ვაჟა ხორნაული
|
|
nukria | Дата: სამ, 10.02.2015, 00:54 | Сообщение # 131 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მითხარი როგორ ვიქნები მაგინებელი ბედისა ან_გულით დაუნახავი ულამაზესი ხვედრისა: სამოთხის ნისლი გავტოპე და შუქი ჯოჯოხეთისა_ ყველგან თანაბრად ისმოდა ხმა და სიჩუმე ღმერთისა.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 10.02.2015, 04:37 | Сообщение # 132 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სამოთხის ცაზე გადავლისას კვნესა შემოესმა და შეკრთა მზე.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 11.02.2015, 15:10 | Сообщение # 133 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ცეცხლი წყაროსთან ჩანგის წკრიალი ხმა-მაისივით ხალისიანი.…
ტაძარი-ღმერთის უბე რომ არი ბაღების სითბო სურნელოვანი.
ექოს ხარება და მზის ბრიალი მწვერვალი ღრუბლის აივნიანი.
ციცაბო ქარში და გზა ვნებულის გულის ფიქრებით განათებული.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 12.02.2015, 13:26 | Сообщение # 134 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შენს გადათელვას ბევრნი ცდილობენ უნდათ დაამხონ შენი კოშკები ითმენ და ითმენ მძიმე ჭრილობებს მაგრამ შენ სხვა ხარ და არ მოკვდები.
წინაპრის დარდი ლომის ბრჭყალებით გიფლეთავს ფიქრებს…ცრემლი ვედრება მაინც ანთია შენი ყანები გზა ღმერთისაკენ მაინც გრძელდება.
სიყვარული და ტანჯვა მარადი ვინც მაღალია ხვედრია მისი ვერ დაგინგრიეს ხატი ღალატით ვერ წაგაქციეს მოწამლულ ისრით.
ის ცოცხლობს ვისაც ჯვარზე აკრავენ და იღუპება ჯვარზე გამკვრელი შენს მარადიულ გზებს და ვარსკვლავებს ისევ ანათებს შუქი აკვნების.
აივსებიან შენით გულები და იქცევიან შენთვის ზარებად კვლავ გადაგარჩენს მადლი ბუნების კვლავ გადაგარჩენს დიდი სამება.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 14.02.2015, 15:27 | Сообщение # 135 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ტოტებში სივრცე და მზის პარპალი და ქვის აღმართი ნაწრიაპალი.
შირიმი-ხავსის ტიაროსანი წყალში კენჭების კრიალოსანი.
ბრწყინვა რკალების და დღის თაღების ბაღის ბრიალა ბაირაღები.
ტყის მდუმარება და ხმა იელის და სხივოსანი დასალიერი.…
ჩქერთა ბრკიალი ლოცვა ხეთანი და გული ღმერთის ხელში მფეთქავი.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 14.02.2015, 15:28 | Сообщение # 136 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სინათლე სახლში შემოვიდა მზე გარეთ დარჩა როგორც ბედნიერი მშობელი უმშვენიერესი შვილისა.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 15.02.2015, 14:14 | Сообщение # 137 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ნეტავი შენა სიცოცხლევ და შენც სიკვდილო ნეტავი- ვინაა ასე თქვენსავით ერთურთის გულში მფეთქავი ერთურთის სავანეებში სიხარულისგან ფერმკრთალი ან მზესთან ერთად მწვერვალზე ლოცვის სათქმელად შემდგარი.
რომელი უფრო კარგი ხართ ვერ გამიგია ღმერთმანი.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 16.02.2015, 16:23 | Сообщение # 138 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ფიფქი ვერასოდეს მიაღწევს კოცონის კენწერომდე იქვე მახლობელ სიშორეში ცეცხლისგან დაწმენდილი და გამთბარი ჰაერის ტალღაზე დაასრულებს სიცოცხლეს წამიერს და ადამიანიც ასეა- იგი ვერასოდეს ამაღლდება ღმერთამდე იმდენად რომ მხარი გაუსწოროს იქვე მახლობელ სიშორეში სულ სხვა სინათლესა და მდუმარებაში მისი სიტყვა უკანასკნელი სულ სხვაგვარად გასხივოსნებული ქედანივით ლამაზად მოკვდება.
და როგორ არ უნდა გიყვარდეს სამყარო რომლის წიაღშიაც სიახლოვით და მიუწვდომლობით ასე ხარობენ და იტანჯებიან ფიფქი და ცეცხლი ზეციერი და ადამიანი.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 24.02.2015, 00:11 | Сообщение # 139 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ცის პირზე ოქრო გაიბნა ქარი მშვიდდება ნელდება ნისლიდან გამოიხედეს ყვავილოვანმა ქედებმა ღამიდან გამოღწეული მგზავრი ტაძართან ჩერდება მზისყანის გორზე მზის ახლოს დაიღუღუნეს ქედნებმა სათიბი ისე ლივლივებს ისე ლამაზად თენდება იფიქრებ:ათას წელიწადს გული არ დაგიბერდება.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 25.02.2015, 17:04 | Сообщение # 140 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მოწყენას მისას როდესაც გრძნობენ იქუფრებიან თვალები ნისლით თუ გავამსხვრიე განგების ღობე პირველად დედის ჭაღარას ვიხსნი.
ფიქრები ღლიან ისედაც დაღლილს სამრეკლოსავით ფერმკრთალს და ხნიერს თუ დეკემბერშიც აენთო ბაღი პირველად დედას დავუკრეფ იებს.
დედის მანდილში აპრილი გალობს ვით დაფიონი ფხოვეთის მთებში თუ უკვდავების ვიპოვე წყარო პირველად დედას მივუტან პეშვით.
ნანინას ნამი აკვანზე ელავს როგორც რტოებზე ღიმილი ფესვთა თუ სივრცეებში შევძელი ფრენა პირველად დედას ავიყვან მზესთან.
|
|
|
|