ვაჟა ხორნაული
|
|
nukria | Дата: შაბ, 28.07.2012, 15:49 | Сообщение # 31 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გზა ერთი ხატიც ერთია ------------------------------ გული გულს დაღონებული სიხარულისას უამბობს უამბობს როგორ გადარჩა მისი ხომალდი უაფრო.
დღე ლამაზდება…გული გულს უამბობს მთისას ბარისას ხმებში კელაპტრის სითბოა და გოლეულის სიტკბოა და სიწმინდეა ნამისა.
გული გულს ემაისება წუთებს უმრავლებს ამოსა შვლებივით დასწაფებიან უკვდავებისა წყაროსა.
სიტყვები იის სურნელით გზა ერთი ხატიც ერთია არ ჩაგიქრება ნათელი სივრცეებიდან ნადენი როცა გულებში ღმერთია.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 28.07.2012, 21:37 | Сообщение # 32 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ვერ დასთმობ ------------------ არ გიყვარს?_მზე დაგივიწყებს გიყვარს და_უფრო ძნელია ქვეყანა სიყვარულისა ხან სასწაულის ფერია ხან ჯოჯოხეთად გექცევა და სიხარულის მტერია შენთვის გაზრდილი ყვავილი შენია აღარც შენია ეგ იმისთანა მკვლელია და იმისთანა მხსნელია ვერ დასთმობ_ მაგის გარეშე ამერ-იმერი ბნელია…
არ გიყვარს?_მზე დაგივიწყებს გიყვარს და უფრო ძნელია!
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 31.07.2012, 16:44 | Сообщение # 33 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** მიწის დუმილში კვნესაა ცა ინამება ცრემლითა.
გზა როდის აგვიმწვანდება ნათიბი დარდის ცელითა?
გაჭაღარავდა იმედი წუხილით ძველზე ძველითა.
ვერ გავახარეთ მამული არ მიგვესვლება ზევითა.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 06.08.2012, 21:01 | Сообщение # 34 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** გზების სიჩუმე და ხმა ციერის, მზერის საზღვარი-დასალიერი.
შუქი-ღრუბელში უცბად გამქრალი, მოუსვენრობა “თუმცა-მაგრამის”.
მოუსვენრობა “ალბათ-იქნების”, შეუცნობელი ცა და სიზმრები.
მზის კარ-მიდამო და ხმა ციერის და გადავლილი დასალიერი.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 07.08.2012, 17:37 | Сообщение # 35 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ბადიშის გასაგონად ------------------------- როდესაც დამინახავდა ქვეყნის სიავის მგმობელსა მამა მალ-მალე მეტყოდა სიტყვას საწუთროს მცნობელსა: “აჰყევ და დაჰყევ სოფელსა ამ მამაძაღლის ოხერსა!”
არც ავყევ არცა დავყევი გულებზე ჩრდილის მომფენსა მგლისგულა მედღეხვალიეს ორგზიანსა და ორფერსა ღმერთის და კაცის ცრემლებით ქვისა თუ რკინის მდნობელსა.
და ახლა საიქიოდან მეხმიანება როდესაც ბედნიერია რომ შვილმა არ დაუჯერა მშობელსა რომ ეწირება აღმართებს და არ დაეძებს ფონებსა.
ამყოლს და დამყოლს სოფლისას ვინ მისცა მადლი ხორბლისა ტკბილად ვინ მოიგონებსა?!
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 08.08.2012, 17:53 | Сообщение # 36 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** რაც უფრო ახლოს მიხვალ უფალთან, გაასკეცდება მადლი და ცრემლი. იმატებს შხამი ეშმას დუქანთა და მიგატოვებს აღმართზე ბევრი.
რაც უფრო ახლოს მიხვალ უფალთან, იმრავლებს მტერი, იმატებს ტანჯვა. იმატებს ხმები მღვრიე უღრანთა და ერთ დღეს ზურგში ჩაგცემენ ხანჯალს.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 27.08.2012, 18:24 | Сообщение # 37 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| უკვდავების წყაროსავით -------------------------------
აკიაფდა თვალი მარჯნის, ისმენ წყაროს ანცობებს. ჰორიზონტის ყვავილნარში ვარსკვლავები წაწლობენ.
მიწა მწირის ჯვალოსავით თბილია და უბრალო. შენ ხარ ჩემი სალოცავი, იისგულა უფალო.
რა ჩონგური,რის გიტარა /ხმა გაკმინდეს მერცხლებმა/,- სიჩუმეა იმისთანა, გალობისა შეგრცხვება.
სადღაც ცეცხლი მობრიალე, ხმა სივრცეში გავიდა. მთვარის ოქრო მოწკრიალებს ღრუბლის თეთრი ღარიდან.
მიწა მწირის ჯვალოსავით თბილია და უბრალო. შენ ხარ ჩემი სალოცავი, უკვდავების წყაროსავით გეწაფები,უფალო.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 02.09.2012, 13:43 | Сообщение # 38 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** პირველი სიყვარულის წუთები სხვა არის_ კრიალა და მშვენიერია, როგორც ვარსკვლავები კალმახის ტანისა...
*** თუნდაც არ გინდოდეს, ამ ბაღიდან ერთი ყვავილი მაინც გამოგყვება_ ან თმაში ჩარჩენილი, ან უბეში ჩაცურებული.
*** მიწა იძრა, ჰაერი გაიბზარა და ერთნაირად გაფერმკრთალდა ხე,ღრუბელი და ადამიანი.
*** ბიჭი დაიბადა და თოფმა იჭექა_ ჯერ ძუძუ არ მოუწოვია და უკვე აგრძნობინეს, რომ ბრძოლისთვისაა გაჩენილი.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 02.09.2012, 13:43 | Сообщение # 39 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** ამ ქვეყნის უმადურები იმ ქვეყანასაც სწყევლიან, ჟამი გვალვის და ყინვისა მათთვის ერთფერად ძნელია, კი არ იციან,საწუთრო ღმერთის ფიქრების ფერია, ასე იყო და ასეა_ სიცოცხლე ჩალის ფასია, ცრემლი თუ არა გდენია, ხიდი თუ არ ჩაგტეხია, ელვა თუ არ მოგწვდენია, ყვავილს თუ არ შეხებია შენგან ნაწკეპი ცელია, ყანას,მდინარის მეზობელს, ზვავი თუ არ დასცემია, ან ბაღში ჩაძინებული არ შეგხვედრია გველია.
როდესაც გიყვარს,სამზეო მაცოცხლებელი მკვლელია, ხან სიხარულის სითბოა, ხანაც ცოდვების მტვერია, ზესკნელ-ქვესკნელის მცნობელი, დაუნდობელი ბრძენია, ტყვიებს თუ ეთამაშები, ღიმილიანი მტერია.
შენ,ნაკადულო გულისა, რაც ვნახეთ,იგივ მოგველის, არ დაივიწყებს ეკალი სავალს,იებით მოფენილს, სიცოცხლესაც და სიკვდილსაც, როგორც ფრთებს ჟამი დილისა, ამშვენებს წუთისოფელი.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 02.09.2012, 21:43 | Сообщение # 40 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** საწუთროს ნისლისფერობა, ბედის ჟამიჟამ მკრთალობა. ზოგჯერ მოყვასის სიავე და ზოგჯერ მტრების წყალობა. სამოთხის სალამურები, მზის კოხტად მომავალობა. ოქროპირობა ცისკრისა, წყაროსწყალობა სიტყვისა, გულის და ფიქრის გალობა.
|
|
|
|