ვაჟა ხორნაული
|
|
verikolataria | Дата: სამ, 06.03.2012, 22:01 | Сообщение # 1 |
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3 +
Репутация: 13001 ±
Статус: Offline
| *** მადლი და იდუმალება სხვაა ხალხური ლექსისა ჭირიმე მისი შემქმნელის მისი გზისა და ფესვისა.
ისაა ბრძენი მოძღვარი ღმერთკაცის კაცის თუ ქალის ამ ლექსით სულ სხვა სივრციდან გვესაუბრება უფალი.
ვაჟა-ფშაველას ლოცვები შოთა რუსთველის შაირი_ შესვამ და არ დაეცემი ბეწვის ხიდებზე გაივლი.
ამ ლექსითაა ნათქვამი /გაგიჩირაღდნებს უკუნეთს/: “ღმერთო,სამშობლო მიცოცხლე!_ მძინარიც ამას ვდუდუნებ.”
ამ ლექსითაა ნათქვამი /სასწაულების თოვანი/: “სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი!”
ამ ლექსითაა ნათქვამი /სიტყვა_ცეცხლი და ფრთებია/: “რაც მტრობას დაუქცევია, სიყვარულს უშენებია.”
ამ ლექსითაა ნათქვამი /მტერო,შენც გაიხარეო/: “ცა-ფირუზ,ხმელეთ-ზურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო!”
ამ ლექსითაა ნათქვამი /დაგეწერება ძვალზედა/: “როგორც უფალი,სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა…”
ამ ლექსითაა ნათქვამი /ეს კელაპტარი ჩემია/: წუთისოფელი სევდაა და მონატრების ცრემლია.
საწუთროს მამშვენებელი და წყარო უკვდავებისა გულში მზის გამცოცხლებელი ოქრო სამოთხის ზღვებისა.
ლექსი რა ლექსი მოძღვარი ღმერთკაცის კაცის თუ ქალის ამ ლექსით სულ სხვა სივრციდან გვესაუბრება უფალი.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 10.04.2012, 23:20 | Сообщение # 2 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შენთან ხომ ისედაცა ვარ ------------------------- სანამ მეც ავღიღინდები სამარის მწვანე კართანა მამყოფე დამბადებელო სამოთხის წყარო-ქართანა მწვერვალთან შუბისწვერასთან და მოქანავე ზღვასთანა გულს თავმიდებულ მიწასთან ფიქრში მგალობელ ცასთანა ლექსებთან ორბისფრთიანთან და მზისსურნელა ქალთანა.
შენთან ხომ ისედაცა ვარ_ ღმერთთან ვერ მნახავ სხვასთანა.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 13.04.2012, 16:35 | Сообщение # 3 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გზა ერთი ხატიც ერთია ------------------------ გული გულს დაღონებული სიხარულისას უამბობს უამბობს როგორ გადარჩა მისი ხომალდი უაფრო.
დღე ლამაზდება…გული გულს უამბობს მთისას ბარისას ხმებში კელაპტრის სითბოა და გოლეულის სიტკბოა და სიწმინდეა ნამისა.
გული გულს ემაისება წუთებს უმრავლებს ამოსა შვლებივით დასწაფებიან უკვდავებისა წყაროსა.
სიტყვები იის სურნელით გზა ერთი ხატიც ერთია არ ჩაგიქრება ნათელი სივრცეებიდან ნადენი როცა გულებში ღმერთია.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 23.04.2012, 16:13 | Сообщение # 4 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** დაცლილა ჩემი მზისყანა ობლობის ნისლი ჰფენია ხატი და ნაბილიკარი წინაპრის დარდის ფერია სინათლე უხალისოა მაისი უმაისოა ღრუბელში შავი გველია მზე როგორ დაღონებულა ცას როგორ მოუწყენია.
ესა ყოფილა სიცოცხლე და ბედისწერა ჩვენია: იგავი წუთისოფლისა სამყაროსავით ძველია ტანჯვაა სიცილიანი სუნთქვაა ტკივილიანი მაცოცხლებელი სენია ელვაა გულში გაყრილი ფიქრს შემოკრული ცელია.
აღარ ჩანს ჩემი მზისყანა /სად წავიდა და ვისთანა?!/ ობლობის ჩრდილი ჰფენია ხატი და ნაბილიკარი და ყორეები მიმქრალი წინაპრის დარდის ფერია.
მზე როგორ დაღონებულა ცას როგორ მოუწყენია.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 24.04.2012, 00:35 | Сообщение # 5 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ს ა გ ა ლ ო ბ ე ლ ი --------------------- შავით და თეთრით ნაქარგო ნისლის ყდიანო რვეულო ფურცლებზე ეკალასხმულო დარდო გულს შემოფრქვეულო ცუდაის გამხარებელო კარგის წამებას ჩვეულო ზოგისთვის დასაფიცარო და ზოგისთვისაც წყეულო ხან ჭირხლო გაზაფხულისა ხან ცეცხლო თოვლში რხეულო ხან სიხარულის ტაძარო ხან კოშკო ჩამოქცეულო ბურუსო ყვავილოვანო სამყაროს შემოხვეულო ნათებავ ქვესკნელებისა ზესკნელში ამოღწეულო მახვილო სიყვარულისა ღმერთისგან გადმოქნეულო_ წუთისოფელო ლამაზო მძლეველო ზოგჯერ ძლეულო ხან ლხინო ერთი წამისა ხან ტანჯვავ ათასწლეულო!
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 24.04.2012, 14:30 | Сообщение # 6 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ანზორ ერქომაიშვილს ------------------------
ცა ღმერთის თვალებით შემოგვხარის, ქვეყანა სასწაულის ფერია, როდესაც დარდიანი ქართველები სიხარულის სიმღერას მღერიან.
ღამე ტაძარია,დღე უნაპიროა და სიტყვა ელვასავით მჭრელია, როდესაც განწირული ქართველები გადარჩენის სიმღერას მღერიან.
სიყვარული გულების ნათებაა და ულამაზესი მკვლელია, როდესაც ამბოკარი ქართველები უდაბნოს აღმართებზე მღერიან.
ჩვენი ბედისწერა მზიანი ტკივილია, სავალი ეკლიანი და ძნელზე ძნელია. სიცოცხლეს სიკვდილი უხარია და სიკვდილს-სიცოცხლე, როდესაც ქართველები მღერიან.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 27.04.2012, 18:07 | Сообщение # 7 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** მაგიდაზე დანა და სანთელი ფუტკარი_ მათ შორის აწრიალებული.
*** კაშნე ისე მოიხვია თითქოს ამბობს ცხოვრება მახრჩობსო.
*** აღარ იქნება ცათამბჯენი ვისკი და როკენროლი იქნება ქოხი წყარო და სალამური.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 28.04.2012, 14:06 | Сообщение # 8 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** ცის იქით კიდევ ცა როა სიზმრად ნანახი წყაროა ვით ფიქრი სიყვარულისა კამკამაა და ამოა თვალებით შესვამ_ლოცვაა ბაგეს შეახებ_კოცნაა და იგრძნობ:გულში ხმა როა სიხარულია ღმერთისა სილამაზეა სევდისა_ უსასრულობის გამოა.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 03.05.2012, 17:30 | Сообщение # 9 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| კელაპტარი და ხანჯალი ------------------------ მაგრამ მონები დარჩნენ მონებად და იტანჯება მწვანე პლანეტა ძველებურია შენი ცხოვრება- შიგნიდან ცეცხლი ქარი გარედან.
ცისკენ მავალი რატომ იჩქარებ (მშვენიერება ახალ მხარეთა) ესაა შენი გზა და იღბალი- შიგნიდან დარდი ელვა გარედან.
როცა სიყვარულს ტყვიას ესვრიან და გამკრთალება გტკივა მზვარეთა შენი მფარველი მაშინ ლექსია- გინდა შიგნიდან გინდა გარედან.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 04.05.2012, 23:00 | Сообщение # 10 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** მე დღესაც გენდობი, როგორც დედამიწას ენდობა ოკეანე, როგორც ოკეანეს ენდობა მდინარე, როგორც მდინარეს ენდობა ყვავილი, ჩამოვარდნილი ნიავის ტალღიდან...
|
|
|
|