ვაჟა ხორნაული
|
|
nukria | Дата: კვ, 27.07.2014, 13:25 | Сообщение # 101 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** მიწა მწყურვალე.მკრთალი თავთავი, ხსოვნა_შორეულ ხმათა შემკრები. დაუშრეტელი დარდის სათავე მარადიული მზით და ეკლებით. ეჭვი_ბასრი და მძიმე შუბივით გულში გაყრილი.კვალი მდინარის. და წინაპარი_ბრძენი ჩუბინი, ღმერთის გულიდან სევდით მზირალი.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 24.10.2014, 22:33 | Сообщение # 102 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მუსიკა ექოებისა, ცისა და სალამურისა. სხვა სივრცეების წყურვილი, ფეთქვა ახალი წყლულისა. ვარსკვლავთა მტვერით მბრწყინავი შავი ტალღები ხნულისა. ულამაზესი ტკივილი შობის და აღსასრულისა.
Сообщение отредактировал nukria - პარ, 24.10.2014, 22:33 |
|
|
|
nukria | Дата: პარ, 24.10.2014, 22:33 | Сообщение # 103 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** ზოგის ნაბიჯები კიბის ხმას გამოსცემენ და არა გულისას. *** ძაღლი მწარედ ყმუოდა და ცრემლიანი თვალებით გასცქეროდა ხელოვნურ ზღვას. *** ჩაიდანსაც უხარია როცა შემოდიხარ და თეთრი ალმის ფრიალით გეგებება.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 24.10.2014, 22:35 | Сообщение # 104 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** ზოგის ნაბიჯები კიბის ხმას გამოსცემენ და არა გულისას. *** ძაღლი მწარედ ყმუოდა და ცრემლიანი თვალებით გასცქეროდა ხელოვნურ ზღვას. *** ჩაიდანსაც უხარია როცა შემოდიხარ და თეთრი ალმის ფრიალით გეგებება.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 30.12.2014, 15:08 | Сообщение # 105 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| იმ ქვეყნის სათიბებში ხარ კოხტად ნაწკეპი ცელითა ცალ ხელით იმედიანი საპყარი ცალი ხელითა გულში მზით დაღონებულით ტკივილით ძველისძველითა უთქმელი…ლექსის კითხვისას ხმაში ლამაზი ცრემლითა მანდაც ფიქრდამშვენებული სალოცავებით ჩვენითა თვალებში მოსიყვარულე ჩვენთვის მლოცველი მზერითა.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 31.12.2014, 21:31 | Сообщение # 106 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| --------------- მზის ამოსვლისა არ იყოს მზის ჩასვლაც კაი რამეა - დღე გარდასულა შორსაა თვალწინ ახალი ღამეა დაბლა შობაა ნამისა მაღლა ვარსკვლავთა ჩქამია გული სხვაგვარად წრიალებს დასალიერი მკრთალია მთვარე მოსულა წყაროსთან ირემი მოუყვანია... ქარს ბერი ზეხმელისათვის მოუხვევია მკლავია სიყვარულისგან ნაკურთხი გალაღებულან მთანია ბნელში ღუღუნი ნათლისა და სითბო ღმერთის კალთისა არც რასთან შესადარია შვიდი ცის მეზობელი ხარ შვიდივე სალოცავია გაოცდები და შეკრთები ისეთი სანახავია სიკვდილ-სიცოცხლის ტაძრები ერთურთის გვერდით მდგარია.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 01.01.2015, 16:49 | Сообщение # 107 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სივრცის დუმილი შრიალი ყანის ტალღებში ქალის მბრწყინავი ტანი.
ბაღში ნინველა ცხენზე ნინველი ჭავლის ბრკიალი ჩრდილი ფრინველის.
სამკაულები ოქრო სიმების მწვანე სამოსელი და თეთრი ღილები…
ღრუბლის თაღები და ნისლის ზარი გალობა ფიქრის ზეიმი თვალის.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 03.01.2015, 15:05 | Сообщение # 108 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ფიქრის ჭრილობა ----------------- ნეტავი რისთვის თენდება- ნუთუ მარტოდენ მისთვისა რომ ისევ ვნახოთ მგზავრები შეუმჩნეველნი ცისთვისა ბზარები კოშკებისანი ეკლიანობა ნისლისა ლამაზ-ლამაზი ბაღები გაშენებულნი მტრისთვისა უფლისთვალება კრავები გამეტებულნი მგლისთვისა ხატში მოსული ლანდები ნატვრად ქცეული დღისთვისა.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 10.01.2015, 14:48 | Сообщение # 109 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გულს რომ პეშვივით შეუშვერ ციდან წამოსულ წყაროსა_ მტერიც დაგლოცავს ზურგს უკან აღარ გაგითხრის ხაროსა შუქი რამ აუმღვრეველი შემოგეხვევა სამოსად ისეთი სითბო ექნება როგორც წინაპრის ჯვალოსა ტყვია და ხმალი კი არა ელვაც ვერ გაეკაროსა.
ფიქრი გასცდება სივრცეებს რომ მზის თვალს ეწამწამოსა უფალი გეტყვის სიტყვებსა სურნელოვანსა ამოსა იის ხმით მოგეფერება მგალობელს უსახლკაროსა.
მაღლა ცამ დაბლა ქვეყანამ როგორ არ გაიხაროსა_ გულს რომ პეშვივით შეუშვერ ციდან წამოსულ წყაროსა.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 13.01.2015, 10:14 | Сообщение # 110 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გულო_სარკმელო ღმერთისა სამყაროს ხმებით სავსეო ასეთი თავდავიწყებით რამ შეგაყვარა სამზეო?!
ვინც სამტროდ ადევნებული გადაგიდგება გზაზეო ვერ გაგიმეტებს…დაგლოცავს იებს მოისხამს ხმაზეო.
გულო_ ზვარაკო ღმერთისა მავალო იმის კვალზეო ზოგჯერ ქვესკნელში ღიღინებ ზოგჯერ_ ზესკნელის ბანზეო.
ათი ათასჯერ შეჭრილო მარადი დარდის ფხაზეო სიცოცხლეა თუ სიკვდილი რამ შეგაყვარა ასეო?!
გულო_ნათლულო ღმერთისა საგალობლებით სავსეო შენ რომ არ მყავდე_მალ-მალე ვინ ამანთებდა ცაზეო?!
|
|
|
|