ვაჟა ხორნაული
|
|
nukria | Дата: სამ, 03.03.2015, 14:15 | Сообщение # 141 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ცხრაჯერ რომ დავბადებულიყავი, ცხრაჯერვე შენ გამაჩენდი. ცხრა დედა რომ მყოლოდა, ცხრავე შენ იქნებოდი, ცხრავე ჩამომიჯდებოდი წლობით მარხული მკვლელ დუმილად დაყუდებულს და ჩემს გაშავებულ დღეებს ქუჩის მტვერივით ჩამომფერთხავდი. შენ რომ დედაჩემი ხარ, ალბათ შენც იცი, გთხოვ, არ გადაიფიქრო დედაჩემობა. ცხრა მუცლით ჩემთავმატარებელო, ჩემი წამწამების ჩრდილში გამომზამთრებელო, შენ ხარ უჩემოდაც დედაჩემი.
/ლია ლიქოკელი/
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 14.03.2015, 15:12 | Сообщение # 142 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თევზაობა ჩირაღდნით ----------------------- ღმერთო რა მალე გათენდაო- აფორიაქდა გახალისდა სიხარულით გაბრწყინდა კალმახი და ელვასავით გასრიალდა სინათლისაკენ მიცურდა ნაპირთან ტანმა რაღაც უგრძნო- არ მოეწონა ბრწყინვალებას მოკლებული და მღვრიე ალი სიბნელეში საეჭვოდ გარინდული და ხანჯალმა იელვა ამ დროს... და შეწყდა ფიქრი- კლდოვანი მორევების თეთრი ჩქერალების გასხივოსნებული წვიმების და ნათლიის- მზის მოსიყვარულე.
მერე უფრო ზემოთ მდინარის კიდესთან ღამეს ბზარი გაუჩნდა წითელი.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 16.03.2015, 11:02 | Сообщение # 143 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| აკიაფდა თვალი მარჯნის ისმენ წყაროს ანცობებს ჰორიზონტის ყვავილნარში ვარსკვლავები წაწლობენ.
მიწა მწირის ჯვალოსავით თბილია და უბრალო შენ ხარ ჩემი სალოცავი იისგულა უფალო.
რა ჩონგური რის გიტარა /ხმა გაკმინდეს მერცხლებმა/ სიჩუმეა იმისთანა გალობისა შეგრცხვება.
სადღაც ცეცხლი მობრიალე ხმა სივრცეში გავიდა მთვარის ოქრო მოწკრიალებს ღრუბლის თეთრი ღარიდან.
მიწა მწირის ჯვალოსავით თბილია და უბრალო შენ ხარ ჩემი სალოცავი უკვდავების წყაროსავით გეწაფები უფალო.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 24.03.2015, 02:06 | Сообщение # 144 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| როგორ გეტრფი, რომ იცოდე... როგორ მტკივა სანთლის სვეტი, დამტვერილი სუსტ ნეკნებში, ლურჯი სული სიმთვრალეში და მიჰყვება წყარო წყაროს.
ქარი ქარვის ფურ-ირემი, გახვეული ბასრ ეკლებში, მიქროლისას შენახეტი, სიკვდილის წინ როგორც ლეში, ცდილობს ვინმეს შეეყვაროს.
ისე ჩემი სიმარტოვე, ცაზე ცრემლად შენახვეტი, მომფეთქავი საფეთქლებში, ჩქარი ჩქერი, ქუში თქეში, ელის შენს მკერდს შეეყააროს.
და მარტივად მოტორტმანემ, ჰორიზონტებს ანარეტი, მისცეს გენი მარტის თვეში, მორაკრაკე როკვით რტოებს, ეყვავილოს ხეზე ჰხაროს.
