ვაჟა ხორნაული - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 15
  • 16
  • »
ვაჟა ხორნაული
nukriaДата: კვ, 06.05.2012, 14:29 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როგორ ამშვენებს
----------------
“ბინდისფერია სოფელი
უფრო და უფრო ბინდდება”_
ამ სასწაულის გამგონეს
რა სიბრძნე გაგიკვირდება?!
როგორ ამშვენებს სამყაროს
მიზეზი დარდის ლხენისა_
მშვენიერება უთქმელი
სოფლისა ბინდისფერისა.

“რა არი ჩვენი სიცოცხლე
ჩიტივით გაგვიფრინდება”_
იტყვი და გულის სიღრმეში
ეს ფიქრი გაგიბრწყინდება:
როგორ ამშვენებს სამყაროს
ხატი მზისა და ჩრდილისა_
მშვენიერება სიცოცხლის
ჩიტივით გაფრენილისა.
 
nukriaДата: შაბ, 12.05.2012, 21:12 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მწვერვალზე ჩრდილის ნათება
-----------------------

გულში და გულთან ჟიკჟიკი
ვარსკვლავის-ბევრზე ბევრისა
მდუმარება და გალობა
ჯეჯილისა თუ ტევრისა
ნაკადულების ქორწილი
(ოქრო ზეცისგან მოძღვნილი)
ხმა ლალისა და ლელისა.

მწვერვალზე ჩრდილის ნათება
ფერთან ტრფიალი ფერისა
ქარისგან ღრუბლის მარანში
მოხდა მზიანი ქვევრისა
მშვენიერება-არწივის
ფრთებზე ასხლეტილ ელვისა.

კოშკის კედლებში დუღაბი
(ბაღში პრიალი ცელისა)
სიხარულის და სევდისა_
ერთფერად ძველთაძველისა
ზარები სიყვარულისა
სასწაულები ცრემლისა
მეგზურობა და წყალობა
იაობა და რვალობა
ღმერთისა-ბრძენთა ბრძენისა.
 
nukriaДата: ხუთ, 24.05.2012, 00:04 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცისა და მიწის დობილო
----------------

შენ გაგიმარჯოს, აღაზა,
გულითა დადაგულითა,
ტკივილიანი ფიქრებით,
აუმღვრეველი რჯულითა,
მავედრებელი ცრემლებით,
ქვეყნისთვის დამალულითა,
დაღონებული დაისით,
უჩრდილო სიყვარულითა,
ზეცამდე ამაღლებულო
კაი ყმის სიბრალულითა.

დევნილო, გაწამებულო
ხმებითა, კრულზე კრულითა,
გლოცავს და გეალერსება
ღმერთი სიტყვებით შუმითა,
ვერა... ვერ წარმოგიდგინე
სამტროდ შემართულ ცულითა.

მარადიულო ჯავარო,
მზეო, ჩასულო ლამაზად,
ცისა და მიწის დობილო,
შენ გაგიმარჯოს, აღაზა!
 
nukriaДата: ორ, 28.05.2012, 00:11 | Сообщение # 14
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
დარდის აკვანი გირწიეს
თანაც_ლამაზი დარდისა
არ მოგაკლდება მიწიერს
სითბო ციური მადლისა.

ლექსი ტკივილით ლოცვაა
და ცრემლით გულის აცრაა
სიცოცხლე შორით მოსვლაა
და ისევ შორეთს წასვლაა.

სიკვდილი უფლის ჩრდილია
/უმისოდ ობლად დარჩები/
სიცოცხლესავით ტკბილია
სიცოცხლესავით მტანჯველი.

იქ სადაც გზა და ღმერთია
და მწყურვალება თვალისა
წასვლა და მოსვლა ერთია
ორი ხმა ერთი ზარისა.
 
nukriaДата: ორ, 28.05.2012, 15:08 | Сообщение # 15
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მზისყანა.დილა
----------------
ის ჩემში დარჩა,როგორც ციერი,
მისი ჩრდილი და კვალი მტკიოდა.

რა ლამაზია,ღმერთო ძლიერო,
დედა,მოსული საიქიოდან.

