თამაზ მეტრეველი
|
|
nukria | Дата: ორ, 04.06.2012, 01:57 | Сообщение # 51 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ლალი მორიელს
რა ცოტა გვინდა, რა ცოტა გვყოფნის, ჩვენ ამ ცოტასაც კი ვერ ვიმეტებთ, გული გიპოვის, გული გიპოვის, შენ გული ჩემი დაგაიმედებს. ვისთვის მღერიხარ, ვისთვის მღერიხარ, ბგერებს ირეკლავს ფრთხილად კედლები... შენ, ალბათ, ამ დროს ბედნიერი ხარ, ნება რომ დაგრთონ სულ იმღერებდი... შენ სიმღერისთვის მსხვერპლსაც გაიღებ, მსხვერპლსაც გაიღებ ულაპარაკოდ... თუმც მეგობრების ძვირფას თარიღებს, ვინ იცის, ეგებ, ღმერთიც გკარნახობს... იმღერე ჩემთვის, იმღერე როცა, ცრემლი გაავსებს სულში ნაპრალებს... როგორც კანდელთან ქალწულის ლოცვა, როგორც სანთელის ალი ფართხალებს...
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 04.06.2012, 15:19 | Сообщение # 52 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შენ გესმის ჩემი უიმედობის
საოცარია, ვის არ გადაგყრის, ვის არ გადაგყრის ზოგჯერ დროება... ასე მგონია სულის ხარაკირს, მომთხოვს ამ დღეთა ამაოება... ბევრს არა, მაგრამ შენ კი გენდობი, შენ ფრინველი ხარ და ბუმბულს იცვლი... შენ გესმის ჩემი უიმედობის, რომ მეც მჭირდება დღეს სხვისი სისხლი... რადგანაც ჩემი ვეღარ პასუხობს, ჩემი სხეულის ჩამქრალ იმპულსებს, მე დღემდე ისევ დავდივარ უხმოდ, და ჩემს ტკივილებს სევდით ვიყუჩებ... იქნებ ამიხსნა, როგორ მოვიქცე, რით, როგორ მივწვდე, წლებს გაფრენილებს? თუ სინანულმა დაიპყრო სივრცე, და ყველა წუთი შხამს მალევინებს... ან ვინ ამიხსნას, საით მივდივართ, ან ეს დრო–ჟამი საით გაუტევს... მე შენ გეძახდი სხვა ნაპირიდან, შენ კი არცერთხელ არ მიპასუხე! მე შენი სულის მშურს სიმსუბუქე, რა ადვილია მისი ტარება... ერთი მზის სხივიც გაჰკვეთს უკუნეთს, თუ ღამეს დილა შეუყვარდება...
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 05.06.2012, 14:27 | Сообщение # 53 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დილა
დილა სუნთქავს ალისფერად, როგორც დისკი მოელვარე, ღამემ ჩუმად განისვენა, ციდან გაქრა ვერცხლის მთვარე... რატომ მინდა, რატომ მინდა, სული იყოს გამჭვირვალე... მომიწყვიტე მაგ ბაღიდან, სიყვარულის მსგავსი რამე... გინდა ვარდი, გინდა ია, ნუ, ნუ მეტყვი ახლა უარს, იცი, მე რაც მინატრია, ზოგჯერ მხოლოდ ვარდი თუა... და ნუ გიკვირს, დილის სხივებს, თუ აღვიქვამ მზის ღიმილად, მე ხომ ზეცა კარებს მიღებს, გაჩენიდან ყოველ დილას!!!
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 05.06.2012, 14:28 | Сообщение # 54 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შენ ხომ ვერ მეტყვი
შენ ხომ ვერ მეტყვი, რატომ სწყდებიან, რატომ სწყდებიან კლდეებს ირმები... როცა უფსკრულში იჩეხებიან, თავგამეტებით, თავდავიწყებით... რას ნიშნავს, მართლაც, მათი ნახტომი, ლტოლვას, შეცდომას თუ თავგანწირვას... მე მცივა, შენ ხომ არ გამათბობდი, თორემ მე ვხტები ირმის მაგივრად... ისე მომბეზრდა დახვეწილობა, ვარჩევ ველური მთების ღრეობებს... სად ჩანჩქერები ღია ჭრილობად მკერდზე ატყვიათ უღრან ხეობებს... სად ზეციურნი ბედის ვარსკვლავნი, ლუჯად ერწყმიან წყვდიადს მირიადს... ხომ ვერ ამიხსნი, ხომ ვერ მასწავლი, ახლა ზეცამდე რა მანძილია... რომ ჩავაქსოვო ირმის ნახტომში, ჩემი ნატვრები აუხდენელი... თორემ ქვევრს ვგავარ ღვინოგამოცლილს, გაბზარული მაქვს ყველა კედელი...
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 05.06.2012, 19:56 | Сообщение # 55 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| როგორც არავინ
რა მოხდებოდებოდა, ამ დღეებს თუნდაც, შენთვის და ჩემთვის გამოედარა, რომ ჭრელ ველებზე მაისის სუფრას, ჩვენი ოცნება ამოეყარა... უკვე არ ვუგდებ ყურს აღარავის, მე ეს დღეები შენით ვარსებობ, მიყვარხარ, რაა აქ დასამალი, როგორც არავინ, ალბათ, არცერთ დროს... თუმცა, არ ვიცი, როგორ ვუმზირო, ან რა დავარქვა ამ სილამაზეს, შენი თვალების სევდას უძიროს, სახეს უნაზესს, ტანს მოკალმახეს... რატომ მგონია, რაც კი აქამდე რამე გამაჩნდა სულ წამიგია... თურმე წარსულიც კი მივაფლანგე, და ვერაფერი ვერ გამიგია... ზღვა ხარ, მემსხვრევი მკერდზე ტალღებად, მინდა მაწვიმდე, მინდა მათოვდე, ჩემი სიცოცხლის ხარ ცისარტყელა, ნუ, ნუ გაქრები ნუღარასოდეს!!!
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 06.06.2012, 00:48 | Сообщение # 56 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| არ დამემდურო
არ დამემდურო, უბრალოდ, შენთან, როცა ვარ, ცაზეც ვერ ვამჩნევ მნათობს... მაცოფებს შენი უმანკოება, ასე მგონია, რომ თოვლი გათოვს... გასაოცარი იცი დუმილი, შენ მაგ დუმილით ყველაფერს ამბობ... მე კი დაღლილი მოგზაურივით, მარტო დანახვაც კი შენი მათრობს... და, მართლაც, ვის არ შემყარა ბედმა, პილიგრიმივით სად არ ვეხეტე, ათსა ვკოცნიდი და ვიყავ კენტად, ჰო, სანამ შენ არ შემოგეფეთე... თუმც, ამ სიყვარულს მზის ჩასვლა ჰქვია, მართლაც, თუკია უკანასკნელი, ცხელია, როგორც ჟაკანის ტყვია, როგორც ქალწულის ხელში სანთელი... შენ კი, ჩემს თვალწინ, დარდებს დაისევ, და თოვლის ნამქერს მაყრი თვალებით, ისევ და ისევ, ისევ და ისევ, მწყურიხარ, მსურხარ, თუმც, გეკრძალები... მე, გთხოვ, გაჰყარო ზამთრის ღრუბლები, რომ მაგ შენს ყინვებს ხელი აუკრა... დევს პიუპიტრზე თეთრი ფურცლები, სურთ რექვიემი ჩემთვის დაუკრან...
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 06.06.2012, 02:56 | Сообщение # 57 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სულს ნუ ამომხდი
სულს ნუ ამომხდი, სულს ნუ ამომხდი, ვერ ვხვდები, რატომ არ გებრალები... მე ხომ სიკვდილის საზღვარს გადმოვცდი, მე აღარ დამრჩა აღარც წამები... მე გზები მივეც რამდენ ტკივილებს, მთელი სიცოცხლე თავს ვიტყუებდი... ჰოდა, სიკვდილი დააგვირგვინებს, რასაც ვერაფერს მე ვერ ვუგებდი... იმას, რასაც კი გვაძლევს ბუნება, სულ ბოლოს, ისევ ყველაფერს გვართმევს, ცა იქუფრება, ცა იქუფრება, რადგან ზეციურს თუ ვცნობ სიმართლეს!!!
