ვაჟა ხორნაული - Page 13 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ვაჟა ხორნაული
nukriaДата: სამ, 27.01.2015, 16:55 | Сообщение # 121
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
---------
წიგნების ჩრდილში წამოწოლილი
ისვენებს კალამი
ნახევრად მოხნულ მინდორს
წააგავს ფურცელი.…

როგორც გლეხკაცი
ვენახში მუშაობით
ტკბილად დაქანცული
და ღმერთის მადლიერი
წიგნების ჩრდილში წამოწოლილი
ისვენებს კალამი
და ხელს თუ შეახებ
მისი პატრონის
გულის ფეთქვა შემოგესმება.
 
nukriaДата: სამ, 27.01.2015, 16:56 | Сообщение # 122
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მგალობელი ბულბულის გული
ნაზად შეუმჩნევლად ირხევა
როგორც მლოცველის მზერისაგან
კელაპტრის ალი…

***
სინათლესთან ერთად ღამიდან
ჩრდილებიც გამოვიდნენ
და ფერების ქორწილში ხარობენ.
 
nukriaДата: სამ, 27.01.2015, 16:58 | Сообщение # 123
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

ყორესთან
ძაღლის ჩრდილში
ლეკვები წვანან
ერთმანეთს ეხებიან
ფუნჩულა მხრებით
ლოყებით
ვაშლისოდენა თავებით.

ქუთუთოები-იის საბანივით
კუდები-ნერგის
ფესვივით ლამაზი.
 
nukriaДата: სამ, 27.01.2015, 20:17 | Сообщение # 124
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
აკამკამებულ სივრცეში
მოჩანდა მწკრივი წეროთა
მავანის გულში მზე ენთო
მავანის გულში ბნელოდა.

თითქოს კაცთაგან არასდროს
ცას არაფერი სწყენოდა_
იყო მშვიდი და ნათელი
და მწვერვალებთან გველოდა.
 
nukriaДата: ოთხ, 28.01.2015, 12:37 | Сообщение # 125
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კოშკებში დარდი წინაპრის
ხმა შორეული ჩრდილების.

ხან_თოვლი აუმღვრეველი
ხან_ღვთისღიმილა წვიმები.

კლდეებზე ვერცხლი სივრცისა
ბალახში ოქრო სხივების.

ხევსურნი ხორბლისფერანი
“ლეგ-ლუგა ფშავლის შვილები.”

ხატებში სითბო ლოცვისა
ნამი სამოთხის დილების.

ამ ცასთან ამ სინათლეში
გულო არ გავიწირებით.
 
nukriaДата: ოთხ, 28.01.2015, 19:22 | Сообщение # 126
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
სუფრა მხიარულობს
და გარეთ,აივნის ბოლოში,
ერთმანეთის სევდიანი სითბოთი ხარობენ
სკამები გარდაცვლილი დედ-მამის.

***
სიმღერაში არ ჩანან სიტყვები,
როგორც მზის ნათებაში
ვარსკვლავები…
 
nukriaДата: ხუთ, 29.01.2015, 13:36 | Сообщение # 127
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გულებში სულ სხვა ტკივილი იძრა
ბაღში გაბრწყინდა მტვერი ყვითელი
და უხარია სხივები მიწას
ვით დედის სახეს ჩვილის თითები.

თვალებში სულ სხვა შუქმა იელვა
/მზიან ტალღებზე ჩრდილი ანძების/
აისის ოქრომ ხმამ და იერმა
ისევ აავსო ჩემი ტაძრები.
 
nukriaДата: სამ, 03.02.2015, 16:38 | Сообщение # 128
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
სახლი უჩვენოდ დარჩენილი
არაა მარტო-
მასში წინაპართა ჩრდილები არიან
და როცა დაკეტილ კარს შევაღებთ
სიხარულის ფრთები ესხმებათ
და იმ ქვეყანას უბრუნდებიან.
 
nukriaДата: ოთხ, 04.02.2015, 12:13 | Сообщение # 129
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
ყვითელი მოზაიკით დამშვენებულ
ღრუბლის ლეგა გამოქვაბულში
მლოცველის ნაბიჯებით შევიდა
მზე-მზესუმზირების მოძღვარი
გამოქვაბული შიგნიდან განათდა
თითქოს მის წიაღში
თვითონ ღმერთმა აანთო სანთლები
მზესუმზირათა სახეებზე
ერთმანეთის სითბო-სიჩუმეში
სხვაგვარად გაბრწყინდნენ
მარცვალთა ათასობით ტყუპები
და ღრუბლის გამოქვაბულიდან
თვალებში სხვა შუქით გამოვიდა
მზე-მზესუმზირების მოძღვარი.
 
nukriaДата: კვ, 08.02.2015, 22:43 | Сообщение # 130
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
ჩაშავებული ანწლიანები
/თვალმა ფერები მოისაკლისა/
ჟამი სხვაგვარი აწრიალების
ჟამი სხვაგვარი ფორიაქისა.

ტკივილი ძველი და დღე ახალი
/სუსხი სასახლის ლიბოწყეულის/
ფიქრი მზისა და ნავენახარის
გულის სევდიან სითბოდ ქცეული.

დახავსებული კიბეები და
შორს დარჩენილი გზა და ხიდები
აუმღვრეველი სიღრმეებიდან
ამონათება მარგალიტების.

ღრუბლები-ბრძენი ამბოკარები
მწვანე ფურცელზე თოვლის ნოტები
მელოდიები გამოდარების
ნელი ბიბინი ჰორიზონტების.
 
ძებნა:

მოგესალმები Гость