მისი სიცოცხლე,სიკვდილთან ერთად,
მზის მხარეებში უნდა ვახარო.

საიქიოდან მოსული დედა
რა ლამაზია,ღმერთო მაღალო.
 
nukriaДата: სამ, 29.05.2012, 00:37 | Сообщение # 16
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მწვანე ქვის თეთრი ყვავილი
------------------

ვცელე შამბი და სარეველა
ვკაფე ბარდები
ვიხსენი წყარო
მოვაშორე ჯაგი ლელიანს
შენთვის ვთენდები
შენთვის ვღამდები
უშენოდ ყოფნა
ძნელია და საშინელია.

გუმბათის იქით მიფრინავენ
ქარში მტრედები
და ერთმანეთზე ლამაზია
მზე და ზმანება
შენთვის ვღამდები
შენთვის ვთენდები
და ყველა ციდან
შენი სიტყვა მევარსკვლავება.
 
nukriaДата: კვ, 03.06.2012, 14:10 | Сообщение # 17
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
დარდით ცაგანათებულმა
გულმა სულ შენკენ იარა
შენს უდაბნოში მოვიდა
აამწვან-ააშრიალა
სადაც ყინული ელავდა
კოცონი ააბრიალა
ქარში აგინთო სანთლები
ლოცვები აახმიანა
ხან სიტყვა შემოგაშველა
ღმერთის ცრემლივით კრიალა
ხან ბინდში ფარ-ხმლით გაგიძღვა
იმედი დაგიფრთიანა…
და როცა გადაგარჩინა
და ფიქრი გაგიმზიანა
მოგიკვდა…შენთვის ჩაიწვა
შემოგეწირა მთლიანად
კაცი რა კაცი ღვთის კაცი_
სინათლით სავსე ფიალა.
 
nukriaДата: კვ, 03.06.2012, 20:29 | Сообщение # 18
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კამათის მერე
---------------
კაცი ცეცხლი და ზვავია
ქალი წყარო და ოქროა
სიკეთე უფლისეული
ქალში ათასჯერ უფროა.

თუ წახვალ_ სიმარტოვეში
გაუხუნდება მერდინი
სევდისას დაიღუღუნებს
ფრთამოტეხილი მტრედივით.

კაცი ელვა და ხმალია
ქვის და ფოლადის მჭრელია
ქალი სამოთხის სითბოა
გულის ფიქრებით ბრძენია.

კაცი ვერ გადაეჩვევა
ომს და მგელივით ხეტიალს.

ნექტარი სიყვარულისა
თუ ცრემლი სიბრალულისა
ქალში ათასჯერ მეტია.
 
nukriaДата: ორ, 04.06.2012, 19:26 | Сообщение # 19
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ე რ თ ი გ ვ ი რ გ ვ ი ნ ი თ
--------------------
რა ატლასები და ხავერდები,
მუსიკა ქართა ალავერდების.

ქვის ნაპრალებში ისევ იები,
მაგია ცათა მისტერიების.

ნარწყულები და ნაგზაურები,
ექო ჩამქრალი სასწაულების.

გუმბათის სევდა,ჟანგი კრისტალის,
წავარნა_კლდეზე ნაგვირისტალი.

ჰორიზონტებზე შუქის ბიბინი,
სიკვდილ-სიცოცხლე ერთი გვირგვინით.
 
nukriaДата: სამ, 05.06.2012, 19:58 | Сообщение # 20
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
ეს სულ სხვა სიღარიბეა:
ქვეყანას არ ჰგავს ქვეყანა.

ნაღდი და შესაფერისი
მტერი არ გადამეყარა,_
ხან ერთმანეთთან გვეომა,
ხან ერთმანეთთან გვეხარა.

მუმლივით მომრავლებულა
ლაჩარი,მონა, მკვეხარა,
ნაყოფნი უჯიშობისა_
ხეკაცუნა და ხექალა.

სიმღერა სიხარულისა
ასე რამ გააფერმკრთალა?!

რა ქარმა გადაგვიარა?!
რა ნისლი გადაგვეფარა?!
 
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 15
  • 16
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость