თამაზ მეტრეველი - Page 8 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
თამაზ მეტრეველი
nukriaДата: ხუთ, 14.06.2012, 00:22 | Сообщение # 71
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გზას ვინ გინათებს?

მითხარი, როგორ მეგობრდებიან,
მეგობრდებიან კი პოეტები?
იქნებ, უბრალოდ, ესეც ბედია,
რომ ერთმანეთზე ასე შევჩერდით?
რა გიყვარს, ნეტა, ანდა, ვინ გიყვარს,
იქნებ, ამწუთას, სულაც არავინ?
რანაირი ხარ, რანაირი ხარ,
ჩემთვის ვარსკვლავი ხარ უთვალავი...
ვიცი, არც შენთვის არის ადვილი,
რომ ქალის ტვირთი უფრო დამძიმდა,
თან თითქოს არის ამოვარდნილი
ამ მღვრიე დღეთა ტახტრევანიდან...
გზას ვინ გინათებს, ცას ვინ გინათებს,
ვის აგონდები ან ენატრები?
ვის ოცნებებში დაიბინადრე,
ვისთვის ბრწყინავენ შენი სანთლები?
 
nukriaДата: ხუთ, 14.06.2012, 14:09 | Сообщение # 72
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იცი, მანანა! (მანანა ელიაშვილს)

ძნელია, ვიცი, რომ გწერ აქედან,
შენ კი ვერ მხედავ, ისე შორსა ხარ,
რომ სიყვარული შემოგათენდა,
რომ გაღვიძებაც კი ვერ მოასწარ...
მინდა ვაცილო შენს სულს ნამქერი,
მინდა ზამთრებმა რომ ვერ დააზროს,
რომ გაზაფხულის კორიანტელი,
ჯერ კიდევ ბევრჯერ გაგეთამაშოს...
რით განსხვავდება ჩვენი ბედები,
იცი, გეტყოდი, ალბათ, არაფრით,
მეც მქონდა წამი ბედნიერების,
თავის ვნებებით, თავის ღალატით...
ძნელია, როცა ტალახში გსვრიან,
მოგაწებებენ ათას იარლიყს,
დაუნანებლად გესვრიან ტყვიას ,
თავის დაცვასაც არავინ გაცლის...
კვეხნით იკლებენ მერე ქვეყანას,
რომ მოკლეს ტატო, მოკლეს ილია,
რომ მათთვის ტყვია არ დაენანათ,
რომ ქართვლის მიწა ხმალგაყრილია...
იცი, მანანა, მე ბევრჯერ ვფიქრობ,
ვინ ეხმარება ნამდვილ პოეტებს?
ვინ მიაპკურათ ის გრამი სითბო,
თუნდაც პოეტურ საღამოებზე...
მე ვიცი, ახლა შენ გაიფიქრე,
რომ არსებობენ შენისთანები,
მაგრამ კლებულობს რიცხვი დღითი–დღე,
იმათი ვისაც დღეს ვენანებით...
 
nukriaДата: ხუთ, 14.06.2012, 14:10 | Сообщение # 73
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მაგრად მეწყინა

მწყინს მეგობრები თუკი მძარცვავენ,
მტრისაგან ვის რა უნდა ეწყინოს...
ყელს ისე მშვიდად ამოგღადრავენ,
ოღონდ რამეში არ შეეცილო...
ამ ქვეყანაში საწყენს რა დალევს,
თუმც ტკივილებიც განსვავდებიან,
კანიბალებმა ქვაბში ჩამხრაკეს,
კანიბალიზმიც გადამდებია.
არ მიჭამია მე კაცის ხორცი,
ახლა ისე ვარ, ალბათ შევჭამდი,
თუ მძარცვავ, მერე, პირზე ნუ მკოცნი,
გამძარცვე, ბარემ, გატყავებამდი!!!
 
nukriaДата: პარ, 15.06.2012, 12:53 | Сообщение # 74
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემი პასუხი