სანამ ფოთლებს გადაშლიდეს, და ჩვილ ნაყოფს თეთრ ფიფქებში, გაახვევდეს თბილ ბეღლებში, იყოს თვალი შენი მჭვრეტი, ამას ვნატრობ შემეყაროს.
z.k 22.03.2015 23:59
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 24.03.2015, 02:12 | Сообщение # 145 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| „ვეღარას ვამბობ, ვთრთი, მეხათრება. ჩემო სამშობლოვ, ჩემო სიცოცხლევ, არ გეკადრება, არ გეკადრება!“ ვ ა ჟ ა
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 24.03.2015, 02:12 | Сообщение # 146 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| იცი? რა ძალიან მიყვარხარ?! ნეტავ,იცოდე! ნეტავ მყვირალობას ვერ ძლებდე, შენსკენ მიხმობდე! ხარ-ირემის ჟინით, წყვეტებით, ჩემსკენ იწევდე, როგორ მინდა, ო,როგორ, ვერ ძლებდე! სავსე მთვარემ განახოს ჩემსკენ სავალი, გადმოლახო ჭიუხვნი, თუნდაც ტრამალი... მინდა შენი წყვეტება ჩემსას ეძებდეს, როგორ მინდა, ო,როგორ, ვერ ძლებდე! –ლიკა
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 24.03.2015, 02:18 | Сообщение # 147 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| "..დღეები იდგნენ რიგორც კაცები აბრაგებივით იდგნენ კარგა ხანს, და ცას წვიმისგან დაქუცმაცებულს, შენი წასვლა და დარდი გადაჰყვა".....
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 24.03.2015, 02:19 | Сообщение # 148 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| არ დაიღალო! არ დაიჩოქო! არ დაიკვნესო, მაინც არაფერს შველის! საკუთარი თავის პატივისცემა და ღირსება ბოლომდე შეინარჩუნე! გიყვარდეს და შეგიყვარებენ! შენით არც დაწყებულა და არც დამთავრდება! იყავი ისეთი, როგორიც ხარ! ყველაფერი ისე იქნება, როგორაც საჭიროა! რწმენა და სიცოცხლის ჟინი შეინარჩუნე! იმეგობრე უღალატო მეგობართან-საკუთარ თავთან! იამაყე იმით, რომ გაჩნდი ადამიანად, თანაც ქართველად! დატკბი სიცოცხლის ყოველი წუთით, რადგან ისინი არ მეორდებიან! არ დაგავიწყდეს, შენ სამყაროს ნაწილი ხარ! გიყვარდეს! გწამდეს! ერთგულებდე! (ეს არის ჩემი დევიზი. შემიძლია, მოგაჩუქოთ!)
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 24.03.2015, 02:23 | Сообщение # 149 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ნანა აბესაძე ********* შემოიძარცვა ყვავილები ჩემმა ატმის ხემ, არ მოინდომა პატარძლობა უიღბლო ბედქვეშ. არც მაყრიონი მოიყოლა ცაში მერცხლების და სამძიმრებად დამიფინა კვირტები ფეხქვეშ. არც ყოჩივარდებს გაუგიათ აპრილის მოსვლა, უკვე სიცოცხლეს ტოვებდნენ და გზად წასულიყვნენ შორს, წელიწადი რომ მარხავდა სადღაც მიწის ქვეშ მერე ვიღაცის იმედად რომ ამოსულიყვნენ. ვერ იყვავილა გაზაფხულმა ვერც ამ ჯერზე და ალბათ მომიწევს ლოდინი და კვლავაც ოცნება. თორემ ჭრილობა გულში რომ მაქვს მუდამ მტკივანი, ჩემი აპრილის გარეშე ხომ არ შეხორცდება.
ნანა აბესაძე
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 24.03.2015, 02:23 | Сообщение # 150 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მყვირალობას
იცი? რა ძალიან მიყვარხარ?! ნეტავ,იცოდე! ნეტავ მყვირალობას ვერ ძლებდე, შენსკენ მიხმობდე! ხარ-ირემის ჟინით, წყვეტებით, ჩემსკენ იწევდე, როგორ მინდა, ო,როგორ, ვერ ძლებდე! სავსე მთვარემ განახოს ჩემსკენ სავალი, გადმოლახო ჭიუხვნი, თუნდაც ტრამალი... მინდა შენი წყვეტება ჩემსას ეძებდეს, როგორ მინდა, ო,როგორ, ვერ ძლებდე! –ლიკა
|
|
|
|