდა, თუნდაც მიუწვდომლობის, მე მეყვარები, შენ კი თუნდაც სხვები მოგწონდეს, სანამ დამფერფლავს, სანამ დამწვავს შენი კოცონი!!!
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 24.06.2012, 03:06 | Сообщение # 84 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| აპრილი აღარ გაგეკარება
თუ გაზაფხული თავს დაგანებებს და შემოდგომის ნისლში გასცურავ, თუ აარიდებს თავს შენს ბრძანებებს, თავს ჩათვლი მძევლად და გაძარცულად... აპრილი აღარ გაგეკარება, არც მაისობა არ აგაღელვებს, არც აღარავინ არ გეყვარება, და ღამის ტკბობას თავს მიანებებ... როცა წარსული და მომავალი გაქრება შენთვის, როგორც ქიმერა, და გავლენ წლები, როგორც მრავალი, წამები გარბის დაუფიქრებლად... ნუ შეეხები, ნუ შეეხები, შენს დაცლილ ვნებებს დაუკითხავად, როგორ ვერ ხვდები, როგორ ვერ ხვდები, რად გაქრა ყველა, ვინც კი გიყვარდა... სად გაიკრიფნენ, ანდა, მნათობნი, ცა, მითხარ, რატომ ამოტრიალდა... თუკი ერთმანეთს ვერ გავათბობდით, სად გაქრა ჟინი ადამიანთა...[b]
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 24.06.2012, 03:07 | Сообщение # 85 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| როგორც ფიფქები მოფარფატენი
ისე ლამაზად ეშვები ციდან, როგორც ფიფქები მოფარფატენი, და მათოვს, მათოვს მე შენი მხრიდან, ასი ათასი ფერის ფანტელი... და ვიცი, ვიცი, გადაბარდნიან, აქაურობას ჩვენზე ჭორებით, რომ არც სიყვარულს არ დაგვაცლიან, რადგან არც ქალაქს არ ვეცოდებით... რატომ მაგონებ, რატომ მაგონებ, ქედანს მელნისფერს, ცისკენ გაფრენილს ვიცი, ვერ იტან ჩემს სიახლოვეს რადგან ვერ იტან ბრჭყალებს მტაცებლის... მაგრამ ერთხელაც, ალბათ, როდესაც, შენც მოგბეზრდება მარტოს ფარფატი, როცა აირჩევ შესამოსელად, დედოფლის კაბას თავის ფატათი... მაშინ გეწვევი, მართლა გეწვევი, და შენი ქმარი ვინც უნდა იყოს, სულ პირველ ცეკვას მე გეცეკვები, და მოვწყვეტ პირველ ამბორის სიტკბოს!!!
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 24.06.2012, 14:24 | Сообщение # 86 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მტკენდა გული ნანემსარი
რით ვუშველო, რით ვუშველო, ამოვარდნილს სულში ქარებს, რად გრძელდება უსაშველოდ, რად მიტოვებს კანზე ბზარებს... შემოგლიჯა, შემოგლიჯა, შემოგლიჯა ღამემ კარი... მე ველოდი წუხელ გრიგალს, მტკენდა გული ნანემსარი... შენც შორსა ხარ, ისე შორს რომ, ტყუილად მთხოვ თანაგრძნობას, თანაც ვხედავ, როგორ მორცხვობ, გაურბიხარ ჟინს და ტკბობას... მე კი, დღემდე გადაყრილი, ათას ვინმეს, ათას ვნებებს, შენც მათსავით გადაგივლი, ჰოდა, თავი დამანებე... დამანებე, თორემ, ვიცი, მიწა ჩემ სისხლს ვეღარ იტანს, ვიცი, ვიცი, მიწა მიცდის, მოვკვდები და შენც ჩაგიტან...
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 24.06.2012, 14:44 | Сообщение # 87 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ***
მიახლოვდები, თუმცა კი, ნელა, მაინც თანდათან მიახლოვდები, ლტოლვა, ეჭვები, იმედი, წყენა, ასდევს შენს სხეულს, როგორც ლოცვები... რაში გჭირდება, ნეტა, ვიცოდე, ეს სიახლოვე ნაღმის მაგვარი, ვინ იცის, ახლოს რომ გამიცნობდე, ამ სიახლოვემ დაგცეს თავზარი... მე ხომ არ ვიცი, მე ხომ არ ვიცი, რომელ ოცნებებს ვეპოტინები, კი, შესაძლოა, გულს გადაგიხსნი, მაგრამ იმ გულში, შენ, არ იქნები...
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 24.06.2012, 23:27 | Сообщение # 88 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სიყვარულის რძით ამავსე (ი.მ. – ს ვალი)
სიხარულის ბაღი მქონდა, თეთრ ღრუბლებზე გაკიდული, გაზაფხულზე გაიფოთლა შიგ დარგული შენი გული... ვეფერები, ვეფერები, არ ვაკარებ ახლოს ნიავს, მთიდან ბროლის ჩანჩქერები, შენს თბილ მკერდზე ჩამორბიან... როგორც უნდა გაიკვირვო, მე აპრილებს მაინც ველი, რომ მარჯნებად გაიკვირტოს, შენი ტანი საკვირველი... ნიავი ვარ, დილის ცაზე, სულს ვუბერავ შენს თეთრ ღრუბლებს, სიყვარულის რძით ამავსე, და კოცნებით გადამთუთქე...[b]
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 25.06.2012, 02:39 | Сообщение # 89 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| აი, ასე!!!
როგორც არავის, ალბათ, არასდროს, მე მიკრძალავდნენ კალმის აღებას... მე ხომ ლექსებით, მართლაც, ვთამაშობ, და რაც უნდა თქვან არ მენაღვლება... მე ერთი ვიცი და დღემდე მჯერა, ყველა ქვეყანა ბრიყვთა ხელშია... გთხოვთ, ნუ მასწავლით ნურავინ წერას, რაზე ვწერო და როგორ მერჩია... ეს იგივეა ფრენა ასწავლო, მერცხლებს, მტრედებს და თუნდაც არწივებს... ნება მიბოძეთ, ბრიყვად ჩავთვალო, ვინც მე დამცინის, ანდა, დამცინებს...
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 25.06.2012, 14:44 | Сообщение # 90 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ***
წუხელ მთვარეს გადავაწყდი, ჩემს ეზოში მარტოდ–მარტოს... იჯდა ხეზე, როგორც ბარტყი, გაჰყურებდა ზეცის ტატნობს... შემომხედა, მომეჩვენა, რაღაც სევდა გასჩენოდა, ალბათ, ისევ მზისგან წყენა, რომელსაც ის არ ელოდა...
|
|
|
|