მინდა ავაკრა ცისარტყელა ცას ლავაშივით,
და ეს ხმელეთი ცეცხლის თონედ გადავაქციო...
ზღვები მოვიხმო მერნებივით ფაფარაშლილი,
და კავკასია აკვანივით გადავარწიო...
არავის ვტოვებ, ყველა მიმყავს ვინც გამომყვება,
იალქნის ფრთები გაშლილი აქვთ ზღვებზე ხომალდებს,
ვაზის ყლორტები დავიკიდოთ ავგაროზებად,
ვთხოვოთ გალობა დაგვადევნონ ქართულ მონასტრებს...
... სხვებმა იომეს, ახლა უკვე ჩვენი ჯერია,
მაგრამ არც ჩვენით ისტორია არა მთავრდება,
ჯერაც გრძელდება უსასრულო ჩვენი სერია,
ვუხმობ წინაპრებს ამ ბრძოლებში მთავარსარდლებად...
რა სილაჩრეა გვამონებდეს კაცთ მომავალი,
ერთად დარეკონ მინდა ზარი ყველა ტაძრებმა,
მსურს ცად გავტყორცნო პოეზია, როგორც ვარსკვლავი,
და მოვაფრქვიო ცოდვილ მიწას ნატვრისთვალებად!!!

 
nukriaДата: პარ, 15.06.2012, 16:37 | Сообщение # 75
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რად მეძებდი ისევ გარბის სიყვარული, ფართხა–ფურთხით ვაცილებ... თუ გიყვარდი, მართლაც, გულით, თვალი რად მომაცილე... რად მეძებდი ათას სხვაში, რატომ გამომარჩიე, სიყვარულის ამ თავსხმაში, კოცნას რად დამაჩვიე... ვინა გთხოვა, ვინ გეხვეწა, დამითმეო ბაგენი... მოწმე არის მაღლა ზეცა, შენ თვითონ მომაგენი... ჩემზე გული აიცრუე, სხვებს დაუწყე ფერება, რად შემეშვი, რად ისურვე, ჩემი გადამტერება... მიყვარდი და გეხვეოდი, კოცნას არ გიკრძალავდი, შენ კი თურმე მერყეობდი, არჩევანს მიმალავდი... ახლა შენი ქერა თმები, სხვის სურვილებს ატკბობენ, რომც დაბრუნდე, ვერ დაგხვდები. არც შენ მომიახლოვდე!!!
 
nukriaДата: კვ, 17.06.2012, 02:47 | Сообщение # 76
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სულს, შესაძლოა, ენატრებოდე...
ალბათ, არსებობს, სულთა კავშირი,
რაღაც ვარსკვლავთა კავშირის მსგავსი...
იცი, სულს, ალბათ, არც აქვს ნაპირი,
ის სამყაროა თავის სისავსით...
ჩვენი სულები ისე კვეთავენ
ერთმანეთს, რომ არ ეჯახებიან,
იქნებ, ვერც შევხვდეთ ვერსად შენ და მე,
თუმცა სულები უკვე ხვდებიან...
არა მგონია, რომ არსებობდეს,
სული უხეში, ანდა, თავხედი...
სულს, შესაძლოა, ენატრებოდე,
და სხვებზე მეტად სულს ებრალები...
და ვინც არ მომწონს, ანდა, არ მიყვარს,
იცი, მე იმათ სულს არ ვაკარებ,
ხომ ვერ მომიწყვეტ შენი ბაღიდან,
ორიოდ ყვავილს, სულ, სულ პატარებს...
 
nukriaДата: ორ, 18.06.2012, 19:22 | Сообщение # 77
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვალი

ვეღარ ვიხსენებ, ვეღარ ვიხსენებ,
ვიღაცას კოცნა ემართა ჩემი,
მოდი და ენდე ქალს ამის შემდეგ,
აორთლდა, გაქრა, არც რამ საშველი...
ძლივს გავიხსენე, აუ, რამდენი,
კოცნა ემართა, ბოლოს ვერც თვლიდა,
ის არც ყოფილა წინააღმდეგი,
როგორც ყოველთვის, მე შემეშინდა...
არა, კოცნაზე უარს არ ვამბობ,
კოცნას სადღა აქვს ამ ქვეყნად ფასი...
მერე გახდება სახათაბალო...
ცრემლები, ეჭვი, ინტრიგა, ფარსი...
იმ ცოდვილ კოცნას ქვეყანას მოსდებს,
იცით, ენასაც ძვალი არა აქვს,
ჰო, აააგორებს და ყველა კოცნებს,
გამოიყენებს ხვალ იარაღად...
ისე კი, მაინც ვალი ვალია,
მე რომ მემართოს გადავუხდიდი,
კაი, ჩავთვალოთ, ჩემი ბრალია,
მე ხომ ამდენხანს მაინც ვუცდიდი?
 