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 06.06.2012, 15:05 | Сообщение # 58 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სულს ნუ ამომხდი
სულს ნუ ამომხდი, რადგან სამარეს, არავინ იცის, სად გამითხრიან, ჩემი ცხოვრება ჰგავდა კაბარეს, და მეც ვიყიდე სული ნისიად. ჰოდა, ამიტომ ტკივილს ვერა გრძნობს, მას ეძახოდნენ სხვა სიამენი, სულმა ხან უნდა გაიმერანოს, ხან ქალის მკერდზე თვალოს ხალები... სულს ნუ ამომხდი, სული ტკბილია, მეც სული ჩემი კბილით მიჭირავს, დღეს ჩემი კუბო გადახდილია, მე ხომ სიკვდილშიც დიდი ნიჭი მაქვს. ხან დღეში, ალბათ, ათასჯერ ვკვდები, მაგრამ ყველაფერს ფეხზე ვიკიდებ... რომ ათასჯერვე წამოვდგე მკვდრეთით, თუნდ თავს მადგნენ და წამებს მითვლიდნენ... მართლაც, საერთოდ, ამ რიტორიკულ, კითხვებს რა დალევს ამ ჩვენს ყოფაში... ამ წლებს დაკარგულს, ამ დღეებს ბითურს, გინდა, გაგიცვლი წამის მორალში... ჰოდა, შეეშვი, ჩემს სულს, უბრალოდ, მან როგორც შეძლო, ისე იბრძოლა... უსისხლოდ, სუფთად, წმინდად, უმანკოდ, და ვერ აქციეს ვერაფრით მონად!!!
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 06.06.2012, 19:20 | Сообщение # 59 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დღეს შენთან მინდა
გეძახი, შენი მოხმობა მინდა, ნეტა, სადა ხარ, რომ არ გამოჩნდი, შენს შემდეგ სულში ჟინჟლავს და ჟინჟლავს, ალბათ, გულიდან ვეღარც ამოგშლი... ვიცი, რომ გიკვირს ჩემი სიტყვები, არ მოგერევა მათზე ცრემლები, მე კი ამდენხანს რომ გაკვირდები, თანდათან უფრო მეტად გნებდები... არავინ არ თქვას, არავინ არ თქვას, რომ არ არსებობს ტრფობის რეცეპტი, მე შენ შემომხვდი სულ სხვათა ნაცვლად, გამოგიტყდები შენ არ გეძებდი... რა არის წამი, ზოგჯერ უაზრო, ისეთი სხივით გასხივოსნდება, შეძლებს ყველაფერს გადაუაროს, რაც წინ დახვდება, რაც ქვეშ მოჰყვება. ჰოდა, შენც, ახლა, რაც უნდა მალო, საკუთარ თავს ვერ დაემალები, იცი, არც მინდა სხვებს მიგათვალო, შენ ცალკე დგახარ და მენანები... და გიხმობ, გიხმობ, დღეს შენთან მინდა, მინდა გამოჩნდე, მინდა გიხილო, არ დამიჯერებ და თუნდაც სიზმრად მსურს ეს სურვილი რომ ავიხდინო!
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 07.06.2012, 13:40 | Сообщение # 60 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მომწონს ეგ კაბა, შენც მომეწონე
რატომ მიყურებ ასე ეჭვიან და მოლოდინით სავსე თვალებით, რა გსურდა ჩემში გამოგეწვია, გრძნობა სურვილის, თუ შებრალების? ან მითხარ, იქნებ, ორივე ერთად, იქნებ, გწყურივარ, ვით ირემს წყალი? ან გინდა იყო დროდადრო ჩემთან, მაშ, ასე რატომ დამადგი თვალი? კი, ლამაზი ხარ, ვერაფერს იტყვი, მომწონს საყურეც და სამაჯურიც, მკერდზე კი, მკერდზე ეგ გულსაკიდი, და ძეწკვი ცოტა დაბლაც ჩასული... ვიცოდე მაინც რა დაგიშავე, რას ამაცეტე და მაყიჟინებ, ამ უთენია დილა–სისხამზე არიფივით რომ გამომიჭირე. ძნელია შენგან თავის დაღწევა, ძნელია, მაგრამ სხვა რა ჩარაა... ცოტაც და ალბათ აარტყამს წნევა, ვხტები, აქ სადღაც ხომ ფანჯარაა?
|
|
|
|