nukriaДата: ორ, 18.06.2012, 19:23 | Сообщение # 78
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რომ დრომ ჯერ კიდევ როდის გამასწრო

დაკვირვებიხარ, მართლაც, რა ხშირად,
საოცრად ხშირად ჩერდება გული...
ზოგჯერ სიყვარულს დრო არ მაცლიდა,
მეც ვასკდებოდი ცას შერაცხული...
ვინ ვიყავ, იტყვის მემატიანე?
თუ ამ ყველაფერს გადაშლის შლამი...
მგონია, ბედი შევატრიალე,
და უკან მიდის ახლა დრო–ჟამი...
შენ კი ვარსკვლავთა ცივი ასული,
ჩემი ცხოვრების მკაცრი ნიშანი,
რატომ იყავი ხაზგადასმული
ჩემგან, ვერაფრით გამოვიცანი...
ასე მგონია ისევ მარწევენ,
ჩემი ბავშვობის ლურჯი ტალღები...
მაგრამ შენამდე ვეღარ აღწევენ,
რადგან ჩემსავით არ ენატრები...
ვიცი, იტყვიან, რომ კვლავ ვთამაშობ,
რომ არავინაც არ მყვარებია,
რომ დრომ ჯერ კიდევ როდის გამასწრო,
რომ შენი ტრფობაც დამბრალებია...
მე იმედი მაქვს, მე იმედი მაქვს,
რომ შენ არ უსმენ ამ აბდაუბდებს...
მე ისევ სისხლი დამდის მკერდიდან,
მე, ჯერაც ამ დროს, ვერა გავუგე!!!
 
nukriaДата: სამ, 19.06.2012, 13:06 | Сообщение # 79
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცეცხლი, რომელიც დღემდე შენია!!!

ისევ დაცურავს ჯერ ჩემი გემი,
აფრაგაშლილი ხვდება აისებს,
და როგორც ყელში ბადაგის წვენი,
სიცოცხლეც ისევ გავიხალისე...
თითქოს ასრულებს ზეცის ბრძანებას,
ტალღებს მიაპობს, ვით ქარს მერანი,
მას არ აშინებს ზღვის მრისხანება,
შორს მოისროლა ბედისწერანი.
მუდამ ზღვა იყო ჩემი სტიქია,
აკვანს მირწევდნენ ოკეანენი,
ბევრჯერ სიკვდილთან ბრძოლაც მიცდია,
თვალს ვუსწორებდი ლულებს დატენილს...
და გამოწრთობილს ქარიშხალებში,
სიტყვა აუგად არ დამცდენია...
მე კვლავ მინთია ცეცხლი თვალებში,
ცეცხლი, რომელიც დღემდე შენია!!!
 
nukriaДата: სამ, 19.06.2012, 17:05 | Сообщение # 80
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე გული მწყდება

მე გული მწყდება, რომ სხვად ჩამთვალეს,
ყველას მიაგეს მისაგებელი,
ვიღაც სატანებს ზედ მიმათვალეს
და ჩამიკეტეს მერე კედელი...
ბრიყვნი ბრიყვულად მსჯელობდნენ ჩემზე,
რაღაც ნაჯღაბნებს მიფრიალებდნენ...
მტერი ვყოფილვარ სულ ყველა მტერზე,
ალბათ, კვლავ დედას მიტრიალებენ...
თურმე უვიცთა თავშეყარში
მოვხვდი, ხელები გადაიბანეს,
ძმებო, იცით, რა? თქვენი დემარში,
გამოადგება, ალბათ, პილატეს!
 
ძებნა:

მოგესალმები Гость